ანგელოზი დაეცა და ეშმაკად მოგვევლინა, თვით ეშმაკს რაღა დაცემა სჭირდება ისედაც ეშმაკია?...

დაუკრეფავში გადავიდა? ეს რაღაც ახალია…

ჰო შეგატყვე რომ დაიბენი…

მოკლედ ადამ და ევას ამბავი ხომ იცი ბიბლიიდან? სამოთხედან გამოგდება
და ა.შ. სწორედ მანდ ხდება პირველად ეშმაკის გამოჩენა სიმბოლურად გველის სახით, ეგ არის დაცემული ანგელოზი…
ხოდა მანდ რაც ხდება მაგის გარკვევით შესაძლოა უფრო ჩასწვდე იმას რასაც ვამბობ… ანუ:
ადამი შექმნა ღმერთმა, მასში ყველაფერი იდეალურად იყო ჩადებული და ინდივიდუალური სულიც შთაბერილი, მაგრამ
სრულყოფილებისთვის საჭიროა კიდევ ერთი რამ ინდივიდუალურობა ანუ ყველაფერი დაპროგრამებული გამოდის მხოლოდ
საკუთარი ინდივიდუალური ნაბიჯის გადადგმის მომენტია ყველაზე ძნელი შესაქმნელი, ხელოვნურ ინტელექტის შექმნასაც
ეს აკლია და სწორედ მანდ იწყება ის რაც შემდგომ ადამიანებს განასხვავებს… ღმერთმა ერთი ხის ნაყოფის გასინჯვა აუკრძალა
და რატომ, რომ წამოქმნოდა ადამს ინდივიდუალურობის განცდა და ეკითხა მაინც ყველაფერთან ერთად ეს ერთი ხე რატომ
ამიკრძალეო, მაგრამ მას არ ქონდა შიგნით ინდივიდის გამოცდილება თუ ლტოლვა ამისკენ, ხოდა ასრულებდა იმ ბრძანებას
და წესიერ შემსრულებლად ცხოვრობდა, აზრადაც არ მოსდიოდა იმ ხის არსებობა და მის შესახებ შეკითხვა მაინც, სვამდა და
ჭამდა რაც არ ეკრძალებოდა და არ ვითარდებოდა როგორც ინდივიდი… შემდეგ ევა მოუვლინა და ისიც იგივეს აკეთებდა…
აი მაშინ კი საჭირო გახდა ანგელოზის გაგზავნა, ყველაზე უფრო გამორჩეული და სხივმოსილი ანგელოზი ლუციფერი იქნა
დაცემული და გველის სახით წარმოჩენილი ბიბლიურ სიმბოლოებში, ეს იყო ერთგვარი ვირუსიც მაგრამ მეტად საჭირო რომ
ადამიანს ინდივიდუალურობა გაღვიძებოდა, ბევრ რამეს აზიანებს ეს ინდივიდუალურობა სანამ ის არ განვითარდება იქამდე
რომ მან ისევ ჰარმონია იპოვოს ბუნებასთან, მაგრამ ამჯერად ცონობიერად და ინდივიდუალურობით, თავის-უფალმა…
This post has been edited by Artist on 31 Jan 2019, 19:40