ბევრი აბდაუბდა იწერებოდა, დაიწერება და იწერება ნამდვილი რეალობის დასამალად და ,,ჩახეული ფარდის" კვლავ ჯიუტად აღსადგენად.
წუთისოფელი მხილებულია, მხილებულია ცრუ მამინაცვალიც, რომელიც კაცისმკვლელია დასაბამიდანვე და მას სატანა ჰქვია --- კოსმიური წყვდიადოს უსასრულო უკუნ-ბნელეთის სამეფოს მეუფე თავისი ბუნებრივი გამოვლინებებით და პირობებით.
კაცობრიობა მისთვის უმთავრეს საკითხს დაეძებს არსებობის საიდუმლოში და მის მიზნობრივობაში.
ამაზედ პასუხი დიდი ხანია გაცემულია ნათლად და მკაფიოდ ადამიანის სხეულში განსხეულებული ღვთის სიტყვის აღთქმის ასრულებით და წრის კვლავ დაბადების საწყისთან მისვლით წრის-ნულის, იგივ ობადიშის-საბადებელთან --- წრეი იგი რომლისგან იშვის ყოველივე ცოცხალი.
ასევე წერია ბიბლიაში შემდეგი:
,,ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოი --- სულიწმინდისგან არს!
უამრავი რამ ბიბლიაში დაშიფრულია ხელოვნურად და შეცვლილია მიზნობრივად.
ქრისტეს მიერ წინასწარმეტყველებათა აღსრულება სრულად შედგა და კაცობრიობას კვლავ ეუწყა შეურყვნელი თორა ახალი აღთქმის მოძღვრებით უკვე თავად სამყაროს შემომქმედისაგან, როდესაც სული თავისივე ნებით განსხეულდა ფიზიკური სახით, გაირა ყოველივე ადამიანური ვნებების გზა, ეცვა ცოდვილთა სახსნელად ჯვარს და აღდგა მარადიული სხეულით, რაც უდავო გზაა ადამიანთა უხრწნელობაში აღდგომა-ტრანსფორმირებისა სამი დროიდან ერთიანში.
სამების ერთიანობა მისსავე მრავალფეროვნებაში და სიცოცხლის ფორმების საფეხურების არსებობისათვის ევოლუციის სპირალურ კიბეზე.
წრეს არა აქვს სხვა გასასვლელი --- გარდა საწყისისა, რადგან სწორედ ამ საწყისთა შორისშია შესაძლებელი წრიდან სპირალზე გასვლა შემდგომი სრულყოფა-ევოლუციისათვის --- შემდგომ ზედა საფეხურზეც და ასევე დაცემაც ქვედა საფეხურისკენ.
განზომილებათა ენით --- სამიდან მეოთხისკენ მოძრაობით(სამ-ოთხე) და ასევე სამიდან ორგანზომილებაში, იქიდან ერთში და აბსოლუტური ნულისაკენ, რომლის მიღმა უკვე უარყოფითი განზომილებებია.
რამდენადაც ბორჯღალო მოძრაობს წაღმა, ამდენად მას ძალუძს უკუღმა სვლაც საწყისებისაკენ --- როგორც დადებით, ასევე უარყოფითი პოლუსების გზებით მიკროდან მაკროში და პირუკუც.
ამაღლება და დაცემა არის უსასრულობის ერთ-ერთი გამოვლინება ნათელის და ბნელის აღქმებით.
არსებობს ცნობიერების საფეხურები, სადაც ხდება რეალობათა მართებული აღქმანი და სამი პრინციპის რეალიზაცია:
,,შეიცან თავი შენი, სცან ჭეშმარიტი --- რომელმან განგანთავისუფლოს თქუენ!"
***
ვინ არიან ქართა ველნი რუს თაველიდან(სათავიდან) მომდინარენი წყაროთა შესაკრებელში?
,,ნოე არსად წასულა თავად --- კიდევ სამასი წელი იცხოვრა ვაზისა და ხორბლის სამშობლოში ღვინის ტრფიალში, კვლავ გამრავლდა და შეეერწყა კაენის მოდგმას."
ნოეს ძეებად იწოდებიან ქართველები და ხევის ურიებშია შემონახული ნოეს გენეტიკა (ხევსურებში - ხევის ურიებში).
,,ბაბილონის გოდოლიდან" გაიყვნენ --- ერთნი წავიდნენ ვაჭრობის და აღებ-მიცემობის გზით და მეორენი დარჩნენ კაენის მიწისმუშაკობის ერთგულნი.
ნიშანი ედო კაენს შემომქმედისაგან--- ვერავის ვერ უნდა მოეკლა იგი!
***
მეცნიერულად იოლად ახსნადია ბიბლიის დაბადების შესაქმე.
შეთისეული შუქმფინარე სიბრძნე არ ფლობს შემოქმედების სიბრძნეს კირითხუროობისას და მეტალურგიისას.
ამიტომ მოიწვიეს ხირამი ტაძრის ამშენებლად --- თუბალ კაენის მოდგმიდან.
უამრავი ცნობებია ნოეს და კაენის მოდგმაზე.
ქართველ ებრაელებს არ გაუსვრიათ ხელი მართალის სისხლში და მათ მიიღეს კვართი და ძელი გრაალის სამკვიდრებლისათვის.
მხოლოდ ქართველ ებრაელებს ეძახიან ქვე-ყანიდან ,,ამოსულებს".
,,ფარდა დიდი ხანია ჩახეულია და მიღმა ხილულია ცნობიერთათთვის."
პურ-ღვინის სამშობლო ვისაც ემცხეთა --- ემცხეთოს ხეთური!

***
,,ცრუ რელიგიების ოკეანეში დაცურავს ჭეშმარიტების კიდობანი!"
This post has been edited by triumpi on 19 Aug 2016, 14:23