lasha kakauridzeვერ შეუშლიდა იმიტომ რომ კაციშვილი ხელშესახებად ვერ აჩვენებს მორწმუნეს იმას რაც არ არსებობს და იდეალურ მდგომარეობაშია უსასრულო დემაგოგიისთვის
dzvelzeparolidavkargeრელიგია რა შუაში უნდა ყოფილიყო?
ღმერთმა დააპროგრამებდა სამყაროს რომ განუწყვეტლივ გაზრდილიყო მოცულობაში?
თუ დიდი აფეთქება მოხდა ესე იგი უნდა მიდიოდეს კიდეც ინერციით
და რადგან არ მიდის ალბათ მართლა არსებობს ბნელი ენერგია რომელიც თავისი ენერგიით ავტომატურად ქმნის ცარიელ სივრცეებს განუწყვეტლივ და სამყარო უბრალოდ ავსებს ამ შექმნილ სიცარიელეს
დავუშვათ გრავიტაცია ვერასდროს აჯობებს ბნელ ენერგიას და შეკუმშვა არასდროს მოხდება
ამის საპირისპიროდ სამყარო უსასრულოდ გაფართოვდება
ჯერ გალაქტიკები დაშორდებიან ერთმანეთს
მერე ჩვენს მზის სისტემაში შესუსტდება გრავიტაცია და მზე და პლანეტები დაშორდებიან
ბოლოს ისე გაიზრდება სამყარო და ისეთი სისწრაფით რომ ელექტრონებიც ვეღარ შეუკავშირდებიან ერთამანეთს და ატომებიც კი დაიშლება
არა?
რაღაც არ გავს ზეარსების შექმნილ მოდელს
ენერგიის მუდმივობის კანონი კი არსებობს მაგრამ ვარსკვლავების ენერგია მსგავსი მნიშვნელობის მქონე ენერგიად არ გარდაიქმნება და თანდათან იფანტება
ვარსკვლავების გაფანტული გაზებისგან ახლი ვარსკვლავებიც რომ შეიქმნას ყოველ ჯერზე უფრო პატარა ვარსკვლავი შეიქმნება სანამ ბოლო ვარსკვლავიც არ გაქრება
ვცდები?
სხვანაირადაა მოწყობილი სამყარო?