#46741249 · 16 Jan 2016, 14:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
QUOTE | რამდენიმე ჯიუტი ღვთისმსახურის ახირების გამო, სამწუხაროდ |
მაგ ჯიუტებმა იციან რომ იულიუსის კალენდარია შესწორებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ , თუ პაპ გრიგორის კალენდარი ჰგონიათ? (მეც ეგრე მეგონა)
ლოგიკⒶ
QUOTE | პირველი საკითხია ის თუ რომელი კალენდარია სწორი... აქ ერთმანეთს უპირისპირდება ცოდნა და პოლიტიკური რწმენა ვინაიდან ცოდნით გრეგორიანული კალენდარია სწორი ხოლო მართლმადიდებლური პოლიტიკით იულიუსის |
არცერთი არაა სწორი , სხვაობას ორივე იძლევა, რადგან ასტრონომიული წელი წამებშია(უფრო მეტი სიზუსტითაა დათვლილი), დღე-ღამე კი 24 საათია ზუსტად.. იულიუსის კალენდრის შესწორებაა გრიგორიანული ყოველ 400 წელზე 3 ნაკიანი წლის ამოგდება და მართლმადიდებლური იულიუსის ჩასწორება 900 წელზე 7 ნაკიანი წლის ამოგდება. ეს უფრო სწორია 40 000 წელში იძლევა სხვაობას 1 დღეს.
QUOTE | მაგრამ მეორე საკითხია ღირს თუ არა ახალ სტილზე გადასვლა? რომ გადავიდეს ეკლესია ახალ სტილზე ამით რა შეიცვლება? |
ის შეიცვლება , რომ მილიონობით მორწმუნე გზააბნეული არ იქნება და მირცხულავას ლექსის არ იყოს "ოქტომბრის დილა გათენდა დღეს შვიდი ნოემბერია"-ო არ იტყვის შვიდ იანვარს - "ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო "
QUOTE | შესაბამისად სუფთა სიმბოლური საკითხია შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა გინდ 3 აგვისტოს აღინიშნებოდეს რა შეიცვლება? მე ერთადერთ პლიუსს იმაში ვხედავ რომ დასავლეთის დღესასწაულებს დაემთხვევა და ერთად ვიზეიმებთ თორე მეტი არაფერი |
მოძრავი დღესასწაულები არ დაემთხვევა.
This post has been edited by Taba on 16 Jan 2016, 14:43
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
|