#53001690 · 29 Jun 2018, 22:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მამა
QUOTE | ანუ ბიბლიის მიხედვით ორჯერ შექმნა ღმერთმა წყვილი ჰუმანოიდი? |
არამარტო ორჯერ, არამედ - ოინი თუ გინდა ესაა - ორმა სხვადასხვამ  თანაც ორივე წყვილი ჰუმანოიდი როდია. მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს კაცის (მამა კაცის და დედა კაცის)ასლთან და დეტალურადაა აღწერილი მატერიული მასალისგან შექმნილი ავატარის და მასში პროგრამის შეყვანის პროცესი. მერე ეს "გაკეთებული" QUOTE | 8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
|
წაიყვანა სადღაც ვოლიერ-ლაბორატორიაში და დასვა იქ რომ ადაპტირებულიყო. აქ კიდევ ერთი სიტყვაა საინტერესო:
ანუ რაო? ჯერ აიღო მიწა-მატერია, ნუ , ცხადია ასე მარტივად არაა საქმე როგორც დღეს ვხედავთ,მეცნიერებათა მიღმურია ამ ელემენტების შეერთების კანონზომიერება, რითაც ადამის ავატარ-სკაფანდრი დამზადდა, შემდეგ ის გააცოცხლა, ანუ ამ ავატარში სიცოცხლის ელემენტი "შეიყვანა" და როცა ის "გაცოცხლდა", ამის მერე გადაიყვანა სპეციალურ ადგილას და იქ
აბა რას ფიქრობთ ამაზე? შემდეგი ეტაპი იყო მისი ამეტყველება-ანუ მეხსიერებასა და აზროვნებაზე მუშაობა:
QUOTE | 19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს |
მდაჰ! ანუ ჯერ სიტყვა დააბადებინა გარეთ (გარე სიტყვა-შიდა აზრიდან) რაც იმის ნიშანი იყო რომ ის სხვა რამესაც -კერძოდ თავის მსგავსსაც დაბადებდა. მაგრამ რადგან თვითონაც ჭურჭელს წარმოადგენდა, აგრეთვე ჭურჭელი დაჭირდებოდა საამისოდ და აჰა>>> შემდეგ, რასაც მოგვითხრობენ, სხვა არაფერია თუ არა კლონირების აღწერა:
QUOTE | 21. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
22. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
|
უკვე არსებული მეტ-ნაკლებად სრულყოფილი მასალიდან დმზადებული ჭურჭელი, რომელსაც უკვე შეუძლია არამხოლოდ აზრის დაბდება როგორც სიტყვა, არამედ თავიანთი მგავსებს წარმოქმნა, რასაც ავტომატური და სრულიად არანობიერი ხასიათი ექნება. და ახლა საჭიროა მიზეზი, რომ ეს აქტი განხორციელდეს. )) ეს აქტი რომ განხორციელდეს, მან უნდა დაინახოს ფიზიკური სიშიშვლე, უნდა იგრძნოს სირცხვილი და ა.შ და ა.შ. ...................... ახლა პირველ თავსაც გადახედეთ და თქვით- რომელი წყვილია ჰუმანოიდი და რომელი პროგრამა?
QUOTE | თუ ორნი იყვნენ სხვადასხვა დროს შექმნილები მაშინ ორივე წყვილმა დატოვა შთამომავლობა თუ მარტო ადამმა და ევამ?
|
პირველი თვის დაბადება და ჩემი კომენტარი წაიკითხეთ. კაცი- იყო ანდროგენი. ანუ ის მამა კაციც იყო და დედა კაციც. ეს არ გაიგოთ ფიზიკურ დონეზე, რაც ამაზრზენია. ჰერმაფროდიტი კი არ იყო არამედ ანდროგენი. ყურადღება მიაქციეთ რას ეუბნება მათ ის, ვისგანაც იშვნენ, ვისგანაც დაიბადნენ როგორც მისი მსგავსნი:
QUOTE | 27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. 28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს. |
- სახელები დაარქვითო კი არა- დედამიწა აავსეთო, დაეუფლეთ და ეპატრონეთო, ანუ შემოქმედობა გასწიეთო. და არა ის რომ უკვე მზა არსებულ რაღაცებს მოარგოს ცნებები. ეს არ არის შემოქმედობა. ანდროგენი არის შემოქმედი. ის ისევე ბადებს თავისი არსებიდან, როგორც მისმა დამბადებელმა შემოქმედებითი აქტით გამოავლინა თავისი არსებიდან. შესაბამისად, გამრავლებისთვის ძინ-ძინ არაა საჭირო  საამისო მექანიზმები ანდროგენს არც ჰქონდა და არც ჭირდებოდა, რადგან გამრავლება ანდროგენ ჰუმანოიდებისთვის იყო არა ავტომატურ-არაცნობიერი აქტის შედეგი, არამედ სრულიად ცნობიერი შემოქმედებითი ნაყოფი. იგივე ითქმის მისი თვთშემოქმედების მიმართაც. .......... შემდეგ რა მოხდა და ძალიან ცუდი რაღაც, ჰუმანოიდებისათვის. ედემ-ლაბორატორიიდან "გამოძევებულმა" ადამ-ევა" პროგრამებმა შემოიტანეს ვირუსი ანდროგენ კაცობრიობის (კაცობრიობის და არა ადამობრიობის) სამყაროში, რის შედეგადაც მოხდა ამ ორი მოდგმის დაახლოვება, შერწყმა და ანდროგენის დაცემა. * * * mafoodQUOTE | ესეიგი, ადამი აღნიშნავს მიწათმოქმედ ადამიანს? მანდ მინიშნებული ედემი კი, ალბათ შუამდინარეთს, ინდუს ველსა და სხვა მდინარის ცივიიზაციებს. ესეიგი, გამოდის, რომ მიწათმოქმედებისას აღმოცენდა ადამიანში ცნებები ანუ აზროვნება და სწორედ ამან გადაგვახვევინა უფლის გზას?
|
ყველაფერი პირიქითაა. წაიკითხე ჩემი მომდევნო კომენტარები.
QUOTE | ესეიგი მცენარე ცოცხალი არ არის? თუ მისი სიცოცხლე გაცილებით იაფია ვიდრე ცხოველის?
|
მცენარე ცოცხალია, რასაკვირველია, მაგრამ ის არის თვითგამრავლებადი, ანუ ინდივიდუალურობა არა აქვს, არა აქვს ფსიქიკა და შესაბამისად მისი ყოფიერება ტკივილთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ ზოგადად ყოფიერებისავის, სხვათა სიცოცხლისათვის აუცილებელ ფუნქციონირებასთან.
როდესაც მსხმოიარე ვაშლის ხის ნაყოფს კრეფ, მისი ტოტები თვისუფლდება სიმძიმისაგან. ის ემზადება მომავალი ნაყოფიერებისათვის.
ხოლო ძროხას სულაც არ სურს გათავისუფლდეს სიცოცხლისაგან.
რაც თავისი თავისუფლებიდან (გათავისუფლებიდან) გთავაზობს თავის ნაყოფს, ის არის შენთვის ჯანმრთელი საკვები. ხოლო რასაც სიცოცხლის იძულებითი გამოსალმებით მიიტაცებ საკვებად, ის ადამიანს აავადებს. აქედანაა ამდენი დაავადება. ადამიანის მიერ ძალადობრივი გზით მიტაცებული საკვებიდან.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|