#54207477 · 11 Feb 2019, 18:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mRvdeli giorgi sxiladze
QUOTE | [ილია მეორის მიერ] საბჭოთა პერიოდში დისიდენტების დევნა და ამის გამო, მათი ზიარებაზე არდაშვება; |
დომენტიQUOTE | რუსეთის პატრიარქი მართლმადიდებლობის პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოს პატრიარქის თანასწორია და არა აქვს უფლება ჩვენს ტერიტორიაზე ეკლესიები ააშენოს და ეგზარქოსები გვიგზავნოს. |
1977წ., ახალი პატრიარქის ,,არჩევისას“, შვიდკაციანი სინოდი ორად გაიყო: ერთ მხარეს იყო სამი ქართველი მღვდელმთავარი (რ. პეტრიაშვლი, გ. კერატიშვილი, ი. სამხარაძე) და მეორე მხარესაც _ სამი ქართველი მღვდელმთავარი (ი. შიოლაშვილი, გ. ღონღაძე, გრ. ცერცვაძე). მიტროპოლიტი ილიას სასარგებლოდ, გადამწყვეტი ხმის როლი შეასრულა რუსმა მღვდელმთავარმა, ზინობ მაჟუგამ, ვინც, იმხანად, წარმოადგენდა მოსკოვის საპატრიარქოს არაოფიციალურ ეგზარქოსს საქართველოში (ფორმალურად, ეპარქია ჰქონდა თეთრიწყაროში, რეზიდენცია _ თბილისში, წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. რუსულ ეკლესიაში). ამ უკანასკნელს, მომავალში, უკვე, მისგანვე გაპატრიარქებული ილია მეორე, ჩვენს ერთ-ერთ ახლობელ სასულიერო პირთან პირად საუბარში, ,,რუსეთის თვალს“ უწოდებს...
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 11 Feb 2019, 18:41
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|