მიუხედავად იმის,რომ არ გიცნობ.მინდა შენს განათლებაში წვლილი შევიტანო
შეიქმნა თავისთავში,მოიაზრებს დროს,წარსულს.რაც უკვე გითხრეს კიდეც.მაგრამ ღმერთი რო დროის მიღმაა,მინდა განვიხილოთ,ქრისტიანულად და ასევე მეცნიერულ დონეზე(მეცნიერება დიდი ვერაფერი,მაგრამ რა შესაძლებლობებსაც დღესდღეობით გვაძლევს,ჯანდაბას,გამოვიყენოთ).
ჯერ ქრისტიანულ კონტექსტში განვიხილოთ:
ქრისტეს საუბრით იწყება ეს მუხლები:
იოანეს სახარება,თავი 8:
56.აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57.იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58.უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა,
მე ვარ”.
"მე ვარ" მიუთითებს აწმყოს,ანუ ღმერთი ყოველთვის "არის".თუ ავიღებთ,მაგალითის სახით 1 წლის წინ განვლილ პერიოდს,ღვთის სიტყვა ამბობს "მე ვარ".
თუ ავიღებთ 1მილიარდი წლის წინანდელ პერიოდს,ღვთის სიტყვა,ასევე ამბობს "მე ვარ".ანუ ღმერთი ყოველთვის "არის".
ამ მუხლიდანაც ჩანს,რომ ქრისტე ღმერთი იყო.რადგან არ უთქვამს,მე მანამდე ვიყავი სანამ აბრაჰამი იქნებოდაო.რადგან ღმერთი არავისზე წინ ან უკან არ ყოფილა,ის ყოველთვის "არის".
კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ: მაგალითის სახით,თუ ავიღებთ წარსულს,ღმერთი "არის",თუ ავიღებთ აწმყოს,ასევე ღმერთი "არის" და ანალოგიურად თუ ავიღებთ მომავალს,ასევე ღმერთი "არის".
ანუ დროის ფაქტორი მთლიანად ნულდება,რადგან ღმერთი ყოველთვის "არის".ანუ ის მთლიანად მოიცავს დროის,სრულ დიაპაზონს.
ვფიქრობ უკვე დროა,ჩვენი მზერა,მეცნიერებას მივაპყროთ:
მოვუსმინოთ სტივენ ჰოკინგს,რომელიც განგვიმარტავს,მეცნიერულ დონეზე,თუ როგორ ხდება,სად ხდება და რატო ხდება დროის გამრუდება,მისი გაჩერება და როგორ უტოლდება ის ნულს.
"ტიპიური შავი ხვრელი არის ვარსკვლავი, რომელსაც იმხელა მასა აქვს, რომ საკუთარ თავში ჩამოიქცა. ის იმდენად მასიურია, რომ მისი გრავიტაციისგან სინათლეც ვერ ახერხებს თავის დაღწევას, ამიტომ შავი ხვრელი თითქმის სრულყოფილ შავ ფერს იღებს. მისი გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ ამრუდებს და ბრეცს არამარტო სინათლეს, არამედ დროსაც. უკეთ გასაგებად წარმოვიდგინოთ, რომ შავ ხვრელს უახლოვდება საათი. რაც უფრო მცირდება მანძილი ამ ორ ობიექტს შორის, მით მეტად ნელდება საათის მოქმედების პროცესი – დრო შენელებას იწყებს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ საათი შავ ხვრელში აღმოჩნდა. ცხადია, ამ შემთხვევაში მოგვიწევს ჩავთვალოთ, რომ ის წინააღმდეგობას გაუწევს უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებს. რაც საბოლოოდ მოხდება, არის საათის გაჩერება – ის აღარ იმუშავებს. მისი გაჩერების მიზეზი არა მექანიზმის მოშლა, არამედ თავად შავი ხვრელია. მასში დრო არ არსებობს. სწორედ ესაა ის, რაც სამყაროს საწყის მომენტში ხდებოდა."
მოკლედ,ეს თემა,საიდანაც გინდა იქიდან ატრიალეთ და როგორც გინდათ,ისე მიუდექით,ამ თემის პასუხი მარტივია: თვით დროც რომ გამრუდდეს და მისი არსებობა შეწყდეს,მაინც რაღაც არის საჭირო,რომ ეს დრო გაამრუდოს.არა მხოლოდ,უბრალოდ "რაღაც",ლაპარაკია უზარმაზარ გრავიტაციულ ძალებზე.ამ შემთხვევაში შავ ხვრელზე.საიდან მოდის ეს ყველაფერი,ჩორტიუ ზნაეტ.
ისე,მეცნიერება რას ხსნის დიდად არ მაღელვებს(პრინციპში,თემას გააჩნია),მაგრამ,მაინც რაღაც ამოუცნობ საწყისთან მივდივართ.მიღმიერი ღმერთის ხელი,ყველაფერს აშკარად ატყვია.თვალების გახელა და დანახვა უნდა უბრალოდ,მეტი არაფერი.