რა მნიშვნელობა აქვს კაბა გეცმევა თუ შარვალი, ორივე ტანსაცმელი განკუთვნილია კაცებისთვისაც და ქალებისთვისაც. თვითონ სასულიერო პირებს კაბები არ აცვიათ?
გარდა ყველაფრისა ეს ტაძარი ისტორიული ძეგლია და მისი მონახულების (და არა მხოლოდ ლოცვის) უფლება აქვს ყველას (მათ შორის არამართლმადიდებელსაც და თუნდაც ათეისტებს)... და როგორი ტრადიციით ეცმევა ამ დამთვალიერებელს ეს მისი და მისი მშობლის პირადი საქმეა, მით უმეტეს როცა საუბარია ბავშვზე. ცხადია აქ არ იგულისხმება აშკარა გარყვნილება, რომელიც არათუ ეკლესიაში, არამედ ქუჩაშიც არის მიუღებელი ქრისტიანისთვის.
This post has been edited by Konstantin_Logos on 12 Oct 2017, 13:58
მიმაგრებული სურათი