სასაცილოდ იხდიან თავს , როდესაც ყოველგვარი არგუმენტის გარეშე აპელირებენ ბოლო ჟამზე, და წმინდა მამები ამბობენო, ან ვინ არის ის წმინდა მამა , ვინც ამბობს, ან რომ ამბობს რატომ უნდა უნდა დავუჯერო ... მაგრამ ბიბლიაში იესოს სიტყვებს მოვიყვან , როდესაც საუბრობდა ბოლო ჟამის მოვლენების შესახებ ... თარიღი არ არის ჩაწერილი ბიბლიაში , მაგრამ არის აღწერილი მოვლენები რაც არმაგედონის წინა პერიოდია ...
სახარება მათესი: 24:3-8 როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები სხვებისგან განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“
4 იესომ მიუგო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. 5 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში. 6 მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. 8 ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
მათე 24:14 და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
4 მუხლში წერია , რომ ბევრი მოვა იესოს სახელით და იტყვის რომ ის არის ქრისტე... ბევრი , ვისაც წარმოდგენა არ აქვს რას ნიშნავს სიტყვა ქრისტე ფიქრობს ალბათ რომ უნდა მოვიდეს ბევრი ადამიანი და თქვას რომ ის არის იესო ქრისტე, მაგრამ ასე არ არის.
იესომ თქვა , რომ ბევრი მოვა იესოს სახელით, და იტყვის რომ არის ქრისტე, ცნობისათვის ქრისტე ნიშნავს ღვთის სულით ცხებულ ადამიანს, ებრაულად არის მესია. და დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ უამრავი პროტესტანტული მიმდინარეობებია , რომელთა წარმომადგენლებიც ქადაგებისას არაერთხელ ახსენებენ , რომ ისინი ზემოდან დაიბადნენ, ანუ არიან ღვთის სულით ცხებული ადამიანები, და ეს ადამიანები სწორედ რომ იესოს სახელით ქადაგებენ... მათი ქადაგებები ტელევიზორშიც შეგიძლიათ მოისმინოთ, მაგ. "კენეტ კოუპლენდის მისია", გლორია კოუპლენდის მისია, და მრავალი სხვა... ესეც ერთ ერთი ბოლო დღეების ნიშანი...
ბევრი იტყვის რომ კაცობრიობის დასაბამიდან ომები სულ იყო , ასე რომ ეს არ არის არანაირი ნიშანი , თუ დღესაც იგივე ხდებაო, მ ა გ რ ა მ მიგაქცევინებთ ყურადღებას ერთ ნიუანსზე. კი ბატონო , კაცობრიობის ისტორია ფაქტიურად ომების ისტორიაა. მაგრამ შეკითხვა : 1914 წელს დაწყებულ ომს რატომ ეწოდა პირველი მსოფლიო ომი? რადგან ეს ომი იყო ყველა ადრე არსებული ომებისგან განხვავებული ომი, და სწორედ ამიტომ უწოდა კაცობრიობამ მას პირველი მსოფლიო ომი ... და ამით დაიწყო ბოლო დღეების ათვლა ... და მითუმეტეს იმ ადამიანისთვის ვინც იესოს აფასებს და თვლის რომ ყველაზე გონიერი ადამიანი იყო ოდესმე მცხოვრებთაგან, არანაირად არ იტყოდა აბსურდულ ნიშანს , და გამომდინარე აქედან დაკვირვებულ ადამიანს უნდა შეძლებოდა ამ უამრავი ომიდან იესოს ნათქვამი ომების ამოცნობა. და პირველი და შემდგომ მეორე მსოფლიო ომი ამის დამადასტურებელი ნიშანია...
რაც შეეხება შიმშილობას იმის და მიუხედავად , რომ დღეს ძალიან ბევრი პროდუქტი იწარმოება განვითარებულ ქვეყნებში , ასევე უამვრავი ნაგავში იყრება ასევე გავნითარებულ ქვეყნებში, და განუვითარებელ ქვეყნებში კიდევ 1 მილიარდზე მეტი ადამიანი შიმშილობს.
რაც შეეხება მიწისძვრებს, ადრეც იყო მიწისძვრები , მაგრამ დღეს თითქმის ყოველდღე გვესმის მიწისძვრების და მისი დამანგრეველი შედეგების შესახებ.(შესაძლოა ადრედ ხდებოდა მაგრამ სხვა და სხვა კონტინენტზე მომხდარი მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია არც მოგვეწოდებოდა წარსულში , და ასევე არც იყო ისეთი დამანგრეველი შედეგების მქონე, დღეს კი რადგან ინფორმაციული საუკუნეა თითქმის ყოველდღე ვგებულობთ მის შესახებ ინფორმაციას )
ლუკას სახარებაში ამავე მოვლენების აღწერისას ასევე მოხსენიებულია ეპიდემიები და საზარელი მოვლენები და ნიშნები ციდან
ლუკა 21:11 იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. იქნება საზარელი მოვლენები და დიდი ნიშნები ციდან.
ამაზეც შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ნიშნებიც შესრულდა და სრულდება... მაგალითად პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უცებ დაიწყო "ესპანური გრიპი" -ად წოდებული დაავადება, რომელმაც ომში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობაზე მეტი ადამიანი შეიწირა, სადღაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ გრიპს, და მას მერე მრავალი ეპიდემიის თუ უფრო უარესის პანდემიის შესახებ გვსმენია... ( პანდემიები დღეს უფრო ადვილად ჩნდება , რადგან ადამიანთა მიმოსვლა ძალიან გაადვილებულია , ვიდრე წარსულში , ასე რომ ძალიან მარტივად შეუძლია ამერიკის კონტინენტიდან ევროპის კონტინენტზე გადმოიტანოს ადანიანმა სასიკვდილო დაავადება...
და რაც შეეხება მათეს 24:14 სადაც საუბარია რომ ექადაგება ეს სახარება მსოფლიოს ყველა ერს დასამოწმებლად და დადგება აღსასრული ,
თუ მაგალითად სკეპტიკოსები წინა ნიშნებზე იტყვიან , რომ ადრეც ხდებოდა ეს ყველაფერი, და განსხვავებას ვერ ვხედავთო (არა და თვალსაჩინოა ეს განსხვავებები) ამ ნიშანთან დაკავშირებით , ვერავინ იტყვის რომ წარსულ საუკუნეებშიც ხდებოდა ასეთი მასშტაბური ქადაგებაო... ვგულისხმობ იეჰოვას მოწმეებს, რომლების შესახებაც დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს გსმენიათ ვინც ამ პოსტს კითხულობთ , მაგრამ თქვენ შესაძლოა იმ მასშტაბების შესახებ არ გაქვთ წარმოდგენა , თუ სად , რომელ ქვეყნებში, რამდენ ენაზე და რამდენ საათს უთმობენ იეჰოვას მოწმე ქრისტიანები იესო ქრისტეს სამეფოს შესახებ ქადაგებას, ამის სანახავად შეგიძლიათ მიაკითხოთ მათივე საიტს
https://www.jw.org/ka/და დააჭიროთ თქვენგან მარჯვენა კუთხეში ღილაკს "ქართული" და გამოჩნდება ყველა ხელმისაწვდომი ენა, რამელზეც ეს საიტია თარგმნილი. აქვე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია რომ საიტი თარგმნილია 991 ენაზე, როდესაც შეხვალთ თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ, აქტიური ქადაგება მიმდინარეობს 240 ზე მეტ ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე , და ბიბლია და სხვა და სხვა ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები გამოცებულია ბრაილის შრიფტითაც და მრავალ ჟესტურ ენაზეც არის უამრავი ვიდეო ინფორმაცია...
და დღევანდელ სიხარბით სავსე მსოფლიოში ნამდვილად წარმოუდგენელია, რომ ადამიანები , სრულიად უანგაროდ ასრულებენ ამხელა მასშტაბურ საქმეს ... მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ამის შესახებ იესომ იწინასწარმეტყველა ... თუ დაგაინტერესებთ კიდევ მრავალი წინასწამეტყველება სრულდება დღევანდელ დღეს მაგრამ ყველაფერზე ამ ერთ პოსტში ვერ ვისაუბრებ... ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდვია...
* * *
J4st5