Saturnusსამ კითხვას დაგისვავ,
1.დაამტკიცა კვანტურმა მექანიკამ, რომ ელექტრონს აქვს კორპუსკულარული და ტალღური ბუნება?
2.დაამტკიცა კვანტურმა მექანიკამ ,რომ არსებობს სიცოცხლის სხვა განზომილებები?
3.დაამტკიცა კვანტურმა მექანიკამ, რომ არსებობს ,,დამკვირველის'' ფაქტორი და მის გარეშე ვერ ხდება რეალობის ათვლა
http://www.orthodoxtheology.ge/antrokosmo/ ითვლება, რომ კვანტურ მექანიკას და კვანტურ კოსმოლოგიას აზრი არა აქვთ „დამკვირვებლის“ გარეშე.
http://astronet.ge/%E1%83%A0%E1%83%94%E1%8...83%9D%E1%83%A0/კვანტური მექანიკა და ცნობიერება
ელექტრონები და ფულერენები ტალღურ ბუნებას აღარ ავლენენ, ალუმინის ფირფიტები ცივდებიან, არასტაბილური ნაწილაკები დაშლას ანელებენ. დამკვირვებლის მახვილი თვალი სამყაროს ცვლის. რატომ არ შეიძლება ეს, სამყაროს მუშაობაში ჩვენი ცნობიერების ჩარევის მტკიცებულება იყოს? იქნებ, კარლ იუნგი და ვოლფგანგ პაული მართლები იყვნენ, როცა თქვეს, რომ ფიზიკის კანონები და ცნობიერება ერთმანეთის შემავსებლებად უნდა განვიხილოთ?
ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ვაღიაროთ, რომ ჩვენი სამყარო, ჩვენივე ცნობიერების ილუზორული პროდუქტია. საკმაოდ შემაშინებელი და მაცდური იდეაა. მოდით ისევ ფიზიკას მივუბრუნდეთ. განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში, როცა სულ უფრო ნაკლები რაოდენობის ადამიანი ემხრობა კვანტური მექანიკის კოპენჰაგენისულ ინტერპრეტაციას(1), მისი იდუმალი ტალღური ფუნქციის კოლაფსით და უფრო საიმედო – დეკოჰერენციის მხარეზე გადადის.
საქმე იმაშია, რომ ყველა ამ ექსპერიმენტებში, სისტემაზე ზეგავლენის გამორიცხვა ექსპერიმენტატორების მხრიდან შეუძლებელია. ისინი ლაზერებით ანათებდნენ სისტემას და გამზომ მოწყობილობებს უყენებდნენ მას, აერთიანებთ მნიშვნელოვანი პრინციპი: სისტემაზე დაკვირვება და მისი თვისებების გაზომვა, მასთან ურთიერთქმედების გარეშე შეუძლებელია. ნებისმიერი ზემოქმედება სისტემის მოდიფიკაციის ტოლფასია. განსაკუთრებით მაშინ, როცა უმცირეს კვანტურ სისიტემაზე კოლოსალური კვანტური ობიექტი ზემოქმედებს. აქ, თამაშში ტერმინი „დეკოჰერენცია“ შემოდის, რომელიც შეუქცევადია თერმოდინამიკის თვალსაზრისით: სისტემის კვანტური თვისებები, სხვა დიდ კვანტურ სისტემასთან ურთიერთქმედებით იცვლება.
ამ ურთიერთქმედების დროს, კვანტური სისტემა თავის პირვანდელ თვისებებს კარგავს და კლასიკური, თითქოსდა დიდი სისტემის „მორჩილი“ ხდება. ეს, შროდინგერის კატის პარადოქსსაც ხსნის: კატა, ძალიან დიდი სისტემაა, ამიტომ გარე სამყაროსგან მისი იზოლირება შეუძლებელია. არც ამ წარმოსახვითი ექსპერიმენტის კონსტრუქციაა მაინცდამაინც კორექტული.
ყველა შემთხვევაში, თუ ცნობიერებით ქმნის აქტის რეალურობას დავუშვებთ, დეკოჰერენცია გაცილებით მოხერხებულ მიდგომად წარმოგვიდგება. ასეთი მიდგომით მთელი კლასიკური სამყარო დეკოჰერენციის ერთი დიდი შედეგია. ლოგიკურად, ასეთ მიდგომას შემდეგი სახის გამონათქვამებამდე მივყავართ – „სამყაროში ნაწილაკები არ არსებობენ“ ან „ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს დრო“.
რაშია სიმართლე: შემქმნელ-დამკვირვებელში თუ მძლავრ დეკოჰერენციაში? ორ უცნაურობას შორის ერთ-ერთი უნდა ამოვირჩიოთ. მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ კვანტური ეფექტები – ჩვენი ფსიქიკური პროცესების გამოვლინებაა. სად მთავრდება დაკვირვება და იწყება რეალობა, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.