რუსეთი აღარ არის მართლმადიდებელი?
ჭორები თუა აიღონ დნმ ორივე მიცვალებულის და თქვან სიმართლე.
სტალინის ნათქვამია დაფიქსირებული თავის ცოლს(თუ შვილს) რომ მიანიშნებს მისგან გაჩენაზე.
* * *
ეს სტატია ბევრ ქრისტიანს დაეხმარება გაიგოს თუ რამდენად წარმართულია ძვლების თაყვანისცემა.
https://www.marao.ge/satcorao/2519-yvelaze-...msoflioshi.htmlდიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ მსოფლიოში ყველაზე საშინელი მოქმედი რელიგია ვუდუ იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასზე უფრო შემზარავიც არსებობს.
ბოლო წლებში კონგოსა და ვენესუელაში აღორძინებული რელიგია პალო, რომელსაც სხვაგვარად "კონგოს წესები" ეწოდება, რამდენიმე მიმდინარეობის სინთეზს წარმოადგენს, რომლებიც მიცვალებულთა თაყვანისცემას ქადაგებს.
ისეთ შავ მაგიას იყენებენ, რომელთან შედარებით ვუდუ ბავშვურ ოინად მოგეჩვენებათ. დასახელების მიუხედავად, პალოს საწყისები არა კონგოში, არამედ კუბასა და დომინიკის რესპუბლიკაში ჩაისახა. მისი მქადაგებლები კი ცენტრალური აფრიკის ბანტუს ტომიდან წამოყვანილი მონები იყვნენ. ამჟამად პალო თავდაპირველი სახით სწორედ ბანტუს ტომშია შემონახული.
პალოს რელიგიას ორი იდეა - წინაპართა სულების თაყვანისცემა და ბუნების ძალებისადმი რწმენა უდევს საფუძვლად. ერთი შეხედვით უწყინარი კონცეფციაა, მაგრამ აზრი მაშინვე შეგეცვლებათ, როგორც კი სასაფლაოს მიწით, ჯოხებითა (სიტყვა "პალო" ესპანურად "ჯოხს" ნიშნავს) და ახალი მიცვალებულების ძვლებით სავსე პალოს საკურთხეველ "ნგანგას" იხილავთ.
პალოს ქურუმები "კეთილ" და "ბოროტ" ქურუმებად იყოფიან. "ბოროტ ქურუმებს" თავად პალეროების გარდა, სხვა რელიგიების, მათ შორის, ვუდუს მიმდევრებიც კი უფრთხიან.
როდესაც ყოვლისშემძლე შავი მაგები ვინმესთვის ზიანის მიყენებას განიზრახავენ, ეჭვი არავის ეპარება, რომ მათი ჯადოქრობა მომაკვდინებელი იქნება და განწირულს ყველაზე ძლიერი ექსტრასენსიც კი ვერაფერს უშველის.
"კეთილი ქურუმები" ხარის ან თხის რქებზე დამაგრებულ სარკეში იყურებიან, მკითხაობენ და წინასწარმეტყველებენ. მკითხაობის დროს განსაკუთრებული პოპულარობით დენთი სარგებლობს. ქურუმები დენთს შვიდ გროვად ანაწილებენ და ცეცხლს გარკვეული თანმიმდევრობით უკიდებენ.
თუ დენთის აალება ცეცხლის მოკიდების პარალელურად მოხდება, მიაჩნიათ, რომ სულებმა დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხი გასცეს. "კეთილი ქურუმები" მკითხაობის კიდევ ერთ მეთოდს იყენებენ: ქურუმი სრულიად თეთრი თეფშით ადამიანის სხეულის ნაწილებს ეხება (მიაჩნიათ, რომ შეხების მეშვეობით თეფშზე კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადადის), შემდეგ თეფშს სანთლის ალზე მოატარებს და ყავის ნალექზე მკითხაობის მსგავსად ჭვარტლის კვალს შეისწავლის;
დასასრულ, ადამიანის ხორცისგან იმწამს გასუფთავებული ძვლების
მეშვეობით საგანგებო რიტუალს ატარებს. ეს სანახაობა "ახალბედებსა" და შემთხვევით მაყურებელს (თუკი ასეთები რიტუალს ესწრებიან, რაც თითქმის გამორიცხულია) ენითაუწერელ თავზარს სცემს. როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი შოკიდან ვერასდროს გამოდის.
"პალოს სარიტუალო ძვლების" მთავარ მიმწოდებელს კარაკოსში მდებარე სასაფლაო ჩემენტერიო დელ სურ წარმოადგენს, სადაც მუდამ ნიჩბებითა და სხვა, უფრო საშიში იარაღით შეიარაღებული საშინელი ტიპები დაეხეტებიან, ახალ საფლავებს თხრიან და კუბოებს ხსნიან.
ზოგჯერ მიცვალებულის სხეული მთლიანად ქრება, ზოგჯერ მხოლოდ თავი ან სხეულის სხვა ნაწილი მიაქვთ. შესაძლოა, ძვლები ხორცისგან ადგილზევე გაასუფთაონ... "პალეროებში" განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი, გოგონათა გვამები სარგებლობს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ სასაფლაოზე მისვლის არათუ ჭირისუფალს, ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებსაც კი ეშინიათ, რომლებიც სასაფლაოს შესასვლელს 100 მეტრითაც კი ვერ შორდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჩემენტერიო დელ სურ-ის სასაფლაოზე, უბრალო მოკვდავთა გარდა, მრავალი ცნობილი ადამიანია დაკრძალული. სასაფლაო, რომელსაც ვანდალების შემოჩვევამდე პარიზის ცნობილ პერ-ლაშეზის სასაფლაოს ადარებდნენ, ყველა ტურისტულ გზამკვლევში იყო შეტანილი და ტურისტები ულამაზესი ქანდაკებებისა და საოჯახო აკლდამების შესანიშნავი ჯვრების ხილვით ტკბებოდნენ.
-------------------------------------------------
ეს ადგილები კი დაგეხმარებათ ძველი და ახალი აღთქმიდან უკეთესად ჩაწვდეთ ამ საკითხს.
1 პეტრე 1,24 . იოან 3,6 საქმე 2,29-31. რომ. 7,18. 1 კორინთ. 7,18; 1,20;15,50; 2 კორინთ. 5,1 და 16. ებრ. 13,7. იერემ. 17,5.
მეორე კორინთელთა მიმართ
თავი მეხუთე
16. ასე რომ, ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად, რადგან თუ ხორციელად ვიცნობდით ქრისტეს, აწ უკვე აღარ ვიცნობთ.
იერემია წინასწარმეტყველი
თავი მეჩვიდმეტე
5. ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.