Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფილოსოფიური იგავი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49338346
· 24 Nov 2016, 16:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა იმედია არ დახურავ
დიდი ხანია მინდა გადავიკითხო აღმოსავლური იგავი, რომლის შინაარსი მახსოვს და ტექსტი არა
მოვლენები ასე ვითარდება
კაცს აჩუქებენ სკივრს, რომელსაც მხარე სულ აღმოსავლეთისკენ უნდა ქონდეს
ეს კაცი ოთახში დადგამს და ოთახის გადაკეთება მოუწევს
ოთახიდან ეზოში გავა და ეზოსაც შეცვლის
და მიხვდება რომ თუ წესს მიყვება მთელი სამყაროს შეცვლა მოუწევს
იქნებ ვინმეს გეცნოთ და მაპოვნინოთ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
annihilation
ქართული ფორუმის ძალა
ჯგუფი: Registered
წერილები: 703
წევრი No.: 152610
რეგისტრ.: 2-August 12
#49339346
· 24 Nov 2016, 18:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
ოშოს წიგნშია ეს იგავი მოყვანილი."მდოგვის მარცვალი" ქვია წიგნს.როგორც მახსოვს მაგ წიგნიდან არის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49339377
· 24 Nov 2016, 19:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annihilation
ორჯერ დავიწყე კითხვა და ორივეჯერ შუა გზაზე მივატოვე
იქნებ უფრო კონრეტულად დაწერონ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#49341342
· 25 Nov 2016, 01:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
QUOTE
კაცს აჩუქებენ სკივრს, რომელსაც მხარე სულ აღმოსავლეთისკენ უნდა ქონდეს
ეს კაცი ოთახში დადგამს და ოთახის გადაკეთება მოუწევს
ოთახიდან ეზოში გავა და ეზოსაც შეცვლის
და მიხვდება რომ თუ წესს მიყვება მთელი სამყაროს შეცვლა მოუწევს
აღმოსავლეთიც რომ ცვალებადობს, ესაა პრობლემა. მზე ხან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ამოდის, ხან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სეზონის მიხედვით. თვითონ აღმოსავლეთად რა ჩავთვალოთ, მზის ამოსვლის საშუალო არითმეტიკული წერტილი თუ მედიანა ან საშუალო გეომეტრიული? ან იქნებ, რატომღაც ჩრდილოეთის ვარსკვლავიდან ავითვალოთ მართი კუთხით?
გინდა ავარჩიოთ აღმოსავლეთის გაზომვის ზუსტი წესი, რა სიზუსტით შეიძლება გავზომოთ ეს მიმართულება? რამდენი იქნება ცდომილება?
იგავის იდეა ის მგონია, რომ ჩვენს წესებსა და სამყაროს წესებს შორის ზუსტი შესაბამისობა არაა. ჯობია, სამყაროს წესებს მივყვეთ და არაფრის გადაკეთება აღარ მოგვიწევს, ჩვენი წარმოდგენების გარდა.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49342009
· 25 Nov 2016, 09:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
ოჰ როგორ გიყვარს ჩახლართვა
ვაუ დედამიწის ბრუნვა გასაგებია მაგრამ აღმოსავლეთის ცვალებადობაზე არ მიფიქრია არასდროს
საინტერესოა
მგონია რომ ჩრ. ვარსკვლავით გაზომვა ოპტიმალური ვარიანტია (მგონი ყოველთვის ერთ წერტილშია დედამიწასთან მიმართებაში)
QUOTE
იგავის იდეა ის მგონია, რომ ჩვენს წესებსა და სამყაროს წესებს შორის ზუსტი შესაბამისობა არაა. ჯობია, სამყაროს წესებს მივყვეთ და არაფრის გადაკეთება აღარ მოგვიწევს, ჩვენი წარმოდგენების გარდა.
კი დაახლოებით ეს აზრია, მაგიტომ მინდა გადავიკითხო და გავიხსენო
როგორც განდიმ თქვა
be the change u want to see in world
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#49342773
· 25 Nov 2016, 12:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
QUOTE
ოჰ როგორ გიყვარს ჩახლართვა
რაღაც ბუნდოვან ალუზიებს ნუ აგებ, თუ შეიძლება. ))
QUOTE
მგონია რომ ჩრ. ვარსკვლავით გაზომვა ოპტიმალური ვარიანტია (მგონი ყოველთვის ერთ წერტილშია დედამიწასთან მიმართებაში)
მანდაც იცვლება მანძილები, კუთხეები წლის განმავლობაში. ეგეც მოძრავია, მახსოვს, სურათები იდო წიგნებში, როგორი იყო დიდი დათვის თანავარსკვლავედი გამყინვარების დასაწყისში, თანამედროვე ეპოქაში და როგორი იქნება შორეულ მომავალში. სულ რაღაც 5000 წლის წინ თუბანი, ალფა დრაკონისი იყო ყველაზე ახლოს ჩრდილოეთ პოლუსთან და არა თანამედროვე პოლარული ვარსკვლავი, მცირე დათვის ალფა. ჩრდილოეთი პოლუსი განმარტების ძალით დედამიწის საკუთარი ღერძის ირგვლივ დღეღამური ბრუნვის ღერძია და მას დედამიწის ახლო ჩაფრენილი ყველა ასტეროიდი შეაშფოთებს და გადახრის ხოლმე. რა თქმა უნდა, დროშიც იცვლება.
QUOTE
კი დაახლოებით ეს აზრია, მაგიტომ მინდა გადავიკითხო და გავიხსენო
როგორც განდიმ თქვა
be the change u want to see in world
პირდაპირ ასე თქვა, u-ო და არა you ან ye? )) აქ უნდა შეგახსენო, რომ სანამ ინგლისურს ოფიციალურად არ აღიარებენ ჩვენი ფორუმის საკომუნიკაციო ენად, მანამდე არც მას აქვს უფლება, ჩაანაცვლოს ქართული, რა ძალიანაც არ უნდა მინდოდეს საქართველოს დაახლოვება ევროპასთან. ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები "ის ცვლილება, რომელიც მინდა დავინახო მსოფლიოში", აუცილებლად ვიბუზღუნებ, დაურთეთ მოკლე ანოტაცია-მეთქი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49342829
· 25 Nov 2016, 12:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
არ ვაგებ არაფერს
განმარტებებში იკარგები, მეც მაბნევ და აზრიც იკარგება
პ.ს. ტერმინოლოგიასაც გააჩნია
5 და 10 ათასი წლის მერე არ ვიცი და ეხლა როგორ უნდა განისაზღვროს აღმოსავლეთი
აი ხომ ხედავ მაგ შეშფოთებებს და გადახრებს თუ გადაყვები აღმოსავლეთს ვერასდროს იპოვი (ისევ არასზუსტი განმარტებების გამო)
პირობითობაზე უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე
შენც იგავის გმირივით გემართება
რაც უფრო მნიშვნელოვანია იმას არ აქცევ ყურადღებას და წვრილმანებს ეკიდები
(მგონი იგავის აზრიც ეს იყო, ეხლა გამახსენდა)
ხო , განდისაც დაეზარა ეტყობა და u დაწერა you-ს ნაცვლად
ჩემი ხომ გჯერა?
ანოტაცია იმიტომ არ დავურთე რომ მგონი ეს ფრაზა ყველამ იცის და ყველა თარგმნის
ზოგადად მგონი მაინც ჰინდიზე იტყოდა ალბათ
მე რაც აქ რუსული ტექსტები მინახავს და მაგის გამო არ წამიკითხავს საინტერესო თემა ვინ მოთვლის
This post has been edited by
HurricaneKat.
on 25 Nov 2016, 12:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#49343038
· 25 Nov 2016, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
QUOTE
პირობითობაზე უნდა შევთანხმდეთ ყველაფერზე
მათემატიკურად, ცდომილებაზე.
QUOTE
რაც უფრო მნიშვნელოვანია იმას არ აქცევ ყურადღებას და წვრილმანებს ეკიდები
(მგონი იგავის აზრიც ეს იყო, ეხლა გამახსენდა)
მაინც რა იდო სკივრში ასეთი მნიშვნელოვანი? ახადა თავი გმირმა ბოლოს თუ ვერა? ))
QUOTE
მე რაც აქ რუსული ტექსტები მინახავს და მაგის გამო არ წამიკითხავს საინტერესო თემა ვინ მოთვლის
ვიბრძვით, ვებრძვით, მაგრამ მთელი წარღვნა მოდის, თან ძირძველი მოვლენაა და ძველ თემებში კაფვა არაა გამართლებული.
QUOTE
ჩემი ხომ გჯერა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49343245
· 25 Nov 2016, 13:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
არ აინტერესებდა სკივრში რა იდო, პირობების შესრულებით (აღმოსავლეთისკენ იდგასო) ისე იყო გართული
ანუ უმნიშვნელოს გამო მნიშვნელოვანს არ მიაქცია ყურადღება
მახსენდება მგონი თანდათან
სულ მაინტერესებდა
თან და თან
მაინც და მაინც
ბოლოს და ბოლოს
ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე
* * *
პ.ს.
ქრისტიანობას რა აქვს მსგავსი ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#49343950
· 25 Nov 2016, 14:38 · ·

ერთად იწერება.
.........
აღმოსავლური სიბრძნე იყო დახურული სიბრძნე. ესაა სკივრის ამბავი. რომც გაგეხსნათ იქ ვერაფერს ნახავდით. იგავის მორალი ისაა რომ
სიბრძნე აღმოსავლე|თიდან მოდის . და ის "დახურულია" ჰერმეტულია".
ქრისტემ მოიტანა სიყვარული. ის რაც მანამდე არასოდეს არსად ყოფილა.
ქრისტიანობამ, /არაკანონიზირებულმა/, გახსნა ყველა სიბრძნე და უშურველად უბოძა ადამიანს.
ასე რომ "ჩაკეტილი" არაფერია ქრისტიანობაში.
ყველაფერი ღიაა.
"ყოფიერების ღიაობა" /ჰაიდეგერი/.
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49344025
· 25 Nov 2016, 14:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
შეგიძლიათ იგავის ტექსტი დადოთ? თუ არის ონლაინ სადმე
რა მისცა ქრისტიანობამ კაცობრიობას ისეთი რაც მანამდე არ ყოფილა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#49346049
· 25 Nov 2016, 19:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
HurricaneKat.
QUOTE
ქრისტიანობას რა აქვს მსგავსი ?
QUOTE
რა მისცა ქრისტიანობამ
ახლაღა დავინახე სიტყვა "ქრის" ქრისტიანობაში. ))
QUOTE
არ აინტერესებდა სკივრში რა იდო, პირობების შესრულებით (აღმოსავლეთისკენ იდგასო) ისე იყო გართული
ანუ უმნიშვნელოს გამო მნიშვნელოვანს არ მიაქცია ყურადღება
მახსენდება მგონი თანდათან
რა ვიცით, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა? იგავის პირობებში წერია რამე?
სკივრში რა არის, ალბათ, სულ ცოტა, წვრილმანი მაინც არის. ლოგიკურად, როცა სკივრი მიდევს სახლში, თუ გაფრთხილებული არ ვარ, რომ ეს პანდორას ყუთია, მენდომება ვიცოდე, რას ვინახავ, თუნდაც, ნარკოტიკი ხომ არაა. ))
და კიდევ, წვრილმანები ქმნიან მსხვილმანებს, გარემოებათა ურთიერთდამთხვევის და ურთიერთგაძლიერების ფონზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AncientCaucasian
ყველანი, ვაინახები ვართ!
ჯგუფი: Members
AncientCaucasian
ყველანი, ვაინახები ვართ!
ჯგუფი: Members
წერილები: 3839
წევრი No.: 125586
რეგისტრ.: 5-January 11
#49348498
· 26 Nov 2016, 00:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
QUOTE
ქრისტემ მოიტანა სიყვარული. ის რაც მანამდე არასოდეს არსად ყოფილა.
ადამ და ევადან მოყოლებული არსებობს სიყვარული ამ ქვეყანზე.
--------------------
იმ ღამეს ვიშვით,როცა ლეკვებს ყრიდა ძუ მგელი!
I searched for God and found only myself. I searched for myself and found only God.@ sufi proverb
The wound is the place where the Light enters you.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14807
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#49359543
· 27 Nov 2016, 18:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
AncientCaucasian
QUOTE
ადამ და ევადან მოყოლებული არსებობს სიყვარული ამ ქვეყანზე.
სიყვარული იყო მუდამ. მაგრამ ის არ იყო ადამიანში.
ადამ-ევაში სიყვარული რომ ყოფილიყო ისინი შემეცნების ხეს არ აირჩევდნენ.
შემეცნება გაათავისუფლებს ადამიანს ყველა მისი განვლილი და მოცემული მდგომარეობიდან. რადგან შემეცნება შეაცნობინებს სრულ სინამდვილეს.
მხოლოდ თავისუფალი ადამიანია მზად სიყვარულთან შესახვედრად - საკუთარ უშინაგანეს ბუნებაში. და არსად სხვაგან -გარეთ!
ადამიანი ჯერ ადამიანად უნდა იქცეს, უნდა განვლოს განვითარების ხანგრძლივი გზა რომ ამ გრძელი გზის რაღაც მონაკვეთში შეხვდეს სიყვარულს... თავისივე თავში. თავის შინა არსში, თავის უღრმეს და უკვდავ ბუნებაში/თუ ასეთი გააჩნია/.
'შეიმეცნეთ ჭაშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ"
მე - თქვენში ვარ"
სხვაგან ნუ ეძებთ ტყუილად
* * *
HurricaneKat.
QUOTE
შეგიძლიათ იგავის ტექსტი დადოთ? თუ არის ონლაინ სადმე
რომელი იგავის სკივრის? არამგონია სადმე იყოს. ოკულტურ ენაზე სკივრი /კოლოფი, ყუთი/ ნიშნავს დახურულ, ჰერმეტულ ცოდნას.
აღმოსავლურ იგავებში ჰერმეტიკა აღმოსავლეთიდან მოდის.
რადგან მოგვის /ქურუმის/მიერ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მომზადებული შეკითხვები დაისმებოდა წლის განსაზღვრულ დროს, პლანეტების განსაზღვრული კონსტელაციების პირობებში, ამომავალი მზის პირველი სხივებს ეგებებოდა. ცხადია აღმოსავლეთიდან
სხვა საკითხია რომ პასუხებს ის ღებულობდა ორი კვირის შემდეგ სავსე მთვარის მდგომარეობაში ღამით, იმაგინაციურად.
QUOTE
რა მისცა ქრისტიანობამ კაცობრიობას ისეთი რაც მანამდე არ ყოფილა?
თავის უფლება!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
HurricaneKat.
Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4479
წევრი No.: 224860
რეგისტრ.: 11-October 16
#49363662
· 28 Nov 2016, 10:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
annavita
რომელ ოკულტურ კულტზე საუბრობთ?
წარმოშობის ქვეყანა მაინტერესებს
QUOTE
რომელი იგავის სკივრის? არამგონია სადმე იყოს. ოკულტურ ენაზე სკივრი /კოლოფი, ყუთი/ ნიშნავს დახურულ, ჰერმეტულ ცოდნას.
აღმოსავლურ იგავებში ჰერმეტიკა აღმოსავლეთიდან მოდის.
რადგან მოგვის /ქურუმის/მიერ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მომზადებული შეკითხვები დაისმებოდა წლის განსაზღვრულ დროს, პლანეტების განსაზღვრული კონსტელაციების პირობებში, ამომავალი მზის პირველი სხივებს ეგებებოდა. ცხადია აღმოსავლეთიდან smile.gif
სხვა საკითხია რომ პასუხებს ის ღებულობდა ორი კვირის შემდეგ სავსე მთვარის მდგომარეობაში ღამით, იმაგინაციურად.
საინტერესოა
QUOTE
თავის უფლება!
პირველად ქრისტიანობაში გაჩნდა ეს იდეა?
მეეჭვება რაღაც
ლაბარნა
QUOTE
სკივრში რა არის, ალბათ, სულ ცოტა, წვრილმანი მაინც არის. ლოგიკურად, როცა სკივრი მიდევს სახლში, თუ გაფრთხილებული არ ვარ, რომ ეს პანდორას ყუთია, მენდომება ვიცოდე, რას ვინახავ, თუნდაც, ნარკოტიკი ხომ არაა. ))
იდეა იკარგება ასეთ "წვრილმანებში"
რომლებიც მსხვილმანებს ქმნიან
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0283 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.