მე-8 დღე
იუდაზმის და შემდეგ ადრეული ქტისტიანობის მისტიურ სწავლებებში იხსნიებოდა ხოლმე მე-8 დღე, როგორც განსაკუთრებული, მიწიერი სამყაროს და ფიზიკური კოსმოსის წეს-მწყობრიდან „ამოვარდნილი“, დროის უწყვეტობის დამარღვეველი დროითი წერტილი.
ისე ხო ყველამ ვიცით რომ კვირაში 7 დღეა და ამ „შვიდობით სისტემას“ იუდაიზმამდე უფრო ძველ, შუამდინარეთის „წარმართულ“ კულტებში აქვს ფესვები. კვირის დღეები 7 ასტრალურ ღვთაებას ეძღვნებოდა (მზის სიტემის 7 ხილულ პლანეტას) და სახელები, კვირის დღეებსაც სწორედ ამ ღვთაბებისა ჰქონდათ.
მე-8 დღე იყო რაღაც ზებუნებრივი და ერთგვარი პორტალი პირდაპირ ღვთაებრივ სამყაროსთან საურთიერთოდ.
საუბრებს მე-8 დღესთან დაკავშირებით აქვს კონკრეტული კალენდარული საფუძველი რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ პალესტინურ კალნდარად იწოდება და აი როგორია იგი.
თავისი არსით ის მზის კალენდარია და მსაში 365 დღეა. წელიწადი იყოფა 7 ცალ 50 -ეულად (7 X 50 = 350) რომელსაც ემატებოდა/იდგმებოდა 15 დღე.
ეს 15 დღე თავისი მხრივ იყოფოდა 2 ცალ შვიდეულად (7 X 2 = 14) და პლუს ის 1 დღე რომელსაც ეწოდებოდა მე-8, განსაკუთრებული დღე.
იმ 2 შვიდეულიდან, პირველი 7 დღე ემატებოდა/ იდგმებოდა მე-4 შვიდეულის შემდეგ, ხოლო კიდევ ერთი დარჩენილი, მეორე შვიდეული ემატებოდა/იდგმებოდა მე-7 შვიდეულის შემდეგ.
წელიწადი პალესტინურ კალენდარში იწყება შემოდგომის ბუნიობაზე.
მოდით კოკნკრეტულად, მაგალითზე გავაკეთოთ.
წელიწადი დაიწყო 22.09.2020

ის 1, კენტად რაჩენილი დღე არის წორედ მე-8 დღე და ზოგ ვერსიაში მე-7 50-ეულის და მე-2 7-ეულის შემდეგ (ანუ შემოდგომაზე) ემატებოდა იდგმებოდა.
ზოგ ვერსიაში კი მე-4 50-ეულის და პირველი შვიდეულის შემდეგ (ანუ გაზაფხულზე, სადღაც პასექის მიდამოებში).
ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ვარსიაა, რომ აღდგომაც სწორედ ამ მე-8 დღეს მოხდა.
ამდენად, უფლის დღე და უქმე ქრისტიანეისთვის იყო არა კვირა (კვირის პირველი და ჩვეულებრივი სადაგი დღე) რამედ სწორედ ეს მე-8, განსაკუთრებული და საკრალური დღე.
ხო, კიდევ ერთი საკითხ რაც ასევე მნიშვნელოვანია -
თითოეული 50-ეული თავის მხრივ იყოფოდა 7 ცალ 7-ეულად ( 7 X 7 = 49 ) რომლის შემდეგაც იმ 50-ე დღეს აღნიშნავდნენ განსაკუთრებულად (ისიც რაღაც, ასე ვთქვათ მე-8 დღის ანალოგი იყო).
სავარაუდოდ ამ ან სმგავსი კალენდრით სარგებლობდნენ ესეველები(ც).
(ასევე ნესტორიენებელბი და ფალაშა/ბეტა იუდეველები)