Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(46)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სამების ერთარსი როგორ გავიგოთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#51803411
· 8 Dec 2017, 23:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Virtuslb
QUOTE
ეგ იდეა თავად ქრისტიანულმა ეკლესიამ დაგმო დიდი ხნის წინ,
ეგ ჩემს მიერ შემუშავებულია რა დაგმო... რის დაგმობაზეა აქ ლაპარაკი, სულ ახალია, © - ეს ნიშანი ტყუილად კი არ ჩავსვი:::
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#51803605
· 9 Dec 2017, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Virtuslb
QUOTE
annavita-ს რაც შეეხება, რაღაც თქვა, აბურდა-დაბურდა, მაგრამ პიროვნებებს მაინც ვერ ხსნის.
რაიო?
QUOTE
მხოლოდ მორალი ან მხოლოდ აზროვნება ადამიანი არაა, შემადგენელი ნაწილებია. სამების სამივე წევრი ცალკ-ცალკეც სრულფასოვნად ღმერთია.
აბა მე რას ამბობ?
დალაგდით, ჩამოყალიბდით და ერთხელ კიდევ სცადეთ.
* * *
QUOTE
QUOTE
სამების ერთარსი როგორ გავიგოთ
ყველაფერი უნდა გაიგო პირად მაგალითზე- პირადად საკუთარ თავზე, რადგან ეგ არის შენი უახლოესი და თუ უახლოესი ვერ გაიგე, უშორესს როგორ გაიგებ, მზე რომ მოყავთ აქ მაგალითად
სამება ხარ შენც, სამება არის შენშიც და ჩვენ ტრინიადულ სამყაროში ვცხოვრობთ.
შენს მაგალითზე - აზროვნება ხომ გაქვს (რაც შენს მოფლმხედველობას განაპირობებს)?
გრძნობა ხომ გაქვს (რაც შენს დამოკიდებულებებს განაპირობებს)?
მორალი ხომ გაქვს (რაც შენს ქცევას განაპირობებს)?
ჰოდა ეს სამივე ხომ ხარ შენ- ერთი? იმის მიუხედავად რომ ეს სამი სულ სხვასახვა ფენომენებია და სხვადასხვა შრეები გააჩნიათ. სხვადასხვა "უბნებს" "ადმინისტრირებენ". მაგრამ ჯამში ეს სამივე შენ ხარ. და შენ ხარ ერთი.
ახლა სამყაროს მაგალითი:
სამყაროში არის /მოიპოვება/ თუ არა ცნობიერება? -დიახ, რადგან ჩვენ, როდესაც რაიმე მოვლენას ვიმეცნებთ, იქ აღმოვაჩენთ კანონებს, ხოლო კანონი - ის რომ რაიმე არსებობს ამის და ამის მეოხებით და ასე და ასე, - არის ცნობიერების პროდუქტი.
სამყაროში მოიპოვება თუ არა სიცოცხლე? - ერთმნიშვნელოვნად!
სამყაროში არის თუ არა ფორმა? - ამას კითხვაც კი არ ჭირდება!
სამყარო, რომელსაც ჩვენ ღვიქვამთ ჩვენს წინ გადაშლილ ობიექტად /სხვა ადმიანების ჩათვლით/ არის ცნობიერების, სიცოცხლის და ფორმის ერთმთლიანობა! მათი გამოვლენა!
... და ის რაღაა რის გამოვლენასაც ჩვენ ვხედავთ სამყაროს სახით? ამ გამოვლენის მიღმა რა დგას?
ამ გამოვლენის მიღმა დგას სამება. სამი შემოქმედი ძალის ერთმთლიანობა -
ცნობიერება ლოგოსი /რელიგიურ - ეკლესიურად მამა/
სიცოცხლე ლოგოსი / რელიგიურ-ეკლესიურად -ძე/
ფორმა ლოგოსი /რელიგიურ-ეკლესიურად -სულიწმიდა/
სამება ერთმთლიანობაა, თუმცა "ინსტანციურად"განსხვავებული საფეხურება, როგორც ხედავთ /"მამაჩემზე მეტია", "ჩემს შემდეგ გამოგიგზავნით ჭეშმარიტების სულს, სულიწმიდას" და ა.შ./
ასევეა თქვენშიც. თქვენში სამების ყველაზე მაღალი საფეხურია აზროვნება/ცნობიერება/ ამიტომ სიმბოლურად, პირჯვარის გადაწერა იწყება თავიდან - ზემოდან ქვემოთ, შუბლის იმ ადგილიდან სადაც ცნობიერი ძალების ცენტრი მდებარეობს. პირჯვარი სიმბოლურად გამოსახავს სამების "მდებარეობის" ცენტრებს ადამიანში.
ადამიანში სამების ცენტრების აღმნიშვნელი რიტუალური ჟესტები არის ინდუიზმშიც და მოჰამედიანელობაშიც.
This post has been edited by
annavita
on 9 Dec 2017, 00:14
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Buddha Nirvana
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Buddha Nirvana
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1241
წევრი No.: 180238
რეგისტრ.: 21-January 14
#51803727
· 9 Dec 2017, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სამების ერთარსი როგორ გავიგოთ
მშვენივრად არის გადმოცემული:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%91%E1%83%90
სამება — ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი. წმინდა სამების ამ ერთი მხრივ არაჩვეულებრივი ბუნების აღსაქმელად წმინდა მამები სამებას მზეს ადარებდნენ, რადგანაც არის პლანეტა მზე რომლისაგან გამოდის სითბო და სინათლე. საოცარია მაგრამ ამ შეხედულებას თავისებური ანარეკლი აქვს რეალობაშიც. მოგეხსენებათ რომ, მზე რომლიდანაც სითბო და სინათლე მოედინება შეესაბამება მამა ღმერთს, სითბო - სულიწმინდა ღმერთს, ხოლო სინათლე - ძე ღმერთს. ეს უკანასკნელი ჩვენ როგორც ვიცით არის იესო ქრისტე. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც რომ როგორც სინათლეს აქვს ორი ბუნება, დიახ ორი ბუნება: ტალღური და კორპუკსულური (ფოტონები) ასევე ძე ღმერთსაც აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და განკაცების შემდეგ კაცობრივიც.
მამა - ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად.
ძე - ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად.
სულიწმინდა - ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად.
მათი (მამის, ძის და სულიწმინდის) განცალკევებით, ღმერთად მოაზრება არ შეიძლება. სამება განუყოფელია და ერთარსია. ერთ-ერთი წმინდა ღვთისმეტყველი მამა ბრძანებს „ისინი (წმ. სამების ღვთაებრივი პირები) იმდენად ერთნი არიან ბუნებით, რამდენადაც განსხვავდებიან პიროვნულად.“
მამა - უშობელია, დაუსაბამოა.
ძე - მამისაგან შობილია (არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს ე.ი. დროის მიღმა - დაუსაბამოა.
სულიწმინდა - მამისაგან გამოვალს - დაუსაბამოა.
.......
სამება – ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმთავრესი დოგმატი, რომლის მიხედვით, ღმერთი ერთი თავისი არსებით, მაგრამ „სამგვამოვანია“ (სამპიროვანი, სამბუნებოვანია); მამა ღმერთი, ძე ღმერთი (ლოგოსი — „სიტყვა“ )და სულიწმინდა; სამების წევრნი თანასწორნი და თანაარსებულნი არიან. ტერმინი „სამება“ ახალ აღთქმაში არ გვხვდება. იგი ჩნდება II საუკუნის მიწურულში (თეოფილე, ტერტულიანე), მოძღვრება სამების შესახებ განვითარდა III საუკუნეში (ორიგენე). კონცეფციამ ღვთაების „სამგვამოვნების“ შესახებ ქრისტიანულ ეკლესიაში მწვავე დისკუსია გამოიწვია (ე. წ. ტრინიტარული პაექრობანი). სამების დოგმატი შემუშავდა ნიკეის პირველ საეკლესიო (325) და კონსტანტინოპოლის პირველ საეკლესიო (381) კრებებზე. (ლიტ. ლომინაძე ბ., ქსე, ტ. 8, გვ. 711, თბ., 1984)
--------------------
BUDDHA
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
annavita
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14806
წევრი No.: 41863
რეგისტრ.: 14-September 07
#51804744
· 9 Dec 2017, 09:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Buddha Nirvana
ჰო, შეცდომა არსადაა მანდ, მაგრამ თნამედროვე ადამიანისთვის ეგ ყველაფერი არის აბსტრაქცია.
ადამიანს "დაჯერება" კი აღარ სურს, არამედ აზრის დონეზე მიღება. დასაშვებად მიჩნევა იმისა რაც მისი აზროვნების და ლოგიკის წინაშე ცხადი და ნათელია.
ასეთია მის წინაშე ხილვადი მოცემულობის სახით არსებული სამყარო და საკუთრივ მისი ადამიანური ბუნების აღნაგი.
შესაბამისად ადამიანს -მეცნიერს, მეცნიერულად მოაზროვნეს შეუძლია მამის იპოსტასის აღქმა გარე სამყაროს კანონებში,
ხელოვანის ბუნებით დაჯილდოებულ მგრძნობიარე ადამიანს შეუძლია ძის იპოსტასის შეგრძნობა საკუთარი სამშვინველის წიაღ,
ხოლო სულიწმიდის იპოსტასი არის ნებისმიერი ფორმა, რომლითაც პირველი ორი ცხადდება, აღიქმება, შეიგრძნობა.
დღევანდელ დღეს, მეტნაკლებად მოაზროვნე ადამიანი ასეთნაირად თუ გაიგებს სამების არსს, რაც მეცნიერულ ენაზე გამოიხატება როგორც ცნობერება, სიცოცხლე და ფორმა.
მზის სითბო-სინათლის ანალოგი და ხატოვანი გადმოცემები 1000 და მეტი ხნის წინანდელ ადამიანს აკმაყოფილებდა. დღეს მაგ გადმოცემებს რომ მიუხვდეს , უნდა აზროვნებდეს ლოგიკურად, ფართო მეცნიერულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი გაიჭედება როგორც რელიგიურ, ასევე ვიწრომიმართულებრივ მეცნიერულ ფანატიზმში, პრინციპში ანტიმეცნიერულ აზროვნებითს ხედვაში.
This post has been edited by
annavita
on 9 Dec 2017, 09:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#51805061
· 9 Dec 2017, 11:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
,,სამების ერთარსი" ჩემთვის ბუნდოვანი, გაუგებარი არაბიბლიური ცნებაა. სამების დოგმატი შესახებ არ ასწავლიდა არცერთი წინასწარმეტყველი ან მოციქული. მას წარმართული ფესვები აქვს, რომელიც მოგვიანებით წარმართული და ფილოსოფიური ზეგავლენით შეითვისა ფსევდოქრისტიანულმა სწავლებებმა. ბიბლია გარკვევით და უპირობოდ საუბრობს მხოლოდ ერთ შემოქმედსა და მხოლოდ ერთ ღვთის ძეზე. მამას არ აქვს საწყისი და არ არის ,,შექმნილი", ხოლო იესოს აქვს საწყისი და არის ქმნილება მამისა. ,,რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ" (კოლოსელები 1-15). სულიწმიდა ბიბლიის თანახმად არ არის პიროვნება, არამედ ძალა რომლითაც მოქმედებს უფალი. მრავალი თეოლოგი ასკვნის, რომ სამება არ წარმოადგენს ბიბლიურ და ქრისტიანულ სწავლებას.
1967წელს გამოცემული კათოლიკური ენციკლოპედიის თანახმად : ,,«დოგმატური ფორმულა „სამპიროვანი ღმერთი“ მხოლოდ IV საუკუნის დასასრულისთვის ჩამოყალიბდა და საბოლოოდ დამკვიდრდა ქრისტიანთა ცნობიერებასა და მრწამსში. სწორედ ამ ფორმულას ეწოდა პირველად „სამების დოგმატი“. პირველი ეკლესიის მამები თავიანთი მრწამსით ძალიან შორს იყვნენ ასეთი თვალსაზრისისგან» („New Catholic Encyclopedia“, 1967, ტ. XIV, გვ. 299).
„ქრისტიანობას დასაბამი იუდაიზმმა მისცა, იუდაიზმი კი ყოველთვის იყო უნიტარული [ანუ აღიარებდა ღვთის ერთპიროვნულობას]. იერუსალიმიდან ნიკეამდე მიმავალი გზა ნამდვილად არ ყოფილა სწორი. მეოთხე საუკუნეში ჩამოყალიბებულ სამების დოქტრინაში ზუსტად არ იყო გადმოცემული პირველი ქრისტიანების სწავლება ღვთის ბუნებასთან დაკავშირებით; ეს მათი სწავლებიდან გადახვევა იყო“ („The Encyclopedia Americana“, 1956, ტ. XXVII, გვ. 294L).
„პლატონისეული ტრიადა წარმოადგენს უფრო ძველი, მანამდე გავრცელებული ტრიადების სახეცვლილებას. როგორც ჩანს, ამ რაციონალურ-ფილოსოფიური სამებების ატრიბუტებმა მისცა დასაბამი ქრისტიანული ეკლესიების მიერ აღიარებულ სამ იპოსტასს ანუ ღვთაებრივ პირს . . . ამ ბერძენი ფილოსოფოსის [ძვ. წ. IV საუკუნეში მოღვაწე პლატონის] კონცეფცია ღვთაებრივი სამების შესახებ . . . გვხვდება ყველა უძველეს [წარმართულ] რელიგიაში“ („Nouveau Dictionnaire Universel“, პარიზი, 1865—1870, რედაქტორი მ. ლაშატრე, ტ. II, გვ. 1467).
«ნიკეის კრების შემდეგ ღმერთის სამპიროვნებისა და ჰიპოსთასთა შესახებ მოძღვრების საბოლოო თეორიულ-ფილოსოფიური გაგების ჩამოყალიბება ბიზანტიაში კაპადოკიელ მამებს ეკუთვნით და ისინი მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას წარმატებით იყენებდნენ პლატონის მოძღვრებას . . . ძირითადი საკითხი, რასაც მართლმადიდებლური ეკლესიის „სამი მნათობი“ — ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი და გრიგოლ ნაზიანზელი ეხებიან, ღმერთის პიროვნული რაობის საკითხია. ისინი იკვლევდნენ იმას, თუ როგორ არის სამარსება ერთიანი» („ელინიზმის ფილოსოფია ადრინდელი ქრისტიანობის ეპოქაში“, მ. ჭელიძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998, გვ. 129, ).
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Virtuslb
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Virtuslb
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8802
წევრი No.: 174482
რეგისტრ.: 5-October 13
#51818071
· 11 Dec 2017, 18:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Buddha Nirvana @ 9 Dec 2017, 00:32 )
სამპიროვანი ღმერთი
აი ერთი ეს რა არის ამიხსენით. არ შეიძლება ცოტა ტერმინოლოგია დახვეწოთ, რომ ადამიანისთვის გასაგები იყოს? სამპიროვანი ანუ სამი ცალი პირი აქვს ამ ღმერთს? ანუ ტუჩები აქვს, კბილები და ა.შ.? მერე იტყვით თავს ისულელებო. არავინ არაფერს არ ისულელებს. სამპიროვანი და სამყუროვანი ღმერთი რთული გასაგებია, არ გვინდა ლამაზი მაგრამ გაუგებარი ფრაზების მოყვანა.
"მათი განცალკევებით მოაზრება არ შეიძლება"-ო და ესეიგი აქსიომაა? ასე გეთქვათ თავიდანვე. აქსიომა ყოფილა და რის დამტკიცებას ცდილობთ.
ქრისტეს ორ ბუნებაზეც ეგეთი აქსიომაა - "ქრისტეში არის ორი ბუნება, ადამიანური და ღვთაებრივი. ეს ორი ბუნება ერთმანეთში არც შეერთებულია და არც განყოფილი".
ესე აქსიომები ჩამოწერეთ, მაგრამ "ადვილი გასაგებია"-ო ნუ აყოლებთ რა... ანუ რადგან ზევსი და პოსეიდონი ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ამიტომ არ იყვნენ ერთი ღმერთი და რადგან სამების წევრები ერთმანეთში არ ჩხუბობენ, ამიტომ არიან?
This post has been edited by
Virtuslb
on 11 Dec 2017, 18:18
--------------------
History and everything else...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#51820448
· 12 Dec 2017, 00:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სამპიროვანი ანუ სამი ცალი პირი აქვს ამ ღმერთს? ანუ ტუჩები აქვს, კბილები და ა.შ.?
აქ სიტყვა "პირი" ნიშნავს პიროვნებას - სუბიექტს. ასეთი ფორმა ქართულ ენაში არსებობს.. მაგალითად:
"სამი უცხო პირი გადმოვიდა მანქანიდან" ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
ronald_wesley
ტემარტისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 18529
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14
#51829272
· 13 Dec 2017, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ანდროაბულადზე
Iეჰოვიზმს ქადაგებ!
Mარა ისე მგონი კრისტალს ბაზრობ
Fაქტია ქრისტემ თქვა მხოლოდ იჰვჰ-ს შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურეო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1825
წევრი No.: 230819
რეგისტრ.: 6-April 17
#51831598
· 14 Dec 2017, 01:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვინმემ მოკლედ და ლაკონურად ახსენით არტისტის გრძელსიტყვიერებამ დამაბნია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#51831793
· 14 Dec 2017, 02:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Infini
QUOTE
არტისტის გრძელსიტყვიერებამ დამაბნია
მოკლედ მქონდა ახსნილი მაგრამ ვერ გაიგეს და უფრო გავშალე, მაგრამ მაინც მხოლოდ გამგები გაიგებს...
აგერ ჩემს სიგნატურაში წერია მოკლედ ნათქვამი:
QUOTE
© Artist
სამება: მამაღმერთი ძეღმერთში სულიწმინდის სახით © Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1825
წევრი No.: 230819
რეგისტრ.: 6-April 17
#51834936
· 14 Dec 2017, 19:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
შენ როგორ ფიქრობ ჯვარზე ვინ ეწამა მამა ღმერთი თუ ძე ღმერთი. გეტყობა, რომ საკმაოდ გათვითცნობიერებული ხარ და იმედი მაქვს არგუმენტირებულად ჩამოაყალიბებ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#51834979
· 14 Dec 2017, 19:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Infini
QUOTE
შენ როგორ ფიქრობ ჯვარზე ვინ ეწამა მამა ღმერთი თუ ძე ღმერთი.
ძე ღმერთი... რომელშიც მამაღმერთია სულიწმინდის სახით. უფრო რომ გავშალო
იტყვი არტისტის გრძელსიტყვაობა მაბნევსო და არმიტომ დასჯერდი ამ პასუხს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
kino222
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4610
წევრი No.: 18502
რეგისტრ.: 22-March 06
#51835557
· 14 Dec 2017, 21:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იოან 3.16 ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს.
* * *
https://wol.jw.org/ka/wol/d/r20/lp-ge
--------------------
ყველაფერი გენიალური მარტივია!!!!
(1 კორინთელები 2:9) . . .„რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულებს. . .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Infini
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1825
წევრი No.: 230819
რეგისტრ.: 6-April 17
#51836778
· 15 Dec 2017, 01:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Aრტისტ
არ გეწყინოს დაბნევის ამბავი, თეოლოგიურ საკითხებში არა მგონია აქ ვინმე შენსავით გარკვეული იყოს, ჩემი დაბნევის ამბავიც ჩემს ნაკლებად თეოლოგიურ ასპექტებში გაუთვითცნობიერების ბრალია. ამიტომ გთხოვე ცოტა ისე გამოგეთქვა აზრი, რომ მე და ჩემნაირები ჩავწვდეთ და ადვილად აღსაქმელი იყოს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#51837143
· 15 Dec 2017, 03:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Infini
QUOTE
რომ მე და ჩემნაირები ჩავწვდეთ და ადვილად აღსაქმელი იყოს
ადვილად გასაგების მაგალითიც დავდე სადღაც და ეხლა ისევ გავიმეორებ, რომ არ ვეძებო:
ალეგორიაა ასეთი, წარმოვიდგინოთ მამაღმერთი როგორც ოკეანე, სულიწმინდა კი თვითეული წვეთი,
რომლებიც სრულიად განსხვავებულნი არიან ერთიმეორისგან, (წყლის წვეთები როცა იყინება მართლაც
განსხვავებულ ფიფქებად იქცევა, ეს ცნობილია რომ არცერთი ფიფქი არაა ერთნაირი) ხოდა ამ წვეთების
ერთობლიობა ქმნის მამარმერთს ხოლო ქრისტეღმერტი ერთი დიდი ტალღად რომ წარმოვიდგინოთ.
ასე რომ სამივენი წყლის წვეთებისგან შესდგებიან მაგრამ სიდიდით განსხვავებულნი არიან და იმ
ინდივიდუალურობით რასაც ამ წვეთების სხვაობების ერთობლიობა ქმნის... ამით ისინი ერთნიც არიან
და სამი სხვადასხვაც... მათ აერთიანებს სულიწმინდა რომელიც თვითეულ წვეთს წარმოადგენს,
ოკეანე კი მამაღმერთია და ამ ოკეანეში დიდი ტალღა ქრისტეღმერთი...
ნუ სულიერთან რომ გავავლოთ პარალელი ეს ოკეანე უსასრულო და მარადი სულიერი სამყაროა,
ხოლო ამ სამყაროდან გამოყოფილი ტალღა შემოდის მიწიერში ანუ სასრულ სივრცეში და დროში,
და მას ქვია ქრისტე, რომელიც ღმერთის შვილად ითვლება... ნუ დანარჩენი მიხვედრის ამბავია.
თუ რატომ ამბობს ის რომ ერთნი ვართო... ესაა სამების პრინციპი იოლად გასაგებად, მე მგონი...
This post has been edited by
Artist
on 15 Dec 2017, 03:12
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(46)
1
2
[3]
4
5
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0459 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.