აღდგომის დღესასწაულზე მინდა გითხრათ,რომ მთელ რიგ საკითხებში ქრისტეს მოციქულებში ორაზროვნება და დაბნეულობაც კი იყო.წაიკითხეთ ქრისტეს აღდგომაზე პავლე მოციქულის წერილი.
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მეთხუთმეტე
12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?
13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.
16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
ამ მუხლებში პავლე არწმუნებს ხალხს რომ მკვდრეთით აღდგომა არსებობს და ამის დასაბუთებლად ქრისტეს აღდგომას იმოწმებს.
აქ არ არის საუბარი რომელ სხეულში აღდგა ქრისტე სულიერში თუ მიწიერში.
42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
ამ მუხლებში კი ვკითხულობთ რომ მიწაში ჩადის მშვინიერი და აღდგება სულიერი.
50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
ეს მუხლი კი გვამცნობს რომ მიწიერი სხეული ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს.
7. მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;
8. ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.
9. რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.
ამ თავის დასაწყისში კი პავლე გვამცნობს რომ მეც ვიხილე აღმდგარი ქრისტე.
ყველაფერი ზემოდ თქმულიდან ასეთი დასკვნა გამომაქვს,რომ ქრისტე აღდგა არა მიწიერ სხეულში არამედ
სულიერში.
შემდეგ ვკითხულობთ
51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
აქ კი აშკარაა გაურკვევლობა.
ე.ი.ხრწნადი გახდება უხრწნადი ამ ქვეყანას და მკვდრები აღდგებიან უხრწნადში?
50-ე მუხლი საწინააღმდეგოს გვამცნობს.
ეს ურთიერთგამომრიცხავი აზრები ბევრ დაბნეულობას იწვევს და ვფიქრობ დაზუსტებას ითხოვს.
მიწიერი სხეული წარმავალია და დროებითი,სულიერი კი მომავალია და მარადიული.
არავის არ შეეცვლება მიწიერი სხეული დედამიწაზე მარადიულით და არც ერთი მიცვალებული არ აღდგება მიწიერი სხეულით!!!
ქრისტეს აღდგომაც სულიერი სხეულით მოხდა,რასაც სულიერო ხედვით ხედავდნენ მოციქულები.
აქედან დსკვნა რომ ქრისტეს მიწიერი სხეული დედამიწაზეა დაფლული.
გილოცავთ ქრისტეს სულიერ აღდგომას!!
გახსოვდეთ ,რომ ქრისტიანული ცხოვრებით ყოველი ჩვენგანი აღდგება სულიერად სასუფეველში.
* * *
--------------------------------
ქვემოდ ჩამოთვლილ ქვეყნებში გადასცემენ პირდაპირ რეპორტაჟს ამ ,,სასწაულის"-წმიდა ცეცხლის შესახებ.
დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC%E...%83%9A%E1%83%98წირვა პირდაპირ ეთერში გადაიცემა საქართველოში, რუსეთში, უკრაინაში, საბერძნეთში, ბელარუსში, რუმინეთში, ბულგარეთში, ეგვიპტეში, კვიპროსში, ლიბანში
This post has been edited by temart on 2 May 2021, 14:48