მე ასეთი მოსაზრება მაქვს გაგებული და ჭკუასთან ახლოსაა მე მგონი.
საქართველოში იყო წარმართული მთვარის ღვთაება, თეთრი გიორგი, რომელიც ჩვენს ძველ გერბზე იყო გამოსახული და სწორედ ამიტომაა ჩვენთან ასე პოპულარული წმინდა გიორგი, რომელსაც თეთრი გიორგის მსგავსად ცხენზე ამხედრებულს და შუბით ხელში გამოსახავენ.
ასევე ძალიან პოპულარული იყო მზის ღვთაება, ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში, მისი კულტი წარმატებით ჩაანაცვლა ღვთისმშობელმა.
ზოგადად კი რთული გასაგებია 2000 წლის წინანდელი ტყუილ მართალი, მითუმეტეს რომ მეტად მწირი იყო იმ დროს ინფორმაციის შენახვა გავრცელების რესურსები და რაც იყო ისიც დაუნდობლად ნადგურდებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ისევე, როგორც საქრთველოში განადგურდა წარმართული დროის დამწერლობის ნიმუშები, რითაც სომხებს მიეცათ საბაბი მოეგონებინათ მითი მე- 3 საუკუნეში მეშროპ მაშტოცის მიერ მაკარონით შექმნილ ქართულ ანბანზე