როგორ მინდა გავიგო ვინ არის ავტორი

არსებობს თუ არა სანტა კლაუსი?
გაითვალისწინეთ შემდეგი:
1) ჩრდილოეთ ირმების ცნობილი სახეობებიდან არცერთი არ დაფრინავს. თუმცა, როგორც ვარაუდობენ, არსებობს უცნობი ცოცხალი ორგანიზმების კიდევ დაახლოებით 300.000 სახეობა. ძირითადად ესენია მწერები და მიკროორგანიზმები, მაგრამ ეს სრულიად არ გამორიცხავს მფრინავი ირმების არსებობას, რომლებიც მხოლოდ სანტას უნახავს.
2) დედამიწაზე 2 მილიარდი ბავშვი ცხოვრობს (18 წლამდე ასაკის). მაგრამ სანტა მხოლოდ კათოლიკეებთან მიდის, ასე რომ მოდი გამოვრიცხოთ ამ სიიდან მუსულმანები, იუდეველები, ბუდისტები და კრიშნაიტები, ანუ საერთო რაოდენობის 15% რჩება — 378 მილიონი ბავშვი, თუ სტატისტიკას დავუჯერებთ. საშუალოდ, იმავე სტატისტიკის თანახმად, ოჯახზე 3,5 ბავშვი მოდის. ეს 91,8 მილიონ ოჯახს შეადგენს. დავუშვათ, რომ თითოეულ ოჯახში ერთი ბავშვი მაინც არის, რომელიც კარგად იქცევა.
3) თუ დავუშვებთ, რომ სანტა-კლაუსი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მოძრაობს, მაშინ სანტას სამუშაო დღე 31 საათი გრძელდება, დროის სარტყლებისა და დედამიწის ტრიალის წყალობით. გამოდის, რომ სანტამ წამში 822,6 მონახულება უნდა გააკეთოს. ეს ნიშნავს, რომ თითოეული კატოლიკე ოჯახის მოსანახულებლად, რომელშიც ბავშვი კარგად იქცევა, სანტას დაახლოებით წამის 1/1000 სჭირდება. ამ დროის განმავლობაში მან უნდა:
"მიაპარკინგოს" ირმები, გადმოვიდეს ციგიდან, ჩახტეს ბუხრის მილში, წინდებში ჩააწყოს საჩუქრები, დანარჩენი საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დააწყოს, შეჭამოს მისთვის დატოვებული ტკბილეული, ამოძვრეს მილიდან, დაჯდეს ციგაში და შემდეგი სახლისაკენ გაემართოს. დავუშვათ, ეს 91,8 მილიონი გაჩერება სწორხაზოვნადაა განლაგებული დედამიწის ზედაპირზე, რაც, როგორც გვესმის, ასე არაა, მაგრამ ჩვენი გამოთვლებისათვის ასე იყოს. ამ შემთხვევაში, კათოლიკე ოჯახებს შორის მანძილი, რომლებშიც კარგი ბავშვები ცხოვრობენ, 1,15 კმ. იქნება, საერთო მანძილი კი დაახლოებით 113,25 მილიონ კმ.-ს შეადგენს, თუ არ ჩავთვლით იმ გაჩერებებს, რომლებსაც მგზავრობისას ვაკეთებთ ხოლმე თუნდაც 31 საათში ერთხელ, რათა ვჭამოთ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ სანტას ციგა მოძრაობს 970 კმ/წმ-ში სიჩქარით, ეს ხმის სიჩქარეზე 3000 ჯერ მეტია. შედარებისათვის, ადამიანის მიერ შექმნილი, ყველაზე სწრაფი აპარატი — კოსმოსური ზონდი «ულლის»-სი, სულ რაღაც 40 კმ/წმ-ში სიჩქარით ჩანჩალებს, ხოლო ჩვეულებრივი, არა მფრინავი, ირემი 25 კმ/სთ. სიჩქარით დარბის, ისიც მაშინ თუ ძალიან შევაშინებთ.
4) ტვირთი, რომელიც ციგაში დევს, ასევე საკმაოდ საინტერესოა. დავუშვათ, რომ თითოეული ბავშვი საჩუქრად იღებს სტანდარტულ კონსტრუქტორ LEGO-ს (დაახ. 1 კგ), ამ შემთხვევაში სანტას ციგაში 321.300 ტონა ტვირთი დევს, თუ თავად სანტას არ ჩავთვლით, რომელსაც ჩვეულებრივ მსუქანად აღწერენ. დედამიწაზე ჩვეულებრივ ირემს შეუძლია არაუმეტეს 150 კილოგრამის გადაზიდვა. მაშინაც კი თუ მფრივან ირემს 10-ჯერ მეტის გადაზიდვა შეუძლია, ყველა საჩუქრის გადასატანად საკმარისი არ იქნება 8-10 ირემი. მათ გადასაზიდად 214.200 ირემი იქნება საჭირო! ეს ციგის საერთო წონას 353.430 ტონამდე ზრდის.
5) 353.000 ტონა, რომელიც 970 კმ/წმ-ში სიჩქარით მიფრინავს, ჰაერის უდიდეს წინააღმდეგობას ხვდება, რის გამოც ციგა, დედამიწის ატმოსფეროში შემომავალი კოსმოსური ხომალდივით გაცხელდება. პირველი ორი ირემი 14,3 კვინტილიონ ჯოული ენერგიას შტანთქავენ. თითოეული. წამში. მოკლედ, ისინი ფაქტიურად მაშინვე დაიწვებიან, ისევე როგორც მათ შემდგომ მდგომი ირმები, ამავდროულად გამაყრუებელი აფეთქებები მოხდება. ირმების მთელი გუნდი ფერფლად იქცევა წამის 4,26 მეათასედში. ამავე დროს, სანტაზე ზემოქმედება ექნება ინერციის ძალას რომელიც 17.500 ჯერ აღემატება მიზიდულობის ძალას. სანტას, რომელიც 120 კილოგრამს იწონის (რაც ძალიან ცოტაა იმ პუტკუნასათვის რომელსაც გვიხატავენ), ციგის საზურგეზე მიაბრტყელებს 2 მილიონი კილოგრამის ძალით.
დასკვნა. სანტა-კლაუსი თუ კიდეც არსებობს, ის უკვე მკვდარია!)))))