#46650397 · 5 Jan 2016, 19:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
xatovani-vani
QUOTE | რა ვართ და თუთიყუშები |
რომელიმე კომპოზიტორი იცი, ვინც მუსიკის წერაში თუთიყუშებს იყენებდა? შაშვებს და სხვა მგალობელ ჩიტებს კი იყენებდა ოლივიე მესიაენი მუსიკის წერისას. გალობის ჩანაწერებს შეანელებდა და შიფრავდა ხოლმე: QUOTE | საკუთარ სიმღერას ვერ ვქმნით და უმრავლესობა არც ვიბრძვით გავთავისუფლდეთ თუთიყუშობისგან. |
აუცილებელია საკუთარი სიმღერის შექმნა? ეგ რა არის, სიახლე სიახლისათვის, ხელოვნება ხელოვნებისათვის?
იქნება ზოგჯერ ჯობია, ვისმეს უკეთესი ნაწარმოები გავიმეორო, ვიდრე მორიგი უნიჭო მაკულატურა მივამატო მსოფლიო ხელოვნების ისტორიის კულისებს?
იქნებ მხოლოდ იმ დროს უნდა დაიწეროს ახალი, როცა მომწიფებულია ამ ახლის საჭიროება? ანუ მუსიკა ხალხისთვის, ხელოვნება მოყვარულებისთვის...
This post has been edited by ლაბარნა on 5 Jan 2016, 19:12
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|