მე პანთეისტი ვარ და ეს სიტყვები მოგწერე. რატომ გამორიცხავ იმას, რომ ვაჟას, როგორც პანთეისტს, იგივე შეხედულებები არ ექნებოდა?
მე პირადად არაერთხელ დამიცავია პატრიარქიც და მართლმადიდებლობაც ფორუმზე..
თუ გსურს, თემებსაც მოვძებნი და დავდებ..
ასევე მე მწერალი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მოვიხსენიებდი ჩემს შემოქმედებებში მართლმადიდებლობას და იესოს, სითბოთი..
ვინ არის "საბა"?! აი საბა რომ არ ჩაესვა მეგ შემოქ,ედებაში ვაჟას.
მაშ ვინ უნდა ჩაესვა?! ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა ის სიტყვები რაც ვაჟამ საბას ათქმევინა..
ავტორი პერსონაჟებს იმ მიზეზით სვამს შემოქმედებაში, რომ რაღაცის ჩვენება სჭირდება. ტყუილა უბრალოდ არცერთ ავტორს არ შეჰყავს არცერთი პერსონაჟი.
გააჩნია წიგნის და შემოქმედების ჟანრს.
რატომ იყო საბა ძველი ბერი. ეს აუცილებელი პირობაა, რომ ის დაჩაგრული ყოფილიყო..
ანუ ვაჟამ პერსონაჟი მოარგო სიტყვებს და არა სიტყვები პერსონაჟს...
რაც შეეხება მთლიან შემოქმედებას, ვაჟა უბრალოდ აღდგომას აღწერს. თან როგორ საყვარლად აღწერს ის ბობოლას..

დარწმუნებული ვარ, რომ ვაჟა პანთეისტი იყო..
გველისმჭამელს რაც შეეხება, ჩემთვის აქ აშკარაა პანთეიზმის გამოვლინება.
ანუ გველის ჭამით მინდიამ სიბრძნე იმ მიზეზით შეიძინა, რომ გველი სიბრძნის სიმბოლოა.
როდესაც ბრძენი გახდა, ის ცხოველებს ესაუბრებოდა გრძნობდა ცხოველებს და მცენარეებს. ეს თუ არა, მაშ სხვა რა არის პანთეიზმი?!
როდესაც ცხოველების მოკვლას და ხეების მოჭრას იწყებს, მინდია კარგავს იმ რწმენას. ანუ ვეღარ ესაუბრება ცხოველებს...
შეიძლება კიდევაც ის ითქვას, რომ ვაჟა საკუთარი ნიჭით დააჯილდოვა მინდია თავის შემოქმედებაში. ვაჟა ხომ მცენარეებს და ცხოველებს ასაუბრებდა თავის შემოქმედებებში..
თან ვაჟას სიტყვებით გველისმჭამელს განმარტება შემდებია:
„ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის შეცვლა აღარავითარ ძალას არ შეუძლია, ხოლო რომელში შეღწევის სურვილი მიცხოველებს მაშინდელ ხალისს ცხოვრებისა და შემოქმედების. იქნებ, ამ წიგნმაც გაუწიოს მეგზურობა ქართველ ახალგაზრდებს. და თუ რომელიმემ მაინც მიაგნო თავის გზას ამ წიგნის კითხვისას, ჩავთვლი, რომ ამაოდ არ დავშვრი.“ ვაჟა საკუთარ თავს აღწერს მხატვრული ხერხით. როგორ შეიძინა მან სიბრძნე და მიუხვდა პანთეიზმის ფილოსოფიას. როგორ აალაპარაკა ცხოველები..
რაც დავწერე ეს რათქმაუნდა ჩემი შეხედულებაა,

მაგრამ მაინტერესებს შენი შეხედულებას. იმედია გამიზიარებ..
მე ვხედავ ამას..
არის კიდევ ხალხი რომლებიც ხედავენ. ალბათ ცოტანი ვართ, მაგრამ ვართ..
ყველას კი ვერ ეცოდინება. ზოგმა ქართველმა საერთოდ არაფერი იცის ვაჟას შესახებ სამწუხაროდ..
Damnocჩემთვისაც სასიამოვნო იყო საუბარი..
mamaduniangi