#53892353 · 6 Dec 2018, 07:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | რას ნიშნავს არ იმრუშო?!
|
მრუშობა ნიშნავს ქორწინების გარეთ სექსს, ღალატს. სიძვა უბრალოდ დაუქორწინებლებს შორის სექსუალურ კავშირს. ნუ ძველად ხარჭებიც ნებადართული იყო, მაგრამ კონკრეტულ პერიოდშI და მაშინაც არ იყო, კაცმა რომ თქვას დიდად რეკომენდირებული და პირდაპირი ან ირიბი შეზღუდვები და დაბრკოლებები იყო ხარჭის აყვანაზე. პლიუს ამას ზოგადად მოსეს სჯულის კანონი არ ითვლება იდეალურად და მარადიულად, ეგ გათვლილი იყო კონკრეტულ ერზე კონკრეტული დროის მონაკვეთში. მაგალითად
| QUOTE | 7კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? 8მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. |
| QUOTE | არასრულწლოვანთან სექსზე რაიმე არ წერია ბიბლიაში? მე ვერ ვიხსენებ, რომ საერთოდ ნახსენები იყოს იქ არასრულწლოვანი. მოძებნეთ რა.. სადღაც მაინც უნდა კრძალავდეს ბიბლია ბავშვთან სექსს,უბრალოდ მე დიდი ხანია არ წამიკითხავს ბიბლია და აღარ მახსოვს სად წერია ამის შესახებ..
|
პირდაპირ ამაზე წერია აქ (1 კორინთელთა 7:36)
| QUOTE | | ხოლო ვისაც ეთაკილება, რომ მისი საქორწინოდ შეღერებული ქალი გაუთხოვარი დარჩეს, როგორც ნებავს, ისე მოიქცეს: არ შესცოდავს, თუ ქმარს გააყოლებს. |
"საქორწინოდ შეღერებული" ნიშნავს მომწიფებულს. ანუ ნორმად ეს მიიჩნეოდა. მაგრამ ზოგადად პედოფილია, ჰომოსექსუალიზმი და სხვა სახის გადახრები ერთ კატეგორიაშია ხშირად გაერთიანებული. ბიბლიაში ამ სახის ვნებით შეპყრობილებს მოიხსენიებდნენ როგორც astergeo, რაც ქართულად როგორც "უყვარული" (რომაელთა 1:31) და "კაცთმოძულეა" (2 ტიმოთე, 3:3) ნათარგმნი (პირდაპირ ასე ითარგმნება) თუმცა კონტექსტუალურად ქართულშI ალბათ "ავხორცი" უფრო ახლო დგას მასთან. ნუ კიდევ ზოგადი გაფრთხილებაა მათეს 18-ში:
| QUOTE | "ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ."
|
და
| QUOTE | | "ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს." |
--------------------
"I couldn't imagine somebody like Osama bin Laden understanding the joy of Hanukkah."© George Bush "You know, one of the hardest parts of my job is to connect Iraq to the war on terror."© George Bush "გონებრივი განვითარებით ზანგები ადამიანებს ბევრად ჩამორჩებიან"© giorgi1104 "...ღვაწლი!..."© დაისი
|