ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!▪ რა არის ცრუ რელიგია?
▪ როგორ დადგება მისი აღსასრული?
▪ როგორ შეგეხებათ ეს პირადად თქვენ?
რა არის ცრუ რელიგია?გაღელვებთ ის ფაქტი, რომ რელიგიის სახელით უამრავი ბოროტება ხდება? უსამართლობად არ მიიჩნევთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებად აცხადებენ თავს, მხარს უჭერენ ომებს, ტერორიზმსა და კორუფციას? როგორც ჩანს, ბევრი პრობლემის სათავე სწორედ რელიგიაა. რა არის ამის მიზეზი? სინამდვილეში, ყველა რელიგია კი არა, ცრუ რელიგია ქმნის პრობლემებს. საყოველთაოდ აღიარებული მოძღვრის, იესო ქრისტეს, სიტყვების თანახმად, ცრუ რელიგიას ბოროტება გამოაქვს ნაყოფად, ისევე როგორც ცუდ ხეს — უვარგისი ნაყოფი (მათე 7:15—17). რა ნაყოფი გამოაქვს ცრუ რელიგიას?
ცრუ რელიგია. . .
■ ომსა და პოლიტიკაში ერევა: „აზიაში, ისევე როგორც დედამიწის სხვა კუთხეში, რელიგიური წინამძღოლები სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებისკენ ისწრაფვიან და გამორჩენის მიზნით უსირცხვილოდ მანიპულირებენ ხალხის რწმენით“, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში (Asiaweek). ამიტომაც ეს ჟურნალი ასკვნის: „მსოფლიო ქაოსის პირასაა“. შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ცნობილმა რელიგიურმა წინამძღოლმა განაცხადა: „ტერორისტები რომ შეაჩერო, უნდა დახოცო“. რას გვთავაზობს ის? „დახოცეთ ტერორისტები უფლის სახელით“. ბიბლია კი საპირისპიროს ამბობს: „თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს, მატყუარაა“ (1 იოანე 4:20). იესომ ისიც თქვა: „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44). თქვენი აზრით, არსებობს ისეთი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ომში არ მონაწილეობენ?
■ ცრუ სწავლებებს ავრცელებს: რელიგიათა უმეტესობა ასწავლის, რომ ადამიანს აქვს უხილავი სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ განაგრძობს არსებობას. მრავალი რელიგია ამ სწავლებას იყენებს, რომ თავის მრევლს გარდაცვლილთა სულების ლოცვებში მოსახსენიებლად ფული გამოსტყუოს. ბიბლია კი სულ სხვა რამეს ამბობს: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“ (ეზეკიელი 18:4). „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). იესო ასწავლიდა, რომ მკვდრები აღდგებიან. მაგრამ თუკი ადამიანს უკვდავი სული აქვს, რა საჭიროა მკვდრეთით აღდგომა? (იოანე 11:11—25) ასწავლის თქვენი რელიგია სულის უკვდავებას?
■ უზნეობას იწყნარებს: დასავლეთის ქვეყნებში ეკლესიები ჰომოსექსუალისტებსა და ლესბოსელებს მღვდლებად ნიშნავს და მთავრობას მოუწოდებს, ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინების უფლება მისცეს. მართალია, ზოგიერთი ეკლესია უზნეობას განსჯის, მაგრამ ამავე დროს ისეთ რელიგიურ წინამძღოლებს იწყნარებს, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ. ბიბლიის თვალსაზრისი კი არაორაზროვანია: „თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები, . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს“ (1 კორინთელები 6:9, 10). იცნობთ ისეთ რელიგიებს, რომლებიც უზნეობას იწყნარებენ?
რა ელით იმ რელიგიებს, რომლებსაც ცუდი ნაყოფი გამოაქვთ? იესომ გაგვაფრთხილა: „ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ“ (მათე 7:19). დიახ, ცრუ რელიგიას „მოჭრიან“ და გაანადგურებენ! როდის და როგორ მოხდება ეს? ამაზე პასუხს გვცემს წიგნ „გამოცხადების“ მე-17 და მე-18 თავებში აღწერილი წინასწარმეტყველური ხილვა.
როგორ დადგება ცრუ რელიგიის აღსასრული?წარმოიდგინეთ, მეძავი საშინელ მხეცზე ზის; მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს (გამოცხადება 17:1—4). ვის წარმოადგენს ეს მეძავი? ის გავლენას ახდენს „დედამიწის მეფეებზე“, ძოწისფერი ქსოვილით არის შემოსილი, საკმეველს აკმევს და აურაცხელ სიმდიდრეს ფლობს. გარდა ამისა, მეძავს სპირიტიზმით „შეცდომაში შეჰყავს ყველა ხალხი“ (გამოცხადება 17:18; 18:12, 13, 23). ბიბლია გვიჩვენებს, რომ ეს მეძავი მთელი მსოფლიოს რელიგიათა სიმბოლოა; მხოლოდ ერთი რომელიმე რელიგიის კი არა, ყველა რელიგიის სიმბოლოა, რომელთაც ცუდი ნაყოფი გამოაქვს.
მხეცი, რომელზეც მეძავი ზის, მსოფლიო პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენს* (გამოცხადება 17:10—13). ცრუ რელიგია მართავს ამ პოლიტიკურ მხეცს; ცდილობს გავლენა იქონიოს მის გადაწყვეტილებებზე და აკონტროლოს მისი ნაბიჯები.
მალე განსაცვიფრებელი რამ მოხდება: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი შეიძულებენ მეძავს, ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (გამოცხადება 17:16). მოულოდნელად მსოფლიო პოლიტიკური ძალები ცრუ რელიგიას თავს დაესხმებიან და გაანადგურებენ! რატომ? წიგნი „გამოცხადება“ გვპასუხობს: „ღმერთმა მათ გულებში ჩაუდო, რომ განახორციელონ მისი აზრი“ (გამოცხადება 17:17). ღმერთი პასუხს მოსთხოვს ცრუ რელიგიას ყველა იმ სამარცხვინო საქმისთვის, რაც მისი სახელით ჩაუდენია. ღმერთი სამართლიანად იმოქმედებს, როცა მეძავის დასასჯელად მისივე საყვარლებს, პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენებს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ცრუ რელიგიის ხვედრი არ გავიზიაროთ? „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“, — მოგვიწოდებს ღვთის მაცნე (გამოცხადება 18:4). სწორედ ახლაა ცრუ რელიგიიდან გამოსვლის დრო! მაგრამ სად უნდა წავიდეთ? ათეიზმს ვერ მივმართავთ, რადგან მასაც ისეთივე მომავალი ელის, როგორიც ცრუ რელიგიას (2 თესალონიკელები 1:6—9). ერთადერთი თავშესაფარი ჭეშმარიტი რელიგიაა. როგორ უნდა გავიგოთ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?
როგორ გავიგოთ, რომელია ჭეშმარიტი რელიგია?როგორი ნაყოფი უნდა გამოიღოს ჭეშმარიტმა რელიგიამ? (მათე 7:17)
ჭეშმარიტი რელიგია. . .
■ სიყვარულს ავლენს: ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები „არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“; ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლენაში მათ რასობრივი და კულტურული სხვაობები არ უშლით ხელს (იოანე 13:35; 17:16; საქმეები 10:34, 35). ისინი არ ხოცავენ ერთმანეთს, უფრო მეტიც, მზად არიან თავი გასწირონ ერთმანეთისთვის (1 იოანე 3:16).
■ ღვთის სიტყვას ენდობა: ჭეშმარიტი რელიგია არ ასწავლის „ადათ-წესებსა“ და „ადამიანთა მცნებებს. . . როგორც სწავლებებს“. ჭეშმარიტი რელიგიის სწავლებების საფუძველი ღვთის სიტყვა, ბიბლიაა (მათე 15:6—9). რატომ? იმიტომ რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად“ (2 ტიმოთე 3:16).
■ ოჯახებს განამტკიცებს და მაღალზნეობრივ ნორმებს იცავს: ჭეშმარიტი რელიგია ქმრებს ასწავლის, „უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“; ცოლებს ეხმარება განივითარონ ქმრების მიმართ დიდი პატივისცემა; ბავშვებს კი მოუწოდებს: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს“ (ეფესოელები 5:28, 33; 6:1). ისინი, ვისაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრია, ზნეობრივ ნორმებს სამაგალითოდ უნდა იცავდნენ (1 ტიმოთე 3:1—10).
შეესაბამება რომელიმე რელიგია ამ ნორმებს? ერთ წიგნში ნათქვამია: „უფრო მეტი ხალხი რომ მიჰყოლოდა იმ სწავლებებს, რასაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, და ისე ეცხოვრათ, როგორც მოწმეები ცხოვრობენ, ჰოლოკოსტს ავიცილებდით თავიდან და გენოციდი მეტად აღარ დაემუქრებოდა კაცობრიობას“ (Holocaust Politics, 2001 წელი).
დღეს 235 ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები არა მხოლოდ ქადაგებენ ზნეობრივ ნორმებს, რომლებიც ბიბლიაშია მოცემული, არამედ ამ ნორმების შესაბამისად ცხოვრობენ. სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, დაგეხმარონ იმის გაგებაში, თუ რას მოითხოვს ღმერთი თქვენგან, რათა მის მოსაწონად სცეთ თაყვანი. ახლა მოქმედების დროა! არ დააყოვნოთ, ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა (სოფონია 2:2, 3).
თუ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ იმ ბიბლიური ცნობის შესახებ, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ქადაგებენ, დაუკავშირდით ქვემოთ მოცემულ მისამართზე.
www.jw.org/ka
“You do not really understand something unless you can explain it to your grandmother.” A.E.