| sanfol In god we trust
 
  
 
        ჯგუფი: Members
 წერილები: 17601
 წევრი No.: 143756
 რეგისტრ.: 29-February 12
 
 
   | #46795280 · 22 Jan 2016, 15:52  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  ლოგიკⒶრამაზ გახოკიძე
 
 პროფესორი
 ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი
 წინა სტატიაში ჩვენ განვიხილეთ მუსიკის კეთილმყოფელი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. წინამდებარე სტატიაში კი საუბარი გვექნება მუსიკის მავნეობაზე.
 მუსიკა - კულტურის ყველაზე ფაქიზი და ყველაზე გავლენიანი სფეროა. იგი შეიძლება იყოს როგორც სრულყოფილებისა და შენების, ისე ნგრევის მძლავრი იარაღი. ჯერ კიდევ კონფუცი ამბობდა: "ნებისმიერი სახელმწიფოს დაშლა იწყება მისი მუსიკის დაშლით. ხალხს, რომელსაც არ გააჩნია სუფთა და ნათელი მუსიკა, გადაშენებისათვისაა განწირული".
 მუსიკას შეუძლია როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, ისე შემცირება. შამანებმა იცოდნენ მუსიკალური რიტმის საშუალებით თუ როგორ შეიძლებოდა გულის რიტმის აჩქარება ან შენელება. ცნობილია აფრიკული ტომები, რომლებიც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ დაფდაფების ხმაურით. წუთში 130-150 დარტყმის სიხშირის მუსიკის რიტმი ხვდება "შამანების" სიხშირეთა ზონაში. "მაგიური" ჟღარუნების დარტყმებს შამანები იყენებდნენ ტრანსში შესასვლელად და ჯადოსნობის რიტუალების ჩასატარებლად. ეს რიტმი ემთხვევა თავის ტვინის "დელტა-ტალღების" სიხშირეს, რაც აღინიშნება ელექტროენცეფალოგრამაზე (თავის ტვინის ელექტრული აქტიურობის ჩანაწერი) ძილის, ღრმა ტრანსის, კომის მდგომარეობაში. ეს არის ნერვული უჯრედების დიდი ნაწილის სინქრონული აქტიურობის რიტმი, რომელიც მოდულირებულია 2-3 ჰერც სიხშირეზე, ე.ი. თავის ტვინის დელტა-რიტმის სიხშირეზე. მუსიკა ამ რიტმში, რომელიც ხშირად ჟღერს დისკოთეკებზე, შესაძლოა, უაღრესად საშიში აღმოჩნდეს. კლასიკური მუსიკისა და ჯაზისგან განსხვავებით, იქ რიტმი აქცენტირებულია, ძალიან ხმამაღალია და თითქმის მოკლებულია ვარიაციებს. დისკოთეკებზე მუსიკას ემატება რიტმული ცეკვა და თვალისმომჭრელი სინათლის რიტმული ციმციმი სიბნელეში, რაც იწვევს ფსიქოტრონულ ზემოქმედებას, ტვინში დელტა-რიტმების დომინირებით. იტალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს დელტა-რიტმის მუსიკის გავლენა ფიზიოლოგიაზე. მათი აზრით, მუსიკა "ჰაუსის" სტილში იწვევს იმპოტენციას.
 დისკოთეკებისა და კლუბების გარკვეული რიტმები იმდენად არღვევს გულის მუშაობას, რომ სისტემატური მოსმენით რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია ნაადრევად მოხუცდე და სერიოზულად დასნეულდე. უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო, რომ მუსიკალური ჰარმონიის კანონების რღვევა იწვევს ადამიანის სულის დეფორმირებას და სხეულის დაშლას. ძველ ჩინეთში კომპოზიტორს, თუ იგი ისეთ მუსიკას ქმნიდა, რომელიც ჰარმონიას არღვევდა, სიკვდილით სჯიდნენ!
 გასული საუკუნის 50-იან წლებში, როცა გავრცელდა როკ-მუსიკა, როგორც პროტესტის ფორმა, მომრავლდა თვითმკვლელობები და ფსიქიკური ეპიდემიები. როკ-ეპიდემიის დასაწყისი ნარკოეპიდემიის და ე.წ. სექსუალური რევოლუციის დასაწყისი გახდა. 80-იან წლებში გამოჩნდა პანკ-როკი, რომლის მიზანია თვითმკვლელობები, კოლექტიური ძალადობა, სისტემატური დანაშაული. ამერიკული პრესა წერდა თუ როგორ მოკლა 14 წლის გოგომ დედა კალიფორნიაში, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა "მძიმე როკის" მუსიკის მოსმენით გამოწვეული ძლიერი ნერვული აგზნების მომენტში. რუსმა მეცნიერებმა დააფიქსირეს: მძიმე როკის 10-წუთიანი მოსმენით მეშვიდე კლასელებს გარკვეული დროით დაავიწყდათ გამრავლების ტაბულა, ხოლო იაპონელი ჟურნალისტების გამოკითხვით, ტოკიოს უმსხვილეს როკ-დარბაზებში მაყურებლებს დაუსვეს სამი მარტივი კითხვა: რა ერქვათ, სად იმყოფებოდნენ და რომელი წელი იყო. ვერც ერთმა გამოკითხულმა ვერ უპასუხა ამ კითხვებს. გერმანელი მეცნიერის ბ. რაუხის განცხადებით, ასეთი მუსიკა იწვევს ე.წ. სტრეს-ჰორმონების გამოყოფას, რომლებიც შლის ტვინში აღბეჭდილი ინფორმციის ნაწილს. ადამიანი გონებრივად დეგრადირდება.
 შვეიცარიელმა ექიმებმა დაამტკიცეს, რომ როკ-კონცერტის შემდეგ ადამიანი გამღიზიანებელზე, ჩვეულებრივთან შედარებით, 3-5-ჯერ სუსტად და იშვიათად რეაგირებს. სწავლობდნენ რა უჯრედებზე ზოგიერთი ბგერის ნეგატიური ზემოქმედების უნარს, რუსმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ აგრესიული მუსიკის ზემოქმედებით ავთვისებიანი სიმსივნე იწყებს სწრაფად ზრდას მაშინ, როცა კლასიკა, პირიქით, თრგუნავს კიბოვან უჯრედებს.
 მავნე მუსიკა გამოირჩევა ხშირი დისონანსით, უფორმობით, არარეგულარული რიტმით, რომელიც ადამიანში ცხოველურ ინსტინქტებს აძლიერებს. ასეთ მუსიკას მიეკუთვნება პოპ და როკ მუსიკა, რომლებიც ზემოქმედებს ულტრა და ინფრა ბგერებით. ეს ბგერები ჩვენ არ გვესმის, მაგრამ მათ აღიქვამს ჩვენი ორგანოები, რამაც შეიძლება დამანგრეველად იმოქმედოს ტვინზე "25-ე კადრის" პრინციპით და გამოიწვიოს ნერვული სისტემის აგზნება და აზრობრივი პროცესის პარალიჩი. მსგავს მუსიკას სპეციალისტები უწოდებენ "მკვლელ მუსიკას", "ბგერით შხამს".
 ამერიკელი ექიმების მონაცემებით, "დაბალი სიხშირის რხევები, რომელიც გამოწვეულია ბას-გიტარის გაძლიერებით, რასაც ემატება რიტმის განმეორებადი ზეგავლენა, მნიშვნელოვნად მოქმედებს ზურგის ტვინის სითხის მდგომარეობაზე. ეს კი, თავის მხრივ, უშუალო გავლენას ახდენს ჯირკვლებზე, რომლებიც არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას, არსებითად იცვლება ინსულინის დონე სისხლში. შესაბამისად, ირღვევა სასქესო და კუჭქვეშა ჰორმონების წონასწორობა". მთავარი დარტყმა მიმართულია ტვინის იმ უბნებზე, რომლებიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სასქესო ფუნქციებთან. აღმოჩნდა, რომ სექსუალური აგზნების დონეს ყველაზე მაღლა კლასიკური მუსიკა წევს.
 ასევე მავნებელია როკ-მუსიკის მონოტონური გამეორება და ბგერის სიმაღლე. ჩვენს ყურს, ჩვეულებრივ, შეუძლია აღიქვას 55-60 დეციბელის ბგერა. 70 დეციბელზე მაღალი ხმა იწვევს ბგერით სტრესს. როკ-კონცერტების დროს მოედნებზე მძლავრი დინამიკების გამოყენებით ხმის სიმაღლე აღწევს 120, ზოგ შემთხვევაში, 160 დეციბელს. ასეთი ბგერითი სტრესის გამო თირკმელზედა ჯირკვლებიდან გამოიყოფა სტრესული ჰორმონი - ადრენალინი. მისი ხშირი გამოყოფა ტვინში აღბეჭდილი ინფორმაციის ნაწილს შლის, რაც ადამიანის გონებრივ დეგრადაციას იწვევს. ადრენალინის ჭარბად გამომუშავებისას ხდება მისი ნაწილობრივი დაშლა ადრენოქრომად, ახალ ქიმიურ ნივთიერებად, რომელიც, ფსიქიკაზე თავის მოქმედებით, ნარკოტიკის მსგავსია. ყოველივე ამას ემატება შუქის ეფექტები - მუსიკის რიტმის მიხედვით შუქის მკვეთრი ცვალებადობა, რაც იწვევს ჰალუცინაციის მსგავს მოვლენებს. ადამიანის თავის ტვინზე როკ-მუსიკის ამგვარმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიულობა, მრისხანება, დეპრესია, შიშები, თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება, სოციალური გაუცხოება. აგრესიას ასევე იწვევს რეპი, რომლის მონოტონურობა შეიძლება გაღიზიანების, განწყობილების და საერთო ემოციური ტონუსის დაქვეითების მიზეზი გახდეს. ამერიკელ სოციოლოგთა კვლევის შედეგებით, არასრულწლოვანი (12-დან 17 წლამდე) დამნაშავეები უპირატესობას რეპს ანიჭებენ.
 იაპონიაში ჩაატარეს ექპერიმენტი: 120 მეძუძური დედა გაყვეს 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი დედებისა უსმენდა კლასიკას, მეორე პოპ-მუსიკას. პირველ ჯგუფში რძის რაოდენობა ქალებში გაიზარდა 20%-ით, მეორეში - 2-ჯერ შემცირდა.
 შეგრძნებები, რომლებიც წარმოიშობა თანამედროვე როკ და პოპ-მუსიკის მრავალი ნაწარმოების მოსმენით, ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ანალოგიურია. ხდება ტოტალური გამოთაყვანება, ზომბირება. ბგერითი ნარკოტიკი მითი არ არის, იგი ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი და საშიში რეალობაა.
 როკ-ენ-როლი აფრიკის ჯუნგლებიდან შემოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. წინა წერილში ჩვენ მივუთითებდით, რომ მუსიკის აღქმის ფაქტორს, გარკვეულწილად, განაპირობებს ეთნიკურ-გენეტიკური კუთვნილება. "ფლეიერებით" როკ მუსიკის მოსმენამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მხოლოდ თეთრკანიანებზე. ესე იგი, ბიოლოგიური თვალსაზრისით, მოხდა გენეტიკური აქტივობის სიხშირესათან უცხო მუსიკის სიხშირის შეუთავსებლობა, რამაც გამოიწვია სერიოზული დარღვევები ნერვული სისტემის მოქმედებაში. დღეს აღიარებული, რომ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) სპეციფიკურ ხმებს გამოსცემს. ხმა იწვევს რხევას, რომელიც წარმოქმნის აკუსტიკურ ტალღებს. ფაქტობრივად დნმ "მღერის". ამ სტრიქონემის ავტორს ეკუთვნის პირველი მცდელობა ცოცხალი უჯრედის "პარტიტურის" გაშიფვრისა. "მღერიან" როგორც ადამიანის, ისე ცხოველური და მცენარეული უჯრედები.
 მალე როკ-ენ-როლი უხეშ და "მძიმე როკად" გარდაიქმნა და ბოლოს ოკულტიზმის გავლენით სატანის კულტამდე მივიდა, რასაც სათავე დაუდო "ბითლზმა". მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით ნაჩვენებია როკ-ენ-როლის დამანგრეველი ზემოქმედება. აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, მოზარდთა 87% დღეში 3-7 საათს უსმენს როკ-მუსიკას. ამ დროს როკ-მუსიკა მძიმე ტრავმას აყენებს სმენით აპარატს, მხედველობას, ენდოკრინულ და ნერვულ სისტემებს. მისი მოქმედება თავის ტვინზე ნარკოტიკის მოქმედების მსგავსია, ძირითადად, იცვლება ნივთიერებათა ცვლა. განსაკუთრებით მძიმეა როკ-ენ-როლის ფსიქოლოგიური ზეგავლენა. კერძოდ, ექიმების სამედიცინო-ფსიქიატრიულ შრომებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს, არაკონტროლირებადი ძალადობისკენ სწრაფვა; ნერვული აგზნება, რაც იწვევს ეიფორიას და ჰალუცინაციებს; ჰიპნოზური (ზომბირების მსგავსი) მდგომარეობა; დეპრესიული მდგომარეობა (ხშირად ფსიქოზამდე მისული); მკვლელობისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება. "მძიმე მეტალური მუსიკა" აძლიერებს "სიმამაცის" კულტს და ქალების მიმართ აგრესიას. როკ-კონცერტებზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმრავლესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა.
 როკ-მუსიკის სისტემატური მოსმენა, ქვეცნობიერებაში შეჭრით, წარმოადგენს ცნობიერებაზე ნამდვილ ძალადობას და თავისუფალ ნებაზე მანიპულირებას. მრავალი ფაქტია ცნობილი, როცა როკ-კონცერტების დროს ათასობით ადამიანი გაითელა და სერიოზულად დაშავდა. ცნობილი ფსიქოლოგი ფ. ჰარლოკი თავის ნაშრომში "დიდი ბიტი" აღნიშნავს: "ქვეყნებში, სადაც როკ-მუსიკა განსაკუთრებით პოპულარულია, მაგალითად, აშშ-სა და ინგლისში, აღინიშნება არა მარტო ახლგაზრდობის დეგრადაციის, არამედ მოზარდების მიერ ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულთა რაოდენობის ზრდაც, ქორწინების გარეშე შობილ ბავშვთა რიცხვის მატებაც და სხვადასხვა სახის ძალადობის აქტების, მკველელობების და თვითმკვლელობების მომრავლებაც". როკ-მუსიკა კლავს ცოცხალ უჯრედს. როკ-მუსიკოსთა ასაკი იშვიათად აღემატება 50 წელს.
 როკ-მუსიკაში გამოყენებულ სიხშირეებს განსაკუთრებული ზემოქმედება აქვს თავის ტვინზე. რიტმი ნარკოტიკულ თვისებებს იძენს ზედაბალ (15-30 ჰერცი) და ზემაღალ (80 000 ჰერცი) სიხშირეებთან შეხამებაში. როგორც მაღალი ისე დაბალი სიხშირეები იწვევს ტვინის სერიოზულ ტრავმირებას. ამერიკელმა ექიმმა დ. ელვინმა დაადგინა, რომ ხმამაღალი გამყინავი ბგერა ხელს უწყობს ცილის შედედებას (ერთ-ერთ კონცერტზე ხმამაღლა მოლაპარაკის წინ მოთავსებული უმი კვერცხი 3 საათის შემდეგ თოხლოდ მოიხარშა).
 ინგლისელმა როკ-მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ როკს "სატანური მუსიკა" უწოდა. ცნობილი თერაპევტის ა. კნისტის ათეული წლების გამოკვლევებმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ როკ-მუსიკა, მისი ხმაურის დონიდან გამომდინარე, მუდმივ მსმენელებში იწვევს გაბოროტებას, ნარცისიზმს, პანიკას, საჭმლის მონელების მოშლას, ჰიპერტონიას და სხვა ცვლილებებს. "როკი... ეს ნარკოტიკია, რომელიც წამლავს ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლეს, უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე ჰეროინი".
 როკ-მუსიკა არღვევს ზნეობის ბარიერებს, აქრობს ბუნებრივი დაცვის ავტომატურ რეფლექსებსა და მექანიზმებს. დადგენილია, რომ ინფორმაციის მხოლოდ მეშვიდედი ნაწილი აღიქმება ცნობიერებით, ხოლო ექვსი მეშვიდედი - ქვეცნობიერებით. როცა ტვინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში განიცდის ქვეცნობიერებაზე მიმართული ბგერითი სიგნალის ზემოქმედებას, მასში მიმდინარეობს ბიოქიმიური რეაქციები, ანალოგიური იმისა, რასაც იწვევს მორფის გაკეთება. როცა ადამიანი ნარკოტიკულ ტრანსში იმყოფება, ქვეცნობიერი კავშირები რთავენ პროგრამას და ხდება ტოტალური გამოჩერჩეტება. მთავარი საშიშროება ისაა, რომ აუდიტორია სრულიად დაუცველია ცნობიერებასა და ქვეცნობიერებაზე ზემოქმედებისგან.
 ლეგენდარული ლივერპულელი ჯგუფის "ბიტლზის" კომპოზიცია "ჰელტერ სკელტერი" თვალსაჩინო მაგალითია იმისა, ერთი შეხედვით კეთილხ
 
 This post has been edited by sanfol on 22 Jan 2016, 15:57
 |