#55042322 · 29 Jul 2019, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ელემენტარული ცოდნის დეფიციტი კატასტროფული.. და სისტემის ერთერთი ყველაზე ბოროტი კიდური! ერთადერთი სოციუმი, რომელმაც თავის არ მიმდევრებს კონკრეტული სახელი დაარქვა (ათეისტი) და მარგინალიზაციას ცდილობს არსებობის მანძილზე ყოველთვის და ყველგან.. ერთადერთი სოციუმი, რომელიც მორალის მონოპოლიზაციას ცდილობს და შესაბამისად ამორალურს უწოდებს ყველას და ყველაფერს, რაც არ არის მჭიდრო კავშირში და არ გამომდინარეობს მისგან. საღად მოაზროვნე ადამიანმა კი იცის, რომ "ათეისტებს" ისეთივე საერთო აქვთ ერთმანეთთან, როგორც, დავუშვათ, არაასტროლოგებს, მაგრამ საღი აზროვნება არის ზუსტად სერიოზულ დეფიციტში ამ კულტის "მეცადინეობით".. ფაქტიურად ბავშვობიდანვე ხდება ადამიანის ზომბირება ოჯახში, სკოლაში, სოციუმში.. 7-8 წლის ბავშვის ფსიქოლოგიაში უკვე დევს, რომ არაქრისტიანი რაღაცნაირად არასრულფასოვანი ადამიანია, საშიშია მასთან ურთიერთობა.. ძალიან ვრცელი თემაა, თუ რა კავშირი აქვს სისტემასთან, ზოგადად რა არის სისტემა და რა ტიპის კოლექტიურ ფსიქოზთან გვაქვს საქმე, სად დაუშვა ადამიანმა შეცდომა, რამაც რადიკალურად იმოქმედა ცივილიზაციის მიმართულებაზე..
|