funnyabadoმივხვდი კი, რომ მიმართული სხვა მომხმარებლისკენ იყო. ჩემი აზრით დავა დასრულებულია მეცნიერთა იმ ნაწილისთვის, რომლებისთვისაც ფული აღარ არის პირველხარისხოვნად პრიორიტეტული და საკუთარ დროს უფრო მეტად აფასებენ.
ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რატო ეწინააღმდეგება ქრისტიანობის არსს? არ გსმენია, რომ ქრისტე ორ ბუნებოვანი იყო? მას ჰქონდა ადამიანური (ანუ ჩვენნაირი) ბუნება და ღვთაებრივი ბუნება. იესო თავისი ადამიანური ბუნებით ჩვენნაირი იყო. ჰქონდა ადამიანური შეგრძნებები, მაგალითად ჯვარცმისას აბსოლიტურად განიცადა ის ტკივილი, რაც ლურსმებით ხელ-ფეხის გახვრეტას მოსდევს. ანუ ჩვენ რომ გაგვიყარონ ლურსმნები, მას იგივე სხეულებრივი შეგრძნებები და განცდები ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეორე ღვთაებრივ ბუნებას (რომელთა საიდუმლოებანიც ჩვენთვის დაფარულია) სწორედ ამით ახერხებს მაცხოვარი თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი სასწაული აღსრულებას. მაგალითად გარდაცვლილის გაცოცხლებას, ბრმისთვის თვალის ახელას, მუნჯის ამეტყველებას, ეშმაკეულთა და სნეულთა შველას და გამო-ხსნას, მკვდრეთით აღდგომას.. და ა.შ
რწმენით მეგობარო მხოლოდ სახარებაში დაწერილს ვერწმუნები.. ინტერნეტში ბევრ რამ იწერება, ძალიან.
Internet_Contrabandhttp://www.doctrina.ge/Geo/1/item/64-2013-03-08-10-56-30http://qristiani.ge/q/?p=1491http://www.kovelistudenti.com/a/mighma201.html <-- ეს არ ჩანს მართლმადიდებლური წყარო. თუ სწორად ვხვდები იაღოველების მიერაა თარგმნილი. საიტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ასეა. გამომდინარე იქიდან, რომ ორთოდოქსი მართლმადიდებელი ვარ, არარაციონალურად მივიჩნევ რიგ საკითხებზე იაჰოველთა შეხედულებებს და ვცდილობ თავი ავარიდო მათი ლიტერატური გაცნობას. ასე რომ ვერ გეტყვი რა დონის ნაშრომთან გვაქვს საქმე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა ადამიანის რწმენა-რელიგიას პატივს ვცემ (არ ვცემ პატივს სატანისტების და მსგავს სექტანტების რელიგია-რწმენას. უფალი შეეწიოთ..) , რომელიც სიკეთეს ემსახურება და არავისთვის და არაფრისთვის გარშემო ზიანი არ მოაქვს.
თუმცა სამწუხაროა, რომ ის სტატიები რომლებზეც საუბარი მქონდა ვეღარ ვიპოვე (იგივე ქართველი სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომი, რომელშიც თითქმის ყველა მოწინავე ლოგიკური მსჯელობის ხერხი უმაღლეს დონეზე იყო გამოყენებული) და მეორე ასევე კარგი ქართული ნარკვევი ((((