#46281896 · 22 Nov 2015, 16:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jules Winnfield დიდი აფეთქების თეორიას თუ დავუჯერებთ, მაშინ ისიც უნდა დავიჯეროთ, რომ შესაძლებელია ნაკლებ კომპლექსურიდან უფრო კომპლექსურის შექმნა. მე ვიზიარებ ამ თეორიას, რადგან მიმაჩნია რომ ისაა სამყაროს შექმნის ყველაზე უკეთ დასაბუთებული კოსმოლოგიური მოდელი.
შესაბამისად, ჩემს წინაშე რჩება მხოლოდ ერთი საკითხის გადაწყვეტა, კომპლექსური სამყაროს შექმნა უმართავ პროცესად უნდა ჩავთავლო თუ მართვად პროცესად და აქ უკვე ვეყრდნობი ჩემს მიერ ნახსენებ გამოცდილებას.
რაც შეეხება იმას, ადამიანს შეუძლია თუ არა, მასზე უფრო კომპლექსური მექანიზმების შექმნა, ეს სადაო საკითხია და პრინციპში არც განმიხილია. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის შეუძლია შექმნას, გარკვეული შესაძლებლობებით მასზე აღმატებული მექანიზმები, მაგალითად უფრო სწრაფი სატრანსპორტო საშუალებები, უკეთესი საკომუნიკაციო სისტემები, უკეთესი ხედვის მოწყობილობები, უკეთესი გამომთვლელი მანქანები, უკეთესი სანავიგაციო სისტემები და ა.შ.
|