anthropodჰო, ეგ ცოტა ისეთი საკითხია...
ძნელია რამის თქმა.
მე, როგორც რელიგიურ ადამიანს, რა თქმა უნდა შეუძლებელია მომეწონოს, როგორ ლანძღავენ სასულიერო პირს ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს პირი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან, რადგან მათ არ სწამთ.
თუმცა თვითონაც არაერთხელ დამიფარებია (არა ფორუმში რა თქმა უნდა) იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც აშკარად მათთვის და ხშირ შემთხვევაში რიგითი ადამიანისთვისაც შეუფერებლად იქცევიან.
მე არ მესმის იმ თანაფორუმელების, რომლებიც ასეთ ფაქტებს აპრავებენ.
თუმცა ამავდროულად გულით მსურს არ შეილახოს მათი რელიგიური გრძნობები.
მაგრამ არც იმის სიტყვის თვისუფლება მინდა შევზღუდო, ვინც მიიჩნევს და თანაც სამართლიანად, რომ რომელიმე მისი მოქალაქე არამზადულად იქცევა. მითუმეტეს თუ ის ამ იუზერის გადახდილი გადასახადით ფინანსდება და მეტიც - ამ იუზერის ქვეყნის ბიუჯეტს აკლდება ის გადასახადი, რომელიც ამ რელიგიურ ორგანიზაციას მოხსნილი აქვს. ამ დროს კი ისინი თავს იმის უფლებას აძლევენ, რაც მათივე წესებითაა აკრძალული.
შენი წინადადება სამართლიანია, მაგრამ არასწორი.
რადგან იუზერისთვის ძნელი იქნება განსაზღვროს, ვისი ლანძღვის უფლება აქვს და ვისი არა

რა თქმა უნდა გასაგებია, არ შეიძლება მამაოს ლანძღვა იმის გამო, რომ ის მამაოა.
და ისიც გასაგებია, კაცი დედის პროჭის გინებით რომ მისდევს ხალხს ტაბურეტკით ხელში და მერე ჩაცუცქული ბაზრობს, გასალანძღი კი არა, სუ წვერით სათრევია (თუმცა ეს ყველასთვის არაა გასაგები. ასეთები ამ თემაშიც მოიძებნებიან).
მაგრამ რა ვქნათ, თუ არა ასეთ კონტრასტულ შემთხვევებთან გვექნება საქმე?
იუზერებს გაუჩნდებათ სამართლიანი კითხვა, რატომ დაისაჯა ის და სხვა იუზერი ანალოგიურში არა.
ის, რომ სხვა ობიექტურად ლანძღავდა სასულიერო პირს და ეს არა, სასაცილოდაც არ ეყოფა.
და საერთოდ, სიმართლე თუ გინდა, პირადად მე მაგ პრინციპით ვხელმძღვანელობ, შენ რასაც იძახი.
თუ იდება ვიდეო, სადაც ჩანს როგორ სთრითფაითერობს ანაფორაში ჩაცმული მამაო მოქალაქესთან (და თან ამ დროს მოქალაქე ერიდება მისთვის ხელის შებრუნებას, ეს კიდევ კან არ იხევს), რა ვქნა, მასზე იმის მთქმელს, რომ ეს მამაო არის მაიმუნი ვირისშვილი, მე ვერ დავსჯი იმის გამო, რომ სასულიერო პირს ლანძღავს.
ან კიდევ, ამას წინებზე რომ გაეძრო ვიდეო, მეტროში რასისტი სასულიერო პირი რომ იღებდა ვიდეოს, შემდგომ "ლუთუბში" ასატვირთავად... მაგ ტიპს, იქ რომ ვყოფილიყავი მეტროში, სახით სულ მეტროს კედელზე ვახეთქებდი და ფორუმში ვერ გამოვთქვა ჩემი აზრი იმიტომ, რომ ჯიმი ლევის რაღაცა უცნაური ახირება აქვს?
ჩემი ღრმა რწმენით, ზემოხსენებულ სასულიერო პირებს არაფერი საერთო არ აქვთ ქრისტიანობასთან და ისინი არცხვენენ ჩემს რელიგიას. არ ვარ მე ათეისტი. პირიქით, მორწმუნე ვარ, მართლმადიდებელი ქრისტიანი. რატომ არ უნდა მქონდეს უფლება, უდიერად მოვიხსენიო ჩემივე შემარცხვენელი? ბოლოს და ბოლოს მაცხოვარს ჰყავს "გალანძღული" ფარისევლები

. ნუ, მინიმუმ კაკრიტიკებული...
მაქსიმუმი, რაც მასეთ შემთხვევებში შემიძლია გავაკეთო, არის ვორნის გაცემა და ეგეც იმ შემთხვევაში, თუ უცენზურო ლექსიკაა გამოყენებული. უცენზურო ლექსიკა ყველა ვარიანტში ისჯება, გინდა სულაც პუტინს აგინებდე.
ყველაზე კარგი გამოსავალი არის რელიგიური ხასიათის თემების რელიგიის განყოფილებაში გადატანა.
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი