ეს რამოდენიმე ძველი აღთქმიდან:
მეორე რჯული, თავი მესამე
3
ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა,
ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ, და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ
არავინ დარჩენილა ცოცხალი.
4 მაშინ ავიღეთ
ყველა მისი ქალაქი. არ შეგვხვედრია ქალაქი, რომ არ წაგვერთმია მათთვის -
სამოცი ქალაქი, არგობის მთელი მხარე, ყოგის სამეფო ბაშანში,
5 ყველა ეს ქალაქი, მაღალი გალავნით მოზღუდული, კარიბჭეებიანი და ურდულებიანი,
გარდა უამრავი უგალავნო ქალაქისა.
6 გავანადგურეთ ისინი,
როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა
გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი,
დედრი და
ბავშვი.
ბავშვებმა რა დააშავეს?
საერთოდ ბავშვების მასიური გაწყვეტის ფაქტები ბევრია.
რიცხვნი, თავი ოცდამეერთე
34
უთხრა უფალმა მოსეს: ნუ გეშინია მისი, რადგან
ხელში ჩაგიგდებ მას და
მთელს მის ჯარს,
მთელს მის ქვეყანას. იმასვე უყოფ მას,
რაც უყავი სიხონს, ამორეველთა მეფეს, ხეშბონში რომ ცხოვრობდა.
35 მუსრი გაავლეს მას, მის ვაჟებს და
მთელს მის ქალაქს, ისე რომ
არავინ გადარჩენილა, და
დაისაკუთრეს მისი ქვეყანა.
რიცხვნი, თავი მეთოთხმეტე
7 უთხრეს ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად,
ძალზე კარგი ქვეყანაა.
8 თუ ვუნდივართ უფალს,
შეგვიყვანს მაგ ქვეყანაში და
მოგვცემს მაგ ქვეყანას, სადაც
რძე და თაფლი დის.
9 ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან
ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!
ხალხები, რომლებიც "
კერძად" აქციეს ბიბლიის მიხედვით: ამორეველნი, იებოსელნი, ხეთები, ფერიზეველნი, ქანაანელები, გერგესეველნი, ხიველნი და სხვა...
გენოციდი? არა?

მეორე მეფეთა, თავი მეთორმეტე
30 აიღო დავითმა მათი მეფის გვირგვინი, ერთი ოქროს ტალანტის წონისა, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, და თავზე დაიდგა.
აურაცხელი ნადავლი წამოიღო დავითმა ქალაქიდან.
31 გამოიყვანა იქ მყოფი ხალხი და
ხერხით, რკინის ფარცხებით და რკინის ცულებით სიკვდილი გადაუწყვიტა, სააგურე ქურაში გაატარა ისინი. ასე მოექცა ყამონიანთა
ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავისი ხალხითურთ იერუსალიმში.
სააგურე ქურაში გაატარა - ჰიტლერი... კრემატორიუმები... ჰოლოკოსტი... არა?
Ничто не ново под луной

ყველაფერი ოდესღაც გამოცდილია, ახალი არაფერი არაა. ფორმას იცვლის მხოლოდ.
იესო ნავეს ძე, თავი მეექვსე
21
გაანადგურეს ქალაქში
ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო:
კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
24
ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
ოქრო-ვერცხლი არსად ავიწყდებათ, "უფლის სახლისთვის" ნამეტანი საჭირო რამ ყოფილა

იესო ნავეს ძე, თავი მერვე
24 როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის
მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე, უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი, და
ყველანი უკლებლივ დაეცნენ მახვილისგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და
მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი.
25
ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ
თორმეტი ათასი სული - კაცი და
ქალი.
26 იესოს
არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შუბი ჰქონდა მოღერებული,
ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი.
27 მხოლოდ პირუტყვი და
ნადავლი დაიტაცა ამ ქალაქიდან ისრაელმა,
თანახმად უფლის სიტყვისა, რომელიც ნაბრძანები ჰქონდა იესოსთვის.
28
გადაწვა იესომ ჰაღაი და
სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე.
29 ხოლო ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე. მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ხიდან ჩამოხსნეს გვამი და ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს, და ზედ ქვების დიდი ყორე აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
იესო ნავეს ძე, თავი მეათე
28 იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა,
მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე,
მუსრი გაავლო მათ და
ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო,
არავინ დაუტოვებია ცოცხალი.
ისევე მოექცა მაკედას მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
29 გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი
მაკედიდან ლიბნასაკენ და
ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
30
ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც.
მოსრა მახვილით ის და
ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო,
არავინ დაუტოვებია ცოცხალი.
ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიხონის მეფეს მოექცა.
31 გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი
ლიბნიდან ლაქიშისკენ, ალყა შემოარტყა მას და
ბრძოლა გაუმართა.
32
ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში,
მახვილით მოსრა იგი და
ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო.
ისევე მოექცა, როგორც ლიბნას.
33 მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ
მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა.
არვინ დაუტოვებიათ ცოცხალი.
34 გაემართა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი
ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, შემოადგა მას და ბრძოლა გაემართა.
35 აიღო ყეგლონი იმავე დღეს და
მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა. ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს.
36 აიძრა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი
ყეგონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
37 აიღო ხებრონი და
მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ,
ყველა მისი ქალაქი და
ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს.
გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
38 დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი დაბირში და ბრძოლა გაუმართა მას.
39
ხელში ჩაიგდო იგი, მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი,
მახვილით მოსრა და
ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო.
არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს.
40
მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები, და ყველა მათი მეფე.
არავინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა.41
მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე.
42
ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის.
ეს ბოლო "რეიდები" როგორია? "არაბული გაზაფხული" გახსოვს 2010-2012-ში?
ეს იესო ნავეს ძე თავის ხალხით მაშინდელი "ნატო"-ა

ადრე თუ ღიად აკეთებდნენ, ეხლა სხვის ხელით და ფარულად.
ყველაფერი ოდესღაც ყოფილა უკვე. დანახვა უნდა. კარგი დაკვირვება, ანალოგიების და პარალელების გავლება, ანალიზი, საღი აზრი და ლოგიკა. რაც მთავარია "მედია"-ს და სხვა იდეოლოგების მიერ გავრცელებული სტერეოტიპების გვერდზე გადადება. მერე ბევრი რამ ჩანს.