Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(46)
« პირველი
...
39
40
[41]
42
43
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სამების ერთარსი როგორ გავიგოთ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#59469974
· 1 Aug 2022, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
saske
QUOTE
უამრავ ადგილას ჩანს რო მამა ღმერთი არის უპირატესი და მის გარეშე არაფერი ძალუძს.
დიახ მამაღმერთი უპირატესია, მაგრამ ერთი საწყისიდან არიან ორივენი... ანუ სხვა მაგალითს მოვიყვან
და უფრო გასაგები შეიძლება გახდეს... ოკეანე რომ წარმოვიდგინოთ როგორც მამაღმერთი, წვეთები კი
რომლისგანაც შესდგება ეს ოკეანე არის სულიწმინდა, ხოლო ძეღმერთი ერთი დიდი ტალღაა... ანუ მათ აკავშირებს
სული წმინდა რომლისგანაც არის შემდგარი მამაღმერთიც და ძეღმერთიც... ანუ ერთობა არ ნიშნავს რომ ისინი
ერთი დონის არიან, უბრალოდ იმ წვეთებისგან შესდგებიან ორივენი... და თვითონ სულიწმინდის ფენომენიც გასაგებია,
მემგონი ამ მაგალითით...
* * *
Tocadero
QUOTE
სული ცხოველებსაც აქვთ არის მაგაზე რაღაც რაღაც ინფორმაციები
კი ცხოველებსაც აქვთ სული მაგრამ გარკვეულ ცხოველს განაგებს ერთი კოლექტიური სული...
მაგ. დათვებს დათვების სული, ჭიანჭველებს ჭიანჭველის სული... ისინი თავის ბუნებას არ გადაუხვევენ
თუ ადამიანი არ ჩაერია და არ იმოქმედა მათზედ... ინდივიდუალური სული კი მხოლოდ ადამიანს აქვს
ჩაბერილი... აი მიზეზი იმისა რომ ადამიანი უპირატესობით სარგებლობს... ჯერ კიდევ იხვეწება ეს სული...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#59471559
· 2 Aug 2022, 15:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Tocadero
QUOTE
ეს ვიბრაციებია
სული ცხოველებსაც აქვთ არის მაგაზე რაღაც რაღაც ინფორმაციები
Artist
QUOTE
კი ცხოველებსაც აქვთ სული მაგრამ გარკვეულ ცხოველს განაგებს ერთი კოლექტიური სული...
მაგ. დათვებს დათვების სული, ჭიანჭველებს ჭიანჭველის სული... ისინი თავის ბუნებას არ გადაუხვევენ
თუ ადამიანი არ ჩაერია და არ იმოქმედა მათზედ... ინდივიდუალური სული კი მხოლოდ ადამიანს აქვს
ჩაბერილი... აი მიზეზი იმისა რომ ადამიანი უპირატესობით სარგებლობს... ჯერ კიდევ იხვეწება ეს სული...
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
boone11
Crazy Member
ჯგუფი: Registered
boone11
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1372
წევრი No.: 262486
რეგისტრ.: 24-May 21
#59475637
· 3 Aug 2022, 18:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მმე გეტყვით საბიძინეთში ხუთებაა ..
მამა ძე და სულიწმინდა ილია მეორე და ბატონი ბიძინა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59475745
· 3 Aug 2022, 18:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
boone11
თეოლოგია სხვა ხილია. არაა მათემატიკა. ბიბლიის ენა ისეატია როგორ განმარყებასაც გინდა ისეატს მისცემ. სამების მხარდასაჭერადაცაა ბევრი მუხლი და ერთობისაც. სურვილზეა დამოკიდებული რა გინდა რო გამოიყვანო
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
#59478108
· 4 Aug 2022, 15:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დაისი @ 3 Aug 2022, 18:43 )
boone11
თეოლოგია სხვა ხილია. არაა მათემატიკა. ბიბლიის ენა ისეატია როგორ განმარყებასაც გინდა ისეატს მისცემ. სამების მხარდასაჭერადაცაა ბევრი მუხლი და ერთობისაც. სურვილზეა დამოკიდებული რა გინდა რო გამოიყვანო
დაისი
თანამედროვეობის ერთ–ერთი მცდარი ფილოსოფიაა ეს, რომ თითქოს როგორც გინდა ისე გაიგებ წმინდა წერილებს. ეს ძალიან შორსაა სიმართლისგან. ალბათ ზოგს ძალიან აწყობს, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის.
შემიძლია იმაში დაგეთანხო, რომ ბიბლიაში არის ათასობით წვრილმანი და ისეთი დეტალი მოხსენიებული, რომლებსაც შეგვიძლია მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტაცია. მაგრამ ეს დეტალები გადამწყვეტი არაა ფუნდამენტურ სწავლებებთან მიმართებით.
მაგრამ რაც შეეხება ბიბლიის უმთავრეს სწავლებებს და დოგმებს, ისინი შეუძლებელია ორნაირად ან ხუთნაირად იქნეს განმარტებული.
სამების საკითხშიც ყველაფერი ცხადად წერია ბიბლიაში და სამების დოგმატი რომაულ–ბერძნული მითოლოგიიდან მოტანილი ფილოსოფიაა.
ღმერთი ერთია და აი როგორ ამტკიცებს ამას თვითონ ბიბლია:
როდესაც ადამიანმა შესცოდა და გაიუბედურა თავი, ღმერთმა მაშინვე დასახა გეგმა, როგორ დაეხსნა კარგი ადამიანები ცოდვისგან და სიკვდილისგან.
მან აირჩია ისრაელი ერი იმ მიზნით, რომ ამ ერში მესია ანუ მხსნელი გამოზრდილიყო, იესო ქრისტე. ამ ერს ამ ულამაზეს ენაზე ღმერთმა უთხრა ცალსახად, არაორაზროვნად:
שְׁמַע, יִשְׂרָאֵל: יְהוָה אֱלֹהֵינוּ, יְהוָה אֶחָד
შემა ისრაელ! იჰვჰ ელოჰენუ იჰვჰ ეხად.
ეს არის მოსეს რჯული, მეექვსე თავის მეოთხე მუხლი.
შეიძლება ამ ადგილის სხვადასხვანაირად გაგება ან თარგმნა? რა თქმა უნდა არა.
აქ წერია: „ისმინე ისრაელო! ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ერთია იეჰოვა,“.
მერე, როცა ამ ღმერთისგან გამოგზავნილი მესია ანუ მხსნელი, იესო ქრისტე, მოევლინა დედამიწას, მან თქვა ცალსახად და არაორაზროვნად:
ἀπεκρίθη ὁ Ἰησοῦς ὅτι Πρώτη ἐστίν Ἄκουε, Ἰσραήλ, Κύριος ὁ θεὸς ἡμῶν Κύριος εἷς ἐστίν
აპეკრითე ო იესუს, ოტი პროტე ესტინ: აკოუე ისრაელ, კირიოს ო თეოს ემონ კირიოს ეის ესტინ.
შეიძლება ამ ადგილის სხვადასხვანაირად გაგება? რა თქმა უნდა არა.
აქ წერია: „იესომ უთხრა: უპირველესი ეს არის – ისმინე ისრაელო, უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია“. (მარკოზის სახარება 12:29).
რა თქმა უნდა იესო აქ „უფალში“ გულისხმობდა იეჰოვა ღმერთს, რომელიც გადამწერებმა ებრაელების ცრურწმენის გავლენით „უფლად“ გადააკეთეს, თითქოსდა ღმერთის სახელის ხსენება არ შეიძლებოდა.
ასე რომ, მეგობრებო, ყველაფერი ზეუმარტივესია. ჭეშმარიტება ერთია. ღმერთი ერთია.
არ არსებობს არანაირი სამება, ეს არის ძველი ბაბილონურ–ეგვიპტური მითოლოგია, რომელიც რომაელებმა და ბერძნებმა დახვეწეს და რომელიც აიტაცა დამახინჯებულმა და სახეშეცვლილმა ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანობამ, რომელიც ბერძნებმა და რომაელებმა სახელმწიფოს მართვის ერთ–ერთ ინსტრუმენტად აქციეს.
სამების მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ იესო რამდენჯერმე ამბობს ასეთ რამეს, „მამა ჩემშია და მე მამაში ვარ“. არადა იესო ზუსტად მასევე ამბობს თავის მოციქულებზე: „მე მათში ვარ და ისინი ჩემში არიან“. რა თქმა უნდა, ოდნავი ეჭვიც არ არის, რომ აქ იესო უბრალოდ მიზნობრივ ერთობაზე საუბრობს, ის მამამისთან და თავის მოციქულებთან ერთი აზრის გარშემო იყო გაერთიანებული.
თავებს ნუ მოიტყუებთ მეგობრებო.
იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა.
ამ ღმერთის სახელი ულამაზესია და ღრმა მნიშვნელობის მქონე. ეძებეთ ამ ლამაზი და კარგი სახელის მქონე ღმერთი და აუცილებლად იპოვით მას.
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pablo Sarabia
მორწმუნ-მომთაბარე
ჯგუფი: Registered
Pablo Sarabia
მორწმუნ-მომთაბარე
ჯგუფი: Registered
წერილები: 477
წევრი No.: 128766
რეგისტრ.: 15-March 11
#59478601
· 4 Aug 2022, 17:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bet-El
იეჰოვას მოწმე ხართ? და თვითონ იეჰოვა რაღაა? სივრცითია, დროითია? თუკი ის მოსეს გამოეცხადა, ესე იგი გარკვეულ სივრცესა და დროში გააკეთა ეს ხომ? თუკი ყოვლისშემძლეა, ყოვლისმხილველია, მაშინ რატომ გაუკვირდა ცოდვაში ადამიანის შესვლა? რა საჭიროება იყო ქრისტესი იქ, სადაც მას შეიძლება საერთოდ არ ეარსება? თუკი ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა ამდენი ტანჯვა? ეპიკურესთან ვბრუნდები, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს ამაზე პასუხები. თუ იეჰოვას მოწმე ხართ, გექნებათ ალბათ. და ბოლოს, ქრისტე ღმერთი არაა? თქვენ ღმერთი არ ხართ?
--------------------
ერთადერთი თავისი საკუთრებით.
"ამ ავ სიამეთ ავი დასასრული აქვს."
ყველა ტყეს გაჩეხ, ხე-ხე. რიზომას ვერაფერს უზამ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59480966
· 5 Aug 2022, 13:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Bet-El @ 4 Aug 2022, 15:51 )
QUOTE
(დაისი @ 3 Aug 2022, 18:43 )
boone11
თეოლოგია სხვა ხილია. არაა მათემატიკა. ბიბლიის ენა ისეატია როგორ განმარყებასაც გინდა ისეატს მისცემ. სამების მხარდასაჭერადაცაა ბევრი მუხლი და ერთობისაც. სურვილზეა დამოკიდებული რა გინდა რო გამოიყვანო
დაისი
თანამედროვეობის ერთ–ერთი მცდარი ფილოსოფიაა ეს, რომ თითქოს როგორც გინდა ისე გაიგებ წმინდა წერილებს. ეს ძალიან შორსაა სიმართლისგან. ალბათ ზოგს ძალიან აწყობს, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის.
შემიძლია იმაში დაგეთანხო, რომ ბიბლიაში არის ათასობით წვრილმანი და ისეთი დეტალი მოხსენიებული, რომლებსაც შეგვიძლია მივცეთ სხვადასხვა ინტერპრეტაცია. მაგრამ ეს დეტალები გადამწყვეტი არაა ფუნდამენტურ სწავლებებთან მიმართებით.
მაგრამ რაც შეეხება ბიბლიის უმთავრეს სწავლებებს და დოგმებს, ისინი შეუძლებელია ორნაირად ან ხუთნაირად იქნეს განმარტებული.
שְׁמַע, יִשְׂרָאֵל: יְהוָה אֱלֹהֵינוּ, יְהוָה אֶחָד
შემა ისრაელ! იჰვჰ ელოჰენუ იჰვჰ ეხად.
ἀπεκρίθη ὁ Ἰησοῦς ὅτι Πρώτη ἐστίν Ἄκουε, Ἰσραήλ, Κύριος ὁ θεὸς ἡμῶν Κύριος εἷς ἐστίν
აპეკრითე ო იესუს, ოტი პროტე ესტინ: აკოუე ისრაელ, კირიოს ო თეოს ემონ კირიოს ეის ესტინ.
შეიძლება ამ ადგილის სხვადასხვანაირად გაგება? რა თქმა უნდა არა.
იეჰოვა, ჩვენი ღმერთი, ერთია იეჰოვა.
Bet-El
საუკუნეებია დაობენ ღმერთის ბუნებაზე და არსზე. მიზეზი სწორედაც ისაა რაც მე აღვნიშნე მარა შენ რასაც სექტაში გეუბნებიან ის გჯერა, სხვას რასაც ეკლესიაში ეუნებიან ის სჯერა და ასე რა საუკუნეები. შენ გგონია სამების მორწმუნეები უარყოფენ “იაჰვე” ან “იეჰოვა” სახელს? ეკლესია ასწავლის რო ქრისტეში გაცხადდა იაჰვე, მე და მამა ერთი ვართ. უამრავი ასეთი მსხვილმსხვილი მუხლებია მასზე. ისევე როგორც ძველ აღთქმაში მამა არის აღწერილი ღმერთად, ახალ აღთქმაში ქრისტე არის აღწერილი ღმერთად და სრულიათ საფუძვლიანათ ეწოდება ქრისტეს: ღმერთი. ვინც ძე იხილა მამა იხილა დაა ქრისტე არის ღმერთი და არა სათამაშო ფიგურა. არც ნახევარ ღმერთია და არც პატარა ღმერთი, არამედ ღმერთი. (იოანე 1:1). ქრისტე აღწერილია თქვენსავე ბიბლიაში ძლიერ ღმერთად და მარადიულ მამად! (ესაია 9:6). ხედავ როგორ ნათლათ წერია და ამას ვერ უარყოფთ სექტანტები. რო ჩაიციკლებით იჰვჰ-ზე და გგონიათ მაგით რამე ახალს მინაგენით და ჭეშმარიტებას უწოდებთ, ასეთი საკითხები წვრილმანი კი არ არის ბეთელ, მსხვილმანია. თქვენ იტყვით არ არი მასეაო მაგრამ თქვენი მასეთი დამოკიდებულება იქნება მხოლოთ სასაცილო და მეტი არაფერი.
ცოტა მეტათ რო დაფიქრდეთ და შეისწავლოთ საეკლესიო ლიტერატურა არ გაწყენდათ სექტანტებს მარა გეკრძალებათ სექტის გარეთ არსებული ლიტერატურის კითხვა. ეგ არის ადამიანის ზომბირების ერთერთი მეთოდი. თან თქვენი სექტის გამოცემული ლიტერატურის სრილად წაკითხვაც კი აგიკრძალეს. დღეს ერთი გწამთ ხვალ სრულიათ საპირისპირო.
ეგ არაა ღმერთის რელიგია. მასე არ სწამდათ ქრისტიანებს. მათი სწავლებები არ იცვლებოდა არასდროს! თქვენი სწავლებები სულ ცვლილებებს განიცდის რაც იმის მტკიცებაა რო სექტის სათავეში მყოფ მასწავლებებს ღმერთი არ ეხმარება და არ აქვთ ღვთის სული.
აბა თუ შეგიძლია მოიყვანო მაგალითები ბიბლიიდან სადაც ნათლათ გამოჩნდებოდა რო ქრისტიანები ცვლიდნენ სწავლებებს, ჯერ ერთს ასწავლიდნენ და მერე მის საპირისპიროს, შეგიძლია მიგვიგითო ასეთი მაგალითები? არა.
სექტაში ხარ და ვერ ხვდები მეგობარო. როცა დგახარ აქ და ხალხს მოუწოდეფ თქვენი სექტის სწავლებები ირწმუნოს და თქვენ სექტაში მოვიდეს, გამოდიხარ ხალხის მომტყუებელი მატყუარა თანაც ისე რო ვერც კი ხვდები.
QUOTE
შეიძლება ამ ადგილის სხვადასხვანაირად გაგება? რა თქმა უნდა არა.
კი! ბიბლიის ნებისმიერი მუხლის გაგება შეიძლება სხვადასხვანაირათ. ისევე როგორც თქვენი სექტა ცდილობს ხოლმე გაიგოს ქრისტეზე ნათქბამი სიტყვები (რო ქრისტე ღმერთია) სხვანაირათ. რო ნახეთ ღმერთის სახელი იაჰვეა, არ ნიშნავს რო სამების მორწმუნეებს სძიბნავთ და არ იციან ღმერთის ძველებრაული და ძველი აღთქმისეული სახელი. ამიტო გეუბნები თქვენი სექტის მასწავლებლების გარდა ცნობილი თეოლოგების გამოქვეყნებულ ნაშრომებს და ინფორმაცისაც რო გაეცნოთ არ გაწყენდათ.
* * *
Pablo Sarabia
QUOTE
თუკი ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა ამდენი ტანჯვა?
იეჰოვას მოწმეების სექტის სწავლებით ღმერთი ელოდება თურმე რაღაცას და არ ერევა საკაცობრიო პრობლემების მოგვარებაში. მაგრამ რას ელოდება? რატომ? რის და ვის გამო? აი ეს კითხვები უნდა დაუსვა მოწმეებს და დაინახავ რო მათი სწავლებით ღმერთი არ გამოდის ყოვლისშემძლე.
სინამდვილეში როცა ამ პრობლემას მოვიაზრებთ იეჰოვას მოწმეების სწავლების ფონზე, ღმერთი გამოდის უუნარო, რომელსაც თავისი ეგო და სატანის ხრიკები ბოჭავს და მოქმედების უნარს ართმევს. შებოჭილი და უუნარო ღმერთი (რომელსაც თავისი შექმნილი ქმნილებები აუძლებენ და ზღუდავენ), ვეღარ გამოდის ყოვლისშემძლე. მოწმეების ღმერთი არის არა ყოვლისშემძლე, არამედ შებოჭილი, უუნარო და უმოქმედო. ვის უნდა მასეთ ღმერთს ეთაყვანოს?
მხოლოთ მათ ვინც ვერ ხვდება თუ რაოდენ უუნაროა მოწმეების ღმერთი.
This post has been edited by
დაისი
on 5 Aug 2022, 16:29
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
#59484482
· 6 Aug 2022, 15:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Pablo Sarabia @ 4 Aug 2022, 17:58 )
Bet-El
იეჰოვას მოწმე ხართ? და თვითონ იეჰოვა რაღაა? სივრცითია, დროითია? თუკი ის მოსეს გამოეცხადა, ესე იგი გარკვეულ სივრცესა და დროში გააკეთა ეს ხომ? თუკი ყოვლისშემძლეა, ყოვლისმხილველია, მაშინ რატომ გაუკვირდა ცოდვაში ადამიანის შესვლა? რა საჭიროება იყო ქრისტესი იქ, სადაც მას შეიძლება საერთოდ არ ეარსება? თუკი ყოვლადკეთილი და ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა ამდენი ტანჯვა? ეპიკურესთან ვბრუნდები, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს ამაზე პასუხები. თუ იეჰოვას მოწმე ხართ, გექნებათ ალბათ. და ბოლოს, ქრისტე ღმერთი არაა? თქვენ ღმერთი არ ხართ?
Pablo Sarabia
კი, იეჰოვას მოწმე ვარ.
იეჰოვა არის ადამიანისთვის უხილავი, ჩვენთვის უხილავ განზომილებაში არსებული, თვითკმარი, თვითმყოფი, მარადარსებული ღმერთი.
ის არ ემორჩილება სივრცესა და დროს. ის არსებობს დროისა და სივრცის მიღმა.
მოსეს გამოეცხადა მოსესავე სივრცეში დროში, თავის ადამიანურ ყოფაში.
შენ მეკითხები, თუკი ყოვლისშემძლეა, რატომ გაუკვირდაო ცოდვაში ადამიანის შესვლა. კი მაგრამ, საიდან ჩანს, რომ ეს გაუკვირდა? არ გაკვირვებია. როდესაც ქმნიდა ადამიანს, მან თავადვე შექმა ადამიანი თავისუფალი არჩევნის ნებით. ცხოველები ასე არ არიან, ცხოვებელი ფაქტიურად რობოტები არიან, როგორც დღეს პროგრამისტი წერს რაიმე პროგრამას, თუნდაც ამ საიტის პროგრამა ისეა დაწერილი, რომ საიტი ზუსტად მიჰყვება იმ „ქცევის ნორმებს“, რაც პროგრამისტმა ჩადო საიტის კოდში. ცხოველიც მიჰყვება იმ პროგრამას, რა პროგრამა და კოდიც მასში ღმერთმა ჩადო, მას არ აქვს თავისუფალი ნება. მაგრამ ადამიანს ღმერთმა მისცა თავისუფალი ნება, და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ არსებობდა ორი ალბათობა – ან დარჩებოდა ადამიანი მასთან, ან აირჩევდა დაუმორჩილებლობის გზას. ის იმედოვნებდა, რომ იმ სიყვარულის შემხედვარე, რა სიყვარულითაც ღმერთმა გარემოიცვა ისინი, ადამ და ევა მასთან დარჩებოდნენ, თუმცა ესმოდა, რომ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.
ქრისტეს საჭიროებაზე ბოლომდე ვერ გავიგე, რას გულისხმობ. რა თქმა უნდა, ალბათ არსებობდა კაცობრიობის დახსნის რამდენიმე გზა ცოდვისა და სიკვდილისგან, მაგრამ ღმერთმა ასე აირჩია, რომ ქრისტეს გადაერჩინა ადამიანები, ამ საკმაოდ რთული გზით წავიდა. რატომ გააკეთა ეს, შეიძლება არც გვესმოდეს ბოლომდე. ღმერთი თუა, აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ.
ტანჯვის დაშვების თემა სამყაროს დონის კითხვაა, რასაც შენ მეკითხები. ამ საკითხზე რადგან პასუხი არ აკმაყოფილებთ, ბევრი სწორედ ამიტომ ხდება ათეისტი, ან შეიძლება ათეისტი არ გახდეს, მაგრამ რწმენა დაკარგოს.
ერთი რამ ცხადია, რომ ღმერთი არ არის ტანჯვის მიზეზი. რატომ ვამბობთ ამას? ადამიანმა წინასწარ იცოდა, რაც მოუვიდოდა, თუკი ღმერთს არ დაემორჩილებოდა. ისინი კონკრეტულად ჰყავდა ღმერთს გაფრთხილებული, რა იქნებოდა ამის შედეგი.
მაგალითად შენთან რომ სტუმარი მოვიდეს, და შენ რომ გააფრთხილო, არ ახვიდეო სახლის სახურავზე, თორემ ჩამოვარდებიო, მაგრამ ეს სტუმარი რომ მაინც ავიდეს, ფეხი რომ დაუცურდეს, ჩამოვარდეს და მოკვდეს, იქნები შენ დამნაშავე მის სიკვდილში?
ღმერთი არანაირად არ არის დამნაშავე იმაში, რაც დღეს ადამიანებს ემართებათ, ოდნავადაც კი არ არის დამნაშავე.
სატანაც ერთ დროს კარგი ანგელოზი იყო, მერე გაამაყდა და მოინდომა, რომ ადამიანებთ მისთვის ეცათ თაყვანი.
მან დააჯერა ევა, და მასთან ერთად ადამიც, რომ ღმერთი რაღაც კარგს უმალავდა მათ. თითქოს სრულ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებდნენ, თუკი აკრძალულ ნაყოფს შეჭამდნენ. თითქოს ისინი ღმერთს გაუტოლდებოდნენ ამის მერე. ამაზე წამოაგო ევა და ადამიც აჰყვა მას ამაში. ეს აზროვნება დღესაც ირეკლება ადამიანებში, როცა ჰგონიათ, რომ ბედნიერებას აკრძალული სექსით, უზომოდ სმით, ნარკოტიკებითა და სხვა ასეთი რამეებით მოიპოვებენ. არადა ეს ვერასოდეს გააბედნიერებს ადამიანებს.
ამიტომაც ღმერთი არ არის ოდნავაც დამნაშავე იმაში, რაც ხდება. რაც დათესა ადამიანმა, იმას იმკის.
მან თავად წამოიწყო ღმერთისგან დამოუკიდებლობის ეს ექსპერიმენტი. ადამიანმა მმართველად და ღმერთად ფაქტიურად სატანა გაიხადა.
ღმერთს რომ დროზე ადრე შეეწყვიტა ეს ექსპერიმენტი, მაშინ სატანა, მისი დემონები, და ალბათ სხვა ადამიანებიც იტყოდნენ, რომ ღმერთი სასტიკია და არ აცადა მათ ამ ექსპერიმენტის ბოლომდე ჩატარება. იტყოდნენ, არ გვაცადე, რომ დაგვემტკიცებინა, რომ უშენოდაც შეგვიძლია დედამიწის მართვა და, რომ უშენოდ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, უშენოდ და შენი კანონების გარეშე.
ამიტომაც ღმერთმა საკმაო დრო გამოყო ამ ექსპერიმენტისთვის. აცდის ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს. თუმცა მისი გულმოწყალება ჩანს იქიდან, რომ ყველა, ვინც მის კანონებს იცავს და მის მხარეზეა, ყველა ასეთი, ვინც ამ ექსპერიმენტში დაზარალდება, მოკვდება თუ სხვა ტანჯვას გადაიტანს, ეს ყველაფერი მას აუნაზღაურდება. ვინც ღვთის ერთგული მოკვდება, ის სამოთხეში ახალი მსოფლიო წესრიგის დროს გაცოცხლდება. ღმერთი ყველა ზიანს აუნაზღაურებს ასეთებს.
შენს ბოლო კითხვას რაც შეეხება, ქრისტე არ არის იეჰოვა ღმერთი. ისე კი ბიბლიაში ადამიანსაც ეწოდება ღმერთი და ქრისტესაც. რაღაც გაგებით ადამიანიც ღმერთია იმ გაგებით, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია. ის ხომ თავად ღმერთის ანარეკლად არის შექმნილი და უნდა ირეკლავდეს კიდეც მის საოცარ თვისებებს. ქრისტესაც უწოდებს ბიბლია ღმერთს, ან ღვთის მსგავსს.
მაგრამ რა თქმა უნდა არც ქრისტე და არც ადამიანი არ არის ის ღმერთი, რომელიც პირველსაწყისია ყოველივესი.
მისი სახელია იეჰოვა. ეს სახელი საოცარია და იდუმალებით მოცული. თუ დაუწყებ ძებნას ამ ღმერთს, იპოვნი მას.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
საუკუნეებია დაობენ ღმერთის ბუნებაზე და არსზე. მიზეზი სწორედაც ისაა რაც მე აღვნიშნე მარა შენ რასაც სექტაში გეუბნებიან ის გჯერა, სხვას რასაც ეკლესიაში ეუნებიან ის სჯერა და ასე რა საუკუნეები.
დაისი
არ გაგივა ეგ ფილოსოფია. სექტა კი არ მეუბნება მაგას, რომ ღმერთი ერთია, წმინდა წერილის ორიგინალიდან დავდე დამამტკიცებელი ორი მუხლი, ერთი მოსეს რჯულიდან და მეორე სახარებიდან. ათასობით ასეთი მუხლია ბიბლიაში. ვერ გადაფარავ „სექტა სექტას“ ძახილით იმ ჭეშმარიტებას, რაც წმინდა წერილშია. ეს ჭეშმარიტებაა ის, რომ ღმერთი ერთია, მისი სახელია იეჰოვა, მისი ძე არის იესო ქრისტე და წმინდა სული არის მისგან მომდინარე ძალა და ენერგია, რითაც ის აკეთებს ყველაფერს, რაც მოუნდება.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
შენ გგონია სამების მორწმუნეები უარყოფენ “იაჰვე” ან “იეჰოვა” სახელს? ეკლესია ასწავლის რო ქრისტეში გაცხადდა იაჰვე, მე და მამა ერთი ვართ. უამრავი ასეთი მსხვილმსხვილი მუხლებია მასზე. ისევე როგორც ძველ აღთქმაში მამა არის აღწერილი ღმერთად, ახალ აღთქმაში ქრისტე არის აღწერილი ღმერთად და სრულიათ საფუძვლიანათ ეწოდება ქრისტეს: ღმერთი. ვინც ძე იხილა მამა იხილა დაა ქრისტე არის ღმერთი და არა სათამაშო ფიგურა. არც ნახევარ ღმერთია და არც პატარა ღმერთი, არამედ ღმერთი. (იოანე 1:1). ქრისტე აღწერილია თქვენსავე ბიბლიაში ძლიერ ღმერთად და მარადიულ მამად! (ესაია 9:6). ხედავ როგორ ნათლათ წერია და ამას ვერ უარყოფთ სექტანტები. რო ჩაიციკლებით იჰვჰ-ზე და გგონიათ მაგით რამე ახალს მინაგენით და ჭეშმარიტებას უწოდებთ, ასეთი საკითხები წვრილმანი კი არ არის ბეთელ, მსხვილმანია. თქვენ იტყვით არ არი მასეაო მაგრამ თქვენი მასეთი დამოკიდებულება იქნება მხოლოთ სასაცილო და მეტი არაფერი.
ცოტა მეტათ რო დაფიქრდეთ და შეისწავლოთ საეკლესიო ლიტერატურა არ გაწყენდათ სექტანტებს მარა გეკრძალებათ სექტის გარეთ არსებული ლიტერატურის კითხვა. ეგ არის ადამიანის ზომბირების ერთერთი მეთოდი. თან თქვენი სექტის გამოცემული ლიტერატურის სრილად წაკითხვაც კი აგიკრძალეს. დღეს ერთი გწამთ ხვალ სრულიათ საპირისპირო.
ეგ არაა ღმერთის რელიგია. მასე არ სწამდათ ქრისტიანებს. მათი სწავლებები არ იცვლებოდა არასდროს! თქვენი სწავლებები სულ ცვლილებებს განიცდის რაც იმის მტკიცებაა რო სექტის სათავეში მყოფ მასწავლებებს ღმერთი არ ეხმარება და არ აქვთ ღვთის სული.
ეგ ფილოსოფიაც მოგიძველდათ, ხალხს რომ ნაცარს აყრით თვალებში და არწმუნებთ იმაში, რომ ეგ სახელი ეკლესიის მამებმაც იცოდნენო. რო იცოდნენ, ამით მერე რა? კარგად შეინახონ.
თანამედროვე მსოფლიოში სწორედ იეჰოვას მოწმეები აცნობენ ხალხს ღმერთს თავისი სახელით. ეს ყველამ კარგად ვიცით. შენც კარგად იცი ეს, თუკი გულის სიღრმეში ჩაიხედავ, მაგრამ რადგან ჯიბრში გვიდგახარ, ყველანაირად ცდილობ, რომ გაამართლო ეკლესიის საქციელი, რომელმაც ხალხს დაუმალა ღვთის სახელი და ის „უფლად“ შეასაღა. როგორ შეიძლება გამართლება მოეძებნოს იმას, რომ მათ ბიბლიიდან 7000 ადგილას ამოშალეს ღმერთის სახელი და მის მაგივრად „უფალი“ ჩაწერეს? ესაა უდიდესი შეურაცხყოფა ღმერთის. სწორედ ამიტომაა, რომ ხალხში გაბუნდოვნდა ღმერთის აღქმა. არადა ესაა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი სახელი, რომელიც გვაცნობს ღმერთის პიროვნებას.
შენ გესიამოვნებოდა შენი სახელი რომ ყველა დოკუმენტიდან ამოეშალათ? მაგალითად, პასპორტში მარტო რაიმე შენი ტიტული რომ ეწეროს და არა შენი სახელი? ვთქვათ მამა ხარ და ასე რომ ეწეროს: მამა. ან შენი პროფესია პროგრამისტობაა და ასე რომ ეწეროს: პროგრამისტი. და მეტი არაფერი? მოგეწონებოდა?
სამწუხაროდ ბევრი ვერც კი ხვდება, რამხელა დანაშაულია ღმერთისთვის იმ სახელის წართმევა, რომელიც მან თავად დაირქვა, და რომლითაც უნდა, რომ ყველა იცნობდეს.
ქართულ ბიბლიაში მიჰყვნენ და პირწმინდად ყველგან ამოშალეს, შვიდი ათასჯერ. ეს სწორია?
კათოლიკე მღვდლებს აქვთ ბრძანება, რომ არც წერილობით და არც სიტყვიერად არ ახსენონ ღვთის სახელი.
და ამას ეძახი შენ, რომ ეკლესიის მამებმაც იციანო ღვთის სახელი?
და რატომ შეგყავს შეცდომაშ ხალხი, როცა ამბობ, რომ ქრისტე ახალ აღთქმაში ღმერთად არისო აღწერილი?
ათასობით ადგილას ქრისტეს ეწოდება ღვთის ძე და არა ღმერთი. და იოანეს 1:1 ვერანაირად ვერ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ ქრისტე ეს იგივეა, რაც იეჰოვა. ეს ორივე არის სხვადასხვა პიროვნება.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
რო ჩაიციკლებით იჰვჰ-ზე და გგონიათ მაგით რამე ახალს მინაგენით და ჭეშმარიტებას უწოდებთ, ასეთი საკითხები წვრილმანი კი არ არის ბეთელ, მსხვილმანია. თქვენ იტყვით არ არი მასეაო მაგრამ თქვენი მასეთი დამოკიდებულება იქნება მხოლოთ სასაცილო და მეტი არაფერი.
რაში გამოიხატება იჰვჰ–ზე ჩვენი ჩაციკვლა?
იმაში, რომ კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს არ ვბაძავთ და ღვთის სახელს რომ ვუცხადებთ ადამიანებს მთელ მსოფლიოში ისე, როგორც ეს წერია 7000–ჯერ წმინდა წერილში?
ეს ჩაციკვლა კი არაა, უბრალოდ ზუსტად იმას ვეუბნებით ადამიანებს, რაც ღმერთს ჰქვია წმინდა წერილებში. ღმერთს ჰქვია იეჰოვა და მის ძეს ჰქვია იეშუა ანუ ბერძნულიდან ქართულში შემოტანილი იესო.
ჩვენი მიგნება ის კი არაა, რომ ღმერთს იეჰოვა ჰქვია, ჩვენ უბრალოდ დამსახურებულ პატივს მივაგებთ ამ სახელს, ხალხს ვეუბნებით, რომ სადაც უფალი ღმერთი წერია, ყველგან უნდა ეწეროს იეჰოვა ღმერთი, რომელიც მთარგმნელებმა ამოშალეს კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ბიბლიებში.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
ეგ არაა ღმერთის რელიგია. მასე არ სწამდათ ქრისტიანებს. მათი სწავლებები არ იცვლებოდა არასდროს! თქვენი სწავლებები სულ ცვლილებებს განიცდის რაც იმის მტკიცებაა რო სექტის სათავეში მყოფ მასწავლებებს ღმერთი არ ეხმარება და არ აქვთ ღვთის სული.
აბა თუ შეგიძლია მოიყვანო მაგალითები ბიბლიიდან სადაც ნათლათ გამოჩნდებოდა რო ქრისტიანები ცვლიდნენ სწავლებებს, ჯერ ერთს ასწავლიდნენ და მერე მის საპირისპიროს, შეგიძლია მიგვიგითო ასეთი მაგალითები? არა.
ჩვენი სწავლებები კი არ იცვლებოდა, მსოფლიოში ქრისტეს მოციქულების სიკვდილის მერე გავრცელდა დამახინჯებული ქრისტიანობა, რომელსაც რომაელები და ბერძნები თავიანთი იმპერიების და ხალხის მასების სამართავად იყენებდნენ.
რადგან ეს სახეცვლილი ქრისტიანობა დაძალებით ვრცელდებოდა, წარმართებს რომ ადვილად მიეღოთ, ეს ეგრეთ წოდებული ქრისტიანობა გაიჟღინთა წარმართული სწავლებებით – სამების, სულის უკვდავების, ჯოჯოხეთის, და სხვა სწავლებებით.
იეჰოვას მოწმეებმა უდიდესი შრომის ფასად აღადგინეს ქრისტიანობის ის მოდელი, რაც პირველ საუკუნეში იყო. ეს ერთბაშად ვერ მოხდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ნელ–ნელა თავისუფლდებოდნენ ამ ცრუ და წარმართული სწავლებებისგან.
იეჰოვას მოწმეების მთავარი მრწმამსი და დოგმები არასოდეს იცვლება. დანარჩენი ბიბლია შედგება ათასი წვრილმანისგან და სხვა დეტალებისგან და შეიძლება ამაში ცდილობდნენ უკეთ ჩაწვდომას და რაღაც შეიძლება არასწორადაც გაიგონ.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
აბა თუ შეგიძლია მოიყვანო მაგალითები ბიბლიიდან სადაც ნათლათ გამოჩნდებოდა რო ქრისტიანები ცვლიდნენ სწავლებებს, ჯერ ერთს ასწავლიდნენ და მერე მის საპირისპიროს, შეგიძლია მიგვიგითო ასეთი მაგალითები? არა.
ბევრი რამე არც პირველ ქრისტიანებს ესმოდათ ბოლომდე და ნათლად.
მაგალითად იესოს მოციქულებს ეგონათ, რომ ქრისტეს სამეფო მაშინვე დამყარდებოდა.
„სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, მას ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“ (საქმეების 1:6).
ასევე სახარების ანალიზი აჩვენებს, რომ მოციქულებს ეგონათ, ქრისტე მათივე სიცოცხლეში მოვიდოდა მეორედ. თუმცა ამის მერე თითქმის 2000 წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ მომხდარა ეს.
რასაც შენ სწავლებების შეცვლას ეძახი, ეს არის მოწმეების ძლიერი სურვილი, რომ ყველაფერი ესმოდეთ წმინდა წერილებიდან. თუმცა იქ იმდენი დეტალია ნახსენები, რომ შეუძლებელია ამაში უშეცდომოები იყვნენ.
რაც მთავარია, მათი ძირითადი სწავლებები უცვლელია. მთავარი ეს არის.
* * *
QUOTE
(დაისი @ 5 Aug 2022, 13:54 )
ცოტა მეტათ რო დაფიქრდეთ და შეისწავლოთ საეკლესიო ლიტერატურა არ გაწყენდათ სექტანტებს მარა გეკრძალებათ სექტის გარეთ არსებული ლიტერატურის კითხვა.
შენ რა იცი, რომ არა მაქვს გამოკვლეული და წაკითხული?
იმისა არ იყოს, ათეისტების თემაში რომ დამცინე, ვითომ გულუბრყვილოდ ვამტკიცებდე, რომ ევოლუციის თეორია მცდარია და არაფერი გამეგებოდეს.
წლობით მაქვს ნაკვლევი ევოლუციის თეორია, ბოლო–ბოლო უნივერსიტეტში სწორედ ბიოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრაზე ვსწავლობდი რაღაც პერიოდი, სანამ სხვა მიმარათულებას ავირჩევდი. მილიონჯერ მაქვს დაღეჭილი ეს თეორია და სწორედ წლების განმავლობაში კვლევის მერე დავრწმუნდი, რომ ეს თეორია მცდარია. სწორედ ზუსტი მათთემატიკური და მეცნიერული მიდგომით მტკიცდება, რომ ეს თეორია მცდარია. სწორედ ზუსტი მათემატიკური ანგარიში და ალბათობის თეორია ადასტურებს, რომ შეუძლებელია მიდიარდობით წლის წინ მოლეკულები შემთხვევით თავისით შეჯახებოდნენ ერთმანეთს ოკეანეში და ელვის თუ მზის სხივების გავლენით იქ რაღაც რეაქცია დაწყებულიყო და ცოცხალ უჯრედებად ჩამოყალიბებულიყვნენ.
და ამ საეკლესიო ლიტერატურით რას მაკვირვებ? რამდენადაც შემეძლო ეს ლიტერატურაც კარგად მაქვს გამოკვლეული.
შენ არ იყავი წლების წინ რომ ამტკიცებდი, მუსულმანი ვარო?
შენ თუ გავქს გამოკვლეული კარგად ყურანი? მე დაგისვამ რამდენიმე კითხვას თუ გინდა და შეგიმოწმებ ერთი ცოდნას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59484879
· 6 Aug 2022, 17:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bet-El
თავიდან ბოლომდე არაფრის მთქმელი პოსტია ეგ შენი პოსტი.
ღმერთის სახელზე გარტყმაში არ ხარ ან შეგნებულათ ამაიხნჯებ ფაქტებს. კიდე გაგიმეორეფ, გაეცანი ეკლესიის ლიტერატურას და ნახავ რო ღმერთის სახელი ათასობით აქვთ გამოყენებული. თუნდაც ბიბლიის თარგმანები ნახე რომელიც არაა თქვენი სექტის გამოცემული მარა ათასობით ადგილას წერია ღმერთის სახელი, თუნდაც კათოლიკურ ბიბლიებში. მარა შენ ხო სიმართლის გამრუდების ოსტატი ხარ ოღონდ ხალხი მოატყუო და სექტისკენ მიმართო.
QUOTE
ბევრი რამე არც პირველ ქრისტიანებს ესმოდათ ბოლომდე და ნათლად.
არ გაგივა ეგ ტაქტიკა. მე არ მიკითხავს ბევრი რამე ესმოდათ თუ არა ქრიწტიანებს. მე სხვა რამე გკითხე და დაგიკოპირებ რო როგორმე მიხვდე თქვენი სექტის სატანურ სწავლებებს.
მე გკითხე:
QUOTE
აბა თუ შეგიძლია მოიყვანო მაგალითები ბიბლიიდან სადაც ნათლათ გამოჩნდებოდა რო ქრისტიანები ცვლიდნენ სწავლებებს, ჯერ ერთს ასწავლიდნენ და მერე მის საპირისპიროს, შეგიძლია მიგვიგითო ასეთი მაგალითები? არა.
პასუხი არა გაქ. იმიტო რო მოციქულები თქვენი სექტის თვითმარქვია თავკაცებისგან განსხვავდებოდნენ და წამდაუწუმ არ ცვლიდნენ სწავლებებს. მოციქულების სწავლებებში 1 ცვილებაც კი არ მომხდარა. თქვენი ცანცარა თავკაცების სწავლებები სულ იცვლება, დღეს ერთს ასწავლიან ხვალ მის საპირისპიროს, მერე ისევ უბრუნდებიან პირველად ნათქვამს და ასე ტრიალებენ და ბუქსაობენ. ეგაა ადამიანური ფილოსოფია ოღონდ დამახინჯებული.
QUOTE
მაგალითად იესოს მოციქულებს ეგონათ, რომ ქრისტეს სამეფო მაშინვე დამყარდებოდა.
„სხვა დროს, როცა შეიკრიბნენ, მას ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“ (საქმეების 1:6).
სექტანტური მენტალიტეტი გაქვს. მოციქულებს აბრალებ იმას რაც არ ეკუთვნით. მოციქულებმა კითხვა დასვეს, ეს არ ნიშნავს იმას რო ისინი ასწავლიდნენ პირველ საუკუნეში მოვიდოდა ღმერთის სამეფო. თქვენი სექტის თავკაცებისგან განსხვავებით მათ არც წლები დაუსახელებიათ. აი თქვენ კი მრავალჯერ დაასახელეთ არმაგედონის მოსვლის კონკრეტული თარიღები და სუყველა დაახაიეთ. თქვენი ნდობა როგორ შეიძლება საერთოთ?!
თქვენ ხართ ცრუ წინასწარმეტყველები, რომელზეც სახარებაშია ნაწინასწარმეტყველები. სიცრუეში მყოფი მატყუარები ხართ, ატყუებთ ხალხს და ასე ტანჯავთ მათ, ართმევთ ცხოვრებას და წლებს. მავნე სექტა ხართ.
QUOTE
ღმერთს რომ დროზე ადრე შეეწყვიტა ეს ექსპერიმენტი, მაშინ სატანა, მისი დემონები, და ალბათ სხვა ადამიანებიც იტყოდნენ, რომ ღმერთი სასტიკია და არ აცადა მათ ამ ექსპერიმენტის ბოლომდე ჩატარება.
სექტის ცრუ სწავლებებს იმერებ. ზუსტად ავხსენი წინა პოსტში რო თვენი სექტის სწავლებებით ღმერთი უუნარო გამოგყავთ. სატანის ტაშფანდურზე მოცეკვავე. თურმე სატანამ გამოიჭირა ღმერთი და გატოკების საშუალებას არ აძლევს. საუკუნეები გადის, ათასობით წლები, ხალხი იხოცება შიმშილში, საშნელ დაავადებებში, სასტიკ უსამართლობებში, ტანჯვაში და ენით აუწერელ სისასტიკეში. ამ დროს თქვენი ღმერთი ზის და ელოდება ათასობით წლებს, როგორ ამოიჟლიტებიან მისი ქმნილებები და ამ დროს ვერაფერს შვება, იმიტო რო თურმე სატანის აზრები აღელვებს, არ უთხრას ცუდი ტიპი ხარო. ვინც რა უნდა თქვას, ღმერთი თუა თქვენი ღმერთი და თან მოსიყვარულე, მზრუნველი და ყოვლისშემძლე, გატოკდებოდა და მოაგვარებდა ყველა საკაცობრიო პრობლემას მარა თქვენს წარმოსახვაში არსებული ღმერთი არის უუნარო, უსიყვარულო და შეზღუდული, სატანის კლანჭებში გამოკეტილი. მასეთი ღმერთი ვის რად უნდა? მხოლოდ სექტანტებს იასნია.
* * *
QUOTE
მე დაგისვამ რამდენიმე კითხვას თუ გინდა და შეგიმოწმებ ერთი ცოდნას.
შენ მე ცოდნას ვერ შემიმოწმეფ იმიტო რო თავათ არ ხარ ბევრ რამეში გარკვეული, შენი პოსტებიდან კარგად ჩანს. მაგას ჯობია, დაგროვილ კითხვებზე უპასუხო ხალხს. იეჰოვას მოწმეების თემაში თავზე გაყრია შეკითხვები. სხვა თემებში რო ზიხარ და სიტყვების რახარუხის მეტს არაფერს აკეთებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
#59485027
· 6 Aug 2022, 18:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(დაისი @ 6 Aug 2022, 17:36 )
Bet-El
თავიდან ბოლომდე არაფრის მთქმელი პოსტია ეგ შენი პოსტი.
ღმერთის სახელზე გარტყმაში არ ხარ ან შეგნებულათ ამაიხნჯებ ფაქტებს.
მარა შენ ხო სიმართლის გამრუდების ოსტატი ხარ ოღონდ ხალხი მოატყუო და სექტისკენ მიმართო.
მე სხვა რამე გკითხე და დაგიკოპირებ რო როგორმე მიხვდე თქვენი სექტის სატანურ სწავლებებს.
პასუხი არა გაქ. იმიტო რო მოციქულები თქვენი სექტის თვითმარქვია თავკაცებისგან განსხვავდებოდნენ
თქვენი ცანცარა თავკაცების სწავლებები
სექტანტური მენტალიტეტი გაქვს.
თქვენ ხართ ცრუ წინასწარმეტყველები, რომელზეც სახარებაშია ნაწინასწარმეტყველები. სიცრუეში მყოფი მატყუარები ხართ, ატყუებთ ხალხს და ასე ტანჯავთ მათ, ართმევთ ცხოვრებას და წლებს.
მავნე სექტა ხართ.
სექტის ცრუ სწავლებებს იმერებ.
სიტყვების რახარუხის მეტს არაფერს აკეთებ.
შენი სიტყვებივე გამხელს.
აქ არ ირჩევა იეჰოვას მოწმეები. ლაპარაკია იმაზე, ღმერთი სამება არის თუ არა.
მკითხველი თავად განსჯის, მე წმინდა წერილიდან ვადასტურებ ყველაფერს, რასაც ვამბობ სამების დოგმატზე.
შენ რა რწმენის ხარ, მართლმადიდებელი ხარ?
წლების წინ იეჰოვას მოწმეებს იცავდი და ყველას ეჩხუბებოდი, ვინც ჩვენზე ცუდს იტყოდა, შენი პოსტები ამავე ფორუმშია დაარქივებული.
ამავდროულად ამტკიცებდი, რომ კი ბატონო, ვიცავო იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ მუსულმანი ვარო.
ახლა მოწმეებს აგინებ და სამების დოგმატს იცავ. პარალელურად ათეისტურ იდეებს აჟღერებ ხშირად.
პირველად ვნახე ცხოვრებაში მუსულმანი, რომელიც თან ათეისტიც არის და თან სამების დოგმატს იცავდეს ხმალამოღებული.
საიდუმლოა შენი რელიგიური ორიენტაცია, რატომ არ გვეუბნები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59485081
· 6 Aug 2022, 18:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bet-El
სამებაზე როა თემა მაგიტო აგიხსენი ამდენი რო ბიბლიაში სამების სწავლებისთვის უამრავი ხელმოსაკიდი მუხლია მეთქი მარა თავი გაიგიჟე არაო. დაგიდე რამდენიმე მუხლი სადაც ქრისტე აღწერილია ღმერთად. რადგან შენი სექტანტური იდეებისთვის მიუღებელია არ გაწყობს ეს მუხლები.
QUOTE
მკითხველი თავად განსჯის, მე წმინდა წერილიდან ვადასტურებ ყველაფერს, რასაც ვამბობ სამების დოგმატზე.
კი, განსჯის აბა რა. უცებ არ გამოცულცულდნენ თქვენ სექტაში რა.
შენ გგონია რამე დაუმტკიცე ვინმეს მაგ სიტყვების რახარუხით?
QUOTE
შენ რა რწმენის ხარ, მართლმადიდებელი ხარ?
შენ რო პოსტებს კითხულობდე და აანალიზებდე ეგ კითხვა არ გაგიჩნდებოდა მარა ეჭვი მაქ განზრახ ცდილობ თემიდან გადახვევას.
QUOTE
წლების წინ იეჰოვას მოწმეებს იცავდი და ყველას ეჩხუბებოდი, ვინც ჩვენზე ცუდს იტყოდა, შენი პოსტები ამავე ფორუმშია დაარქივებული.
ადრე მხოლოთ შორიდან ვიცნობდი თქვენ სექტას და მას მერე რაც გამოვიძიე რა სექტაც ხართ, მივხვდი რო ძალიან საზიანო სექტა ხართ. ამიტო აღარ გიცავთ არანაირათ.
QUOTE
ამავდროულად ამტკიცებდი, რომ კი ბატონო, ვიცავო იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ მუსულმანი ვარო.
ისევ იტყუები. მუსულმანი ვარ მეთქი არასოდეს დამიწერია. მუსულმანურ ოჯახში გავიზარდე მეთქი ვწერდი. ეს არ ნიშნავს რო მუსულმანი ვარ. ცოტა ტვინი გაანძრიე არ გაწყენს. საწყენათ არ გეუბნები. სექტანტური მენტალიტეტია მასეთი ვიცი.
QUOTE
ახლა მოწმეებს აგინებ და სამების დოგმატს იცავ.
მატყუარა ხარ. მოწმეებისთვის არასდროს არ მიგინებია და არც სხვა რომელიმე რელიგიისთვის. მას მერე რაც გავეცანი თქვენი სექტის ნამდვილ როლს მივხვდი რო საზიანო სექტა ხართ და ამას ვიძახი ხოლმე პოსტებში. ეს არ ნიშნავს რო გაგინებთ. ძალიან გინდა მასე იყოს მარა არაა მასე ბეთელ. არც სამების დოგმატი დამიცვია. მე მხოლოთ ფაქტები დაგილაგე ბიბლიიდან რო ქრისტე აღწერილია ღმერთად და სამების მორწმუნეებისთვის უამრავი ბიბლიური საფუძველი არსებობს რაც სწამთ ისე სწამდეთ. მარა შენ ამას ვერ აანალიზებ. გიყვარს იარლიყების მიწებება ხალხზე გატყოფ.
QUOTE
პარალელურად ათეისტურ იდეებს აჟღერებ ხშირად.
პირველად ვნახე ცხოვრებაში მუსულმანი, რომელიც თან ათეისტიც არის და თან სამების დოგმატს იცავდეს ხმალამოღებული.
კითხვებს ვინც სვამს ესეგი ათეისტური იდეებს აჟღერებს.
როგორ გეწყვება ხოლმე ერთი ადგილი როცა კითხვებს გისვამენ.
წადი მოწმეების თემაში კითხვები დაგიგროვდა და გვიპასუხე. დროს ტყვილათ წელავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
#59485164
· 6 Aug 2022, 19:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
ყველა გიცნობთ ამ ფორუმზე, რამხელა თვითკმაყოფილებას განიჭებს, როცა შენი ჭკუით მოპაექრეს აჯობე და მაგარი რაღაცა დაწერე.
ჩემი მიზანი ეგ არ არის, რომ გამარჯვებული გამოვჩნდე შენთან კამათში.
ვინაა მატყუარა და ვინ არა, ამას დამნახავი დაინახავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59485175
· 6 Aug 2022, 19:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bet-El
ეგეც სექტანტური მენტალიტეტია, გამარჯვებული დამარხცებული. რა შუაშია ეგ საერთოთ? რაღაც უაზრობები დაწერე, სამებას იცავო, რახან რამდენიმე მუხლი დაგიდე თვალ წინ რო მასე არაა როგორც შენ გგონია და როგორც იეჰოვას მოწმეების სექტაში ჩაგძახიან. სამების მორწმუნეებს უამრავი ბიბლიური მუხლები უმყარებს რწმენას. შენ რო არ გაწყობს ეგ არაფერს ნიშნავს და რახან ეს ფაქტი აღვნიშნე, არ ნიშნავს რო სამებას ვიცავ. მე არავის ვიცავ და არც არავის ვებრძვი, არც არავინ მძულს. მე მხოლოთ ფაქტი აღვნიშნე და ამან გაგაცოფა და რეები აღარ დამაბრალე. იმის ნაცვლათ თემაზე წერო, ატორმუზებ და გარბიხარ.
კი, მკითხველი ხედავს ყველაფერს აბა შენი სიტყვების რახარუხს ხო არ წამოეგება და სექტაში ხო არ გამოგყვება
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
Bet-El
Bet-El
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
#59485204
· 6 Aug 2022, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ღმერთი სამბუნებოვანია თუ არა, ბიბლიაში ამაზე უნიკალური ფორმულაა მოცემული:
שְׁמַע, יִשְׂרָאֵל: יְהוָה אֱלֹהֵינוּ, יְהוָה אֶחָד
შემა ისრაელ! იჰვჰ ელოჰენუ იჰვჰ ეხად.
„ისმინე ისრაელო! ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ერთია იეჰოვა“.
მოსეს რჯული 6:4
ამ ფორმულას ვერავინ ვერ გადააბიჯებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6512
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59485273
· 6 Aug 2022, 19:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Bet-El
ეგ არაა ფორმულა
ფორმულა არა კვატი. ეგ არის ისრაელებისთვის მიცემული სმჯულში ჩაწერილი სიტყვები რომელიც ქრისტეს მოვლინებამდე დაიწერა. ქრისტე იუდეველებს ესაუბრებოდა და აუცილებლად უნდა მოეყვანა სიტყვები მოსეს სჯულიდან. მოციქულები კი ცალსახად წერენ რო ქრისტეში ღვთის საიდუმლოებანი გამჟღავნდა. ის საიდულოებანი რომელიც დაფარული იყო იუდეველებისთვის. ასე რო ეგ ფორმულა არაა, ჩარჩებნილი ხარ მოსეს სჯულში. გადმოინაცვლე ქრისტიანობაში თუ გინდა ქრისტეს მიმდევრობა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(46)
« პირველი
...
39
40
[41]
42
43
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0497 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.