#56231883 · 30 Apr 2020, 20:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LENUS
QUOTE | ჰინდუიზმის რელიგიას ისე კარგად არ ვიცნობ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ მათი რელიგია არის მითების კრებული და არა ერის ისტორია |
როგორ შეგიძლია ერთ წინადადებაში თქვა რომ არ იცნობ რამეს და მერე დაასკვნა რომ მითების კრებულია (რაშიც გეთანხმები) ისეთივე მითების კრებულია როგორც მოსემ რომ ზღვაში გზა გაკვალა და გაატარა ებრაელი ხალხი. არ შეიძლება ერთს მითი უწოდო და მეორე ამტკიცო სიმართლეაო თუ ამის რაიმე დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს, იმიტომ რომ ასეთივე არგუმენტს ნებისმიერი სხვა რელიგია მოგიყვანს.
QUOTE | ისტორიული მაილსტონი სხვა რამეა. ამას ვერ მოატყუებ ხალხს, უფრო სწორად, ვერ აზეიმებ 1000-ობით წლები. |
რატო ვერ აზეიმებ? ინდოქტრინაცია ხომ იცი რა არის? სწორედ ამის შედეგია. რაც ჩაგესმის ბავშვობიდან იმას გაიმეორებ ადამიანი. რომც არ დამეთანხმო ამაში, ფაქტი ფაქტად რჩება: გამოდის რომ ადამიანების ნდობას და რწმენას ენდობი და არა ფაქტებს. აქაა გადამწყვეტი წერტილი.
QUOTE | ასეთი პარალელები არის კიდევ სხვა რელიგიებში? მაშინ ღირს მათზე პასუხის გაცემაც |
კი სავსეა, გინდ ისლამი აიღე, გინდ ჩრდლო ევროპული, სკანდინავიური რელიგიები. აზრი არ აქვს დეტალურად მათ განხილვას, პრინციპი არის მთავარი, რომ რაიმეს დამტკიცება შეგვიძლია თუ არა. არ შეიძლება ბიბლიაში მოყვანილი სასწაულებრივი ამბები გამოიყენო მტკიცებულებად და თქვა: აბა სიმართლე რომ არ იყოს, როგორ შეძლებდა X მომხდარიყოო, როცა თავად X მოვლენის დამტკიცება შეუძლებელია. ელემენტარული ლოგიკაა როცა არ ხარ ადამიანი მოწადინებული დაამკიცო რამე და ობიექტურად უყურებ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მიზანი არაა ვიყო მართალი, ჩემი მიზანია შევთანხმდეთ დადასტურების მეთოდზე. და შემდეგ დავადასტუროთ კონკრეტული საკითხები.
QUOTE | ჰინდუიზმის ძირითადი დღესასწაულია დივალი - ცეცხლის თაყვანისცემიდან მოდის თუ არ ვცდები, და იზიარებენ სხვა რელიგიებთანაც, მეორე დღესასწაულია კრიშნას დაბადება, ნუ მოკლედ მე ვერ ვხედავ მანდ ტანმიმდევრობას და ერის ისტორიას, რელიგიაში ასახულს, როგორც მოსეს ამბავს, იოსების, აბრაამის, ბაბილონის ტყვეობას, ეგვიპტიდან გამოსვლას და ა.შ. ეს ყველაფერი ისტორიული მოვლენებია. |
შენ შეიძლება ვერ ხედავ, ისევე როგორც მე ვერ ვხედავ. არც მე ვიცნობ მათ რელიგიას. მაგრამ ინდუსს რომ კითხო, ის ხედავს, და იმისთვის ისევე აფსურდულია ებრაული ღმერთი როგორც ჩვენთვის ის თუნდაც კრიშნა.
ჯერ ერთი - ვერ დაამტკიცებ რომ ყველა მოვლენა ისტორიულია. მერე რომც იყოს ზოგი მოვლენა ისტორიულზე დაფუძნებული, რა მტკიცებულება გვაქვს იმისა რომ გაბერილი არ არის ზოგიერთი დეტალი? არავითარი. იდეა ფაქტის არის ის რომ შეგიძლია დაადასტურო და გადაამოწმო. რასაც ამ შემთხვევაში ვერ ვიზავთ. * * * Saturnus
QUOTE | ხო ჯერ მცენარეებს რო ქმნის და მერე ვარსკვლავებს lol.gif
ძაან მაგრაა გადმოცემული |
რაღაც რომ აღმოჩნდება სისულელე ბიბლიაში სამეცნიერო გადმოსახედიდან, მერე ამბობენ ეს იმ დროინდელი პრიმიტიული აზროვნების ხალხისთვის იყო ასე საჭირო დაეწერათო. არსად არ გვხვდება "გაპრავება" ისეთი შემართებით როგორც რელიგიაში.
This post has been edited by atmismuraba on 30 Apr 2020, 20:42
|