Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(71)
« პირველი
...
66
67
[68]
69
70
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ათეისტთა კლუბი XIII
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ჰერცოგი_ალბა
Crazy Member
ჯგუფი: Members
ჰერცოგი_ალბა
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4689
წევრი No.: 235574
რეგისტრ.: 22-September 17
#54529375
· 18 Apr 2019, 14:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
maverick16
QUOTE
როგორ არ ხედავს, თუ სინათლეს არ ხედავს მაშინ საერთოდ ვერ ხედავს ვერაფერს
ჩვენ საგნებს ვხედავთ/აღვიქვამთ სინათლის მეშვეობით, მაგრამ თავად სინათლე არავის არ უნახავს.
ხოლო მაგნიტური ველის უშუალოდ აღსაქმელი ორგანო მართლა არ გვაქვს
--------------------
ჩრდილოეთ კორეაც აშუშუს დამსახურებაა ასეთი როა და კუბაც.. ვენესუელაც © konti
ზანგი შეიძლება გამოიყვანო აფრიკიდან, მაგრამ ზანგიდან აფრიკას ვერ გამოიყვან © ვიღაც
სოციალიზმი შეიძლება ააშენო მხოლოდ იმ ქვეყანაში რომელიც არ გეცოდება © ბისმარკი
ადამიანს წაართვი ინტელექტი - მიიღებ ქოცს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
maverick16
hell was full so i came back!
ჯგუფი: Members
maverick16
hell was full so i came back!
ჯგუფი: Members
წერილები: 7610
წევრი No.: 66879
რეგისტრ.: 8-July 08
#54529408
· 18 Apr 2019, 14:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰერცოგი_ალბა
QUOTE
ჩვენ საგნებს ვხედავთ/აღვიქვამთ სინათლის მეშვეობით, მაგრამ თავად სინათლე არავის არ უნახავს.
ხოლო მაგნიტური ველის უშუალოდ აღსაქმელი ორგანო მართლა არ გვაქვს
არა ვერ დაგეთანხმები თუ სინათლეს ვერ ვხედავთ/აღვიქვავთ მაშინ მისი მეშვეობით საგნებს ვერ დავინახავთ/აღვიქვავთ. ან ვერ ვთანხმდებით დანახვის ცნებაში. რას გულისხმობ სინათლეს თვალი ვერ აღიქვამს თუ რისი თქმა გინდა?
This post has been edited by
maverick16
on 18 Apr 2019, 14:29
--------------------
everyone has a plan until they get punched in mouth
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
temart
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 25788
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
#54533118
· 19 Apr 2019, 08:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გამოჩენილი მეცნიერები რელიგიის შესახებ
ფლამარიონ კამილი: „სამყაროს ასტრონომიული ორგანიზაციის მათემატიკური წესრიგი (მოწესრიგება) გონების ნაყოფია. ეჭვგარეშეა, რომ ეს გონება გაცილებით აღემატება გონებას ასტრონომებისა, რომელთაც მსოფლიოს მმართველი კანონები აღმოაჩინეს“. „მთავარო მიზეზო ყოველგვარი ჰარმონიისა და მშვენიერებისაო! ვინ და რა უნდა იყო შენ, როცა შენი საქმენი ასეთი დიდებულია? და რა ვუწოდოთ მათ, ვინც შენ უარგყოფს, ვინც შენზე არ ფიქრობს, ვისაც არასოდეს უგვრძვნია შენი არსებობა. სამყაროს მამაო! სიყვარულით ვიხრი ქედს შენს წინაშე“...
გერშელი: „რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით მეტი დამამტკიცებელი საბუთი ჩნდება იმისა, რომ არსებობს მარადიული, შემომქმედი და ყოვლისშემძლე გონება.“
მედლერი: „ვინც შემთხვევითობის მეტს ვერაფერს ხედავს და არც უნდა დაინახოს იმ ჰარმონიაში, ასე აშკარად რომ ჩანს (ვლინდება) ვარსკვლავებით მოჭედილი ცის აგებულებაში (წყობაში), მან ამ შემთხვევითობას ღვთის სიბრძნე უნდა უწოდოს (დაარქვას).“
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
არტურ კომპტონი (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი): „რწმენა იწყება იმის ცოდნით, რომ სამყარო და ადამიანი უმაღლესმა გონმა შექმნა. ჩემთვის ძნელი არ არის ამის დაჯერება, იმიტომ რომ გეგმის არსებობის ფაქტი და, აქედან გამომდინარე, გონების არსებობა უდავოა. სამყაროს წესრიგი, რომელიც თვალწინ გვეშლება, თავად ადასტურებს ყველაზე დიდი და უზენაესი მტკიცების ჭეშმარიტებას: „ყველაფრის საწყისი ღმერთია“.
კარლ ლინეი (ცნობილი ბუნებისმეტყველი): სიყვარულსა და მოკრძალებას გამოხატავს ღვთის მიმართ, რომელსაც უწოდებს „პირველ მიუწვდომელ მამოძრავებელ ძალას, არსებას არსებათა, მიზეზს მიზეზთა, წინამძღოლსა და მფარველს სამყაროსი, უფალსა და შემოქმედს ყოველივესას! ამგვარად, სამართლიანია, გვწამდეს, რომ არსებობს ღმერთი: დიდი, მარადიული და დაუსაბამო, რომელმაც შექმნა ქვეყანა და ყოველივე რაი არს მას შინა და მოაწესრიგა იგი. უფალი მიეფარება (ქრება) ჩვენს თვალთაგან, თუმცაღა აღავსებს მათ ნათელით. ერთი მხოლოდ აზრი სწვდება მას, მხოლოდ ამ უღრმეს ტაძარშია დაფარული მისი სიდიადე (დიდებულება).“
მ.ვ. ლომონოსოვი: „შემოქმედმა ადამიანთა მოდგმას ორი წიგნი მიანიჭა. ერთში თავისი სიდიადე აჩვენა; მეორეში - თავისი ნება გაუმჟღავნა. პირველი წიგნი - ეს არის ხილული ქვეყანა, რომელიც უფალმა იმისათვის შექმნა, რომ ადამიანს, შეხედავდა რა ამ უზარმაზარ, მშვენიერ და გამართულ შენობას, მისთვის მინიჭებული შემეცნების უნარის წყალობით, ეღიარებინა ღვთის ყოვლადძლიერება. მეორე წიგნი - წმინდა წერილია. მასში შემოქმედი გვაკურთხებს სულის ცხონებისაკენ. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ამ ღვთივსულიერ წიგნებში განმმარტებლები არიან ეკლესიის დიდი მოძღვრები. ხოლო პირველად ნახსენები წიგნის განმმარტებლები, რომელშიც მოცემულია ხილული სამყაროს აგებულება, არიან ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ასტრონომები და ბუნებაში გამოვლენილ სხვა ღვთიურ მოქმედებათა ამხსნელნი.
ამპერი: „ბუნებაში შეგვიძლია ვჭვრიტოთ შემოქმედის საქმეები და მათი საშუალებით მივიდეთ შემოქმედის შეცნობამდე“.
აგასისი: „ქყეყანა ყველაზე თვალსაჩინო დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ არსებობს პიროვნული ღმერთი, შემოქმედი ყოველივე საგნისა და გამააზრებელი სამყაროსი. მეცნიერება კი შემოქმედის აზრების თარგმნაა ადამიანთა ენაზე“.
კოში: „მე ქრისტიანი ვარ, ანუ მწამს, რომ იესუ ქრისტე არის ღმერთი, ისევე როგორც ეს სწამთ ტიხო დე ბრაჰეს, კოპერნიკს, დეკარტს, ნიუტონს, ფერმას, ლაიბნიცს, პასკალს, გრიმალდის, ეილერსა და სხვებს, როგორც გასული საუკუნეების ყველა დიდ ასტრონომს, ფიზიკოსსა და მათემატიკოსს... ყველაფერ ამაში (სარწმუნოებრივ მოძღვრებაში) ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც თავგზას ამიბნევდა (როგორც მეცნიერს). პირიქით, ნაბოძები რომ არ მქონდეს ეს წმინდა სარწმუნოება, რომ არ მცოდნოდა, რა მელის მომავალში ან რაზე უნდა ვამყარებდე იმედს, ჩემი მერყევი და მშფოთვარე სული ხან ერთ საგანს მიაწყდებოდა (მიეხეთქებოდა), ხან მეორეს...“
ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად შევისწავლი ბუნებას, მით მეტად მაოცებს შემოქმედის საქმეები და მოწიწება მიპყრობს. ლაბორატორიაში მუშაობისას ყოველთვის ვლოცულობ“.
ანრი ბეკერელი: „სწორედ ჩემმა საქმიანობამ მიმიყვანა ღმერთთან, რწმენასთან“.
მაიკლ ფარადეი: „მიკვირს, რატომ ამჯობინებენ ადამიანები თავი იმტვრიონ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როდესაც უფალმა ღვთიური გამოცხადების ასეთი წიგნი გვიბოძა?“
ტომსონი: „ნუ გეშინიათ დამოუკიდებლად (თავისუფლად) აზროვნებისა! თუ თქვენ საკმარისად კარგად იაზროვნებთ, მეცნიერება აუცილებლად მიგიყვანთ ღმერთთან, რომელზეცაა დაფუძნებული რელიგია, და ნახავთ, რომ მეცნიერება სულაც არ არის რელიგიის მტერი, პირიქით, მისი თანაშემწეა“.
სკოტი: „არ ვიცი არც ერთი საღი მეცნიერული დასკვნა, რომელიც ქრისტიანულ რელიგიას ეწინააღმდეგება“.
რამზაი: „ჩემი აზრით, მეცნიერულ ფაქტებსა და ქრისტიანობის არსებით სწავლებაში არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს“.
დეკარტი: „ყოველთვის ვთვლიდი, რომ ღმერთისა და სულის არსებობის საკითხები უმთავრესია იმ საკითხებთან ერთად, რომელთა გადაწყვეტაც უფრო ფილოსოფიის საქმეა, ვიდრე თეოლოგიის; რადგან ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, საკმარისია გვწამდეს ღმერთი და ის, რომ სული არ კვდება სხეულთან ერთად. მაგრამ ურწმუნოებს, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ ვაიძულებთ აღიარონ რომელიმე რელიგია ან თუნდაც სათნოება (ზნეობრიობა) სხვაგვარად, თუ არა გონებით“.
ფაბერი: „მსოფლიოს უსასრულო გონი მართავს. რაც მეტად ვაკვირდები, მით მეტს ვგებულობ ამ გონის შესახებ, რომელიც არსებული სამყაროს საიდუმლოებათა მიღმა ანათებს. ვიცი, დამცინებენ, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვდარდობ, ცოცხლად გატყავებას უფრო ადვილად გადავიტანდი, ვიდრე ღვთის რწმენა რომ წაერთმია ჩემთვის ვინმეს! ღმერთი... მე არ მჭირდება მისი რწმენა - მე ვხედავ მას.“
ბლეზ პასკალი: „ადამიანები სამგვარად შეგვიძლია დავყოთ: პირველთ იპოვეს ღმერთი და მისი მსახურნი გახდნენ. ესენი გონიერი და ბედნიერი ადამიანები არიან. მეორეთ ღმერთი არ უპოვიათ და არც ეძებენ. ესენი უგუნურები და უბედურები არიან. მესამეთ ღმერთი არ უპოვნიათ, მაგრამ ეძებენ. ასეთი ადამიანები გონიერნი, მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან“.
რაილი: „ბევრ გამორჩეულ ადამიანს ბუნებისმეტყველებაზე არაფრის ცოდნა არ სურს, თითქოსდა ამას მატერიაილზმამდე მივყავდეთ. ამგვარი საშიშროება რომ შეიძლება არსებობდეს, გასაკვირი არ არის: ლიტერატურაში მეცნიერების ბევრი დამცველი არსებობს, რომელთაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებით საქმე გაიჩინეს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ადამიანის მსგავსად, მეცნიერებთანაც შეიძლება შევხვდეთ უხეშ წარმოდგენებს ღმერთსა და ბუნებაზე. მაგრამ დაშორება მეცნიერების სულისა და რელიგიურ-ფილოსოფიური მრწამსისა, რომლითაც ცხოვრობდნენ ნიუტონი, ფარადეი, მაქსველი, ეს, რა თქმა უნდა, ისეთი მდგომარეობაა, რომლის უკუგდებასაც მე არ შევუდგები, რადგან არ ვთვლი საჭიროდ“.
გალილეო გალილეი: „ბუნებრივ მოვლენებში (მოქმედებებში) ჩვენ ვხედავთ უფალ ღმერთს და იგი ამ დროს ისეთივე აღმაფრთოვანებელია, როგორიც ღვთიურ წერილში“. მასვე ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „წმიდა წერილი არასოდეს სცოდავს და არასოდეს ცდება. შეუძლებელია, წმ. წერილი როდესმე ცდებოდეს, ვინაიდან ბევრ ადგილას იგი არა მარტო უშვებს, არამედ მოითხოვს კიდეც განმარტებას, რადგან პირდაპირ, სიტყვასიტყვით გადმოცმულ აზრში უფრო ღრმა რამ იმალება“.
რეინოლდსი: „ბოლო წლების მეცნიერული გამოკვლევების შედეგებში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რაც დამაეჭვებდა იმაში, რომ ღმერთი ადამიანებს უშუალოდ ეცხადებოდა სხვადასხვა დროს; ქრისტიანობა კი ამ რწმენაზეა დაფუძნებული“.
ბროუნი: „ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა“.
შლეიდენი: „ნამდვილი ნატურალისტი ვერასოდეს გახდება მატერიალისტი და ვერასოდეს უარყოფს სულს, თავისუფლებას, ღმერთს“.
ეილერი: „ბიბლია ურწმუნოთა წინააღმდეგობით არაფერს კარგავს, ისევე როგორც არაფერს კარგავს გეომეტრია, რომელსაც ასევე ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები“.
ლაიელი: „რა მიმართულებითაც არ უნდა წავიყვანოთ გამოკვლევები, ყველგან ვაწყედებით უმაღლესი შემოქმედი გონისა და ღმრთის ბრძნული ჩანაფიქრის მოქმედების უტყუარ საბუთებს ბუნებაში“.
ი.პ. პავლოვი: „მე შევისწავლი ნერვული სისტემის მოქმედებებს და ვიცი, რომ ყველა ადამიანური გრძნობა - სიხარული, მწუხარება, ნაღველი, მრისხანება, სიძულვილი, ადამიანის აზრები, თვით აზროვნებისა და განსჯის უნარი (თითოეული მათგანი) დაკავშირებულია ადამიანის ტვინისა და მისი ნერვების გარკვეულ უჯრედებთან. ხოლო როცა სხეული კვდება, ყველა ეს გრძნობა და აზრი თითქოს წყდება უკვე მკვდარი ტვინის უჯრედებს და საერთო კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც არც ენერგია, არც მატერია უკვალოდ არ ქრება, შეადგენს იმ სულს, უკვდავ სულს, რომლის არსებობასაც ქრისტიანობა ქადაგებს“.
ალექსანდრე პუშკინი: „არსებობს წიგნი, რომლის ყოველი სიტყვა გამარჯვებულია, ახსნილია, ნაქადაგებია მთელ მსოფლიოში; შედარებულია, შეჯერებულია ცხოვრების ყოველგვარ შესაძლებელ შემთხვევასთან და მსოფლიო მოვლენებთან; რომლის ნებისმიერი ფრაზა იციან ყველგან.
ეს წიგნი სახარებაა... მისი მარადიული ხიბლი იმდენად დიდია, რომ თუ ყოველდღიურობით გადაღლილნი, მოწყინებით შეპყრობილნი შემთხვევით გადავშლით, თავს ვერ დავაღწევთ მის ტკბილ გავლენას.“
თეოდორ დოსტოევსკი: „მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.“
ლუი პასტერი: „ერთ მშვენიერ დღეს მომავალ თაობას გაეცინება თანამედროვე მეცნიერ-მატერიალისტთა სისულელეზე. რაც უფრო ღრმად ვეცნობი ბუნებას, მით უფრო ვიხიბლები შემოქმედის სწორუპოვარი საქმეებით. ლაბორატორიაში მუშაობისას ღმერთს ვევედრებით, კეთილად წარმართოს ჩვენი მოღვაწეობა.“
მაქს პლანკი: „საითაც არ უნდა გავიხედოთ, რა საგანსაც არ უნდა დავაკვირდეთ, ვერსად ვიპოვით წინააღმდეგობას მეცნიერებასა და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ აშკარად დავინახავთ მათ შორის სრულ ჰარმონიას - რელიგიაც და მეცნიერებაც ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე.“
გოეთე: „ვისაც მომავალი სიცოცხლის არ სწამს, ამ ცხოვრებაშიც მკვდარია.“
დენი დიდრო: „პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.“
ლუი პასტერი: „რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მორწმუნე ვხდები.“
მაიკლ ფარადეი: „როგორც ცრემლები მოძრაობენ გულიდან და გულისკენ, ასევე ბიბლია ღმერთისგან გამოდის და ესმის მას, ვინც ღვთისაა.“
მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“.
„ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#54579115
· 29 Apr 2019, 01:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
temart
QUOTE
უოტსონი:
რომელი უოტსონი
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gurabe
მოიისფრო
ჯგუფი: Members
gurabe
მოიისფრო
ჯგუფი: Members
წერილები: 17326
წევრი No.: 104708
რეგისტრ.: 12-November 09
#54612556
· 5 May 2019, 23:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ კლუბში კიდევ ხდება რამე? მგონი ათეები გაქრნენ
თუღა ვინმე მიცნობს, გამარჯობა
--------------------
რაღაც სხვა, უსახელო...
ცა ისეა შეუმკრთალი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#54612932
· 6 May 2019, 01:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხოო მართლა, ათეისტების კლუბი ფასიანია თუ უფასო?
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
drehzahlbegrenzer
Super Member
ჯგუფი: Registered
drehzahlbegrenzer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 218
წევრი No.: 240842
რეგისტრ.: 20-February 18
#54612964
· 6 May 2019, 01:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლემ რამდენი ათეისტი შეგაშინათ აბა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
blue_velvet
come true
ჯგუფი: Members
წერილები: 6624
წევრი No.: 153653
რეგისტრ.: 3-September 12
#54645068
· 12 May 2019, 11:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
drehzahlbegrenzer
QUOTE
პატრიარქის
პატრიარქი ჩემთვის არ არის არანაირი ავტორიტეტი. ჩემი აზრით ხალხს ატყუებს. იმაზე ლაპარაკობს რაც თავად არ იცის.
პატრიარქი თუ ნებისმიერი გამვლელი, ჩემთვის ერთია. პრინციპში ნებისმიერი გამვლელი არ მოგატყუებს, ამიტომ ერთი არ არის.
--------------------
— «Tu diventi asociale, Guido», disse il conte.
— «Sì, ma è perché non mi piace parlare con i morti»
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#54649263
· 13 May 2019, 03:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gurabe
QUOTE
თუღა ვინმე მიცნობს, გამარჯობა
გამარჯობა, როგორ ხარ, ათეისტთა რისხვავ?
ჯერ ვარსებობთ, თუმცა კლუბი არა მგონია, იყოს არსებობის სწორი ფორმა დღესდღეობით. არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებოდა სწორი ფორმა, შემდეგ კი უკვე შედარებით პატიოსანი და არაკორუპირებული პარტიები, რომ ამ უბედური ქვეყნის ბედი როგორმე შემოგვებრუნებინა განათლების და ურყევი სუვერენიტეტის მხარეს.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Boyarg
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Boyarg
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1779
წევრი No.: 140853
რეგისტრ.: 27-December 11
#54699570
· 23 May 2019, 00:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დიალექტიკურ მატერიალიზმზე რა აზრის ხართ და საერთოდ მატერიალიზმზე,,, სამაყროს კანონზომიერება მიზეზობრიობის ათეისტური ახსნა ან ქაოსის სპონტანური შემთხვევითობების ათეიზტური ახსნა რომლისაკენ იხრებით
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#54700249
· 23 May 2019, 08:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Boyarg
ათეიზმი და მატერიალიზმი, ის კი არა და ათეიზმი და დეტერმინიზმი, ათეიზმი და თავისუფალი ნების არარსებობა მჭიდროდ შეჭიდული მსოფლმხედველობებია. ღრმა ათეისტები სამყაროს ჭვრეტენ, როგორც მანქანას, რომელიც უთვალავ პატარა ბორბლებზე და კბილანებზე დაგორავს. კანონზომიერებების არსებობა ცხადია, რადგანაც გვაქვს ფიზიკის კანონები. შემთხვევითობის არსებობა გამორიცხული არაა (დეტერმინიზმი-ინდეტერმინიზმის ფილოსოფიური საკითხი ჯერ ღიაა), განსაკუთრებით, კვანტური მოვლენები გვაფიქრებინებს ამას, მაგრამ ამგვარი შემთხვევითობაც, თუ ის არსებობს, სრულიად დაცლილია იდეალიზმისგან და წმინდა მატერიალისტურ, უსულგულო, უიდეო შემთხვევითობას წარმოადგენს.
პირველსაწყისზე ფიქრისას, თუ რა არის პირველსაწყისი, იდეის და მატერიის წყვილი თანამედროვე სიტუაციაში მე "სულზე" და მატერიაზე დამყავს. "იდეა" დიდი ხანია იქცა ინფორმაციად, ინფორმაცია კი სუფთა ფიზიკური სიდიდეა, რომელიც ობიექტურად არსებობს, მაგრამ მის არსებობას თან სდევს პირობები: იგი არ არსებობს მისი მატარებლის, მატერიის ან ენერგიის გარეშე, არ არსებობს სივრცის და დროის მიღმა. აი "სული" _ კი ბატონო, გიჟი თავისუფალია, არაა შეჭიდული არაფერთან, შეიძლება ჩაიწეროს, შეიძლება თავისუფლად დარბოდეს, არ აწუხებს სივრცე და დროის შეზღუდვები და მეტსაც გეტყვით, საერთოდ არც არსებობს.
This post has been edited by
ლაბარნა
on 23 May 2019, 10:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Boyarg
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Boyarg
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1779
წევრი No.: 140853
რეგისტრ.: 27-December 11
#54703602
· 23 May 2019, 20:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
ხოდა მაგ მანქანის განმარტებას იდეალისტები სათავისოდ იყენებენ მანქნანა როგორც ცენტრალური გონი ღმერთის მსგავსი ან სამყარო ერთი დიდი სქემა როგორც ღმერთი,,, ახალი კრეაციონიზმია მოკლედ,, ჰოროსკოპსაც და პარაფსიქოლოგიასაც მატერალიზმით ხსნიან თითქოს მატერალური კანობეია ეს ყველაფერი უბრალოდ მეცნიერულად ვერ ასაბუთებენ მე დიდი ხანია იდეალისტებს და თეისტებს აღარ ვეკამათები იმიტომ რომ მარაზმში გადადიან ცდილობენ სულის არსებობა დაამკიცონ ოღონდ ყველაფერი მატერიალური განსაზღვრებით თითქოს მისტიციზმის საბურველიდან უნდათ გამოსვლა და მეცნიერების მატერალიზმის სახელით იბოდიალონ,,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kataxxl
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
kataxxl
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11313
წევრი No.: 16222
რეგისტრ.: 14-January 06
#54703627
· 23 May 2019, 20:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცოტა გადავიკითხე და აქაც ისეთივე აიბნელე სუფევს როგორც რელიგიის განყოფილებაში
ოღონდ სახეცვლილი ფორმით
--------------------
vittu mitä säätöä!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#54709224
· 24 May 2019, 22:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Boyarg
QUOTE
ხოდა მაგ მანქანის განმარტებას იდეალისტები სათავისოდ იყენებენ მანქნანა როგორც ცენტრალური გონი ღმერთის მსგავსი ან სამყარო ერთი დიდი სქემა როგორც ღმერთი,,, ახალი კრეაციონიზმია მოკლედ
მანქანის განმარტება რომ დამედო, ვიტყოდი, რომ ეს მანქანა თვითაწყობილია, როგორც, დავუშვათ, ვარსკვლავების ირგვლივ მბრუნავი პლანეტების სისტემები. როგორც ქიმიური ელემენტების ატომები, როგორც მოლეკულები. თვითაწყობა მკვდარი, ფიზიკურ-ქიმიურ დონეზე არსებული ბუნების ფუნდამენტური თვისებაა, რომელსავ, ვფიქრობ, არანაირი გონი და დიზაინერი არ ჭირდება, თორემ ადამიანური გონიც კი უფრო მოწესრიგებულ, უფრო ჰარმონიულ დიზაინს მოიფიქრებდა როგორც ელემენტებისთვის, ისე რთული ნივთიერებებისთვის. აღარ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გონებრივი სიღარიბეა მხოლოდ 110-120 ქიმიური ელემენტი, აქედან დიდი ნაწილი _ რადიოაქტიური.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ზურატი96
ウナギ
ჯგუფი: co-Moderators
ზურატი96
ウナギ
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 8717
წევრი No.: 110148
რეგისტრ.: 22-January 10
#54714170
· 26 May 2019, 03:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეს ნახეთ, მერე კომენტარები წაიკითხეთ და - დაიშალეთ
--------------------
სიგნაჩა :drug:
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(71)
« პირველი
...
66
67
[68]
69
70
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0585 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.