Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(18)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რაიცით რომ ღმერთი სატანაზე უკეთესია?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54869
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#46895265
· 2 Feb 2016, 12:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bambolina
QUOTE
აბა ყოვლისშემძლეაო?
"ყოველი" არის განმარტებული?
QUOTE
თუ ადამიანებს თვითონ უნდა განესაზღვრად რა კარგია და რა ცუდი, მაშინ ძველი აღთქმა წესებს რატომ ადგენს?
თუ ადამიანებმა დაწერეს და ღმერთი არაფერ შუაშია?
ვერ განსაზღვრეს და ისევ ჩაერია იმათი შემქმნელი:დ
არ იცი თანმიმდევრობა, რა რის მერე ხდება?
QUOTE
ედემში რომ დარჩენილიყვნენ როგორ გამრავლდებოდნენ?
?
ა დონ ნო, რა შუაშია
QUOTE
ჰმ
ძველი აღთქმის ღმერთზე სასტიკი?
სისასტიკე ან სიმახინჯე რა არის მაგას როგორ ადგენ?
ღმერთმა რახან ქნა ესე იგი სწორი და მართალია პრინციპით მოქმედებ?
:დ ხომ მეწერა, როგორც ვადგენ
ლიტერატურული ნაწარმოებია და განვიხილავ:დ
QUOTE
რატომ იყო ცუდი ამ ნაყოფის ჭამა?
უბრალოდ ღმერთმა ვერ აიტანა რომ მის სიტყვას არ დაემორჩილენ თუ რამე რეალური მიზეზიც არსებობდა?
შემეცნების შემდეგ შეიძლებოდა ცხონების ხის ნაყოფის მოეძებნათ, ეგეც შეეჭამათ და ცხონებულიყვნენ, როგორც "ისინი"(ჩვენსავით არ ცხონდნეო, წერია).
ამასთან ერთად მანდ ჩანს გაბრაზებაც ღმერთისგან, მაგრამ ეს გაბრაზება და წყევლა გავს ცოლი რომ ქვარს აგდებს და ჯანდაბამდე გზა გქონიაო, რომ ეუბნება. ანუ ღმერთს რომც არ სწყენოდა ამათი საქციელი, მაინც იძულებული გახდებოდა გაეგდო ადამი და ევა ედემიდან, რომ იმათ არ შეეძინათ ღმერთის თვისებები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 208557
რეგისტრ.: 5-October 15
#46897464
· 2 Feb 2016, 16:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zorro77777
აბა ეხლა დაფიქრდი რეალურად რა გააკეთე ამ პოსტით? ცოტახანი აამუშავე ტვინი და მიხვდები რომ შენი ღმერთი გააპრავე და როგორ ფიქრობ ღმერთს რომელსაც შენი გაპრავება ჭირდება რამე ძალა აქ?
თუ ღმერთმა ნაყოფის შეჭმის გამო ამხელა სატანჯველი მოუვლინა ადამიანებს მაშინ დღეს გაცილებით დიდი შეცდომების და ბოროტების კეთების გამო ადამიანებს რატო ცოცხლად აფ დაწვავს? რატო არ დაალპობს? რატო ფარაონივით შვილს არ მოუკლავს და მაგალითად მტკვარს სისხლიან მდინარედ არ აქცევს? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეგ ღმერთი მოგონილია და შენ კაი შემთხვევაში დაგაბოლეს ცუდ შემთხვევაში კი თავი დააბოლებინე ვიღაცებს
--------------------
<a href="http://www.earticleblog.com/nokia-upcoming-android-phones-list-2017-price-specs.html">Nokia Upcoming Android Phone</a>
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Zorro77777
Crazy Member
ჯგუფი: Members
Zorro77777
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2800
წევრი No.: 193642
რეგისტრ.: 9-November 14
#46898844
· 2 Feb 2016, 18:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(გეტო. @ 2 Feb 2016, 16:37 )
Zorro77777
აბა ეხლა დაფიქრდი რეალურად რა გააკეთე ამ პოსტით? ცოტახანი აამუშავე ტვინი და მიხვდები რომ შენი ღმერთი გააპრავე და როგორ ფიქრობ ღმერთს რომელსაც შენი გაპრავება ჭირდება რამე ძალა აქ?
თუ ღმერთმა ნაყოფის შეჭმის გამო ამხელა სატანჯველი მოუვლინა ადამიანებს მაშინ დღეს გაცილებით დიდი შეცდომების და ბოროტების კეთების გამო ადამიანებს რატო ცოცხლად აფ დაწვავს? რატო არ დაალპობს? რატო ფარაონივით შვილს არ მოუკლავს და მაგალითად მტკვარს სისხლიან მდინარედ არ აქცევს? პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეგ ღმერთი მოგონილია და შენ კაი შემთხვევაში დაგაბოლეს ცუდ შემთხვევაში კი თავი დააბოლებინე ვიღაცებს
მაშინ ყურადღებით წაიკითხე ბიბლია და რა ,,გავაპრავე'' და რა არა გაიგებ.
მაგრამ რაც არ გინდა, მაინც არ გაიგებ.
პს: ღმერთს გაფრთხილებული ყავდა, რომ ყველაფერი შეეძლო ეჭამა რაც უნდოდა, ოღონდ თუ სიკვდილის ხის ნაყოფს ნაყოფს შეჭამდა, მოკვდებოდა. ( მისი ხორცი ხრწნადი გახდებოდა).
ბიბლია\ძველი აღთქმა\დაბადება\თავი 2:16-17:
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia_sru.../dabadeba-2.htm
დასჯით კი იმიტომ დაისაჯა რომ არ შეინანა და მაგის თავი დაანებე, იქით უთხრა ღმერთს საყვედური.
ბევრი დასჯილა და კიდე ბევრი დაისჯება,
მაგრამ ვაი იმას ვინც სიცოცხლეში დედამიწაზევე არ დაისჯება.
პს:პს:მაგრამ აი რაც ხდება დედამიწაზე ეგ სულ ასე მალე არ იქნება.
ვინც ოდესღაც დედამიწაზე მომკვდარა და ყველა ცოცხალი, ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს ვინც იქნება ცოცხალი დარჩენილი ყველა განიკითხება.
ბიბლია\პავლეს ეპისტოლენი\პირველი კორინთელთა მიმართ\თავი 15:13-14-15-16
http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agt...h.Q8n6Glvz.dpuf
This post has been edited by
Zorro77777
on 2 Feb 2016, 18:59
--------------------
ჭეშმარიტება სულის უკდავებაშია ! @ არქიმანდრიტი ბერი გაბრიელი
ვინც ცხოვრობს ისე, რომ თითქოს არასდროს მოკვდება, ისე მოკვდება თითქოს არასდროს უცხოვრია. @ დალაი ლამა
მუდამ შეუძლებელი გეჩვენება ვიდრე არ გააკეთებ @ ნელსონ მანდელა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 208557
რეგისტრ.: 5-October 15
#46899020
· 2 Feb 2016, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Zorro77777
იტყუები, სად წერია რო საყვედური უთხრეს, ან სად წერია იმიტომ დსისაჯნენ რომ არ შეინანესო, მაგრამ მთავარ კითხვას პატარა ბავშვივით თავს არიდებ თბილი ჭყლიდან ამოსვლა რო არ უნდა, რატომ ქნა ღმერთმა ეს? რატომ მოუწყო გამოცდა ადამიანს, რატომ დაუშვა გველის სამოთხეში შესვლა? პასუხი მარტივია, ეჭვიანი იყო, ასევე შემდეგ ჩანს მისი არამდგრადი ხასიათი, ქალივით რო იწყევლება, ან ის სად ჩანს რომ გველი ეშმაკი იყო, გველი იყო ცბიერი ეგ წერია მარტო და.იასნა ღმერთმა შექმნა ცბიერად ანუ თვითონ ღმერთი იყო გველი :
QUOTE
1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც კი ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა,
3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.
9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე.
11. უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?
12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.
13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე
გაპრავება - ეს ნიშნავს ფაქტების ისე წარმოჩენას თითქოსდა ლოგიკური გზით რომ ყველანაირი შეცდომა გამორიცხო, ჭეშმარიტებად წარმოაჩინო შენი იდეოლოგია, მოკლედ რომ ვთქვათ ლამაზად შეფუთული ტყუილი, ადამიანი რომელიც ამას აკეთებს გულის სიღრმეში ხვდება რომ ცდება თუმცა იმდენად დამოკიდებულია უკვე ამ იდეოლოგიაზე რომ ყველაფრის თავიდან დაწყების და ამდენი შეცდომის აღიარების გამბედაობა არ აქვს
ასევე შენ ნათქვამს დავაციტირებ "ბევრი დასჯილა და კიდე ბევრი დაისჯება, მაგრამ ვაი იმას ვინც სიცოცხლეში დედამიწაზევე არ დაისჯება." - შიში, მორწმუნის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა, ვაი თუ მართლა არსებობს? ბევჯერ გაგიფიქრია ეს შენ
This post has been edited by
გეტო.
on 2 Feb 2016, 19:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#46899088
· 2 Feb 2016, 19:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტო.
QUOTE
გაპრავება
შენგან სულ ეგ სიტყვა მესმის ....არ გიფიქრია რომ იქნებ შენ ცდები?....რატომ ხარ ასე|თი თავდაჯერებული რომ თითქოს ყველაფერში მართალი ხარ? ....ცხოვრებაშიც ეგეთი ხარ? ანუ იმას ვგულისხმობ რომ ადამიანს ეჭვის თვალით უყურებ?
რატომ გონია შენი თავი ასეთი ჭკვიანი?
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 208557
რეგისტრ.: 5-October 15
#46899131
· 2 Feb 2016, 19:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
მეგობარო მე დავწერე წინა გვერდზე რომ საკმაოდ ახლო შეხება მქონდა ეკლესიასთან და ბევრი რაღაც ვნახე ისეთი რის შემდეგაც სამოვედი ეჭვები გამიჩნდა და გამართლდა კიდეც და წაიკითხე ეგ პოსტი, ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი შეილება შენ ხარ მარა ეგ არაა მთავარი, მთავარია რომ გამოიყენო ეგ ჭკუა და თავი არ დაიბრმავო, ხო მოვიყვანე არა ციტატები, მანდ რაც წერია მე ვაციტირებ მაგას ამდენი ხანი და თქვენ კიდე თქვენ თეორიებს წერთ, დიდი ჭკუა ჭირდება ნაწერის პირდაპირ გაგებას? სიტყვა სიტყვით წერია რომ ღმერთმა შეუგდო საცდური, ესენიც წამოეგნენ და სასტიკად დასაჯა ღმერთმა, აი ამას თუ დიდი ჭკუა ჭირდება რო გაიგო რავიცი რა, შენ წმინდა მამების გაპრავებებით თუ მსჯელობ კიბატონო მართალი ხარ მაგრამ მე იმ ფაქტებით ვმსჯელობ რაც მანდ წერია და არ ჭირდება დიდი ფილოსოფია მაგის გაგებას თუ თავს არ იბრმავებ
მე ასევე ვუშვებ რომ შეილება ყველაფერში ვცდები, არ არსებობს ჭეშმარიტება და რაღაცებში უეჭველად ვცდები, აი შენ უშვებ რომ შეილება შენც ცდები და ღმერთი არ არსებობს? აი აქ იყოფა ჩვენი გზები, შენ ფანატიზმისკენ იხრები რასაც ჭეშმარიტება ქვია და მე კიდევ საღი აზრისკენ რომელიც შეილება მცდარი იყოს და გამოსწორებას საჭიროებდეს, მთავარი მიდგომაა და არა ის თუ იმ წამს რისი გჯერა, თუ ადამიანი შეცდომებს არ ეძებს წინ ვეღარ წავა და შენ მაგიტო ერთ ადგილას ხარ ჯერჯერობით გაჭედილი მე ეგრე ვფიქრობ, ერთი წამითაც თუ დაუშვი რომ ბიბლია ტყუილია მაშინ ღმერთს განუდგები წინ ხო? ეგაა ზუსტად მახე რომელსაც რწმენა ქვია და რეალურად ფანატიზმია
This post has been edited by
გეტო.
on 2 Feb 2016, 19:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bambolina
Super Member
ჯგუფი: Registered
bambolina
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 675
წევრი No.: 207509
რეგისტრ.: 11-September 15
#46899545
· 2 Feb 2016, 20:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
gramatikikina
QUOTE
"ყოველი" არის განმარტებული?
ბიბლიაშიც ღმერთი მოხსენიებულია, როგორც ყოვლიშემძლე და ყველა ქრისტიანი მას უწოდებს ყოვლისშემძლეს.
ვის განმარტებას უნდა ვუყურო, არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს და რა მნიშვნელობით ვხმარობთ?
მაგ არსებამ სამყარო შექმნა, ყველაფერს ხედავს რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი იცის, ყველაფერი შეუძლია და ის არ შეეძლო, რომ თავიდანვე ისეთები შეექმნა ადამიანები როგორებიც უნდოდა?
არა კაცს ჰკლაო ამბობს და ის არ შეეძლო რომ იგივე მაგალითი მიეცა ადამიანებისთვის?
იმ ეგვიპტელ ბავშვებს რაც შეეხება, კარგადაა ბიბლიაში ნაჩვენები თუ რას მოყვა ეს. ებრაელ მონებს უნდოდათ მონობიდან გათავისუფლება და ფარაონები არ აძლევდნენ მათ ამის უფლებას. ღმერთმა კი ყველა ეგვიპტელი ბავშვი მოკლა ამის გამო და ამ გზით იძია შური. ყოვლისშემძლე ღმერთმა მშვიდობიანად ვერ მოაგვარა ეს პრობლემა და ეს იყო სასჯელი კონკრეტული ქმედებისთვის და ის რომ ღმერთს ჯიშის გამოყვანა უნდოდა ეს მხოლოდ შენი ინტერპრეტაციაა.
სამაგიეროდ ბიბილიაში შავით თეთრზე წერია, რომ ღმერთი ხალხს კლავს იმის გამო რომ შიშილობის გამო დაიწუწუნეს, რაღაცაზე უკმაყოფილება გამოთქვეს, ადამიანი მოკლა იმის გამო რომ შაბათ დღეს შეშას აგროვებდა. რა უფრო ჩანს აქედან ბოროტებასთან ბრძოლა თუ დაუმორჩილებლობის გამო მკვლელობა? ან შენ მიმართ უკმაყოფილების გაგონებაზე გამწარება და ამის გამო მკვლელობის ჩადენა?
QUOTE
ვერ განსაზღვრეს და ისევ ჩაერია იმათი შემქმნელი:დ
აი ის ვაშლი, რომლის ჭამასაც ღმერთი უშლიდა ადამს და ევას იყო ცოდნის ხის ნაყოფი, კეთილისა და ბოროტის შეცნობის ნაყოფი.
ეს ნაყოფი ჭამეს და წესით უნდა გაერჩიათ კეთილი და ბოროტი არა?
QUOTE
?
ა დონ ნო, რა შუაშია
იმ შუაშია, რომ ედემშიც ვერ გამრავლდებოდნენ სხვანაირად
QUOTE
ხომ მეწერა, როგორც ვადგენ
ლიტერატურული ნაწარმოებია და განვიხილავ:დ
მერე რა იცი რომ შენი ინტერპრეტაციაა სწორი?
QUOTE
ანუ ღმერთს რომც არ სწყენოდა ამათი საქციელი, მაინც იძულებული გახდებოდა გაეგდო ადამი და ევა ედემიდან, რომ იმათ არ შეეძინათ ღმერთის თვისებები.
იმ ხის განადგურება ასეთ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ყოვლიშემძლე ღმერთისთვის?
ღმერთის თვისებები რომ შეეძინათ რატომ არ უნდოდა?
This post has been edited by
bambolina
on 2 Feb 2016, 20:36
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#46899800
· 2 Feb 2016, 20:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტო.
QUOTE
დიდი ჭკუა ჭირდება ნაწერის პირდაპირ გაგებას?
QUOTE
სიტყვა სიტყვით წერია რომ ღმერთმა შეუგდო საცდური
სად წერია სიტყვა სიტყვით ღმერთმა საცდური რომ შეუგდო?
QUOTE
ესენიც წამოეგნენ და სასტიკად დასაჯა ღმერთმა
წარმოიდგინე შენი თავი ...კაცი არის მტყუანი და მიუხედავად იმისა აღიაროს რომ მტყუანია გადაბრალებები დაიწყოს..... ბოლოს რომ გითხრას რომ შენ რომ ეს მეგობარი გამაცანი მაგიტომ მოხდა ეგ ამბავიო ....ანუ ფაქტირად შენს დაგაბრალა .....მითხარი კაცურად მართალი იქნება ეგ კაცი? .......და ბოლოს ღმერთი მაინც არ ტოვებს ადამიანს ...ის კომფორტი რაც ქონდათ კი მოაკლო მაგრამ ყოველთვის გვერდით ყავდა მოსე აბრაამი ისააკი იაკობი და ყველა ვინც ღმერთან მყოფობდა
ეხლა ვიცი მეტყვი ერთი ჩაკბეჩის გამო რა საჭირო იყო ამხელა აჟიოტაჟიო .....ჩაკბეჩის გამო კი არა სხვა ალტერნატიული გზები რომ დაიწყეს ძებნა მაგის გამო დაისაჯნენ (ღმერთობა მოუნდათ)......ადამიანმა რომ გითხრას მოდი შენ მე გამომყევი და კარგად იქნებიო და შენ ამ კომფორტიც გინდოდეს და ზურგს უკან სხვა გზას მიყავდე ,,,,ალალად მითხარი რისი ღირსია ეგ პიროვნება? თან აქეთ გადაბრალებები რომ დაიწყოს სინანულის ნაცვლად ......გაპრავება გაპრავებაო რომ გვიწერ, მართლა არ ვაპრავებ ...ასეთი ვარ მე და სიმართლე მიყვარს......როცა მტყუანია ადამიანი ამის აღიარებაც უნდა შეეძლოს ....თუ არადა გზა ხსნილი აქვს
ბიბლია არ არის კონკიას ზღაპარივით წასაკითხი .... თუ ოდნავ ჩაუღრმავდები წესით უნდა მიხვდე რომ უფალი ბევრს არაფერს გთხოვს არამედ სიყვარულს სიმართლეს და სიკეთეს ....
უბრალოდ ამის დანახვა უნდა შეგეძლოს ...... ბევრი პიროვნება არსებობს რომ სიკეთეში ბოროტებას ხედავენ ...თუ ერთი პიროვნება დაეხმარება მეორეს მაშინ იტყყვის რომ ეს იმიტომ გააკეთა რომ მერე რაღაცა უნდაო ....ის კი არ თქვა რომ გაჭირვების ჟამს მიშველაო არამედ იმიტომ დამეხმარააო რომ მერე ჩემგანაც რაღაცა უნდაო ......
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 208557
რეგისტრ.: 5-October 15
#46899863
· 2 Feb 2016, 20:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
კარგი შენ შენ აზზრზე ხარ მე ჩემსაზე, შენ არ შეგილია უფლის გარეშე ცხოვრება მე კიდე შემილია ამაზე აღარ ღირს დავა, ისე იგებ როგორც გინდა და მთავარ კითხვებს მაინც თავს არიდებ , ანუ იმას თუ რატომ მოაწყო უფალმა გამოცდა და რატომაა ესეთი ეჭვიანი, მეუნები სად წერია საცდური შეუგდოო და აბა დაუფიქრდი, ეგ ხე უფალმა აღმოაცენა, ნაყოფიც თვითონ დაკიდა , შეფუთა ლამაზად როგორც მანდ წერია თვალწარმტაცი იყო და შიგნით კი ბოროტება ჩააქსოვა, ეს არის საცდური, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს აქ მიდგეხარ ეხლა, მკვდარი კატა მიჭირავს ხელში და მიმტკიცებ ნახე ცოცხალია ეგ კატაო, რააზრიაქ აბა ესე დავას? პირველი შეცდომა და კაი დავარქვათ ცოდვა ჩაიდინა არა ადამიანმა არამედ უფალმა როდესაც ეგ ხე აღმოაცენა და ბოროტება შექმნა, თუ მაგ ნაყოფსაც ქონდა თავისუფალი აზრი და თავის ნებით გახდა ბოროტების წყარო? ბოროტი ბოროტს შობს , ანუბლოგიკურად უფლის ბრალია ყველაფერი
This post has been edited by
გეტო.
on 2 Feb 2016, 20:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#46899906
· 2 Feb 2016, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(გეტო. @ 2 Feb 2016, 20:49 )
lasha kakauridze
მთავარ კითხვებს მაინც თავს არიდებ ,
გეტო.
კითხვებზე თავის არიდებაში ექპერტია.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marrriam
Super Member
ჯგუფი: Registered
marrriam
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 766
წევრი No.: 209568
რეგისტრ.: 30-October 15
#46899928
· 2 Feb 2016, 20:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნა, ეს ხატი ხომ არ გულისხმობს მხოლოდ გარეგნულ მხარეს. თავიდანვე მან ადამში ჩადო ღმერთობის დიდი მარცვალ და რატომ არის გასაკვირი რომ ამ მარცვალმა გაღვივება დაიწყო? ადრე თუ გვიან, როგორც არ უნდა ამომხდარიყო, ადამი მაინც მოინდომებდა იმაზე მეტს რაც ჰქონდა.
ბიბლიური ღმერთი თვითონ ქმნის თამაშს, ადგენს წესებს, რა თქმა უნდა წინასწარ იცის ყველა სვლა და როგორც უფროსს ყველაფრის უფლება აქვს.
არ არსებობს არანაირი თავისუფალი ნება. ბოლოს მაინც ყველაფრისთვის ისჯები რაც თავისუფლებად მიგაჩნია.
მასების სამართავად არსებობს რელიგიები და როგორც ვხედავთ ამართლებს კიდეც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 54869
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#46899942
· 2 Feb 2016, 20:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bambolina
QUOTE
ბიბლიაშიც ღმერთი მოხსენიებულია, როგორც ყოვლიშემძლე და ყველა ქრისტიანი მას უწოდებს ყოვლისშემძლეს.
ვის განმარტებას უნდა ვუყურო, არ ვიცი ეს სიტყვა რას ნიშნავს და რა მნიშვნელობით ვხმარობთ?
მერე ქრისტიანები რომ უწოდებენ ყოვლისშემძლეს და ხის დამალვა არ შეუძლია, ხომ ნიშნავს, რომ სხვა რაღაცაშია საქმე?
ადამიანისთვის არის და ხისთვის არ არის. ანუ სხვა რამეს ნიშნავს ყოვლისშემძლე.
QUOTE
იმ ხის განადგურება ასეთ დიდ სირთულეს წარმოადგენდა ყოვლიშემძლე ღმერთისთვის?
კი. განადგურებაც წარმოადგენდა სირთულეს და ადამის და ევასთვის იმ ხის დამალვაც.
QUOTE
ღმერთის თვისებები რომ შეეძინათ რატომ არ უნდოდა?
არ ცხონდნენო, ანუ უკვდავები გახდებოდნენ და ცაში დაიწყებდნენ თავიანთი შტერული ინტერესების გატარებას :დ
QUOTE
იმ შუაშია, რომ ედემშიც ვერ გამრავლდებოდნენ სხვანაირად
არა, ედემში არ მრავლდებოდნენ.
QUOTE
მერე რა იცი რომ შენი ინტერპრეტაციაა სწორი?
ინტერპრეტაცია არაა, რაც წერია იმას გეუბნები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
გეტო.
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 234
წევრი No.: 208557
რეგისტრ.: 5-October 15
#46899963
· 2 Feb 2016, 20:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
ვნანობ უკვე ამდენი რომ ვწერე, იმიტო კი არა რო არ აანალიზებს რას ვწერ, იმიტომ.რომ ზოგ ადამიანს ისეთი რთული ცხოვრება ხვდება იძულებულია რაღაც იწამოს რომ გაუმკლავდეს ფსიქოლოგიურად, შეილება ეგ მომენტი აქვს .
ფაქტია რელიგია და ბრმა რწმენა რომ არა აქამდე შეილება ვერც მოვსულიყავით, უბრალოდ 21 საუკუნეა და რავიცი მემგონი ამის გარეშეც შეიძლება უკვე ბევრის მიღწევა თორემ თავის დროზე აუცილებელი იყო მასების რელიგიით მართვაა, ეხლა უკვე პირიქით ხელისშემშლელია ბევრ რამეში რელიგიები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
ვეგა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9569
წევრი No.: 72911
რეგისტრ.: 31-October 08
#46900001
· 2 Feb 2016, 21:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტო.
თუ ათეისტი ხართ რაღაც კითხვა მაქვს, იმიტომ მოგმართავ რო თემაში ხარ მგონია და გკითხავდი ბარემ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#46900009
· 2 Feb 2016, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გეტო.
QUOTE
ნაყოფიც თვითონ დაკიდა , შეფუთა ლამაზად როგორც მანდ წერია თვალწარმტაცი იყო და შიგნით კი ბოროტება ჩააქსოვა,
შენს შვილს ოთახში ჩაკეტავ და მხოლოდ ლამაზ ფერებით დაანახვებ ამ ცხოვრებას? ......ამ ხის დარგვით ადამს და ევას მიეცა ცხოვრების საზრისი და ერთფეროვანი ცხოვრება არ ქონოდათ .......ანუ ადამს არჩევანის თავისუფლებაც მიანიჭა ამით ....სხვა შემთხვევაში ადამი იმპონტეტი რობ ოტივით იქნებოდა
შენ გინდა ერთფეროვანი ცხოვრება? ....რავი მე არ მინდა მე უფრო მინდა ჩემი თავისუფალი ნებით არჩევანი ვაკეთო და ჩემი ძალისხმევით წარმატებებსაც მივაღწიო ....თუ შენ ერ|თფეროვნება ცხოვრება გაინტერესებს მაშინ მართალი ხარ
This post has been edited by
lasha kakauridze
on 2 Feb 2016, 21:09
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(18)
« პირველი
...
5
6
[7]
8
9
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0624 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.