#54307343 · 3 Mar 2019, 11:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ანდაზა
QUOTE | ხვთაებრივ ცნობიერებაში და ნათელმხილველურ ცნობიერებაში რა მოიაზრება? გასაგებია რომ ვაშლის ჭამამდე ცნობიერებას გულისხმობ, მაგრამ მაინტერესებს თუ არსებობს წარმოდგენა როგორია იმჟამინდელი ცნობიერება |
სწორედ ეს არის პრობლემა.
თუ ადამიანმა მაგალითად მედიტირების გზით შეძლო ნათელხილვაში თუნდაც მცირე დროით (წუთიც საკმარისია) შესვლა, მაშინ ის იმყოფება ცნობიერების ისეთ ნაკადში, რომელშიც დროის "მუხრუჭი" არ არსებობს და ამ მცირე დროში მას შეუძლია იმხელა ინფორმაციის მიღება, რასაც ჩვეულებრივი ცნობიერება ვერასდროს მოიპოვებს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტურად ზეფიზიკური ანუ სულისმიერია და მისი გადმოცემა ჩვეულებრივი ცნობიერების ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია.
ამ ცნობიერებამდე მისვლას ჩვენს დროში სჭირდება დიდი ძალისხმევა და ისეთი ორგანოების "გახსნა," რაც ჩვენში მთვლემარე მდგომარეობაშია.
(ბრმადშობილს ფერების დანახვა არ შეუძლია და განა შეიძლება მასთან იმაზე საუბარი, რომ მწვანე უფრო კარგია ვიდრე მაგალითად წითელი?)
ამიტომ იყენებენ დიდი ხელდასხმულები - ბიბლიის თუ ბჰაგავატგიტას ავტორები იგავ-მეტაფორას.
მხოლოდ ის გაიგებს ამ ნათქვამს, ვისაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია ნათელმხილველურ ცნობიერებასთან. სხვები კი მონახავენ იოლ გამოსავალს და მყისვე ჩათვლიან, რომ ასეთი ცნობიერება ფანტაზიის ნაყოფი და ამდენად - ილუზიაა.
უსასრულო თემაა და ძნელია ამაზე საუბარი აქ.
|