მეზობელი თემიდან ვაკოპირებ ამ სტატიას
საკმაოდ საინტერესო მასალაა ჩუკენობის მავნებლობის შესახებ
ბევრია ვინც მინიმუმ ყოველდღე ანძრევს და ზოგი დღEში 2-3 ჯერაც და მეტჯერაც
იწვევს დეპრესიას-დაღლილობის სინდრომს -მეხსიერების დაქვეითებას და კიდევ ბევრი რაღაცაა ჩამოთვლილი
იქნებ ვინმეს დაეხმაროს ეს პოსტი
ჩუკენობა და განსაკუთრებით ხშირი ჩუკენობა სულსაც ვნებს და ხორცსაც და ეს მემგონი მთლად საღლაბუცო თემა არაა
გამარჯობა მეგობრებო.
პირველ რიგში ამ განყოფილების მოდერს ვთხოვ ეს თემა აქ დატოვოს რადგან პორნოდამოკიდებული ადამიანები ყველაზე მეტად ამ განყოფილებაში შემოდიან. დაშავებით ეს თემა არაფერს დააშავებს და პირიქით კი ბევრის ცხოვრებაში სასიკეთო ძვრებს შეიტანს.
პორნოდამოკიდებულება ეს არის ახალი დაავადება რომელიც ინტერნეტის მასობრივ გავრცელებას მოჰყვა თან. პრობლემა იმდენად სერიოზულია რომ არ ვაპირებ მხატვრულად გადმოვცე ამ პრობლემის არსი, არამედ რეალურად დაგანახებთ სადამდე შეიძლება მიგიყვანოთ თქვენმა „გატაცებამ“
აქვე მინდა გავნმარტო რომ პორნოდამოკიდებულება ეს პირობითი სახელწოდებაა ამ დაავადებისა და იგი შედგება 3 კომპონენტისაგან. ესენია: (პორნო, სექსუალური ფანტაზიები და მასტურბაცია) სწორედ ეს სამი კომპონენტი ჯამში ჰქმნის ამ დაავადებას, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება.
მაშასადამე დავიწყოთ.
1) რა არის პორნოდამოკიდებულება და რატომ უნდა დავანებოთ მას თავი?
თუკი თქვენ ვერ ძლებთ პორნოს გარეშე და იგი თქვენი ცხოვრების მუდმივი შემადგენელი ნაწილი გახდა ესეიგი თქვენ პორნოდამოკიდებული გახდით.
პორნოდამოკიდებულების სიმპტომებია: მუდმივი დეპრესია, მუდმივად ცუდ ხასიათზე ყოფნა, მეხსიერების პრობლემები, აზროვნების პრობლემები, მოთენთილობა (უენერგიობა), რეალური გოგოებისადმი სულ უფრო გეკარგებათ ინტერესი, თანდათან ერექცია გისუსტდებათ, გაუბედავი ხართ ხალხთან ურთიერთობაში, თქვენთვის პატარა პრობლემის გადაწყვეტაც კი ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს და ა.შ ესიგი თქვენ პორნოდამოკიდებული გახდით. თქვენს ცხოვრებაში დიდი ალბათობით არ იქნება არც რეალური სექსი, არც რეალური ოჯახი, არც რეალური გართობა, ვერ იქნებით წარმატებული ადამინი ვერცერთ სფეროში! ასე რომ თუ არ გინდათ რომ მთელი თქვენი ცხოვრების საუკეთესო წლებმა ოთახში კომპიუტერის წინ პორნოს ყურებაში და მასტურბაციაში გაიაროს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებით და პლიუს კიდე ვინ ჩამოთვლის რამდენი საშინელი ფსიქიკური გადახრით მაშინ მომყევით და წაიკითხეთ შემდეგი პუნქტები, ვისაც ნებისყოფა არ გყოფნით არაა საჭირო ერთბაშად წაიკითხოთ ნელნელა მიჰყევით და ჩემი ნაწერი კარგად გაიაზრეთ.
2) რატომ ვერ ანებებს თავს ადამინი ამ პრობლემას? არსებობს ბევრი მითი იმის შესახებ რომ თუ ხშირად არ მიმართე მასტურბირებას მოხდება თესლდაგროვება, რომ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია ამის გარეშე და რომ აბსოლიტურად ყველა აკეთებს ამას. ზოგს სჯერა რომ ეშმაკი აიძულებს მას ამის გაკეთებას, რომ პირიქით ონანიზმი კარგია სტრესის მოსახსნელად და ა.შ
რეალობა კი არის მხოლოდ ერთი! მამაკაცი პორნოდამოკიდებულებას ვერ ანებებს თავს იმიტომ რომ მას უბრალდ ეს არ შეუძლია, მას არ ჰყოფნის ნებისყოფა რომ ეს პრობლემა დაძლიოს და ამიტომ იგი იგონებს უამრავ ასეთ მითს რომ როგორმე დაიწყნაროს თავი.
* * *
თუკი თქვენ ჩემმა სიტყვებმა სერიოზულად ჩაგაფიქრათ მაშინ გადადით შემდეგ პუნქტზე და ვისაც უბრალოდ გაგეღიმათ ორი ვარიანტია 1. თქვენ ეს პრობლემა არ გაწუხებთ 2. თქვენ ჯერ ვერ ხვდებით რა პრობლემას შეეჯახეთ როდესაც პორნოდამოკიდებული გახდით და ამის გასაანალიზებლად ჯერ კიდევ გჭირდებათ დრო.
3) იმისათვის რომ ეს პრობლემა დავძლიოთ ამისათვის საჭიროა ეს დაავადება მარტივ მამრავლებად დავშალოთ და ყველა ნაწილი გავშიფროთ რადგან ამ ქვეყნად ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა.
1. რატომ მასტურბირებს ადამიანი და ხდება პორნოდამოკიდებული?
ამ პრობლემას მხოლოდ ორი მიზეზი აქვს
1. თქვენ გაქვთ სურვილი რომ მარტივად მიიღოთ სიამოვნება.
2. თქვენ გსურთ რომ ადვილად მოიხსნათ სექსუალური დაძაბულობა.
აი სულ ეს ორი მიზეზია რის გამოც თქვენ ამ დაავადებით იტანჯებით
რატომ მოაქვს ამხელა სიამოვნება პორნოს და მასტურბირებას? არსებობს ასეთი ჰორმონი რომელსაც ჰქვია ენდორფინი „ბედნიერების ჰორმონი“, (ენდორფინის შესახებ დაწვრილებით იხილეთ ამ
http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=4368 სტატიაში) საწყის ეტაპზე პორნოს ყურება და მასტურბირება თქვენში იწვევს დიდ სიამოვნებას რის დროსაც სისხლში ვრცელდება ძალიან დიდი დოზით ენდორფინი და თქვენ თავს გრძნობთ ბედნირად, გავიწყდებათ პრობლემები, ცხოვრებას უფრო იოლად უყურებთ მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია ეს ეფექტი 1 საათში გადის და გეუფლებათ დეპრესია ორგანიზმი კვლავ მოითხოვს ენდორფინს და რადგანაც თქვენ ენდორფინის გამოყოფის ყველაზე მარტივი გზა იცით ისევ მიმართავთ პორნოს და მასტურბაციას და ასე გრძელდება ყოველ დღე (გეცნოთ თქვენი თავი?), ყოველ მასტურბაციას მოსდევს ცოტა ხნით ბედნიერება და შემდგომ დეპრესია და თქვენ ნელ-ნელა ემსგავსებით ციყვს რომელიც ბორბალში დარბის მაგრამ იქიდან ვერ გამოდის. ამასთანავე ორგანიზმი ხვდება რომ თქვენ რაღაცას ეშმაკობთ და რომ ენდორფინი საბოლოო ჯამში თქვენზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ აძნელებს მის გამოყოფას ამიტომ თქვენ დროთა განმავლობაში სულ უფრო ძლიერი აღმგზნები საშუალება გჭირდება რომ ორგანიზმმა მოგაწოდოთ საჭირო დოზით ენდორფინი ამიტომ არის რომ ადამიანებს უბრალოდ ქალის შიშველი სხეულის ან ნატურალური სექსის ყურება აღარ ჰყოფნით ამიტომ გადადიან ისეთ პორნოზე როგორიცაა: ბდსმ (მომიტევეთ ტერმინები შეიძლება შემეშალოს) ანუ როდესაც ქალს სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით აწამებენ, ან ისეთ პორნოზე როცა ქალი სექსუალურ კონტაქტში შედის ცხოველთან, გეიპორნოზე, როდესაც კაცი სექსუალურ სურვილს იკმაყოფილებს თოჯინასთან და ვინ ჩამოთვლის კიდევ ადამინის ფანტაზია სადამდე მივა. თქვენ დღითიდღე დეგრადირებთ მიექანებით უბსკრულისაკენ სადაც განწირული ხართ მარტოობისათვის, იმპოტენციისათვის და ფსიქიკური აშლილობისათვის.
რაც შეეხება სექსუალური დაძაბულობის მიზეზებს ამას შემდეგ პუნქტში დავწერ.
ჩემი მიზანია მხოლოდამხოლოდ რომ თქვენ დაგეხმაროთ თუ ჩემმა ნაწერმა სერიოზულად ჩაგაფიქრათ ესეიგი ტყუილად არ მიწვალია მაშასადამე განვაგრძოთ და მომყევით შემდეგ
* * *
პუნქტებში ოღონდ გაითვალისწინეთ სიჩქარე არაა საჭირო იკითხეთ ნელა ოღონდ ყველაფერი კარგად გაიაზრეთ!
4) ზემოთ დავასახელე ის ორი მიზეზი რის გამოც უყურებთ პორნოს და მასტურბირებთ. როგორც კი ერთ-ერთი პრობლემა შეგვაწუხებს ეგრევე იწყებთ სექსუალურ თემებზე ფანნტაზიას რომელიც უკვე გაჯერებულია თქვენს მიერ ნანახი პორნო კადრებით, თუმცა ფანტაზია დროთა განმავლობაში აღარ გყოფნით და გადადიხართ პორნოზე და პორნოს ყურების გარეშე მასტურბირება უკვე შეუძლებლად მიგაჩნიათ. ეხლა განვიხილოთ ის თუ რა იწვევს სექსუალურ დაძაბულობას. ყოველ ადამიანს გააჩნია შინაგანი ენერგია რომლის წყალობით იგი გადაადგილდება, აზროვნებს, აკეთებს რაიმე საქმეს და ა.შ
მამაკაცი როდესაც იბადება მას გენეტიკურ კოდში ჩადებული აქვს უპირველესი მისია რომ დატოვოს შთამომავლობა ამ ქვეყნად, ამიტომ ორგანიზმი ყველაფერზე წავა გამოფიტავს სხეულის ყოველ ნაწილს ოღონდ ენერგია მოგაწოდოთ რათა თქვენ დატოვოთ შთამომავლობა ამ ქვეყნად. როდესაც თქვენ სექსუალურ თემებზე ფანტაზიორობთ ან პორნოს უყურებთ ამით თქვენ სიგნალს აძლევთ თქვენ სხეულს რომ ვითომ თქვენს წინაშეა მდედრობითი სქესის წარმომადგენელი და იგი მზადაა თქვენთან სექსუალურ კონტაქტში შემოსასვლელად ამიტომ ორგანიზმი მთელს ენერგიას მომართავს სასქესო ორგანოსკენ რათა მაქსიმალურად დაგეხმაროთ სექსუალური აქტის ჩატარებაში. ანუ გამოდის რომ ყოველ სექსუალურ ფანტაზიაზე და პორნოს ყურებისას თქვენ ატყუებთ საკუთარ სხეულს, სხეულს კი სამწუხაროდ არ შეუძლია ტყუილის და მართლის გარჩევა იგი გენდობათ თქვენ და მთელ ენერგიას ახმარს იმას რომ თქვენი „სექსი“ წარმატებით წარიმართოს. (ხვდებით ხომ რას უშვრებით თქვენ თავს?) ანუ გამოვიტანოთ პატარა დასკვნა თქვენ გჭირდებათ ენდორფინი რათა კარგ ხასიათზე მოხვიდეთ ცოტა ხნით მაინც ამისათვის უყურებთ პორნოს, სხეული მთელს თავის ენერგიას მომართავს სასქესო ორგანოსაკენ და მასტურბაციის დამთავრების დროს ეს ენერგია გარეთ გამოდის ანუ უაზროდ იკარგება. ამასთანავე თქვენ ყოველდღიურად ატყუებთ საკუთარ სხეულს და ამიტომ სხეული ეჩვევა იმას რომ თქვენ მუდმივად გჭირდებათ ენერგია „სექსუალური აქტისათვის“ ამიტომ თქვენი მთელი ენერგია გროვდება სასქესო ორგანოს მიდამოებში და იგი საკმარისად აღარ ნაწილდება ტვინზე და სხეულის სხვა ნაწილებზე აი ამიტომ გრძნობთ იმ სიმპტომრბს რაც ზევით დაგიწერეთ.
ამიტომ თუ არ გინდათ იგრძოთ სექსუალური დაძაბულობა არ უნდა იფანტაზიოთ და არ უნდა უყუროთ პორნოს ანუ არანაირი მსუბუქი ეროტიკა და ა.შ ეს ყველაფერი ისევ მიგიყვანთ პორნომდე ამიტომ ყველაფერს ისეთს რაც აღაგზნებთ უნდა შეეშვათ.
5) ეხლა თქვენ უკვე გაქვთ საკმარისი ცოდნა იმის შესახებ თუ რატომ ხართ პორნოდამოკიდებული და რატომ უარესდება დღითიდღე თქვენი ცხოვრება.
მე თქვენ ჩამოგიწერეთ ამის მიზეზები რაც ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ვინც იცის ის შეიარაღებულია. მერწმუნეთ დღისით უფრო ადვილია ებრძოლო მოწინააღმდეგეს როდესაც მის თითოეულ მოქმედებას ხედავ ვედრე ღამით როდესაც საერთოდ ვერ ხედავთ თქვენ მოწინააღმდეგეს. ამით იმის თქმა მინდა რომ ჩემი ნაწერით თქვენი პრობლემა პორნოდამოკიდებულება (მოწინააღმდეგე) გამოვიყვანეთ სიბნელიდან დღის სინათლეზე და ეხლა უკვე ვხედავთ მის თითოეულ მოქმედებას რაც გაგიადვილებთ მასთან ბრძოლას.
* * *
6) არის თუ არა პორნოდამოკიდებულება სასარგებლო?
მოდით ეს მითებიც გავაბათილოთ. პირველი ყველაზე გავრცელებული მითი დიდხანს თუ არ იმასტურბირე თესლდაგროვება მოხდება ტვინს მიაწვება და მსგავსი სისულელეები არ დაიჯეროთ! ვისაც სექსი არ ჰქონია და არც ონანიზმით დაკავეულა დაახლოებით 20 დღე (ეს დღეები ინდივიდუალურია ყველა მამაკაცისათვის) იმან კარგად იცის რა არის პოლუცია ანუ ღამით ძილში ორგანიზმი გამოდევნის ზედმეტ სპერმას და ეს ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენაა ანუ ეს ერთი მითი გამოირიცხა. მეორე ის რომ პორნოდამოკიდებულიბა ხსნის დაძაბულობას და დეპრესიას იმედია ზემოთ ჩემი ნაწერით თქვენთვის საერთოდ გაბათილდა ეს მითი რადგან პირიქით პორნოდამოკიდებულება იწვევს მაგ ორ მიზეზს და ნელნელა გითრევთ ამ სიბინძურეში და უიმედობაში. კიდევ ერთი მითი არის ის რომ ალბათ იტყვით კარგი შევეშვები ონანიზმს მაგრამ რეალური სექსის პერსპქტივაც არ ჩანს მაშინ რა ვქნა ორგანიზმს ხომ ეს სჭირდება და იგი მე იქამდე მიმიყვანს სანამ ისევ არ ვუყურებ პონოს და არ დავკავდები ონანიზმით ესეც მითია მეგობრებო პორნოდამოკიდებულების შეწყვეტიდან პირველი 2 კვირა არის ძალიან რთული რადგან ინსტიქტურად თქვენი სხეული ისევ ითხოვს ენდორფინს, აგრეთვე მთელი თქვენი ენერგია კვლავ მიემართება სასქესო ორგანოსაკენ და და იგი მუდმივად ადვილად აღგზნებად მდგომარეობაში იქნება მაგრამ თუ თქვენ გაუძლებთ 2 კვირიან „ლომკებს“ შემდგომ სხეული უკვე იმდენად აღარ მოგთხოვთ ენდორფინს რადგან სხეული ენერგიის განაწილებას დაიწყებს, იგი წავა სხეულის სხვადასხვა ნაწილში, გაგიუმჯობესდებათ აზროვნება, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, თუ თქვენ ვარჯიშით დაკავდებით სწრაფად იგრძნობთ შედეგებს და ა.შ ანუ თქვენი ენერგია განაწილდება სწორად და სასარგებლოდ. თქვენი სასქესო ორგანო კი დროებით „ძილს მიეცემა“ ხოლო როდესაც ნამდვილის სექსის შანსი გექნებათ ისევ მთელი ენერგია წავა იმისკენ რომ თქვენ ჯანმრთელი სექსით დაკავდეთ მერწმუნეთ არანაირი პორბლემა არ გექნებათ
7) რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში პორნოდამოკიდებულების შეწყვეტის შემდეგ?
გახდებით ენერგიულები, გაგიუმჯობესდებათ აზროვნება, გახდებით მიზანდასახულები, დაიწყებთ ვარჯიშს, გოგოებისაგან იგრძობთ ყურადრებას რადგან ქალი გრძობს ინსტიქტურად როდესაც მის გვერდით ჯანმრთელი მამაკაცია, თვალები გაგიხდებათ ნათელი და ბრწყინვალე, გაგიქრებათ შიშის და სირცხვილი გრძნობა, შეძლებთ თვალებში უყუროთ ხალხს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ადვილად გაიცნობთ გოგოებს და ბოლოს მიხვდებით რომ თქვენ გეგონათ ცხოვრობდით მაგრამ თურმე არც არასოდეს არ გიცხოვრიათ ნამდვილი ცხოვრებით რადგან ამ დაავადებამ რასაც ჰქვია პორნოდამოკიდებულება თქვენ წაგართვათ რეალური ცხოვრება!
8) როგორ დავანებოთ თავი პორნოდამოკიდებულებას?
პორნოდამოკიდებულება როგორც ზემოთ დავწერე სამი განუყოფელი კომპონენტებისაგან შედგება 1. პორნო. 2.სექსუალური ფანტაზიები. 3. მასტურბირება. პორნოდამოკიდებულების 50% უკავია პორნოს, ესაა მთავარი მამოძრავებელი ამ დაავადებისა! 40% სექსუალურ ფანტაზიებს და მხოლოდ 10% ონანიზმს. ამიტომ ვინც ცინიკურად გაიფიქრეთ ეს ვინაა ჭკუას რომ გვარიგებს განა ჩვენი მამები და პაპები არ მასტურბირებდნენო? კი ბატონო მაგას არც არავინ უარყოფს მაგრამ ინტერნეტის განვითარებას მოჰყვა ის რომ თქვენ 20 წუთში კომპიუტერით შეგიძლიათ ნახოთ
* * *