დოლორეს
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5428
წევრი No.: 64740
რეგისტრ.: 17-June 08
|
#46228145 · 16 Nov 2015, 01:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ან სხვა ვნებიანი მიზეზების გამო. |
მაგალითად?  QUOTE | ხოლო ტკივილი, რომელსაც დედა განიცდის, ფიზიოლოგიურია და დედის ორგანიზმს აჯანსაღებს კიდეც. |
QUOTE | თვით უფალმა აკურთხა დედაკაცი ტკივილიან მშობიარობაზე: "მწუხარებით ჰშვნე შვილნი" |
ძაან ჩლუნგი ლოგიკაა.თან დაურთო: ,,მწუხარებითო''. მწუხარება აჯანსაღებს სხეულსო... მდა!
QUOTE | დედას რომ ახსოვდეს მშობიარობის ტკივილები, მეორე შვილს აღარც გააჩენდა, მაგრამ ქალს მშობიარობის დასრულებისთანავე ავიწყდება ყველაფერი, ტკივილი სიხარულით ეცვლება - ქვეყნიერებას ხომ პატარა ანგელოზი ევლინება უფლის სადიდებლად და ოჯახის გასახარად. |
ხო,არავინ კლავს მერე შვილს შურისძიების მიზნით,ისეთი უსაშველო ტკივილი მომაყენე არ იმსახურებ სიცოცხლსო.საერთოდ რა შუაშია.რა ტვინს მოუვიდა ეს ინტერპრეტაცია.
QUOTE | დედის მკერდზე მისმისთანავე კი ეს კონტაქტი, საოცარი დედაშვილური კავშირი მაშინვე აღდგება. ბავშვი დაბადებისას განცდილი სტრესის შემდეგ დედის მკერდთან ისევ უსაფრთხოდ გრძნობს თავს.
- ზოგიერთ ქალს ჯერ კიდევ სამშობიაროშივე ურძეობის პრობლემა ექმნება. რაიმე სულიერი მიზეზებით ხომ არ არის ეს გამოწვეული |
ჰმ? კითხვაც შესანიშნავია! საკეისროს დროს,თუნდაც ზუსტი კალენდარული მშობიარობისას გაკეთდეს,როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა არაა,ქალის ორგანიზმი აგვიანებს რძის გამოყოფას,შეიძლება 3 დღე ან მეტი, რძე არ ქონდეს.მაგრამ ჩვილი დედას სუნით გრძნობს,მიუხედავად იმისა,რომ დედის რძეს არ სვამს ეს დღეები.ამათ კანით შეხებაზე სმენიათ რამე? აბსოლუტურად ფიზიოლოგიური მოვლენაა ეს და რა კავშირშია სულიერ თემებთან? და საერთოდ,ზოგ დედას საერთოდ არ გააჩნია რძე და არასოდეს უწოვებია შვილისთვის ძუძუ.ესე იგი ის განსხეულებული ბოროტებაა?
QUOTE | როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია, სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა... ეს ზემოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც. |
როცა ამ ყველა ცოდვას სჩადის და რძე მაინც მომეტებული და დიდი ხანიც აქვს,უბრალოდ შემთხვევით გაუმართლა? რაღაც ვერ მოარგო აქ.
QUOTE | როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს, სასურველია, ხატების წინ იჯდეს და თან ლოცულობდეს. თუ ამას ვერ ახერხებს, გულში მაინც უნდა ილოცოს. |
შეუძლებელია.იმიტომ რომ: 1)კომფორტულად უნდა იჯდე,რომ არც შენ შეწუხდე და სტრესი აიკიდო(ისედაც უამრავი სტრესი გაქვს ახალშობილის ჭყიპინის გამო ღამისტევებისგან),სტრესზე შეიძლება რზე დაიკარგოს. 2)არც ჩვილი გეჭიროს არასასურვლ პოზაში,იმიტომ რომ შეიძლება რძე გადაცდეს და დაიხრჩოს.თუ ეს კიდია ამის დამწერს?  QUOTE | საკმარისი არ არის მხოლოდ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება, ხოლო თუ დედა-შვილის სულიერ კავშირს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად. |
QUOTE | ბებიაქალი ან თვითონ დედა წყალს სამჯერ ასხამდა ჩვილს და ნათლობის ფორმულას ამბობდა: "ინათლება მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა, ამინ! (ასხამს წყალს) და ძისათა ამინ! (ასხამს წყალს) და სულისა წმიდისათა, ამინ! (ასხამს წყალს)". |
აბა,ნათლობის საიდუმლოო? გამოდის ყველა ორღობის ბებია ქალს შეუძლია ეს ქნას?  QUOTE | - ყველაფერს თავისი საფუძველი და მიზეზი აქვს. თუ ჩავეძიებით, ისინიც გამოვლინდება. პატარების ასეთ "უმიზეზო" ჭირვეულობასაც თავისი სულიერი მიზეზები აქვს. როგორც წესი, ბავშვი უმიზეზოდ არ ტირის და არც ჭირვეულობს. მაგრამ მშობლები ვერ ხვდებიან, რომ ეს თავიანთი ცოდვების, დაუდევრობისა და უყურადღებობის შედეგია.
|
ე.ი.დღემდე გვტანჯავს ჩემი შვილი ცოდვებისთვის.  QUOTE | ე.წ. ბებიების ან სხვა შემლოცველების შელოცვა ეკლესიურ სწავლებას ეწინააღმდეგება და ყოვლად დაუშვებელია. ამან შესაძლოა, პირიქით, დააზიანოს კიდეც ბავშვის სულიც და ხორციც. რა უნდა იყოს დედის ლოცვაზე უკეთესი?! ბავშვი თავიდანვე უნდა ჩაერთოს ეკლესიურ ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნება |
აკი ბებია ქალის ლოცვა მუშაობსო? რამე სხვა ,,მადლი'' მოსავს? ჩვილი თუ ეკლესიაში არ აჯღავლე რა ქრისტიანი ხარ...
QUOTE | კი მაგრამ, ჯვარზე ძლიერი რა უნდა იყოს?! ყველა ნაკურთხი ჯვარი ძალმოსილია ბოროტის წინააღმდეგ. |
გასაგებია,მაგრამ აკრძალულია ეშმაკისეული პედიატრების მიერ.შეიძლება ჩვილი დაახრჩოს. მამა კონსტანტინე გიორგაძე ეს ადრე ქაშუეთში წირავდა ხო? ერთმა მღვდელმა მირჩია მოძღვრად... რატო უბნელებენ გონებას ასე ხალხს,რა სარგებელს ნახულობენ ამით... This post has been edited by დოლორეს on 16 Nov 2015, 01:52
--------------------
https://www.facebook.com/ESAGLLR
|