წარღვნის მოდელში არსებობს უამრავი პრობლემა და კითხვის ნიშნები. ვინც ფიქრობთ რომ ღმერთმა ყველაფერი მაგიური სასწაულებით გააკეთა მაშინ პირდაპირ სასწაული რატომ არ მოახდინა და ყველა ადამიანი ნოეს ოჯახის გარდა რატომ არ მოკლა? ან ნოეს რატომ აძლევდა დავალებებს თუ მაინც თვითონ უნდა გაკეთებინა ყველაფერი? მე აქ ჩამოვწერ რამოდენიმე პრობლემას და ვისაც არასასწაულებრივი ახსნა გაქვთ გთხოვთ გამარკვიოთ რახდება
პირველ რიგში ავღნიშნავ რომ ნოეს გენიოლოგიურ ხეს თუ მივყვებით მაშინ გამოვა რომ წარღვნის შემდეგ 9 თაობაში იბადება აბრამი და წარღვნიდან 427 წელიწადში აბრამი შედის კანაანში შემდეგ იგი ეგვიპტეშიც გადადის, ჩვენ კი ვიცით რომ ეს ქვეყნები არარის მილიონობით წლის ანუ წარღვნა ძალიან შორ წარსულში არ მომხდარა (უახლოესი 10-15 ათასი წლის წინ უნდა ყოფილიყო)

აღსანიშნავია რომ წვიმა მოდიოდა 40 დღე ხოლო დატბორვა გრძელდებოდა ერთი წელიწადი.... თუ ჩვენ გამოვიყენებთ წყრთის ყველაზე დიდ განმარტებას მაშინ კიდობანი სიგრძეში იყო 158 მეტრი სიგანეში 26 მეტრი და სიმაღლეში 15 მეტრი... კიდობანს ჰქონდა ერთი ნახევარ მეტრიანი ფანჯარა ერთი კარი და სამი სართული... კიდობანზე იმყოფებოდა 8 ადამიანი
1) კიდობნის მშენებლობაამერიკელი კრეაციონისტები აშენებენ კიდობნის ასლს. ამ კიდობნის და მთლიანად პარკის ასაშენებლად საჭიროა $172 მილიონი დოლარი ოღონდ ეს კიდობანი უბრალოდ ხმელეთზე უნდა იდგეს და ხის დასამაგრებლად თანამედროვე მასალებს იყენებენ რაც წინათ ხელმიუწვდომელი იყო

მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის გემი Wyoming ააშენეს ამერიკაში 20-ე საუკუნის დასაწყისში პროფესიონალმა გემის მშენებლებმა... ეს გემი სიგრძეში იყო 110 მეტრი და თავისი მასიურობის გამო ტალღებზე გემის კორპუსი იღუნებოდა, ჰერმეტიულობას ვერ ინარჩუნებდა და მუდმივად შესდიოდა წყალი. საბოლოოდ იგი ჩაიძირა (ხე არ ვარგა დიდი ხომალდების მშენებლობისთვის იმიტომ რომ არასაკმარისად გამძლეა ჰერმეტიულობის შესანარჩუნებლად)

როგორ ააშენა 500 წლის კაცმა რომელმაც არიცოდა გემის მშენებლობა ამხელა კიდობანი ისე რომ იგი არ ჩაიძირა?
2) ცხოველების შეგროვება ბოლო კვლევის თანახმად ხმელეთზე დაახლოებით 6.5 მილიონი სახეობაა როგორ მოახერხა ნოემ მთელი დედამიწის მასშტაბით მოგზაურობა და ყველა სახეობის შეგროვება თან ამხელა რაოდენობებში? ეს უბრალოდ შეუძლებელია მაგრამ შეიძლება ცხოველები თავისით წამოვიდნენ კიდობნისკენ? ეს ძალიან გაუჭირდებოდა ბევრ ცხოველს რომელსაც სპეციფიური დიეტა აქვს მაგალითად კოალას ან პანდას... ასევე პინგვინებს ძალიან უჭირთ ხმელეთზე გადაადგილება და ასე შემდეგ უამრავ სახეობას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებოდა
3) ცხოველების აყვანა და განლაგება კიდობანში ნოეს ჰქონდა 7 დღე ცხოველების ასაყვანად. იმისთვის რომ 6.5 მილიონი სახეობა 7 დღეში აიყვანო, საჭიროა რომ თითო წამში 10 სახეობა ადიოდეს გემზე... როგორ მოხდა ამდენი სახეობის განლაგება? 158 მეტრი საკმარისია ექვსმილიონ ნახევარი სახეობისთვის? ან სად განლაგდა ყველასთვის საჭირო საკვები და სასმელი? სასიარულოდ კორიდორებიც იქნებოდა ხო საჭირო?
4) ცხოველების კვება და მოვლა ა) უამრავ ცხოველს სჭირდება უნიკალური საკვები იგივე კოალა ჭამს ახალ ევკალიპტის ფოთლებს ან მაგალითად აბრეშუმის ჭიები ჭამენ თუთის ფოთლებს ბევრი ქვეწარმავალი ჭამს მხოლოდ ცოცხალ მწერებს გველები ლეშით არ იკვებებიან და ასე შემდეგ უამრავ ცხოველს დასჭირდებოდა საკუთარი დეიტა თან ახალი ან ცოცხალი საკვებით როგორ ახერხებდა ნოე ამ ყველაფრის ორგანიზებას?
ბ) როგორ მოახერხა ნოემ 1 წლის მანძილზე საკვების შენახვა? კიდობანზე საკმაოდ მაღალი ტენიანობა იქნებოდა და თუ გავითვალისწინებთ რომ ყველა მწერი მანდ იყო ეს იდეალური ვარიანტი იქნებოდა ხორცს მატლები რომ გასჩენოდა და გაფუჭებულიყო ან მატლების გარეშე გაფუჭდებოდა თუ გაყინული არიყო
ვ) ფეკალიები გამოყოფს მომწავლელ გაზებს როგორიცაა ამიაკი და მეთანი... ამდენი ცხოველი საკმაოდ დააბინძურებდა კიდობანს როგორ ხდებოდა კიდობნის ვენტილაცია როდესაც მას მხოლოდ 1 ნახევარ მეტრიანი ფანჯარა ჰქონდა?
გ) როგორ ხდებოდა ფეკალური მასების გატანა კიდობნიდან? ამდენი ცხოველი წარმოქმნიდა ტონობით ფეკალიებს
დ) როგორ ახერხებდა 8 კაცი ამდენი არსების გამოკვებას საჭმლით? ფიზიკურად შეუძლებელია ინდივიდუალურად მიუტანო საჭმელი და სასმელი ამდენ არსებას
5) წვიმა და გეოლოგიური კვალი ა) საიდან მოვიდა უეცრად ამდენი წვიმა? და მთელი მიწა რომ დაფარა ამის მერე სად წავიდა?
ბ) ძალიან ძლიერი წვიმების და წყალდიდობის დროს მოდის 100-200 მილიმეტრი ნალექი ხოლო წარღვნისთვის მთელი დედამიწა რომ დაეფარა წყალს საჭირო იქნებოდა რომ ერთ საათში 3300 მილიმეტრი ნალექი მოსულიყო ამას საერთოდ უნდა დაეშალა მთები რასაც ვერ ვამჩნევთ
გ) ანტარქტიდაზე მილიონი წლითაც თარიღდება ყინული (შრეებით) ამ და ასევე სხვა ყინულებზე წარღვნის შედეგად უნდა დარჩენილიყო ფენა რომელშიც იქნებოდა სხვანაირი მარილიანობისა და ჟანგბადის კონცენტრაცია ასევე მომატებული ჰაერის ბუშტულები, უცხო ობიექტები და სხვა მრავალი თუმცა არცერთ ყინულის შრეში ამდაგვარი არაფერია დაფიქსირებული
დ) წყლის ამხელა მასას საკმარისი ძალა ექნებოდა რომ პოლუსებზე ყინული საერთოდ ამოეგლიჯა და ამოტივტივებულიყო ყინული... შემდეგ თოვლი ვერ მოესწრებოდა ყინულის ფორმირებას მითუმეტეს ამდენი შრის ფორმირებას
ე) ზღვის ფსკერზე უნდა დარჩენილიყო წარღვნის კვალი უჩვეულო გარე ობიექტების სახით რომელიც უზარმაზარ მდინარეებს უნდა ჩაიტანათ ოკეანეებში ასევე ოკეანის ფაუნის მასიური განადგურებაც უნდა დაფიქსირებულიყო
ვ) ქანებში რატომ არ ჩანს წარღვნის კვალი? არსებობს უამრავი ქანები სხვადასხვა ისტორიული პერიოდიდან შესაბამისად წარღვნის შემთხვევაში მთელი დედამიწის მასშტაბით ერთიდაიგივე პერიოდის ქანში უნდა იყოს წარღვნის კვალი რომელიც არსად ჩანს
ზ) უნდა დაფიქსირებულიყო სახეობების მასიური შემცირების კვალი (ნამარხების რაოდენობის უეცარი ზრდა)
6) როგორ გადარჩნენ დანარჩენი არსებები? ა) როგორ გადარჩნენ მცენარეები? ერთი წელი წყლის ქვეშ ძალიან ბევრია ნოემ თესლები შეაგროვა? მაგრამ ბევრ მცენარეს თესლი საერთოდ რომ არ აქვს?
ბ) როგორ გადარჩნენ ბაქტერიები და ვირუსები?
გ) არსებობს უამრავი პარაზიტი კონკრეტულ სახეობაზე ორიენტირებული ასევე მიკრო ორგანიზმები ანუ ეს ყველა დაავადება მისთვის საჭირო არსების გარეშე ვერ იარსებებს... მაგალითად ეს დაავადებები მხოლოდ ადამიანის ორგანიზმში გვხვდება: სიფილისი, ჩუტყვავილა, წითელა, ტიფი, პოლიომილიტი, გონორეა... ესეიგი კიდობნის 8 წევრი ამ და სხვა უამრავ დაავადებას თან ატარებდა ისევე როგორც ყველა სხვა ცხოველი დაავადებული იყო უამრავი დაავადებთა თუ პარაზიტით?
დ) თევზები როგორ გადარჩნენ? არის ბევრი თევზი რომელიც მხოლოდ სუფთა წყლებში ბინადრობს და მარილიან წყალში კვდება ასევე პირიქით არის სახეობები რომელიც მხოლოდ მარილიან წყალში ბინადრობს და სხვა მრავალი
ე) როგორ გადარჩა ბევრი მგრძნობიარე არსება? მაგალითად მარჯანი იზრდება მხოლოდ წყლის ზედაპირთან ახლოს რომ მზის ენერგია მიიღოს ხოლო წარღვნის დროს მზე დაიბლოკებოდა
7) რატომ არ დატოვეს ცხოველებმა კვალი? ა) არარატის მთიდან დედამიწის სხვა წერტილებში როგორ დაბრუნდნენ ცხოველები გზაში 1 ნამარხიც კი რატომ არაა დარჩენილი? მაგალითად აზიაში კენგურუს ჩონხი რატომ ვერ ვიპოვეთ? ან უამრავი სხვა არსების?
ბ) რატომ წავიდნენ სხვადასხვა სახეობები მხოლოდ ერთ რეგიონში? იგივე კენგურუები ან კოალები რატომ არ გავრცელდნენ აზიაში? ლემურები რატომ წავიდნენ მადაგასკარზე და სადმე სხვაგან რატომ არ გავრცელდნენ?
გ) ეკოსისტემაზე დამოკიდებული ცხოველები როგორ დაბრუნდნენ უკან გზაში საკუთარ ეკოსისტემას ქმნიდნენ?

ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უამრავი კითხვისა თუ უზუსტობისა რაც არსებობს წარღვნის მოდელის წინაშე
____________________________________________
ისტორიული ფაქტებიპირველად წარღვნის ლეგენდა ჩნდება შუმერულ მითოლოგიაში (The Eridu Genesis) ბიბლიაზე გაცილებით უფრო ადრე რომლის წარმოშობის თარიღიც არის ჩვენ წელთ აღრიცხვამდე მესამე ათასწლეული (სხვადასხვა ფილები თარიღდება 1700-2000 BC-თ თუმცა დადგენილია რომ ამ ფილებზე აღწერილი ზოგიერთი მოვლენა მესამე ათასწლეულში ხდებოდა ანუ მაგ პერიოდში ყალიბდებოდა ეს ისტორიები)
შუმერული წარღვნის მითი: ხალხის ხმაურმა შეაწუხა მთავარი ღმერთი ენლილი რომელმაც მოიწვია ღმერთების კრება და გადაწყვიტეს რომ ადამიანები დაეხრჩოთ, თუმცა იყო ერთი ღმერთი სახელად ენკი რომელსაც ძალიან შესტკიოდა გული ადამიანებზე. ასევე მაგ პერიოდში ცხოვრობდა ერთი კეთილი მეფე სახელად ზიუსუდრა რომელიც გააფრთხილა ენკიმ რომ მალე დიდი წყალდიდობა დაიწყება და ადამიანები გაწყდებითო ამიტომ ააშენე კიდობანი რომელშიც აიყვან ორ-ორ ცხოველს რომ შემდგომში გამრავლდნენო... ზეუსუდრამ ყველაფერი ასე გააკეთა შემდეგ ამოვარდა დიდი შტორმი 7 დღეღამის განმავლობაში წვიმდა ყველა ამოწყდა ხოლო ისინი ვინც კიდობანში იმყოფებოდნენ გადარჩნენ
ერაყში გათხრებმა აჩვენა რომ მესოპოტამიის დაბლობზე ქრისტეს შობამდე 2900 წელს იყო მასიური წყალდიდობა. აღმოჩენილია 3 მეტრიანი ნალექი რომელიც მოიცავს მასიურ ტერიტორიას მათ შორის ყოფილ შუმერულ ქალაქს Shuruppak-ს და kish-ს

ლანდშაფტის ანალიზით დადგენილია
http://bit.ly/1UA0cj4 რომ ამ დაბლობზე მასიური წყალდიდობის შემთხვევაში შესაძლებელია წყალს დაეფარა 160 X 320 კილომეტრამდე დაბლობი... ამ შემთხვევაში ის ხალხი რომელიც გადარჩა და იმყოფებოდნენ ბუნებრივ ამაღლებებზე, ვეღარ დაინახავდნენ ხმელეთს დედამიწის სიმრგვალის გამო ანუ გამოჩნდებოდა რომ მთელი მათი "სამყარო" წყლითაა დაფარული
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა