#62741006 · 2 Oct 2026, 18:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"მახსენდება დიდი წმიდა მამის ისააკ ასურის ერთი სწავლება, რომლის გახსენებაც ურიგო არ იქნება სახარების ამ ადგილის განმარტებისათვის.
იგი სვამს კითხვას: პირველად ღვთისაგან ადამიანს განსაცდელი ეძლევა თუ სიხარული?
და თვითონვე პასუხობს, რომ პირველად უფალი სიხარულსა და ნუგეშს უგზავნის კაცს სულიერ ცხოვრებაში და შემდეგ განსაცდელსა და ტკივილსო;
ასე რომ არ იყოს, უფალს ვერავინ შეუდგებოდაო.
ადამიანს ახსოვს ღვთისაგან უკვე მიღებული სიხარული და ამ სიხარულისთვის შემდგომ განსაცდელსა და ტკივილსაც ითმენსო.
მას რომ თავიდან ის სიმძიმენი და ტკივილები ეგემა, ღვთის გზაზე მავალთ რომ ხვდებით, უფლის შედგომას ვეღარ გაბედავდაო"
/მიტრიპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
|