აქ ვინც გპასუხობს, თითქმის არც ერთი არაა "გარკვეული" და "კვალიფიცირებული" ქრისტიანულ მოძღვრებაში
ღრმა ცოდნა არ აქვთ და მათი პასუხიც ზერელეა შესაბამისად
განსაკუთრებით ათეისტების და სხვა შეხედულებების მქონეების,
რომლებიც საერთოდ არ უნდა პასუხობდნენ ასეთ კითხვებზე, რადგან მათ საერთოდ არ ეხებათ ეს კითხვა
ამიტომ მაინცდამაინც აქაურ პასუხებზე ნუ ააგებ შენს ცხოვრებას

აგრეთვე არც მე ვარ ღრმად განსწავლული ამ საკითხებში და ჩემი პასუხიც არ იქნება ღრმა ცოდნაზე დაფუძნებული და იქნება ზერელე.
და ეს ზერელე პასუხი ამგვარია:
არსით ქრისტიანობა არის განღმრთობის, ქრისტესთან მიმსგავსების მოძღვრება.
მისი მიხედვით, ადამიანმა დაკარგა ის პირვანდელი სიწმინდე
რაც შექმნისას მიეცა
და გახდა "ნაკლოვანი"
ყოველივე მისი მატერიალურისკენ სწრაფვა მას ღვთაებრივ ბუნებასთან აშორებს
სექსი გარდაუვალი ქმედებაა, რომელიც გამრავლებისთვისაა საჭირო.
თუმცა ვიცით, რომ მხოლოდ ამ მიზნით არ ვსექსაობთ

სექსით ვიღებთ ფიზიკურ სიამოვნებას,
აგრეთვე თითქმის ყველასთვის ძალაუფლების შეგრძნების, თვითშეფასების ამაღლების საშუალებაა
ყოველივე ეს "თანმხლები" არომატები
წარმოადგენს "მიწიერ" ღირებულებებს
რაც
ცხადია, ეწინააღმდეგება განღმრთობისკენ სწრაფვის კონცეფციას
ამიტომაც შეიძლება ჩაითვალოს ცოდვად სექსი, რომელიც ორიენტირებულია სიამოვნებაზე
და მხოლოდ სიამოვნებაზე
იმედია, გასაგებად წერია
თავს ვერ დავდებ, რომ აბსოლუტურად სწორი ასახვაა მოძღვრების,
თუმცა არც ის იქნება მართალი, რომ ვთქვა, სულ ჩემი ინტერპრეტაციაა-მეთქი
რაც შეეხება მოძღვრების კრიტიკას
"ეგ რა უბედურებაა, რა სისულელეა, როცა მინდა ვისექსავებ
რასაც მინდა გავაკეთებ, ბულშითები წერია მაგ წინგში"
არავის არაფერი დაუშლია იმ წი'ნ'გში
გინდა დაეთანხმები და მიყვები იმას, რაც დაწერილია
გინდა - არა
ბატონი ამაშუკელის არ იყოს
წადით ახლა და მიჩივლეთ
იმასთან, რა ქვია,
ბებიაჩემის ბაბუასთან