მარაზმი & უაზრობაა და ავხსნი რატომაც :
1. აშკარად ხელოვნურ ინტელექტზე წერს და მაინცდამაინც რატომ უნდა გავავლოთ პარალელი რელიგიურ პარადიგმებთან არ მესმის.
2. ხელოვნურ ინტელექტზე დისკუსია უადგილოა, როდესაც რეალურად დღეს მსგავსი არაფერი გვაქვს, დიახ არსებობს უამრავი გზა პროგრამამ შეასრულს გარკვეული დავალება და ჩვენ მას ვეძახით ხელოვნურ ინტელექტს, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ჭეშმარიტი მაშინ იქნება, როცა ადამიანის ინტელექტივით იმოქმედებს ან უკეთესად.
3. ადამიანის ინტელექტის მისტერიას ჯერ კიდევ დიდი ხანი ვერ ამოვხსნით (თუ საერთოდ ეს შესაძლებელია კაცობრიობისთვის).
ლაბარნაადამიანები ეპოქის შესაბამისად ყველაფერს არქმევდნენ სახელებს, თუმცა არსობრივად შორს ვერ წავედით.
სავარაუდოდ, საბოლოოდ ხელოვნური ინტელექტი კი არ შეიქმნება, არამედ კაცობრიობა საკუთარ თავსა და გარშემო სამყაროს აღიქვამს ისე როგორც ხელოვნურ ინტელექტს და ეს იქნება თვითაღქმისა და ცნობიერების აპოთეოზი.

საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად სწორია ჩვენი აღქმა, სხვათაშორის ეს პროპოზიცია მეზობელ თემაშიც დავწერე ზუსტ და საბუნებისმეყველოს განყში, თუმცა აქაც გავიმეორებ. აშკარაა რომ ჩვენი დღევანდელი მეცნიერული ცოდნა ძალიან მცირეა, თუმცა იკვეთება რამოდენიმე დეტალი. პირველ რიგში, ევოლუციურად ჩვენი აღქმის სისტემა ჩამოყალიბდა თვითგადარჩენისა და შთამომავლობის დატოვების მიმართულებით და არა სამყაროს ჭეშმარიტად დანახვისკენ.
ამის მაგალითია ჩვენზე უფრო დაბალგანვითარებული ცხოველების ქცევები, რომლებიც აშკარად ემსახურება გამრავლებას და გაგნებაში არ არის რეალობის აღქმაში.
მეორე, რაც უფრო სერიოზულად ვეცნობი სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებით ბიოქიმიას, გამომაქვს დასკვნა, რომ სასიცოცხლო პროცესები ძალიან კომპლექსური და ჩახლართულია, თუმცა საბოლოოდ შედეგში სიმარტივისკენ მიილტვის. ნერვული სისტემის მაგალითზე რომ განვიხილოთ ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები ნულისა და ერთის დონემდე ჩადის, ნეირონი ან გაისვრის ნერვულ იმპულსს ან არა, ან 1 ან 0.
აქიდან გამომდინარე დიდი ალბათობით არსებობს რაღაც დროსა და სივრცის მიღმა, რაც სულაც არ გვჭირდებოდა გენების გასავრცელებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის არ არსებობას, ამიტომ გამომდინარეობს ორი რამ - პირველი, ჩვენს წინაპრებში უბრალოდ დაითრგუნა ეს უნარი და ვინაიდან ასე მოხდა, არსებობისთვის ბრძოლაში უფრო პრაქტიკული ინდივიდი განვითარდა, რომელიც მატერიალურ სამყაროს მთლიანად მიეჯაჭვა და დაკარგა სამყაროს ფართო აღქმის უნარი.
მეორე, სულაც არ არსებობდა ასეთი სახეობა, მაგრამ მაინც ჩვენი ნერვული სისტემა და აღქმის ორგანოები განვითარდა იმ გზით და მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, ანუ წმინდა წყლის მატერიალისტური (ნუ არც ისე წმინდა წყლის ჩვენში რომ დარჩეს

).
ასევე ხაზს გავუსვამდი სხვა ფაქტებსაც, თუმცა ვინაიდან აქ ბევრი თანამედროვე მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანი შემოდის, რომლებიც მატერიალისტურ ხედვებში არიან ჩაკეტილნი და ასევე ადამიანები, რომლებიც მთლიანად იდეალისტურნი არიან საკუთარი არსით (ანუ არიან რელიგიურები) ამ თემას აღარ განვავრცობ, მინიშნებისათვის კი დავწერ, რომ არანაირ ცოდნაზე არ უნდა თქვა უარი.
This post has been edited by პოლიმათი on 21 Apr 2017, 21:22