ბესიკის26Interimoდამშვიდდით... ტელეგონია ეწოდება იმას რაზეც თქვენ საუბრობთ

.
საბჭოთა სკოლა არაფერ შუაშია.
ყოველ სპერმას ქრომოსომების ჰაპლოიდური რაოდენობა აქვს, ისევე როგორც კვერცხუჯრედს, ზიგოტა ანუ უკვე განაყოფიერებული შეიცავს დიპლოიდურ ნაკრებს, ანუ პირდაპირ დნმში უნდა გაეყარა იმ ზანგს, რომ რამე შეცვლილიყო, ეს საერთოდ უარყოფს შენს მოსაზრებას.
მაგრამ...
არც ზუსტად ასეა საქმე.
ლორდ მორტონის შეჯვარებაზე გსმენიათ რამე? შეაჯვარა ქვაგა და ჭაკი ცხენი (ქვაგა ზებრისნაირი ცხენია, რომელიც გადაშენდა სამწუხაროდ. თავის ნაწილზე ჰქონდა ზოლები, დანარჩენი ჩვეულებრივი ცხენივით), მოკლედ ეს ადამიანი დაინტერესდა ბიოლოგიით და გადაწყვიტა შეეჯვარებინა ქვაგა და ჭაკი ცხენი, რომელმაც შთამომავლობა არ მოგვცა, საკმაო ხნის შემდეგ ჭაკი ცხენი ისევ შეაჯვარა, ახლა უკვე ჩვეულებრივ ცხენთან, მოგვცა შთამომავლობა, ოღონდ მას ფეხების არეში ჰქონდა ზოლები, ისეთი, როგორც ქვაგას.
მოდით ობიექტურები ვიყოთ.
რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შოვინიზმის ელემენტების შემცველი ყოფილიყო იმ პერიოდში, ამიტომ მოყვანილი ექსპერიმენტის ავთენტიკურობაზე ვერ ვისაუბრებთ გადაჭრით.
ადამიანებში მდედრის სხეულში სპერმის სიცოცხლე შეიძლება იყოს 3-5 დღე, ამიტომ ზანგ მამაკაცთან დღნაურის თეორია მცდარია, (ეს უკვე მეორე ფაქტი).
არცერთი ცდით არ მტკიცდება ტელეგონია სხვადასხვა სახეობებში.
გამონაკლისია მწერები და აქაც ადგილი აქვს ტელეგონიის მსგავს "ფსევდო-ტელეგონიას" .
კონკრეტულად, ფეტალური დნმ აღწევდა ჰემატოენცეფალურ ბარიერში და შემდეგ გადადიოდა ტვინში, აი აქ უკვე შესაძლებელი იყო ფეტალური დნმ-ს შეღწევა სხვა შთამომავლობაშიც.
რაც შეეხება ძაღლებს, აქაც ზღაპარია ტელეგონიის ფაქტი, უბრალოდ მდედრის "დატვირთვას" იცილებდნენ თავიდან.
თუ მომიყვან ნებისმიერ მეცნიერული დადასტურებას, რომ ტელეგონია ჭეშმარიტია ძაღლებში, ოკ.
ვერ შეძლებ, არ არსებობს ბუნებაში.
მანამდე კი, "ეგნატე ღმერთშემოსილი წყალზე დადიოდა, ჩემმა ბიძაშვილის ბიჭმა ნახა" საუბრისგან თავი შეიკავეთ.

პ.ს ეს იდეა ატაცებულია წლების მანძილზე წვერჩასკლინტული ხალხის მიერ, რათა ქალიშვილობის ინსტიტუტი გაამართლონ, როგორც რუსეთში (ჩვენსავით ერთმორწმუნეა, ალბათ იცით), ასევე საქართველოშიც.
This post has been edited by Deviant on 21 Jan 2016, 04:56