თუ გადახედავ 6 მსოფლიო კრების 2 კანონს, მანდ დაფიქსირებულია სხვადასხვა კრებებზე და წმინდა მამათა კანონების მარად მოქმედება.
აქ ჩამოვწერ "საინტერესო" კანონებს, რომლებიც მართლმადიდებლების ეკლესიოლოგიის მიხედვით ღვთივსულიერი უნდა იყოს რადგანაც კრებსითია

)
1 კრების კანონი 15
არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი და არც დიაკონი ერთი ქალაქიდან მეორეში არ უნდა გადავიდეს. თუ ვინმე წმიდა და დიდი კრების ამ განწესების საწინააღმდეგოდ მოიქცევა, ან მის მიმართ დაშვებულ ასეთ ქმედებას წინ არ აღუდგება, მაშინ განკარგულება გაუქმებულად ჩაითვლება, გადაყვანილი კი თავის ეკლესიაში უნდა დაბრუნდეს, სადაც იგი ხელდასხმული იყო მსახურებისათვის ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად.
(მოც. 14,15; II მსოფ. 4; IV მსოფ. 5,6,10,20; ტრულ. 18; ანტიოქ. 3,13,16,21; სარდიკ. 1,2,3,12,16; კართ. 48,54,65,71,90).
1 კრების 11 კანონი
ვინც ძალდატანების, მამულის წართმევის, ტყვეობის მუქარის ან სხვა რაიმე [b]მსგავსი მიზეზის გარეშე - როგორც ეს ლიკინიოზის დევნის დროს ხდებოდა -
განუდგა რწმენას, კრება მათ მიმართ ლმობიერობას იჩენს, იმ მიზნით, რათა აჩვენოს მათ ეკლესიის წყალობა, თუმცა არ არიან კაცთმოყვარეობის ღირსნი. მათგან რომლებიც გულწრფელად მოინანიებენ,
სამი წელი საღვთო წერილის მსმენელებს შორის დაჰყონ,
შვიდი წელი შევრდომილნი იყვნენ,
ორი წელი კი მრევლთან ერთად ილოცონ, წმიდა ზიარების მიღების გარეშე.
(მოც. 62; I მსოფ. 12,13,14; ანკვირ. 4,5,6,7,8,9,21; ლაოდ. 2,19; კართ. 43; გრიგოლ ნეოკ. 2,11; ბასილი დიდი 73,75,81,84; პეტრე ალექს. 2,3; გრიგოლ ნოს. 2).
6 კრების 11 კანონი
არც სამღვდელო პირმა და არც
ერისკაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იხმიოს იუდეველთა მიერ მიწოდებული უფუარი; არ უნდა იმეგობროს მათთან; ავადმყოფობისას არ უნდა მოუხმოს და მკურნალობა მათაგან არ მიიღოს; არც აბანოში იბანაოს მათთან ერთად. ამ განწესების დამრღვევი სასულიერო პირი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.
(მოც. 7,64,70,71; ანტიოქ. 1; ლაოდ. 29,37,38; კართ. 51,73,106).
6 კრების 51 კანონი
ეს წმინდა მსოფლიო კრება
სრულიად კრძალავს სამასხარაო სანახაობებსა და გასართობებს , აგრეთვე მხეცურ სანახაობებსა და მათზე როკვას. ხოლო ვინც ეს კანონი შეურაცხყოს და რომელიმე ამ აკრძალულ გასართობს მიეცეს: კლერიკოსი დასიდან განიკვეთოს, ერისკაცი კი უზიარებელ იქნეს.
(ტრულ. 24,65,66; ლაოდ. 54; კართ. 15).
6 კრების 56 კანონი
საღვთო ეკლესია ყველგან ერთი წესით მარხულობდეს და
ეკრძალებოდეს ყოველივე დაკლულს, აგრეთვე კვერცხსა და ყველს , რომლებიც იმის ნაყოფი არიან, რასაც ვეკრძალებით. თუ ეს განწესება დაცული არ იქნება: კლერიკოსი განიკვეთოს, ერისკაცი კი წმინდა ზიარებიდან განკანონდეს.
(მოც. 66,69).
This post has been edited by K. Logos on 9 Nov 2015, 15:55
მიმაგრებული სურათი