ეს სად მოვხვდი, რა სიბნელეა ხალხნო?
რა ადამი რისი ევა, რა იესო, რა იეღოვა, თქვენ რა მართლა გჯერათ ამ სისულელის?
ღმერთმა შექმნა სამყარო? რაიმე მტკიცებულება გააქვთ ასეთ ექსტრაორდინალურ დებულებას, რომ აფრქვევთ?
მოდით წამით დავუშვათ, რომ ღმერთმა შექმნა, სამყარო ადამი, ევა და ა.შ.? ბრრრ
მაშინ გამოდის, რომ ამ ყოვლისმცოდნე, უაღრესად ინტელექტუალურმა და მოსიყვარულე არსებამ დაუშვა შეცდომა და ისინი შექმნა მახინჯი სულით ანუ ცოდვისკენ მიდრეკილები, შემდეგ ამის გამო დაწყევლა, დასაჯა და გააგდო სამოთხითან, რათა მათმა მოდგმამ იწვალოს და იტანჯოს დედამიწაზე და ამის შემდეგ მარადიულად იწვოდნენ ჯოჯოხეთში, ისე რომ სიმხურვალისგან კანი სძვრებოდეთ შემდეგ ისევ ეზრდებოდეთ, რათა ტკივილი მარადიულად განმეორდეს. ამას ეძახით თქვენ მოსიყვარულეს ანდა სიყვარულს?
და ეს სასჯელი დაიმსახურეს იმის გამო რომ ვაშლი ჭამეს ანუ ცოდნა ეწადათ? თუ ასეთი ყოვლის შემძლე და მოსიყვარულეა, უბრალოდ წაეშალა ეს ცოდნა მათი ტვინიდან და ეპატიებინა ყველაფერი, გაესრისა იმ მოლაპარაკე გველისთვის თავი

. რატომ იქცევა ეს თქვენი ღმერთი ასე სადისტურად, ამიხსნათ იქნებ ვინმემ? რა ცოდვა შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა დედამიწაზე ისეთი, რომ მარადიულად იტანჯოს? საერთოდ სამართლის პრინციპებს იცნობს ეგ თქვენი ღმერთი?
თვითმყოფადი არსება??? ამავდოულად უაღრესად ეჭვიანი, რომელიც გამუდმებით მოითხოვს ჩვენს ყურადღებას და თაყვანისცემას? რაო ხო არ მოსწყინდა ნეტავ?
თუ კი ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს, ეს ჯიპიანი მამაოები რა საჭიროა, ან აღსარებები ანდა კიდევ ლოცვები?
მოკლედ ისე ვუყვარდით, რომ ადამის შემდეგ ყველა ჯოჯოხეთში ხვდებოდა, მიუხედავად იმისა როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო ადამიანი, მერე დავიდა მის ტვინამდე, თუ რათქმაუნდა ასეთი რამ ააქვს და მიხვდა, რომ ეს ძალიან უსამართლო იყო და დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ერთად ერთი შვილი, რომელიც აწამებინა და მოაკვლევინა, შემდეგ ეს შვილი გააცოცხლა და ისევ თავისთან წაიყვანა? მემგონი არაფერი შემშლია. ჰოდა თუ არ შემშლია ეხლა თქვენ მითხარით ან იესოს მსხვერპლი სად არის აქ ან კიდევ საღი აზრი? შე კაი არსებავ, თუ პატიება გინდა და ყოვლის შემძლე ხარ, უბრალოდ რომ აპატიო არ გამოვა ვითომ? რაღა მაინდამაინც საკუთარ შვილს აწამებ? რატომ ხდება ყველაფერი ასე სადისტური ფორმით ამ თქვენს უზნეო წიგნში?
სულ სისხლი, მკვლელობა, გაუპატიურება, აღგვა პირისაგან მიწისა, კბილთა ღრჭენა და ვინ იცის კიდევ ათასი უბედურება წერია ამ ამორალურ წიგნში და თქვენ კიდევ აქედან იღებთ მორალს და თავს მოსიყვარულეებს ეძახით, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მუდამ ომებია დედამიწაზე. ვერ ხვდებით, რომ ყველა ბოროტების, ტანჯვის და უსამართლობის სათავე, თქვენი წიგნია?
ნუ ბოდავთ ხალხნო და დიდი იმედი მაქვს ამ ბოდვებს ბავშვებს არ ასწავლით, რეალურ სამყაროზე და მეცნიერებაზე მოუყევით, თანამედროვე განათლება მიეცით. ან რა მორალია მაგ თქვენს წიგნში ისეთი, რომლის გააზრებაც და შეგნებაც ადამიან საღი აზრით არ შეუძლია? ადამიანი, რომ არ უნდა მოკლა ამისთვის ბიბლია რატომ უნდა გჭირდებოდეთ არ მესმის, ნუთუ ასეთი არა რაციონალურები და არაჰუმანურები ხართ? ქვის ხანის ხალხისთვის არის ეგ წიგნი დაწერილიდა ვერ ხვდებით.
ბოლო ბოლო თავისუფალი ნება მაინც მოეცა ღმერთს ადამიანისთვის, მაინც და მაინც მონებად, რომ გაგვაჩინა. იქნებ არ მინდა არც სამოთხეში და არც ჯოჯოხეთში, იქნებ არ მინდა ეს მარადიული ნათელი, ან დოგმები და წესები, რატომ არ შეიძლება, რომ მშვიდად არსებობის საშუალება მქონდეს მარადიული მონათმფლობელის გარეშე, რომელიც ამავდროულად ებრალი დურგალიც არის?
მოკლედ დავიღალე ამ მარაზმის წერით, აბა თქვენ იცით, როგორ გაზრდით საკუთარ ბავშვებს მონებათ, წარმატებებს ნამდვილად ვერ გისურვებთ ასეთ უღირს საქმეში.
This post has been edited by feroni on 9 Apr 2016, 02:10