ასაკს რა აზრი აქვს?
60 წლის გახდება ბერი თუ 18 წლის რა განსხვავებაა?
თუ ჯერ უნდა იგულაოს, მოიწამლოს სულიერად და მერე უნდა გახდეს ბერი?
გეტყობათ რომ საერთოდ არ იცით რა არის ბერობა და ამას უყურებთ როგორ პროფესიას.
ბერობა სულ სხვა რამეა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და რაც უფრო ადრეულ ასაკში გახდება ადამიანი ბერი, მით უფრო ძლიერი იქნება სულიერად.
ადრეულ ასაკში ცოდოაო
თქვენი ლოგიკით მორწმუნე ადამიანიც ცოდოა, რასაც მართლა მორწმუნე ქვია.
საკითხავი კიდე ისაა,ვინ უფრო ცოდოა სინამდვილეში, ურწმუნო ადამიანი რომელიც სულიერ შვებას გართობაში ეძებს და მაინც ვერ პოულობს, თუ ბერი რომელიც ყველანაირი გართობის გარეშე გრძნობს მაგ შვებას.
ვინმეს როდესმე თან წაუღია ამ ქვეყნიური გართობისგან მიღებული შეგრძნებები საიქიოში?
გართობისგან საბოლოოდ რამე რჩება?
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ურწმუნო ადამიანის სიცოცხლე ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია და არანაირი აზრი არა აქვს, ის 18 წლის ასაკში მოკვდება თუ 80 წლის წლის ასაკში.
ერთადერთი აზრი თუ შეიძლება რო ქონდეს ცხოვრებას, ეს არის სულიერი განვითარება და რწმენაში ცხოვრება. იმის იმედად ყოფნა რომ ამ ცხოვრებაში არ მთავრდება ადამაინის სულიერი არსებობა და ის გაგრძელდება საიქიოშიც.
მხოლოდ ამ ვარიანტის შემთხვევაში აქვს ცხოვრებას აზრი და სწორედ ამიტომ უნდა იყოს ჭკვიანი ადამიანი მორწმუნე და არიან კიდეც.
მე საცოდავებად უფრო ურწმონოები მიმაჩნია, რომლებმაც არ იციან რისთვის ცხოვრობენ და რა არის მათი საბოლოო მიზანი.
მთელი ცხოვრება წვალობენ, ნერვიულობენ, ტკივილს განიცდიან, და ა.შ. და ამ ყველაფერს რატო და რისთვის აკეტებენ არ იციან, უბრალოდ არ იციან. ბევრი ვერც კი უძლებს ამ ყველაფერს და თვითმკვლელობით ასრულებს რაც ლოგიკურია.
აფსოლუტურად ურწმუნო ადამიანის თვითმკვლელობა ეს არის ლოგიკური დასასრული ადრე თუ გვიან და ამაში გასაოცარი მართლა არაფერია.
პ.ს. ურწმუნო ადამიანებს ფიქრი რომ არ ეზარებოდეთ და ისინი მართლა რო დაფიქრდნენ ცხოვრებაზე, ან თავს მოიკლავენ ან მორწმუნეები გახდებიან, ეს არის აქსიომა და სრული ჭეშმარიტება
This post has been edited by tb-seli on 10 Jun 2016, 08:35