
ჰო , ამ ბარბარიზმით ხაზს ვუსვამთ ხოლმე ნათქვამს...ფორუმზე ვნებივრომ ხოლმე , თორემ ლაივში "სტროგად" ქართულად ვლაპარაკობ

თუ შევთანხმდებით , თუ რა არის ღმერთი(და არა , ვინ!)... იქნებ "ათეისტებიც" დაგეთანხმონ ამაში
ეს მე პირადად არ მადარდებს , რადგან ვხვდები რომ სცილდება ჩემი ტვინის შესაძლებლობებს..
შენც იმას ამბობ , რომ "დროის" ფორმატის შეცვლა მოგვცემს ამის შეცნობის შესაძლებლობას...
მეეჭვება . დრო ჩემთვის არის პერიოდი , როცა "მე " ვარ ამ სახით "აქ"...
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ამატებს კითხვებს და მივდივართ კვერცხის და ქათამის პირველობის დავამდე...
ამიტომ ვირჩევ , რომ სამყარო იყო სხვადასხვა ფორმით სულ...
თუ მას უძახი ღმერთს ...ერთ რამეში მაინც ვთანხმდებით...
მაგრამ რა შუაშია ბიბლია და მისი არადამაჯერებელი ისტორიები?
სამყარომ დაწერა ის? თუ სამყაროს შეგონებით ...ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა?
თუ ღმერთი "გონი"-ა და მა მან შეაგონა ბიბლიის ავტორები? მაშინ "სამყარო" ანუ მატერია საიდან გაჩნდა?
თუ ერთი და იგივეა გონი და მატერია?
არ ჯობია , ამ უპასუხო კითხვებზე პასუხის გაცემა ჭკვიან ხალხს მივანდოთ და არა 30-40 საუკუნის წინ დაწერილ წიგნებში ვეძებოთ ახსნა?
მითუმეტეს რომ ორიგინალში არაფერი არ გვაქვს და თუ რამეც იყო იმ ნაწერებში ღირებული ინფო...მრავალრიცხოვან თარგმანებში და ინტერპრეტაციებში დაიკარგა...
ჩემთვის მთავარია ცრუ ღირებულებები არ ვაღიარო , დამახინჯებული აღთქმების და იდეალების ტყვეობაში არ ვიყვე , რომ მერე...როცა მოვა დიდი იმედგაცრუება...გული არ დამწყდეს უაზროდ განვლილ ცხოვრებაზე...ამ პლანეტაზე ...ამ განზომილებაში...ამ დროში...
იმიტომ რომ ალაბთ მეორე შანსი აღარ მექნება

პ.ს.სასიამოვნოა თავისუფალ ადამიანთან საუბარი , როცა ის არ არის შეზღუდული დოგმებით და მზად არის დაგარწმუნოს ან ირწმუნოს ლოგიკური...
This post has been edited by ბესიკის26 on 28 Dec 2015, 21:41