#56222385 · 28 Apr 2020, 16:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LENUS
QUOTE | მაგრამ,
ფაქტია რომ ის მგელი დარჩა! |
კი მგელი მგლად დარჩა და ჩიხუახუაც ჩიხუახუა იქნება თუ პირობები და საჭიროება არ ექნება ცვლილებისთვის. ეგ მაგალითი იმიტომ მოვიყვანე რომ ხაზი გამესვა დროის მონაკვეთისთვის  20,000 წელში იღებს რუხი მგელი ჩიხუახუას სახეს(!), დაფიქრდი მილიონ ან მილიარდ წელში რამდენი ეგეთი 20,000 წელია, მერე დაფიქრდი რის მიხედვით ვახდენდით სელექციას ჩვენ და რა ბუნებრივ პირობებში შეიძლება მოუხდეთ ცოცხალ ორგანიზმებს გადარჩენისთვის ბრძოლა - და მიხვდები რატო ვახსენე ეგ ფაქტი. ტყუილად არ გკითხე ენდოსიმბიოზზე. ბაქტერიების ნამარხები ყველაზე ძველია (პირველი სიცოცხლის ფორმები არიან) მაგრამ ვიცით რომ ბაქტერიას შეუძლია დააავადოს სხვა პროკარიოტული ორგანიზმი რომელთანაც რაღაც ნაწილი თანამშრომლობას დაიწყებს და ჯამში ვიღებთ ეუკარიოტულ ორგანიზმს. ამ მომენტში შენი ორგანიზმი შედგება ~37 ტრილიონი ეგეთი ეუკარიოტული უჯრედისგან რომელებსაც დღემდე "ყავთ შეთვისებული" ეგ ბაქტერიები რომლსებსაც მიტოქონდრიებს ვეძახით და რატომღაც დღემდე საკუთარი გენომები აქვთ მაგ მიტოქონდრიებს. მაქედან შეიძლება დასკვნის გამოტანა რომ დღევანდელ ბაქტერიას და დღევანდელ ეუკარიოტებს ყავთ საერთო წინაპარი, მაგრამ ბაქტერია ისევ ბაქტერიაა. თავიდან დააკვირდი ფილოგენურ ხეს რისი ილუსტრაციაც დავდე და ბარემ სხვა ილუსტრაციასაც დავდებ მეტი თვალსაჩინოებისთვის  სამწუხაროა რომ იმდენ ხანს არ ვცოცხლობთ ადამიანები რომ დაკვირვებადი იყოს მაგალითად რეპტილია როგორ ხდება ფრინველი (მეტი ინფორმაცია ფრინველების ევოლუციაზე https://en.wikipedia.org/wiki/Evolution_of_birds ) მაგრამ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ როგორც კრიმინალისტები იქცევიან დანაშაულის ადგილას და ზუსტად მაგას აკეთებენ მეცნიერები. ასევე ის "არგუმენტი" რომ რახან ევოლუციას ჩვენი თვალით ვერ ვხედავთ (მაიმუნები რატო არ ხდებიან ადამიანები ზოოპარკში  ) ესეიგი ის არ ხდება გავს არგუმენტს რომ თუ მკვლელობას არ შეესწარი, ტყვიამორტყმული ადამიანი მოკლული ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება  მართლა არ არის მოკლედ რთული ამ ყველაფრის გააზრება. QUOTE | არქეოპეტრიქსი ერთი კი არა 50 მილიონი ცალი უნდა იყოს, წესით. |
განამარხება რის მიხედვით ხდება და რამდენად რთული პროცესია იცი? https://australianmuseum.net.au/learn/austr...fossils-formed/ https://www.nationalgeographic.org/encyclopedia/fossil/https://socratic.org/questions/why-are-fossils-rareწაიკითხე ესენი და მიხვდები რომ >>არქეოპეტრიქსი ერთი კი არა 50 მილიონი ცალი უნდა იყოს, წესით.<< ეს დებულება თავიდან ბოლომდე მცდარია. და ერთი არ არის ისე, 12 ცალია https://en.wikipedia.org/wiki/Archaeopteryxმეტი ინფორმაცია ნამარხებზე https://en.wikipedia.org/wiki/FossilQUOTE | და დედამიწის შრეებიც სხვადასხვა სახეობების განვითარების დონის მიხედვით უნდა იყოს დაყოფილი. ანუ უხეშად მაგრამ გასაგებად რომ ვთქვა, თუ 30 მეტრით ჩავაღწევთ არქეოლოგიაში, იქნება ძუძუმწოვრების ჩონჩხებიც, 100 მეტრის ქვემოთ კი - მხოლოდ ამფიბიებისა და თევზის ჩონჩხები. პრინციპი იმედია გასაგებია ყველასთვის. ასეა დედამიწის შრეები ვითომ დაყოფილი? რომელიმე არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს ამ ყველაფერს? |
 ყველა o.O რამე სხვა ინფორმაცია გაქვს შენ? ყველაზე ცუდი კითხვა კრეაციონისტებისთვის ეგ არის ზოგადად, რატო ვერ ვხედავთ კურდღლების/ძროხების/ირმების და ა.შ. ნამარხებს იურულ ან ვთქვათ კამბრიულ შრეებში? იმიტო რო არ არსებობდნენ ჯერ მაგ დროს, არა  თუ გაქვს ნამარხები და მტკიცებულება რომ არ არის ეგრე გამოაჩინე, ძალიან ბევრ მეცნიერს გააკვირვებ და შეიძლება ნობელიც მოგცენ მეტი ინფორმაცია გეოლოგიურ პერიოდებზე https://en.wikipedia.org/wiki/Geological_period QUOTE | ბუნებრივმა გადარჩევამ შეიძლება ისევ ისეთივე მარტივი ან უფო მარტივი წარმოქმნას. უფრო ძლიერი როგორ შეიძლება ლოგიკურად რომ გადარჩევით გადარჩეულიყო? მხოლოდ მუტაციით ხომ? |
ძლიერში რას გულისხმობ? და რატო გგონია რომ ბუნებრივი გადარჩევა აუცილებლად ფიზიკურად ძლიერის მხარეს დგას ყოველთვის? თაგვი რომელიც უფრო პატარაა ზომაში და მარტივად შეძვრება რაღაც ზომის სოროში მეტი შანსი აქვს გამრავლდეს ვიდრე უფრო დიდ და ძლიერ თაგვს რომელიც ვერ მოახერხებს მაგას და გარეთ დარჩენილს შეჭამენ. იმედია ხვდები რომ ძალიან ზოგადი მაგალითი მოვიყვანე და რატო მოვიყვანე ეგეც გასაგებია. * * * mafood
QUOTE | მაშ რატომ მოვიხმართ მუსიკას, ფილმებს, პოეზიას..? ორგანიზმს ხომ ესენი არ სჭირდება? |
ზუსტად არ ვიცი. ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს: https://www.pbs.org/wgbh/nova/article/the-e...ution-of-music/ იმედია გესმის ინგლისური და გადმოთარგმნა არ მომიწევს. ფიჭვიQUOTE | არ ვართ მარტო ხორცი ადამიანი სულიერი არსებაა სულიც აქვს და ხორციც. მუსიკის გარდა მილიონი რამეა რაც ცხოველური ინსტიქტებისგან განგვანსხვავებს. იგივე ცხოველებს რაც ააქვთ ადამიანს ააქვს 1000 ჯერ უფრო გამრაველფეროვნებული.
|
სულში თუ ბევრად მაღალ ინტელექტს, უკეთეს ცნობიერებას და ინფორმაციის დაგროვების უნარს გულისხმობ დაგეთანხმები, სხვა შემთხვევაში არა.
This post has been edited by Saturnus on 28 Apr 2020, 16:48
--------------------
Honor me, Chaldean priests Bow to me in adoration Evangelize prophets of the boundless joy Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
|