
უფრო ვრცლად ვერ დავწერ სიტყვები არ მეყოფა. ღმერთის და რელიგიის საკითხი ჩემთვის ყოველთვის გაუგებარი იყო იმიტომ რომ მხოლოდ ფანტაზიას ეფუძნებოდა და ის ფანტაზიებიც ალოგიკური და წინააღმდეგობრივი იყო. თუმცა რაღაც ეტაპზე მაინც გადავეშვი რელიგიაში, უფრო სწორად ქრისტიანობაში და შევისწავლე უფრო ღრმად, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი მიმეღო. წლების კითხვის, ანალიზის, ლოცვის და ა.შ.ის მერე ნელნელა მივედი იქამდე რომ უბრალოდ არ არსებობს ის, რასაც ქრისტიანობა ჰქვია და გამონაგონია. მერე ბუდიზმი, ისლამი და რავი თუ კი სადმე შეიძლებოდა მარცვალი მეპოვნა ჭეშმარიტების... მაგრამ არსად არ იყო. ვერავინ გეუბნება ვინ ხარ, სად ხარ, რატომ ხარ. ყველა გეუბნება რომ აი ესაა ჩემი ფანტაზია და მოდი შენ ეს ჩემი ფანტაზია დაიჯერე.
მერე წავედი მეცნიერებაში, შევისწავლე ფსიქოლოგია, ფიზიკა, ისტორია, მომიჯნავე მეცნიერებები, სოციოლოგია - რავი ყველაფერს ვეძებდი რაც რეალობის გაცნობიერებაში დამეხმარებოდა.
ჰოდა ასე მივედი უცხოპლანეტელი ღმერთების თეორიასთან. ამ თეორიის გააზრების მერე თითქოს თვალი ამეხილა, რეალობა უფრო ნათლად დავინახე. მივხვდი რომ სამყაროს არ აქვს სულიერი საწყისი, რასაც ჩვენ სულიერებას, სულს ვუწოდებთ. არამედ ყველაფერი მატერიალურია და ყველაფერი ფიზიკურია, სხეულებრივია. ყველაფერი ემორჩილება ბუნების, სამყაროს კანონებს.
მერე ახლიდან გადავიკითხე რელიგიური წიგნები, მითები, გადმოცემები და ა.შ. რაც იქამდე წამეკითხა - ახლა უკვე რელიგიური ფანტაზიების გარეშე, ფაქტების on face value გააზრებით და სულ თავდაყირა დადგა წარმოდგენები.
ამ ყველაფრის მერე ჩემთვის სამყაროს მოდელი ასეთია: დედამიწაზე ჰომო საპიენსის წარმოშობა დედამიწისგარე ცივილიზაციის საქმიანობის შედეგია. სამყარო არ არის დედამიმწაცენტრული. პირიქით, დედამიწური ცივილიზაცია ცნობიერების და სამყაროსეული ცივილიზაციების განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება მხოლოდ. ანუ სამყაროს რუკაზე ჩვენ სადღაც ღრმა პროვინციაში ვართ, სადაც არც კომუნიკაციეიბ არსებობს ჯერ და არც განათლება. ან სხვანაირად რომ ვთქვათ საბავშვო ბაღის დონეზე ვართ, სადაც უფროსები გვიმალავენ რეალობას და მხოლოდ ისეთად გვისახავენ სამყაროს, როგორიც ჩვენთვის იქნება ამ ეტაპზე გასაგები.
და სინამდვილეში როგორ იქმნება სიცოცხლე, საიდან მოდის, ვინ შექმნა და ა.შ. ეს გაცილებით უფრო შორს მყოფი ცოდნაა, რომელსაც ცნობიერების ამ ეტაპზე ადამიანი უბრალოდ ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს კი არა, არც კი ეძებს. სულ სხვაგან ეძებს კითხვებზე პასუხებს - რელიგიაში, ფანტაზიებში და ა.შ. სინამდვილე კი ჩემი აზრით სულ სხვაგანაა, სულ სხვა განზომილებაშია.
სამყაროს არსი რომ შეიცნო, თავად სამყარო უნდა გაიცნო სრულყოფილად. ჩვენ კი ჯერ მხოლოდ მზის სისტემაში ვტრიალებთ და ზედაპირულზე ზედაპირული ცოდნა გვაქვს იმაზე თუ როგორ მუშაობს თუნდაც ეს სისტემა. ათასობით წლები უნდა გავიდეს რომ მეცნიერება განვითარდეს, ტექნოლოგია განვითარდეს და სამყაროს შესახებ უფრო მეტი და სიღრმისეული ინფორმაცია გვქონდეს.
ჩვენზე გაცილებით წინ მყოფი ცივილიზაცია კი პერიოდულად წკიპურტებს გვირტყამს ცნობიერების წინ წასაგდებად - სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიები, მშენებლობა - რავი ყველაფერი მათი მოტივირებით და დახმარებით აღმოაჩინა და განავითარა ადამიანმა. თავისითაც აღმოაჩენდა ვინაიდან ჰომო საპიენსი ცნობიერი არსებაა, მაგრამ ჩვენი შამქმნელების მიზანი მთლად ის არ არის, რომ ჩვენ ნებაზე მიგვიშვან და როცა იქება რაც იქნება ის გამოვიდეს. მათი მიზანია ჩვენ ოპტიმალურად სწრაფად განვვითარდეთ და გავხდეთ მათი მსგავსნი (ღმერთა შექმნა ადამიანი თავის სახედ და ხატად

) ამიტომ როცა საჭიროდ თვლიდნენ ერეოდნენ კიდეც ჩვენს ცხოვრებაში და გვეხმარებოდნენ რაღაცებში.
წინ გვაქვს სამყაროს შესწავლის და აღმოჩენის მილიონობით წლები. უცხოპლანეტელებთან შეხვედრა კი დროის ამბავია. ოღონდ როცა შევხვდებით, ეს არ იქნება ისეთი შოკისმომგვრელი ამბავი როგორც დღეს წარმოგვიდგენია. იმ დროს ვიქნებით ცნობიერების ისეთ საფეხურზე, როცა ამ უცხოპლანეტელებს ისე შევხვდებით, როგორც დიდი ხნის წინ დაშორებულ ოჯახის წევრებს, დებს და ძმებს ან თუნდაც მშობელს - აღტაცებით, მოწიწებით, სიყვარულით და იმედით.
მაგრამ ამისთვის კაცობრიობამ უნდა დაძლიოს დედამიწური განვითარების ეს პროვინციალისტური ეტაპი, მოიშოროს ეთნიკურობის, რელიგიურობის, მატერიალისტურობის, ნაციონალისტურობის ჩარჩოები, ტრანსცენდენცია უნდა მოხდეს და ახალ ეტაპზე ავიდეს ცნობიერება.