#55965622 · 11 Mar 2020, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: 2 „თუ ვინმეს კანზე გამოაჩნდება გამონაყარი, მუწუკი ან ლაქა და კანზე კეთრის წყლულად გადაიქცევა, უნდა მიუყვანონ აარონ მღვდელს ან მის ერთ-ერთ ვაჟს, მღვდელს. 3 მღვდელმა უნდა ნახოს წყლული მის კანზე. თუ წყლულზე თმა გათეთრებულია და ჩანს, რომ წყლული ღრმად არის კანში, ეს კეთრის წყლულია. ნახოს მღვდელმა და უწმინდურად გამოაცხადოს. 4 თუ კანზე თეთრი ლაქაა და ისე ჩანს, რომ ის ღრმად არ არის კანში და მასზე თმა არ გათეთრებულა, მღვდელი დაწყლულებულს შვიდი დღით განაცალკევებს. 5 მეშვიდე დღეს მღვდელი ნახავს მას. თუ წყლული არ განვითარდა და არ გავრცელდა კანზე, მღვდელი კიდევ შვიდი დღით განაცალკევებს მას.
6 მეშვიდე დღეს მღვდელი მეორედ ნახავს მას, თუ წყლული გაფერმკრთალდა და აღარ გავრცელდა კანზე, მღვდელი მას წმინდად გამოაცხადებს. ეს მუწუკი იყო. მან ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს და წმინდა იქნება. 7 თუ მას შემდეგ, რაც მღვდელს ეჩვენა და წმინდად გამოცხადდა, მუწუკი კანზე გავრცელდება, ხელმეორედ უნდა ეჩვენოს მღვდელს. 8 მღვდელი ნახავს და თუ მუწუკი კანზე გავრცელდა, მღვდელი მას უწმინდურად გამოაცხადებს. ეს კეთრია.
ეს არის ლევიანების 13 თავი ... ეს არის პერიოდი, როდესაც ღმერთი მოსეს პირადად ესაუბრებოდა ... მიუხედავად ამისა ღმერთი ასწავლის კარანტინს , თავის ხალხს, თუ გადამდები დაავადება გაჩნდებოდა ...
This post has been edited by temo76 on 11 Mar 2020, 14:43
|