Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(10)
« პირველი
...
7
8
[9]
10
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ღმერთი სელექციონერია?
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#52586789
· 24 Apr 2018, 00:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ninna_maya
QUOTE
იქნებ დამილინკოთ, ძალიან მაინტერესებს.
http://holybible.ge/bible/georgian/book-1-...-m-geo-m-geo--0
კარგი იქნება თუ მამა თამაზის ამ მცირე ვიდეოსაც ნახავ. შესაძლოა დაგეხმაროს...
https://www.facebook.com/qartuli.munchenshi...40687809316179/
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 806
წევრი No.: 237965
რეგისტრ.: 11-November 17
#52588751
· 24 Apr 2018, 14:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
დიდი მადლობა.))))))))))))
--------------------
კლავიატურით კონკურენცია ყველაზე ჯანსაღი კონკურენციაა. რა ხალხი, რა სასტავი.!!!
♥
ნუ ებრძვი სიბნელეს - ის არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს! უბრალოდ აენთე!
ჯეფ ფოსტერი ♥
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52594137
· 25 Apr 2018, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ninna_maya
ტანჯვა არაა ღმერთის ბრალი. ამის მიზეზები მართლაც ნათლად ჩანს იობის წიგნში, დათიკომ საუკეთესოდ გირჩია. ჩვენ დროებით ვიტანჯებით ამ ბოროტ სატანის სამყაროში, სადაც ავადმყოფობა ცოდვის შედეგად თანგვდევს დაწყებული ადამიდან. ღმერთი არ გვპირდება რომ დღეს ავადმყოფობისგან დაგვაზღვევს , რადგან მისი ერთგული მსახურებიც ავადდებოდნენ და კვდებოდნენ. საქმე ისაა, დარჩება თუ არა ადამიანი ღმერთის ერთგული განსაცდელების მიუხედავად, მათ შორის ხორცის ტანჯვის ანუ ავადმყოფობის და თუნდაც სიკვდილის პირისპირ მყოფი. სატანა სწორედ ამ ბრალდებას უყენებს თითოეულ ადამიანს რომ მხოლოდ როცა კარგადაა მაშინ ემსახურება ღმერთს და როგორც კი შეჭირვება გაუჩნდება დაგმობს...
,,მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა...."
აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა" (იობი 1,2 თავები)
თუმცა ღმერთს არ მივუტოვებივართ. სატანისთვის მიცემული დრო იწურება და ყველა ტანჯვა დასრულდება. შენ მეზობელს ღმერთი სრულად აღუდგენს ყველა ზიანს ქრისტე იესოთი თუკი ის რწმენას გამოავლენს , მას ექნება მტკიცე იმედი აღდგომის და თუ მის სიცოცხლეში მოხდება იესოს დაბრუნება ანუ მეორედ მოსვლა და მას რწმენით მოქმედს ჰპოვებს, რა თქმა უნდ ხსნილი იქნება ისედაც. დღეს კი მართებს იყოს მტკიცე და ამ განსაცდელმა ხელი არ ააღებინოს რწმენაზე. მიიღოს მისი დაავადება როგორც საშუალება ერთგულების დამტკიცების და საამისო ძალას ღმერთი ყოველთვის აძლევს ადამიანს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
Ninna_maya
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 806
წევრი No.: 237965
რეგისტრ.: 11-November 17
#52602282
· 26 Apr 2018, 14:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
world-miracle
ეს გასაგებია, მაგრამ იობის წიგნში ისიც არის ნათქვამი, რომ იობს დაუბრუნა ღმერთმა ქონება, მაგრამ არ დაუბრუნებია მისი ათი შვილი,არამედ მისცა მას შვილები,ანუ ახალი შვილები, თუ არ ვცდები.
ანუ ეს ახალგაზრდა შეიძლბა დაიღუპოს განუწყვეტელი ტკივილების და ტანჯვისგან, ხოლო ღვთის ერთგულ მშობლებს მიეცეს ახალი. ამის მეშინია.არ მინდა დაიღუპოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52636863
· 2 May 2018, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ninna_maya
QUOTE
ნუ ეს ახალგაზრდა შეიძლბა დაიღუპოს განუწყვეტელი ტკივილების და ტანჯვისგან, ხოლო ღვთის ერთგულ მშობლებს მიეცეს ახალი. ამის მეშინია.არ მინდა დაიღუპოს.
ახალი მიეცეს მაინც არასწორი იქნებოდა. ყოველი სიცოცხლე ღვთისგანაა და ყყოველი ადამიანი რომელიც შემოვიდა სამყაროში და ოდესმე დაიბადა ღვთის შვილია . ეგ ახალგაზრდა თუ დაიღუპება, ეს მოხდება სატანის დამღუპველი ზეგავლენისაგან კაცობრიობაზე და არა იმიტომ რომ ღმერთი წაიყვანს ან ღმერთს სძულს.
ის დარჩება ღვთის მეხსიერებაში და აღდგება სრულყოფილ სხეულში ახალ ღვთის სამეფოში, დედამიწაზე რომელსაც ამზადება უფალი ყოველი მისი მორწმუნისათვის. ჰქონდეს მას ამის იმედი. მშვიდად იყოს , რადგან სიკვდილი არც ტანჯვაა ჯოჯოხეთში და არც სადმე , არამედ დროებითი გათიშვა ცნობიერებიდან. ის ვერც გაიაზრებს რამდენ ხანს იყო მკვდარი. უბრალოდ დახუჭავს თვალებს და გაახელს ახალ სამყაროში. ირწმუნოს იესოს აღდგომა და გაჰყვეს მას. ეს ბიბლიური დანაპირებია და უტყუარი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#52637174
· 2 May 2018, 17:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
world-miracle
QUOTE
ღმერთმა არჩია წინასწარ არ სცოდნოდა, რას გააკეთებდნენ ადამი და ევა, თუმცა მას შეეძლო წინასწარ გაეგო ყოველივე
დავუშვათ ღმერთმა წინასწარ იცის ადამი და ევა რომ არ დაემორჩილებოდნენ ღმერთის მცნებას ...იცოდეს აბელი რომ მოკლავდა კაენს, და ყველა ის უსამართლობა რაც ადამიანი დღემდე ახორციელებს ...შენი აზრით შექმნიდა საერთოდ კაცობრიობის მოდგმას?
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52637228
· 2 May 2018, 17:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
მე არ მითქვამს რომ წინასწარ საზღვრავს და აწესებს ვინ რას იზამს. საპირისპიროს ვამბობ...
თუ ის წინასწარ ადგენს მოვლენებს საერთოდ იკარგება ნების თავისუფლების იდეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#52637618
· 2 May 2018, 19:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
world-miracle
ვიცი რომ არ გითქვამს ...შენ ამბობ რომ ღმერთმა წინასწარ არ იცოდა ადამი და ევა რომ არ დაემორჩილებოდნენ და ამით ამბობ რომ თუ იცის ესეიგი წინასწარგანსაზღვრულიაო მათი ქმედება ...რაც არ არის სწორი
მინდა გითხრა რომ წინასწარ ცოდნით არ იზღუდება ადამიანის თავისუფლება ....ქრისტემ წინასწარ იცოდა რომ პეტრე სამჯერ უარყოფდა ქრისტეს არ ვიცნობო ...ასევე წინასწარ იყო ცნობილი რომ იოანე ნათლისმცემელი დიდი იქნებოდა და ის დეტალიც კი იცოდა რომ ღვინოს არ დალევდა ....თუ იოანეზე და პატრეზე არ ფიქრობ რომ წინასწარ განსაზღვრული არ იყო მათი ქმედებები რატომ ფიქრობ რომ ადამის და ევას დაუმჩილებლობლობის წინასწარ ცოდნით იზღუდება თავისუფლების ნება?
ამიტომ ისევ გავიმეორებ კითხვას ....წინასწარ რომ ცოდნოდა ღმერთს რომ ადამი აკრძალულ ხის ნაყოფს შეჭამდა მაინც შექმნიდა ადამიანს?
This post has been edited by
lasha kakauridze
on 2 May 2018, 19:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52637685
· 2 May 2018, 19:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
თუ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაშინ ადამისა და ევას შექმნამდე მას უკვე ეცოდინებოდა, რომ ისინი არ დაემორჩილებოდნენ. მაგრამ იცოდა ღმერთმა, რომ ადამი შეჭამდა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის“ ხის ნაყოფს, როცა უთხრა ადამს, არ ეჭამა ის, რათა არ მომკვდარიყო.
ღმერთმა არჩია წინასწარ არ სცოდნოდა, რას გააკეთებდნენ ადამი და ევა, თუმცა მას შეეძლო წინასწარ გაეგო ყოველივე. ამიტომ საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა , იცოდეს, რა მოხდება მომავალში, არამედ ის, გააკეთებს თუ არა ამას. გარდა ამისა, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია, ის შეგნებულად და უმოწყალოდ არ განსაზღვრავდა წინასწარ ედემის ბაღში მომხდარ დაუმორჩილებლობას და მის სავალალო შედეგებს.
QUOTE
მინდა გითხრა რომ წინასწარ ცოდნით არ იზღუდება ადამიანის თავისუფლება
ვიცი. ბიბლია დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და მთლიანად წინასწარმეტყველებების წიგნია. ორ სხვადასხვა რამეზეა საუბარი:
1) ღ მერთს აქვს უნარი იცოდეს მომავალი
2. ის არ ადგენს წინასწარ არავის ბედს
გონიერ ქმნილებებს მან ნების თავისუფლება მისცა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, აერჩიათ, დამორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. მას აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი, მაგრამ ის ამ უნარს ყოველთვის არ იყენებს.
მაგ კითხვაზე არ მაქვს ზუსტი პასუხი. მაგრამ მან წინასწარ არც დაგეგმა და არც განჭვრიტა სავალალო მომავალი.
„შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“.
სამართლიანმა და მზრუნველმა ღმერთმა გააფრთხილა ადამი: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ . პირველ წყვილს მარადიულ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანი უნდა გაეკეთებინა. განა ღვთის მხრიდან თვალთმაქცობა არ იქნებოდა, ადამი და ევა ცოდვის შესახებ გაეფრთხილებინა, თუკი წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა? ის არ მისცემდა ადამიანს არჩევნის გაკეთების საშუალებას, თუ არჩევანი რეალურად არ არსებობდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#52637777
· 2 May 2018, 19:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
world-miracle
QUOTE
. ის არ ადგენს წინასწარ არავის ბედს
რა თქმა უნდა არავისი ბედი არ არის დადგენილი ...ამაში ჩ ენ ორივე ვთახმდებით ....
ჩვენ იმაში ვერ ვთახმდებით რომ ღმერთმა თუ იცის წინასწარ ადამიანის თავისუფალი მოქმედება შენ ამბობ რომ ეს მაშინ განსაზღვრულიაო ხოლო მე ვამბობ რომ არაფერი წინასწარ არ არის განსაზღვრული ...ღმერთის წინასწარი ცოდნა ხელს არ უშლის ადამიანის თავისუფლების მოქმედებას ....
პეტრეს წინასწარი ქმედება რომ განისაზღვრა (სამჯერ უარყოფა) ამით შენ ამბობ რომ პეტრეს თავისუფლება შეეზღუდა? ...
ღმერთისთვის აწმყო წარსული და მომავალი ერთ სიბრტყეზე განიხილება ....და არასწორია იმის თქმა რომ ღმერთი ძალით გახდა უმეცარი იმის გამო ადმიანების ქმედებები ბრაზილიური სერიალივით ეყურებინა ....
როდესაც ამბობ რომ ღმერთმა ინება არ სცოდნოდა ადამიანის ქმედება და გახდა უმეცარი არის ღვთის შეურაცხყოფა და დაკნინება
იცის ღმერთმა ყველაფერი ...თითოეულის ადამიანის ნაბიჯი იცის ...მისი მომავალიც იცის ...სანამ კაცობრიობას შექმნიდა მანამდე იცის აფსოლიტურად ყველა ადამიანის ქმედება (უმნიშვნელო დეტალიც კი) ...სანამ ადამიანს შექმნიდა მაშინაც იცის ვინ მოხვდება სამოთხეში.....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52637844
· 2 May 2018, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
პეტრეს წინასწარი ქმედება რომ განისაზღვრა (სამჯერ უარყოფა) ამით შენ ამბობ რომ პეტრეს თავისუფლება შეეზღუდა? ...
არ შეზღუდვია. მან ეს თავად აირჩია. იესომ უბრალოდ წინასწარ განჭვრიტა. როგორც იუდამ, თავად გადაწყვიტა იესოს გაცემა.
QUOTE
როდესაც ამბობ რომ ღმერთმა ინება არ სცოდნოდა ადამიანის ქმედება და გახდა უმეცარი არის ღვთის შეურაცხყოფა და დაკნინება
ეს არ ნიშნავს რომ უმეცარი გახდა. მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე.
ვინც მიიჩნევს, რომ ღმერთი სრულყოფილი ვერ იქნება, თუ ის ყველაფერს წინასწარ უმცირეს დეტალებში არ განსაზღვრავს, გამოდის, რომ სრულყოფილებას თავისებურად განმარტავს. სინამდვილეში სრულყოფილება ყოველთვის აბსოლუტური და ყოვლისმომცველი არ არის, ვინაიდან ამა თუ იმ რამის სრულყოფილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეესაბამება უფლებამოსილი პირის მიერ მისთვის დადგენილ ნორმებს ასე რომ, რა ჩაითვლება სრულყოფილად და რა არა, საბოლოოდ ღვთის ნებაზეა დამოკიდებული და არა ადამიანის შეხედულებებსა თუ წარმოდგენებზე .
მაგალითად, არავინ უარყოფს იმას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ანუ მისი შესაძლებლობები და ძალა შეუზღუდავია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები. ფაქტია, რომ ღმერთს თავისი ძალა ასე არასდროს გამოუვლენია. წინააღმდეგ შემთხვევაში ღვთის რისხვისა და გულისწყრომის მაჩვენებელი მოვლენების შედეგად როგორც ეს წარღვნის დროს თუ სხვა შემთხვევებში მოხდა მხოლოდ რამდენიმე უძველესი ქალაქი და ერი კი არ აღიგვებოდა , არამედ თვით დედამიწაც და ყოველივე მასზე არსებულიც დიდი ხნის წინათ განადგურდებოდა.
აქედან გამომდინარე, ღმერთი უკონტროლოდ არასდროს იყენებს თავის უსაზღვრო ძალას. ის ყოველთვის თავისი განზრახვისამებრ მოქმედებს და, თუ საფუძველი აქვს, გულმოწყალებასაც ავლენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღმერთი თავისი ქმნილებების მომავლის შესახებ განურჩევლად ყველაფრის განჭვრეტას არ ცდილობს. ეს ნიშნავს, რომ შემოქმედების დასაწყისიდან განვითარებული მოვლენები ღვთის სცენარის მიხედვით დადგმული „სპექტაკლი“ არ ყოფილა. პირიქით, ღმერთი აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა პირველ ადამიანებს ყოველგვარი ბოროტების გარეშე დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების პერსპექტივა მისცა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#52637845
· 2 May 2018, 20:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
განა ღვთის მხრიდან თვალთმაქცობა არ იქნებოდა, ადამი და ევა ცოდვის შესახებ გაეფრთხილებინა, თუკი წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა
რატომ იქნებოდა თვალთმაქცობა? ....თავისუფლება ხომ არ შეუზღუდებია?.....
მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ ....ქრისტემ იცოდა რომ იუდა გასცემდა ....სახარებაში ხშირად იმეორებს რომ ერთი თორმეტთაგანი გასცემდა ...მაშინ რატომ აფრთხილებდა იუდას მისამართით რომ ვაი ექნებოდა ვის მიერაც გაიცემოდა? ...შენი ლოგიკით თვალთმაქცობდა იესო?
ნუთუ არ მიხვალ შენ მეგობართან და არ გააფრთხილებ მოსალოდნელ საფრთხეზე მიუხედავად იმისა დარწმუნებული რომ იყო რომ ის მაინც გააკეთებს? .....თუ ხელს ჩაიქნევ? .....გაფრთხილება შენი ვალია თორემ შენც მოგეკითხება ის ქმედება რომ არ გააფრთხილე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52637901
· 2 May 2018, 20:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
ბოლო პოსტშია მაგის პასუხი .
QUOTE
ქრისტემ იცოდა რომ იუდა გასცემდა ..
თავიდან არ იცოდა. იცოდა რომ ერთერთი გასცემდა მაგრამ რომელი ეს არა. რომელიც სუსტი ნახა იმას დაესხა სატანა თავს. იუდა თავიდან ფულს იპარავდა ყულაბიდან და ეს შეუმჩნეველი არ დარჩა იესოს. მერე უკვე იცოდა რომ იუდა იყო გამცემი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ღვთის თვისებებსა და წარსულ საქმეებს, არ იქნებოდა სწორი იმის თქმა, რომ მან წინასწარ განსაზღვრა, რომ იუდა შეცდებოდა. თავისი მოციქულობის დასაწყისში იუდა ღვთისა და იესოს ერთგული იყო. იესომ თავიდანვე შენიშნა, რომ იუდამ გახრწნა დაიწყო, ანუ აჰყვა არასრულყოფილებასა და ცოდვილ მიდრეკილებებს . იუდა მიხვდებოდა, რომ თავად იყო იესოს მიერ მოხსენიებული ცილისმწამებელი, მაგრამ განაგრძობდა იესოსა და ერთგულ მოციქულებთან ერთად სიარულს და არ იცვლებოდა.
QUOTE
ნუთუ არ მიხვალ შენ მეგობართან და არ გააფრთხილებ მოსალოდნელ საფრთხეზე მიუხედავად იმისა დარწმუნებული რომ იყო რომ ის მაინც გააკეთებს?
კი მივალ. ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა ამით? ანუ ფიქრობ რომ ყოველივე რაც მომხდარა სიბოროტე ეს ღმერთმა წინასწარ იიცოდა როცა სამყაროს ქმნიდა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#52638020
· 2 May 2018, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
world-miracle
QUOTE
არ შეზღუდვია. მან ეს თავად აირჩია. იესომ უბრალოდ წინასწარ განჭვრიტა. როგორც იუდამ, თავად გადაწყვიტა იესოს გაცემა.
აქ ხვდები რომ პეტრეს არ შეზღუდვია თავისუფალი ნება ...ხოლო ადამის შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტა თავისუფალი ქმედება იზღუდება ...როგორ გავიგოთ ეს? ....ადამმაც თავად აირჩია აკრძალული ხის ნაყოფის შეჭმა და ეს ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ...ეს ვერსია რატომ არ მოგწონს? ....
QUOTE
ეს არ ნიშნავს რომ უმეცარი გახდა. მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე.
როდესაც რაიმე არ იცი ამას ეწოხება უმეცრება ანუ იგივენაირად არ ცოდნა .....ღმერთმა თუ აირჩია რომ ესა თუ ის დეტალი წინასწარ არ სცოდნოდა ავტომატურად ხდის მას უმეცარს ...ანუ უმეცარი იყო როდესაც ღმერთმა არ იცოდა იმ აკრძალულ ხის ნაყოფს შეჭამდა ადამი თუ არა ....არ ააქვს მნიშვნელობა თავისივე ნებით გაააკეთა ეს თუ არა ....მას უკვე უმეცარს ვეძახით
QUOTE
მაგალითად, არავინ უარყოფს იმას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა ანუ მისი შესაძლებლობები და ძალა შეუზღუდავია მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები.
აფსულიტურად განსხვავებული პარალელი მოგყავს მაგალითად....მხატვარმა შეიძლება სულ არ დახატოს მაგრამ მას თუ აქვს შესაძლებლობა ხატვის მას მაინც მხატვარი ქვია ....ხოლო როდესაც არ იცი ეს ნიშნავს რომ ყოვლისმცოდნე არ ხარ
მე შემიძლია რაიმე შემოქმედ3ბა გავწიო ..მაგალიატად შემიძლია სახლი ავაშენო....მე ავაშენებ ამ სახლს თუ არა მაინც არ დამეკარგება ის შემოქმედების ნიჭი რასაც სახლის აშენება ქვია ...ხოლო თუ არ ვიცი ამ სახლის აშენება უმეცარი ვიწოდები
ღმერთი თუ არ იყენებს ამა თუ იმ ძალას ეს არ ნიშნავს რომ მას ეს ძალა არ შესწევს ....მაგრამ თუ ღმერთმა მოინდომა რომ ამ საქმეში უმეცარი იყოს ....ამას ეწოდება უმეცრება
მოვრჩი შენთან საუბარს ...გაიგებ გაიგებ ვერა და ღმერთმა გაგინათოს ჭეშმარიტების გზა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
world-miracle
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 439
წევრი No.: 238372
რეგისტრ.: 26-November 17
#52638078
· 2 May 2018, 20:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
და ანუ შენ ამბობ ყველა ბოროტება რაც მომხდარა და დასაწყისიც ღმერთმა იცოდა წინასწარ?
QUOTE
.ადამმაც თავად აირჩია აკრძალული ხის ნაყოფის შეჭმა და ეს ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ...ეს ვერსია რატომ არ მოგწონს? ....
ადამის არჩევანმა მთელ კაცობრიობაზე იქონია გავლენა. მე მჯერა რომ ღმერთმა გულწრფელად მიუთითა მათ აევსოთ დედამიწა და გულწრფელადვე გააფრთხილა საფრთხის შესახებ. უმეცრება ცოტა ცუდად ჟღერს როცა ღმერთზე ვსაუბრობთ და ეს სიტყვა დამამცირებელია. მან წინასწარ არ განსაზღვრა! და ეს არაა უმეცრება სტანდარტული გაგებით.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(10)
« პირველი
...
7
8
[9]
10
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0353 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.