ძველი აღთქმა
დაბადება
თავი პირველი
27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი
მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 . თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
..............
1.თავის ხატად შექმნა თავისი არსებიდან. გამოყო, ისევე როგორც მამამ-ძე. სადაა აქ თიხა?

ანუ ფიზიკური მატერია? არაა!
2.შექმნა ერთდროულად - კაცი! წერია ასე! კაცი შექმნა, რომელიც არის მამა კაცი და დედა კაცი - ანდროგენი!
3.უთხრა- იშემოქმედეთ, დაეუფლეთ დედამიწას- სრულად, უპატრონეთ. სადაა აქ- შემოსაზღვრული ბაღი, ადამის ანუ ჭურჭლის შექმნა მატერიიდან, მისი დაძინება და ნეკნის გამოღება, ანუ კლონირება? სადაა აქ აკრძალვები -ეს არ ჭამოთ და ა.შ.?
4.სადაა აქ - ხორცი ჭამეთო? -მცენარეულია თქვენი საკვებიო. ხოლო მხეცებისაც კი -მცენარეული. აქ კვლა არ ხდება! შეიგნეთ ეს. დროა უკვე. მე ხომ არ ვწერ კაცო, კითხულობთ და ვერ ხედავთ, არ გესმით.
............
შემდეგ:
ძველი აღთქმა
დაბადება
თავი მეორე
1. გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.
2. გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა.
3. აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა.
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.
და აჰა კურიოზი უკიდურესი, უცბად, ბრახ! და ყველაფერს ესმება ხაზი და წყალი. ვკითხულობთ, რომ:
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
აი ამაზე შეკითხვაც რომ არ დაგბადებიათ არასოდეს და მეტიც- არც დაგნახავთ ეს, არც შეგიმჩნევიათ, ეგაა თქვენი გასაჭირი. წავიწიოთ წინ:

7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
ამის კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ. მინდა ვნახო რას როგორ გააპრავებთ
მერე დავწერ სინამდვლის თაობაზე, რასაც გიმალავენ, გიმალავდნენ და თქვენც მოგწონდათ სიცრუის კომფორტი. ოპიუმში, ფაქტიურად <3
წყარო:http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-1.htm
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dab.../dabadeba-2.htm