Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58795080
· 20 Jan 2022, 21:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
ესე მარტივად არაა.
QUOTE
უამრავი ადამიანია თავისი უცნაური ცხოვრებით.
მაგ მეზობელი იყო რომელიც თურმე ნაშოვნ ფულს კედლებში მალავდა არადა ცხოვრებაში ოჯახს გაჭირვებაში აცხოვრებდა მისი დაღუპვის შემდეგ როცა ოჯახმა სახლის რემონტი დაიწყო იპოვეს ტონა ფული თუმცა უკვე ვადა გასული.
ასეთი მაგალითები ადამიანები თავიანთი უცნაური ცხოვრების წესით უამრავია რომელიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
გასაგებია ყველა მილიონერის ოჯახში ვერ დაიბადება. ეს კაპიტალიზმის მოდელია ესეთი. ცოტა მდიდარი ფენა და ბევრი ღარიბი ფენა.
დანარჩენი ადამიანი თუ გაინძრევი შეიძლება შენც რამე იშოვო .
თუნდაც ავიღოთ ბიტკოინი 2010 რომ ერთ დოლარათ ეხვეწებოდნენ ხალხს იყიდეთო ვისაც ეყო ჭკუა და მომავლის ხედვა იყიდეს ბევრი და არიან ეხლა მილიონერები. ადამიანის ტვინზეა ბევრი რამ დამოკიდებული როგორი იქნება მისი მომავალი. )
რაც დაწერე ჩემს ნაწერთან სად და როგორ დავაკავშირო? ვერ გავიგე
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58795146
· 20 Jan 2022, 22:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
როგორ და თუ ადამიანს ტვინი უმუშავებს შეუძლია მილიონერი გახდეს თუნდაც ყველაზე ღარიბ ოჯახში დაიბადოს.
შესაბამისად მისი ტვინი განსაზღვრავს მის მომავალს და არა საზოგადოება თუ სხვა.
ასევე არიან ბევრი უცნაური ხალხი ვინც საზოგადოების თუ სხვა შეხედულებებს აიგნორებს და მაგ ფულს კედელში მალავს და ოჯახს აშიმშილებს. ესეც მათი თავისუფლებიდანაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58805952
· 24 Jan 2022, 14:31 · ·

ტვინი ნებისმიერ შემთხვევაში მოჰყვება ადამიანს დაბადებიდანვე რომელიც მუშაობს და მის გარეშე ორგანიზმს არ შეუძლია ფუნქციონირება.
შენი ნათქვამიდან გამოდის რომ დედამიწის მოსახლრობის ვთქვათ 90% სულელია (არ ვიცი კიდე რა დავუძახო) რადგანაც ვერ ხდება მილიონერი, და ასობით მილიონი ადამიანი რომლებიც თანამედროვე სტანდარტებით შიმშილობენ არიან უგუნურები, ან მაგალითად, რადგანაც საქართვრლელოში ასობით ათასი ადამიანი სოციალურად დაუცველია ან მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმს ვერ აღწევს უგუნურია, რადგანაც მათ თავისუფალი ნება რომ გააქტიურონ (ტვინი რომ აამუშავონ) მილიონრები გახდებიან. უცნაური მსჯელობაა, იქნება გვითხრა მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას როგორ აამუშავონ ტვინი
This post has been edited by
Heracles12
on 24 Jan 2022, 14:32
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Georgian_Highlander
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Georgian_Highlander
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1925
წევრი No.: 254441
რეგისტრ.: 29-December 19
#58805962
· 24 Jan 2022, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არანაირი თავისუფალი ნება არ არსებობს. არსებობს თავისუფალი ნების ილუზია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58807052
· 24 Jan 2022, 20:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Georgian_Highlander @ 24 Jan 2022, 14:34 )
არანაირი თავისუფალი ნება არ არსებობს. არსებობს თავისუფალი ნების ილუზია
საინტერესოა იმ დასაბუთების წაკითხვა რის საფუძველზეა ეს ნათქვამი. რამე მატრიცის მსგავსში რომ ვიყოთ დავეთანხმებოდი ამ აზრს.
* * *
Heracles12
არსად მითქვამს თუ ადამიანი ღარიბია ის სულელიაო და მისი თავისუფლება მისი ფულით იზომება მსგავსი. პირადად მეც არასდროს მაინტერესებდა ფული და სიმდიდრე სხვა საკითხები უფრო მაინტერესებდა, თორემ ისე კი არ მოვიქცეოდი რომ პერსპექტიულ 450 დოლარიან სამსახურზე ბანკში უარი ვთქვი და ავირჩიე 400 ლარიანი სამსახური სადაც ბევრი ფიზიკური მუშაობა იყო. ვისაც რისი პრიორიტეტი აქვს იმას ირჩევს. ეს ისევ ადამიანის პირადი თავისუფლებიდან და მისი სურვილებიდან მოდის. დანარჩენი ადამიანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ყველა სფეროში თუ მიზნად დაისახავს და გახდეს თუნდაც მდიდარი თუ ეს თემა აინტერესებს. ზოგი მიზანი უფრო რთულია ზოგი უფრო ადვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58808909
· 25 Jan 2022, 12:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
არსად მითქვამს თუ ადამიანი ღარიბია ის სულელიაო
თუ ადამიანს ტვინი უმუშავებს მილიონერი შეუძლია გახდესო იძახი და რა გამოდის, მილიონერი ვინც არ არის მას ტვინი არ უმუშავებს და ტვინი ვისაც არ უმუშავებს ის ალბათ არ ტოვებს მთლად დალაგებულის შთაბეჭდილებას.
QUOTE
პირადად მეც არასდროს მაინტერესებდა ფული და სიმდიდრე სხვა საკითხები უფრო მაინტერესებდა, თორემ ისე კი არ მოვიქცეოდი რომ პერსპექტიულ 450 დოლარიან სამსახურზე ბანკში უარი ვთქვი და ავირჩიე 400 ლარიანი სამსახური სადაც ბევრი ფიზიკური მუშაობა იყო.
შენი საქმისა შენი იცი, მაგრამ თუ მაინც მუშაობას აპირებდი, განა 450 დოლარიანი სამსახური უმჯობესი არ არის 400 ლარიანზე? თანაც ხაზს უსვამ 400 ლარიანს უფრო მეტი ფიზიკური შრომა სჭირდებოდაო
QUOTE
ვისაც რისი პრიორიტეტი აქვს იმას ირჩევს
ეს პრიორიტეტი როგორ იქმნება? როგორ ხვდება ადამიანი რომელია მისთვის პრიორიტეტული? მე გეტყვი, იმ სიტუაციიდან გამომდინარე რომელშიც იმყოფება. არ არსებობს ცალკე, დამოუკიდებლად არსებული რაღაცა, ნივთი, საგანი რომელსაც პრიორიტეტს დავარქმევთ, ეს არის ადამიანის (ზოგადად ცოცხალი არსების, ორგანიზმის) მიერ მიღებული გადაწყვეტილება არსებული შესაძლებლობიდან მისთვის იმ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე რაციონალურის არჩევაზე და ესეც ადამიანის ბიოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილებიდან გამომდინარეობს.
QUOTE
ეს ისევ ადამიანის პირადი თავისუფლებიდან და მისი სურვილებიდან მოდის.
როგორც ზემოთ დავწერე ადამიანს არანაირი პირადი თავისუფლება არ გააჩნია და ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს ბიოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე. ის რასაც სურვილს ეძახი იგივე მენიუდანაა, თუ რამე ფსიქიკურ გადახრასთან ან თანდაყოლილ დაფექტთან არ გვაქვს საქმე. სოციუმი გვკარნახობს იმას თუ როგორი სურვილი უნდა გვქონდეს, თუმცა ესეც ბიოლოგიური საჭიროებებიდან გამომდინარეობს. მაგ: შიმშილი ბიოლოგიური საჭიროებაა, თუმცა მისი დაკმაყოფილების მეთოდოლოგია იმ სოციუმის წესების დაცვით (თეფში, დანა-ჩანგალი, მაგიდასთან და ა.შ) უნდა დაკმაყოფილდეს, რომელშიც ინდივიდი არსებობს.
QUOTE
დანარჩენი ადამიანს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს ყველა სფეროში თუ მიზნად დაისახავს და გახდეს თუნდაც მდიდარი თუ ეს თემა აინტერესებს. ზოგი მიზანი უფრო რთულია ზოგი უფრო ადვილი
ყველას უნდა მდიდარი იყოს და კომფორტულად იცხოვროს, უბრალოდ არავინ იცის როგორ უნდა მიაღწიოს ამას, იმანაც კი ვინც მიაღწია სიმდიდრეს არ იცის მისმა რომელმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა ის სიმდიდრემდე და რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა შეიძლება საკუთარი აზრი გამოთქვას ამის შესახებ.
This post has been edited by
Heracles12
on 25 Jan 2022, 12:55
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58810818
· 25 Jan 2022, 23:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heracles12 @ 25 Jan 2022, 12:35 )
როგორც ზემოთ დავწერე ადამიანს არანაირი პირადი თავისუფლება არ გააჩნია და ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს ბიოლოგიური საჭიროების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე. ის რასაც სურვილს ეძახი იგივე მენიუდანაა, თუ რამე ფსიქიკურ გადახრასთან ან თანდაყოლილ დაფექტთან არ გვაქვს საქმე. სოციუმი გვკარნახობს იმას თუ როგორი სურვილი უნდა გვქონდეს, თუმცა ესეც ბიოლოგიური საჭიროებებიდან გამომდინარეობს. მაგ: შიმშილი ბიოლოგიური საჭიროებაა, თუმცა მისი დაკმაყოფილების მეთოდოლოგია იმ სოციუმის წესების დაცვით (თეფში, დანა-ჩანგალი, მაგიდასთან და ა.შ) უნდა დაკმაყოფილდეს, რომელშიც ინდივიდი არსებობს.
ყველას უნდა მდიდარი იყოს და კომფორტულად იცხოვროს, უბრალოდ არავინ იცის როგორ უნდა მიაღწიოს ამას, იმანაც კი ვინც მიაღწია სიმდიდრეს არ იცის მისმა რომელმა გადაწყვეტილებამ მიიყვანა ის სიმდიდრემდე და რა გახდა ამის მიზეზი, თუმცა შეიძლება საკუთარი აზრი გამოთქვას ამის შესახებ.
ზოგადად რასაც ამბობ გასაგებია. თუმცა ამის კონკრეტული დასაბუთება არ ჩანს შენს ნაწერში. მომყავს პატარა მაგალითი თუნდაც ჩემი ცხოვრებიდან რადგან ეს ზუსტად ვიცი რომ ესე იყო. ვიდრე სხვისი ცხოვრებიდან რომ დავწერო. მოკლედ ეს იყო 10 წლის წინ როცა ფულს და დოლარს ძალა ჰქონდა. როცა დავამთავრე 5წლიანი მაგისტრატურა საბანკოზე თან წითელ დიპლომზე). პროფესიით სამსახური არ იყო და დავიწყე 400ლარიან სამსახურში მუშაობა სხვა სფეროში. 1წლის მერე როცა ნათესავმა გაიგო ჩემი განათლების ამბავი და თავად იყო სოლიდური ბანკის ერთერთი ცენტრალური ფილიალის უფროსი შემოგვთავაზა თავისთან დასაქმება. საწყის ეტაპზე 450 დოლარი მერე სწრაფი დაწინაურების და ხელფასის გაორმაგების პერსპექტივით. მეც დავიწყე ფიქრი, მშობლებსაც დავეკითხე თქვეს შენი ცხოვრებაა თავად გადაწყვიტეო. 1კვირიანი ფიქრის მერე უარი უთხარი ნათესავს. იგი ნაწყენი და ძალიან გაკვირვებული დარჩა. ავირჩიე 400 ლარიანი სამსახური მცენარეებთან სადაც წერაქვით ბარით რთული ფიზიკური მუშაობა მელოდა მიწაზე ზამთარში და სიცივეში და არანაირი დაწინაურების პერსპექტივა რადგან ამ სფეროში არანაირი განათლება არ მქონდა. ნაცვლად 3ჯერ მეტი ხელფასისა კაბინეტში კონდენციონერის და კომპიუტერთან კომფორტულად ყოფნისა და იმ დაწინაურების სწრაფ და უზრუნველი გზისა კარიერულ გზაზე რასაც ნათესავი მპირდებოდა.
ეხლა კითხვა რომელმა ინსტიქტმა თუ ოჯახი ან საზოგადოების გავლენამ მაიძულა ესე მოვქცეულიყავი
This post has been edited by
daviti35
on 26 Jan 2022, 00:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58812844
· 26 Jan 2022, 17:24 · ·

ზუსტი მიზეზი თუ რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება იცის მხოლოდ შენმა ტვინმა.
იმისთვის რომ ვივარაუდოთ თუ რატომ მიიღე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია.
ერთი რამ ცხადია რომ ფულის შოვნა შედიოდა შენს ინტერესებში რადგანაც არსად წასულხარ მოხალისედ და არ დაგიწყია მუშაობა უანგაროდ, არამედ მზად იყავი მძიმე სამუშაო შეგესრულებინა. გააჩნია ფული რისთვის გჭირდებოდა, შეიძლება გყოფნიდა 400 ლარი და 450$ შენთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო იმისთვის რომ ნათესავის წინაშე პასუხისმგებლობა აგეღო, შეიძლება ნათესავთან თქვენი ოჯახის ურთიერთობისთვის არ იყო მიზანშეწონილი იქ შენი მუშაობა, ან მარტივად რომ ვთქვათ მუშაობის შემთხვევაში შეცდომის დაშვების შეგეშინდა ან შენს ოჯახს ვუმტკიცებდი რომ მუშაობა შეგიძლია და ცდილობდი მათი ნდობა მოგეპოვებინა დაა.შ. რაღაცამ გიბიძგა უარისკენ, აბა 450 დოლარი რომ მეტია 400 ლარზე დარწმუნებული ვარ იცოდი მაშინაც.
უმაღლესი განათლება არ ნიშნავს იმას რომ მაგ პროფესიით იმუშავებ.
ფაქტია რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უამრავ ფაქტორს ითვალისწინებს ტვინი.
მე რა უნდა დაგისაბუთო, უამრავი ლიტერატურა არსებობს და შეგიძლია გაეცნო თუ როგორ ფუნქციონირებს ტვინი, რა ფაქტორებს ითვალისწინებს და ა.შ.
This post has been edited by
Heracles12
on 26 Jan 2022, 17:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58814687
· 27 Jan 2022, 02:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heracles12 @ 26 Jan 2022, 17:24 )
ერთი რამ ცხადია რომ ფულის შოვნა შედიოდა შენს ინტერესებში რადგანაც არსად წასულხარ მოხალისედ და არ დაგიწყია მუშაობა უანგაროდ, არამედ მზად იყავი მძიმე სამუშაო შეგესრულებინა. გააჩნია ფული რისთვის გჭირდებოდა, შეიძლება გყოფნიდა 400 ლარი და 450$ შენთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა იყო იმისთვის რომ ნათესავის წინაშე პასუხისმგებლობა აგეღო, შეიძლება ნათესავთან თქვენი ოჯახის ურთიერთობისთვის არ იყო მიზანშეწონილი იქ შენი მუშაობა, ან მარტივად რომ ვთქვათ მუშაობის შემთხვევაში შეცდომის დაშვების შეგეშინდა ან შენს ოჯახს ვუმტკიცებდი რომ მუშაობა შეგიძლია და ცდილობდი მათი ნდობა მოგეპოვებინა დაა.შ. რაღაცამ გიბიძგა უარისკენ, აბა 450 დოლარი რომ მეტია 400 ლარზე დარწმუნებული ვარ იცოდი მაშინაც.
უბრალოდ მაინტერესებდა დარვინის ევოლუციური და სხვა ფორმულების გამოყენებით რა დასკვნებს დაწერდი.
თუმცა არასწორედ ახსენი. ზოგადად მუშაობის დაწყება როცა 20 წელს გადაცდები ნიშნავს რომ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგავ ცხოვრებაში და აღარ გინდა მშობლების შესანახი იყო. ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ბუნებრივია. თუმცა კია ხალხი ვისაც ყველაფერი ეზარება და მთელი ცხოვრება მშობლებს და სხვა ნათესავებს შეჰყურებს ხელში.
450 დოლარი რომ 400 ლარზე მეტია ეგ ვიცი.) თუმცა რადგან სიმდიდრე და ბევრი ფული არაფერს ნიშნავდა ჩემთვის მაშინაც და ეხლაც იყო მიზეზი რომ ასე ადვილად დავაიგნორე ის სამსახური.
თუმცა თავად კი ამტკიცებ რომ ყველა ადამიანი გამდიდრებაზე ოცნებობსო.)
შემდეგ არის 2 ჯგუფი სამსახურის პირველი პირობითად თუ ვუწოდებთ "ფიზიკური" სადაც ხელებით და ფეხებით მუშაობ) ხოლო ტვინი თავისუფალია და მეორე "გონებრივი" სადაც სხეული ძირითადად უსაქმურადაა და ტვინი მუშაობს. 400 ლარიანი სამსახური იყო პირველი სახის ისეთი როგორიც მინდოდა მე როცა შენი ტვინი თავისუფალია და შეგიძლია დატვირთო შენთვის საინტერესო საკითხებზე ფიქრით, ხოლო მეორე ბანკის სამსახურში ეს შეუძლებელია რადგან იქ სულ აქტივი,პასივი, ბალანსი და ესეთ საკითხებზე უნდა იფიქრო.
კიდე ერთი მიზეზი პირველი სამსახურის უპირატესობის იყო გარემო როცა ფლორა ფაუნის გარემო რომელშიც იმყოფები როცა გარშემო ველური კურდღლები,მელიები გიურზები, ფრინველები და ასეულობით სხვადასხვა მცენარეა ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს და საინტერესო ინფორმაციებს გაძლევს როცა ისეთი გლობალური საკითხებზე ფიქრს აპირებ შენს გონებაში როგორც სამყაროს შექმნა და თუნდაც ფლორა ფაუნაში არსებული კანონზომიერებებია.
ამის დამსახურებაა რომ დარვინის და სხვა დროში დაძველებული მეცნიერების შეხედულებების შეცდომებს მივხვდი და ადამიანს შეგიძლია დაასაბუთო ყველა საკითხზე უფრო სწორი შეხედულება.
ეხლა ბანკში მემუშავა ვიქნებოდი სტანდარტული მოაზროვნე რომელსაც მთელი ტვინი სამსახურში აქვს და ამ თემებზე არაფერი იცის და სჯერა ყველა ზღაპრების რასაც ტელევიზიით ეტყვიან.)
ფიზიკური მუშაობა სიცივეში და ტალახში კია ცუდი. თუმცა როგორც ნათქვამია კარგი საქმე მსხვერპლს ითხოვსო.
პირველად რომ ფოცხვერი ალბათ ეგ იყო (დიდი კატა) რომ დავინახე კლდეებიდან რომ ჩამოხტა კურდღლებისთვის და მის ნაფეხურებს უყურებდი თოვლში 2 თვე სულ ვილკით და სხვა წვეტიანი იარაღებით დავდიოდი შეშინებული. სასაცილო იქნებოდა თბილისში ფოცხვერმა ადამიანი შეჭამაო ჩემზე რომ იტყოდნენ არადა ნახევარ მეტრიან თოვლში თუ მოგახტა მიდი და გაიქეცი.)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58815319
· 27 Jan 2022, 12:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
უბრალოდ მაინტერესებდა დარვინის ევოლუციური და სხვა ფორმულების გამოყენებით რა დასკვნებს დაწერდი.
დარვინი რად უნდა შენს მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ჰგავს შემდეგ გამოცანას: სიგარეტი ამოვიღე კოლოფიდან, მოვუკიდე, ფეხი ფეხზე გადავიდე და ძლიერი ნაფაზი დავარტყი და აბა გამოიცანი რაზე ვფიქრობდი იმ მომენტში.
* * *
QUOTE
თუმცა არასწორედ ახსენი. ზოგადად მუშაობის დაწყება როცა 20 წელს გადაცდები ნიშნავს რომ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგავ ცხოვრებაში და აღარ გინდა მშობლების შესანახი იყო. ეს ყველა ნორმალური ადამიანისთვის ბუნებრივია. თუმცა კია ხალხი ვისაც ყველაფერი ეზარება და მთელი ცხოვრება მშობლებს და სხვა ნათესავებს შეჰყურებს ხელში.
450 დოლარი რომ 400 ლარზე მეტია ეგ ვიცი.) თუმცა რადგან სიმდიდრე და ბევრი ფული არაფერს ნიშნავდა ჩემთვის მაშინაც და ეხლაც იყო მიზეზი რომ ასე ადვილად დავაიგნორე ის სამსახური.
დაგიწერე წინა კომენტარშიც, თუ შენი მიზანი ფულის შოვნა იყო მაშინ უფრო რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა 450 დოლარიანი სამსახური აგერჩია, რადგანაც უფრო მეტი რესურსი გექნებოდა იმ საჭიროებებეის დასაკმაყოფილებლად, რომლისთვისაც ფულის გამომუშავება გადაწყვიტე, ვიდრე ამას 400 ლარი შეგაძლებინებდა. სიმდიდრე როგორ არ გაინტერესებდა? 0 გქონდა შემოსავალი და მისი გაზრდის გამო გადაწყვიტე მუშაობის დაწყება, დაგიწერე წინა კომნტარშიც, რომ სიმდიდრე თუ არ გაინტერესებდა მაშინ უანგაროდ დაგეწყო სადმე მუშაობა, მაშინ გამოჩნდებოდა რომ სიმდიდრე არ გაინტერესებდა. თუ 400 ლარი არ არის სიმდიდრე მაშინ 450$ დოლარს რატომ უწოდებ სიმდიდრეს?
* * *
QUOTE
თუმცა თავად კი ამტკიცებ რომ ყველა ადამიანი გამდიდრებაზე ოცნებობსო.)
არ მითხრა, რომ არ გინდა გქონდეს ერთი სახლი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ერთიც ნიუ-იორკში, ერთიც ლონდონში და ა.შ. გყავდეს საუკეთესო მანქანები და იახტები, ესწრებოდე ოსკარის დაჯილდოებას და სხვა პოპულარულ ღონისძიებებს და ა.შ. თუ ეს არცერთი არ გიზიდავს, მაშინ გქონდეს იმდენი თანხა რომ ქველმოქმედებას მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება, ააშენო ბევრი ეკლესია-მონასტერი, დააპურო უამრავი მშიერი და უპოვართ და გზასაცდენილებს მისცე ღირსეული ცხოვრების საშუალება, დაეხმარო ავადმყოფებს და ა.შ. ანუ არანაირი ოცნება თუ არ გაგაჩნია ეს სხვა თემაა, რომელზედაც შეგვიძლია ვისაუბროთ.
* * *
QUOTE
შემდეგ არის 2 ჯგუფი სამსახურის პირველი პირობითად თუ ვუწოდებთ "ფიზიკური" სადაც ხელებით და ფეხებით მუშაობ) ხოლო ტვინი თავისუფალია და მეორე "გონებრივი" სადაც სხეული ძირითადად უსაქმურადაა და ტვინი მუშაობს. 400 ლარიანი სამსახური იყო პირველი სახის ისეთი როგორიც მინდოდა მე როცა შენი ტვინი თავისუფალია და შეგიძლია დატვირთო შენთვის საინტერესო საკითხებზე ფიქრით, ხოლო მეორე ბანკის სამსახურში ეს შეუძლებელია რადგან იქ სულ აქტივი,პასივი, ბალანსი და ესეთ საკითხებზე უნდა იფიქრო.
კიდე ერთი მიზეზი პირველი სამსახურის უპირატესობის იყო გარემო როცა ფლორა ფაუნის გარემო რომელშიც იმყოფები როცა გარშემო ველური კურდღლები,მელიები გიურზები, ფრინველები და ასეულობით სხვადასხვა მცენარეა ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს და საინტერესო ინფორმაციებს გაძლევს როცა ისეთი გლობალური საკითხებზე ფიქრს აპირებ შენს გონებაში როგორც სამყაროს შექმნა და თუნდაც ფლორა ფაუნაში არსებული კანონზომიერებებია.
ამის დამსახურებაა რომ დარვინის და სხვა დროში დაძველებული მეცნიერების შეხედულებების შეცდომებს მივხვდი და ადამიანს შეგიძლია დაასაბუთო ყველა საკითხზე უფრო სწორი შეხედულება.
ეხლა ბანკში მემუშავა ვიქნებოდი სტანდარტული მოაზროვნე რომელსაც მთელი ტვინი სამსახურში აქვს და ამ თემებზე არაფერი იცის და სჯერა ყველა ზღაპრების რასაც ტელევიზიით ეტყვიან.)
კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ტვინის რეალური ფუნქციონირებაზე არ გაქვს ინფორმაცია და შენს პონტში გაქვს წარმოდგენილი ტვინის მუშაობა და მაგას მიჰყვები
ტვინის თავისუფლება რა პონტში გაქვს წარმოდგენილი? მესმის ასე ხელზე თქვა, რომ ერთი ხელი გაქვს თავისუფალი და მეორე დაკავებული, თორემ ტვინი თავისუფალი როგორ უნდა გქონდეს არ მესმის. ტვინი ნებისმიერ შემთხვევაში დაკავებულია და ყოველწამიერად ათასობით გადაწყვეტილებას ღებულობს და ის ვერ გათავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ შენ ფიზიკურად მუშაობ. ნებისმიერი მოქმედება რომელსაც ახასიათებს ხშირი განმეორება ტვინს ავტომატიზმში გადააქვს რათა ნაკლები ენერგია დახარჯოს და ეს ბანკშიც და ბუნებაშიც ერთნაირად მოქმედებს. ორივეგან დაახლოებით მსგავსი ენერგიის ხარჯვა უწევს ტვინს.
ფაქტია რომ წელიწადში 5400 $ უფრო მეტად ეფექტურად შეგეძლო დაგეხარჯა და მეტ ფლორა-ფაუნას გაცნობოდი მოგზაურობის საშუალებით ვიდრე 4800 ლარად ერთიდაიგივე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად ერთი და იგივე ფლორა-ფაუნის ცქერით მიაღწიე, თუ რა თქმა უნდა მეცნიერულ ექსპერიმენტს არ ატარებდი, რომელსაც დაკვირვება სჭირდებოდა. თუმცა როგორც წინა კომენტარში გითხარი შენი საქმისა შენ იცი, რადგანაც შემოაგდე ეს თემა მეც აგყევი.
* * *
შენ მაგალითად მოგყავს მხოლოდ ორი ვარიანტი რომელსაც არჩევანს უწოდებ, 1 ბანკში მუშაობა და მეორე მინდორში და ამ ორი ვარიანტით შემოიფარგლები და კმაყოფილებას გამოთქვამ საკუთარი გადაწყვეტილებით და როგორც გითხარი, შენი საქმისა შენ იცი, თუმცა მე ვფიქრობ რომ შენ არათუ ორი, არამედ ასობით ათასი ვაკანსიიდან, რომელიც იმ მომენტში დედამიწაზე არსებობდა, აირჩიე ის, რომელიც შენი ცოდნისთვის, სიტუაციისთვის თუ შესაძლებლობისათვის ადეკვატური თუ რაციონალური იყო, რადგანაც სწორედ იმ მომენტში შეგეძლო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული დაახლოებით მსგავსი სამუშაო (ფლორა-ფაუნა) აგერჩია სადაც უფრო მეტს გადაგიხდიდნენ და უფრო მეტ ცოდნას და გამოცდილებას დააგროვებდი, თუმცა ფაქტია რომ ეს არ გააკეთე ან ვერ გააკეთებდი, იმისთვის რომ საკუთარი არჩევანი გაამართლო იღებ მხოლოდ ერთს, და მასთან შედარებით, საკუთარი გადაწყვეტილების გამართლებას ეძებ. ამახინჯებ იმ რეალობას რომელშიც იმყოფებოდი იმ მომენტში რათა გაამართლო საკუთარი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რადგანაც შენ შემოაგდე მე მოგყვები.
P.S. ფულის შოვნის ბევრ საშუალებათაგან არის მაგ: ბანკის დაყაჩაღებაც, თუმცა ის ძალიან რისკიანი საქმეა და ადამიანისთვის რაღაცა გარე ფაქტორი არის მოტივატორი ამის ჩადენის, რათა საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. არავინ ამბობს - სიგარეტი არ მაქვს, მოდი ბანკს დავაყაჩაღებ და სიგარეტს ვიყიდიო. დასანაყრებლად არც ერთი ცხოველი არ ესხმის თავს ისეთ ცხოველს, რომლის მონადირებაში იმაზე მეტი კალორია ექნება დასახარჯავი ვიდრე მისი მონადირების შემთხვევაში მიიღებს. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამ შემთხვევაში აიძულებს მომავალში უფრო მარტივად მოსანადირებელი საკვების პოვნის იმედით არ დაესხას ისეთ ცხოველს, რომელიც მოცემულ მომენტში მის საჭიროების დაკმაყოფილებისთვის (შიმშილი) უფრო მაღალ რისკს შეიცავს ვიდრე მიღებულმა შედეგმა მოუტანოს მას სარგებელი. შენც სავარაუდოდ ჩათვალე, რომ არ იყავი მზად სხვა, უფრო დიდი პასუხისმგებლობის ასაღებად და დაკმაყოფილდი იმით რაც უფრო მარტივი იყო იმ კონკრეტულ მომენტში, იმის იმედით, რომ მომავალში გამოჩნდებოდა შენთვის უკეთესი შესძლებლობა. არამგონია, დღეს უკვე იგივე არჩევანის წინ რომ დადგე, იგივე გადაწყვეტილება მიიღო, დაყაბულდე 400 ლარს 450$ ნაცვლად. შესაბამისად თავისუფალი ნება არაფერ შუაშია შენს შემთხვევაშიც, სიტუაციამ გაიძულა მიგეღო ის გადაწყვეტილება რომელიც მიიღე. მშობლებიდან რომელიმე მძიმე ავადმყოფი ყოფილიყო და წამლებისთვის ყოველთვიურად 450 $ ყოფილიყო საჭირო, დარწმუნებული ვარ შენ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდი.
This post has been edited by
Heracles12
on 27 Jan 2022, 14:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58816977
· 27 Jan 2022, 21:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heracles12 @ 27 Jan 2022, 12:38 )
კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ ტვინის რეალური ფუნქციონირებაზე არ გაქვს ინფორმაცია და შენს პონტში გაქვს წარმოდგენილი ტვინის მუშაობა და მაგას მიჰყვები
ტვინის თავისუფლება რა პონტში გაქვს წარმოდგენილი? მესმის ასე ხელზე თქვა, რომ ერთი ხელი გაქვს თავისუფალი და მეორე დაკავებული, თორემ ტვინი თავისუფალი როგორ უნდა გქონდეს არ მესმის. ტვინი ნებისმიერ შემთხვევაში დაკავებულია და ყოველწამიერად ათასობით გადაწყვეტილებას ღებულობს და ის ვერ გათავისუფლდება იმ შემთხვევაში თუ შენ ფიზიკურად მუშაობ. ნებისმიერი მოქმედება რომელსაც ახასიათებს ხშირი განმეორება ტვინს ავტომატიზმში გადააქვს რათა ნაკლები ენერგია დახარჯოს და ეს ბანკშიც და ბუნებაშიც ერთნაირად მოქმედებს. ორივეგან დაახლოებით მსგავსი ენერგიის ხარჯვა უწევს ტვინს.
ფაქტია რომ წელიწადში 5400 $ უფრო მეტად ეფექტურად შეგეძლო დაგეხარჯა და მეტ ფლორა-ფაუნას გაცნობოდი მოგზაურობის საშუალებით ვიდრე 4800 ლარად ერთიდაიგივე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად ერთი და იგივე ფლორა-ფაუნის ცქერით მიაღწიე, თუ რა თქმა უნდა მეცნიერულ ექსპერიმენტს არ ატარებდი, რომელსაც დაკვირვება სჭირდებოდა. თუმცა როგორც წინა კომენტარში გითხარი შენი საქმისა შენ იცი, რადგანაც შემოაგდე ეს თემა მეც აგყევი.
თუნდაც ბუღალტრის ტვინი ბანკში და მშენებლობაზე მომუშავე ადამიანის ტვინები ერთი დატვირთვით არ მუშაობს ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. არის სამსახურები სადაც ტვინს დიდი დატვირთვა ადგება და არის სადაც ცოტა. როცა ადამიანს მარტივი ფიზიკური ოპერაციების შესრულება უწევს თან კარგად სწავლობს საქმეს ტვინი სრულად თავისუფალი ხდება და შეგიძლია თან ფიზიკურად იმუშაო და თან თუნდაც მენდელეევის ცხრილი მოიგონო ახლიდან.)
ასევე ვისაც ცოტა გავარჯიშებული აქვთ ტვინის კუნთები შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ. თუმცა ყველას თავისი უნარის მიხედვით.
რაც შეეხება ფულს. ეგ მთავარი არ არის მთავარია და უფრო დიდი სიამოვნება როცა ყველა გლობალურ კითხვაზე გასცემ პასუხს ვინ ხარ, რა სამყაროში ცხოვრობ და ეს სამყარო როგორი კანონებით მუშაობს. ამის მერე ცხოვრება უსასრულო ბუნდოვანებიდან ხდება სრულიად კონკრეტული, კანონზომიერი და გასაგები რა რატომ ხდება და როგორ. ეს შიშებიც ვაიმე მოვკვდები, ნევროზები დეპრესიები და სხვა უკვალოდ ქრება.
ვიცი მაგალითები ხალხი მილიონერი იყო და ზოგმა თავი მოიკლა და ზოგს ნევროზი აეკიდა როცა ცხოვრების კანონებში ვერ გაერკვნენ და ის უსასრულო ბუნდოვნებად იქცა მათთვის.
დანარჩენი რასაც შენი პატიოსანი შრომით მიაღწევ ყველაფერი სასიამოვნოა თუნდაც მილიონერად გახდომა. უბრალოდ პრიორიტეტებია ჯერ ცხოვრების ბუნდოვანების გახსნა და ცხოვრებაში გარკვევა და მერე უკვე სიმდიდრეზე თუ სხვა საქმეებზე ფიქრი.
ეგ მაგალითი ისე დავწერე იმის საჩვენებლად რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა ადამიანში ვიდრე დარვინის თუ ფროიდის მარტივი ახსნები ადამიანის ქცევაზე.
იყო უფრო მაშტაბური სპორტული შემოთავაზებებიც ჩემს ცხოვრებაში უცხოეთიდან სადაც მეტ ფულს და კომფორტულ ცხოვრებას ვიშოვიდი როგორც გააკეთეს ეს ჩემმა კოლეგებმა თუმცა მე გაჭირვებულ საქართველოში ყოფნა ავირჩიე.
ადამიანმა უნდა ის აკეთო რაც მოგწონს და არა ის რასაც საზოგადოება გეუბნება თუნდაც გახდე რაც შეიძლება ფულიანი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58818404
· 28 Jan 2022, 13:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
QUOTE
თუნდაც ბუღალტრის ტვინი ბანკში და მშენებლობაზე მომუშავე ადამიანის ტვინები ერთი დატვირთვით არ მუშაობს ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. არის სამსახურები სადაც ტვინს დიდი დატვირთვა ადგება და არის სადაც ცოტა. როცა ადამიანს მარტივი ფიზიკური ოპერაციების შესრულება უწევს თან კარგად სწავლობს საქმეს ტვინი სრულად თავისუფალი ხდება და შეგიძლია თან
როგორც წინა კომენტარში დავწერე, როდესაც ადამიანს ერთიდაიგივე ოპერაციების ჩატარება უწევს ყოველდღიურად, ეს ქმედებები ასე ვთქვათ, ავტომატურ რეჟიმში გადააქვს ტვინს, ანუ იქმნება შესაბამისი ნეირონული ქსელი, რომელიც ამ ოპერაციას წარმართავს და ამ შემთხვევაში ტვინი არ არის დატვირთული, ანუ ამ კონკრეტულ ამოცანის შესრულებაზე ხარჯავს მინიმალურ ენერგიას და არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში პიანინოზე უკრავს, ბუღალტრობს (მაგ: ორისში ან სხვა პროგრამაში მონაცემების შეყრა) თუ აგურს აგურზე აწყობს. ტვინი მეტ ენერგიას ხარჯავს მაშინ, როდესაც რაღაცა ახალი საკითხის გარკვევა არის საჭირო, რაღაცა ამოცანის ამოხსნა, რაღაცის გარკვევა სჭირდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი საქმიანობის განხორციელების დროს ხდება. ალბათ არ არსებობს არცერთი პროფესია რომელიც აბსოლუტურ ავტომატიზმზეა ან მუდმივად ახალი საკითხების და ამოცანების ამოხსნა უწევდეს. ტვინი მუდმივად მიილტვის იმისკენ, რაც არის ახალი სწრაფად ამოხსნას და ავტომატიზმში გადაიყვანოს ან თავი აარიდოს ამ სიახლეს და დაივიწყოს ის, რადგანაც თავიდან აიცილოს ენერგიის ხარჯვა. შესაბამისად, ნებისმიერ სამსახურში როდესაც მიდის ადამიანი, მისი ტვინი თავიდან მეტ ენერგიას ხარჯავს, რადგანაც უწევს ყველა ამ სიახლეში გარკვევა და ენერგიის ხარჯვა, ხოლო შემდეგ როდესაც გაერკვევა საქმეში უკვე ძირითადად ავტომატიზმზე გადააქვს მოქმედებები. ველოსიპედის ან მანქანის ტარება აიღე მაგალითად, თავიდან რამდენად ძნელია მათი ტარების სწავლა, რადგანაც მეტი ენერგია იხარჯება ყოველი მოძრაობის დასამუშავებლად და მათი კომბინირებისათვის, ხოლო შემდეგ კი ეს ავტომატიზმში გადადის და ნაკლები ენერგია იხარჯება შემდგომი გამოყენების დროს და თუ რაიმე ავარიული შემთხვევა შეიქმნა მხოლოდ მაშინ იწყებს ტვინი მეტი ენერგიის ხარჯვას, რადგანაც ახალ სიტუაციაში უწევს გამოსავლის პოვნა. ასე რომ მენდელეევის ცხრილის გამოგონებისთვის ყველა სამსახურში გამონახავს დროს მენდელეევი. შენი მსჯელობით გამოდის რომ, ე.წ. უსაქმურ ადამიანს უფრო მეტი შანსი აქვს დიდი აღმოჩენისთვის ან რაღაცის გამოგონებისთვის, თუმცა ამაში მე ვერ დაგეთანხმები. არ ხდება ისე, რომ ვიღაცამ თქვას მოდი მე დღეს თავისუფალ ნებას ჩავრთავ, ფეხს ფეხზე გადავიდებ და რაღაცას აღმოვაჩენ ან რაღაცას გამოვიგონებ, პირიქით, როგორც ბევრჯერ აღვნიშნე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელსაც ადამიანი იღებს, განაპირობებს სიტუაცია, ფაქტორების შემთხვევითი კომბინაცია, რომელშიც ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე. რამდენ ადამიანს დასცემია თავზე ვაშლი, თუმცა ეს მხოლოდ ნიუტონს გამოადგა გრავიტაციის არსებობის მისახვედრად თუ ასახსნელად. თუმცა მას არ უფიქრია რომ მოდი ვაშლის ხის ქვეშ დავდგები, და იქნება თავზე ვაშლი დამეცეს და რაიმე აღმოვაჩინო ან რაიმეს მივხვდეო.
* * *
QUOTE
ასევე ვისაც ცოტა გავარჯიშებული აქვთ ტვინის კუნთები შეუძლიათ რამდენიმე საქმე ერთდროულად აკეთონ.
ტვინის კუნთის არსებობაზე არაფერი მსმენია, რომელ ნაწილში აქვს ტვინს კუნთები?
* * *
QUOTE
რაც შეეხება ფულს. ეგ მთავარი არ არის მთავარია და უფრო დიდი სიამოვნება როცა ყველა გლობალურ კითხვაზე გასცემ პასუხს ვინ ხარ, რა სამყაროში ცხოვრობ და ეს სამყარო როგორი კანონებით მუშაობს. ამის მერე ცხოვრება უსასრულო ბუნდოვანებიდან ხდება სრულიად კონკრეტული, კანონზომიერი და გასაგები რა რატომ ხდება და როგორ. ეს შიშებიც ვაიმე მოვკვდები, ნევროზები დეპრესიები და სხვა უკვალოდ ქრება.
ვიცი მაგალითები ხალხი მილიონერი იყო და ზოგმა თავი მოიკლა და ზოგს ნევროზი აეკიდა როცა ცხოვრების კანონებში ვერ გაერკვნენ და ის უსასრულო ბუნდოვნებად იქცა მათთვის.
ფულზე მაგარი მცნება კაცობრიობას არ შეუქმნია. ალბათ ყველაზე დიდი მოტივატორია, ყველაზე ზუსტი საკომუნიკაციო ენაა ადამიანებს შორის საურთიერთობოდ. თქმა იმისა რომ ფული არ არის მთავარი, არის რეალობის დამახინჯება. წინა საუკუნეების მხატვრული ლიტერატურიდან გადმოსული ე.წ. რომანტიზმის პროპაგანდის შედეგი, ერთი დიდი ტყუილი რომლითაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუუბედურდა ცხოვრება.
* * *
QUOTE
დანარჩენი რასაც შენი პატიოსანი შრომით მიაღწევ ყველაფერი სასიამოვნოა თუნდაც მილიონერად გახდომა. უბრალოდ პრიორიტეტებია ჯერ ცხოვრების ბუნდოვანების გახსნა და ცხოვრებაში გარკვევა და მერე უკვე სიმდიდრეზე თუ სხვა საქმეებზე ფიქრი.
არ ვიცი პატიოსან შრომაში რას გულისხმობ და როგორი შრომაა შენთვის პატიოსანი?
რაც შეეხება ცხოვრების ბუნდოვანებას, მორწმუნე ადამიანისათვის არაფერი უნდა იყოს ბუნდოვანი რადგანაც ღმერთს ყველაფერი ადამიანისთვის აქვს შექმნილი და ის რაც ბუნდოვანი გეჩვენება არის კანონზომიერება, რომელიც ღვთის ნებით არის ბუნდოვანი და ზედმეტი ძიება არ არის მიზანშეწონილი, ღმერთის მიმდევრებს მხოლოდ ლოცვა და მორჩილება ევალებათ, და სიმდიდრე და ფუფუნება, კომფორტული საცხოვრებელი სახლი, თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, ტექნიკა, სექსი და კარგი საწმელ-სასმელი შორს უნდა იყოს მათგან რათა არ ცდუნდნენ და არ დაკარგონ სასუფეველში ადგილი.
* * *
QUOTE
ეგ მაგალითი ისე დავწერე იმის საჩვენებლად რომ ყველაფერი გაცილებით რთულადაა ადამიანში ვიდრე დარვინის თუ ფროიდის მარტივი ახსნები ადამიანის ქცევაზე
ეს ადამიანები საერთოდ რა შუაშია, მაგათმა თავიანთი ცხოვრება იცხოვრეს, გააკეთეს ის რაც გააკეთეს და წავიდნენ. მაგათი ახსნები ჩვენ რაში გამოგვადგება თუ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია რომ გავიგოთ რას ამბობდნენ.
* * *
QUOTE
იყო უფრო მაშტაბური სპორტული შემოთავაზებებიც ჩემს ცხოვრებაში უცხოეთიდან სადაც მეტ ფულს და კომფორტულ ცხოვრებას ვიშოვიდი როგორც გააკეთეს ეს ჩემმა კოლეგებმა თუმცა მე გაჭირვებულ საქართველოში ყოფნა ავირჩიე
რა თქმა უნდა, ყველა თავის გზას ირჩევს. შენი ნათქვამიდან ისეთი შთაბეჭდილება დარჩება ადამიანს, რომ უსახლკარო ხარ, სიცივეში და სიღატაკეში ცხოვრობ, ინტერნეტ კაფედან პოსტავ, ხშირად საჭმელ-სასმელი არ გაქვს რომ არაფერი ვთქვათ ფულზე და ეს გსიამოვნებს და კმაყოფილი ხარ. თითქოს ე.წ. სალოსი ხარ. მაგარი ამტანი ყოფილხარ.
* * *
QUOTE
ადამიანმა უნდა ის აკეთო რაც მოგწონს და არა ის რასაც საზოგადოება გეუბნება თუნდაც გახდე რაც შეიძლება ფულიანი.
იქნება სწორედ რომ საზოგადოების კარნახით არ წახვედი საზღვარგარეთ თუ ამის რეალური შანსი გაგაჩნდა.
ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნიდან ემიგრირებას ადამიანებს ის სიტუაცია აიძულებთ რომელშიც აღმოჩნდებიან. თუ აფხაზეთიდან ომმა და დაღუპვის შიშმა აიძულა ადამიანები დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი, მშვიდობიან სიტუაციაში ეკონომიკური თუ სხვა პრობლემა აიძულებს ემიგრირებისაკენ. ზოგადად ემიგრაცია ძალიან რთულია, რთულია მოსწყდე საკუთარ სოციალურ ჯგუფს და გადაინაცვლო სხვაგან, სადაც არცერთი სოციალური ჯგუფი არ გელოდება და შესაძლოა განწირული ხარ მარტოობისაკენ და დიდი შრომის გაწევა მოგიწევს უცხო გარემოში, უცხო ხალხში საკუთარი ადგილის დაკავებისათვის, რაც შესაძლოა ვერც კი მოახერხოს ადამიანმა. ხშირად ეს პრობლემა აქვთ ემიგრანტებს, რადგანაც ვერ პოულობენ საკუთარ ადგილს სხვა სოციუმში, ფულს თავიანთ ოჯახებში აგზავნიან და თვითონ საზოგადოებიდან გარიყულები მარტოსულ ცხოვრებას ეგუებიან, იფიტებიან და ძალაინ დიდ ფსიქოლოგიური პრობლემების ქვეშ უწევთ ცხოვრება. შესაძლოა ამ ფაქტორმაც გაიძულა ქვეყნიდან არ წასვლა (მას ვგულისხმობ როდესაც ზემოთ ვწერ რომ შესაძლოა საზოგადოებამ გიკარნახათქო არ წასვლა საზღვარგარეთ)
This post has been edited by
Heracles12
on 28 Jan 2022, 14:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#58818899
· 28 Jan 2022, 15:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
თუ თავუფალი ნება არ არსებობს, მაშინ რატომ ვეძებთ ადამიანებში სამართალს? რატომ ვაკრიტიკებთ რომ ესა თუ ის ქმედება არასწორი იყო?.....რატომ არ ვამბობთ რო მისი ეგ საქციელი ნორმალურია რადგან საზოგადოებამ აიძულა ასე მოქცეულიყო? ....რატომ გვწყინს ადამიანისგან როცა გვატყუებენ, გვღალატობენ? ......
ანუ იმის თქმა მინდა თუ შენ ამბობ ეს ყველაფერი საზოგადოების ზეწოლიდან მომდინარეობს ადამიანის ესა თუ ის ქმედება, მაშინ ესეც და ისიც ჩვეულებრივ ამბად უნდა აღიქვას ადამიანმა ....ასე არ არის?
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58819082
· 28 Jan 2022, 16:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lasha kakauridze
QUOTE
თუ თავუფალი ნება არ არსებობს, მაშინ რატომ ვეძებთ ადამიანებში სამართალს? რატომ ვაკრიტიკებთ რომ ესა თუ ის ქმედება არასწორი იყო?.....
ეს ყველაფერი იმ საზოგადოების ღირებულებებია რომელშიც ვცხოვრობთ, იმ არასწორი განათლების (გაუნათლებობის) შედეგია, რომელიც არასწორად გააანალიზა და შედეგად არასწორი დასკვნები დადო და ამ არასწორ დასკვნებზე აგებული სწავლება მოახვია თავს ყოველ შემდეგ თაობას და ამაში უდიდესი წვლილი რელიგიას მიუძღვის, თუმცა იმედია 21 საუკუნე გახდება ამ ყველაფრის გარდამტეხი და ადამიანი სწორად დაუწყებს ამ სამყაროს ჭვრეტას, ყოველგვარი ილუზიის გარეშე.
რა არის სამართალი? არანაირი სამართალი არ არსებობს და ვეძებთ იმას რაც არ არსებობს, და შესაბამისად იმას რაც არ არსებობს ვერასდროს ვერ ვიპოვით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს ასწავლიდნენ რომ ის არსებობს და ის უნდა ეძიონ თანაც სხვა ადამიანებში, თუმცა საკუთარ თავში სამართალი ნაპოვნი გვაქვს, რადგანაც ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად მართალნი ვართ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, სხვისი ქცევის კრიტიკაც აქედან მოდის.
QUOTE
რატომ არ ვამბობთ რო მისი ეგ საქციელი ნორმალურია რადგან საზოგადოებამ აიძულა ასე მოქცეულიყო?
ზოგადად ადამიანმა რომ იარსებოს და გამრავლდეს უნდა შექმნას სოციალური ჯგუფი სხვა ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებით, და რამდენიმე ათეულ ადამიანმა ერთმანეთში ურთიერთობისთვის, ერთობლივი უსაფრთხოებისათვის საჭიროა გარკვეულ ჩარჩოებში ანუ საზღვრებში მოქცევა, რათა კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს, სახეობას, ჰქონდეს გადარჩენის მეტი შანსი. ჩარჩოებში იგულისხმება: დაწყებული საცხოვრებელი ტერიტორიით დამთავრებული ჩემიანის და სხვისიანის ანუ მტრის და მოყვასის მცნებით. შესაბამისად გააჩნია სიტუაციას თუ რატომ შეიძლება დაინტერესდეს საზოგადოება ამა თუ იმ ქცევის მიზეზებით, მაგ: ომის დროს ბრძოლისაგან თავის არიდების მიზეზი შესაძლოა გასაგები იყოს - სიკვდილის შიში, თუმცა ეს ნაკლებად არის საინტერესო რადგანაც ყველა ერთად იბრძვის საერთო მიზნის მისაღწევად, მიზეზი გასაგებია თუმცა ბუნებრივი გადარჩევა არ ითვალისწინებს კონკრეტული ინდივიდის მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე.
* * *
QUOTE
რატომ გვწყინს ადამიანისგან როცა გვატყუებენ, გვღალატობენ? ......
იმიტომ რომ ის მოლოდინი რომელიც ჩვენ გვქონდა შექმნილი მისგან არ ემთხვევა იმას რასაც ის სჩადის. ჩვენ გვიკვირს მისი საქციელი რადგანაც მოველოდით რომ ის მოიქცეოდა ისე როგორც ჩვენ გვეგონა რომ მოიქცეოდა, თუმცა სიტუაციამ მას, როგორც ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელს, აიძულა მოქცეულიყო ისე როგორც მოიქცა და ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. პრობლემა არის ის რომ ჩვენ არ გვაქვს სწორი ხედვა/ცოდნა ადამიანის შესახებ, შესაბამისად სხვა ადამიანს შევამკობთ საზოგადოების მიერ ნასწავლი მცნებებით, მაგ: კეთილი, პატიოსანი, ერთგული და ა.შ. და ამ ცნებების განმარტება ნასწავლი გვაქვს, ანუ ვიცით როგორ უნდა იქცეოდეს კეთილი, ერთგული, პატიოსანი და შემდეგ სხვის საქციელში ვნახავთ რომ მისი ქცევა არ ემთხვევა ჩვენს მიერ ცნობილ მახასიათებლებს, გვიკვირს და ვრჩებით გაოგნებულნი.
* * *
ვისაც ჰქონია შეხება პატარებთან ალბათ ჰქონია შემთხვევა როდესაც პატარა სჩადის რაღაც ქცევას, რომელიც ვფიქრობთ რომ არ უნდა ჩაედინა და გვეკითხებით თუ რატომ მოიქცა ასე, ის გვეუბნება რომ არ იცის თუ რატომ ჩაიდინა და მართალიცაა, ის მისი ინსტინქტებიდან გამომდინარე სჩადის რაღაცას და რადგანაც ჯერ არ აქვს ნასწავლი თუ როგორ აუხსნას საზოგადოებას თავისი ქცევა არ იცის თუ რატომ ჩაიდინა ის რაც ჩაიდინა, მაგ: თმაზე მოქაჩა სხვას, ან დაარტყა ვიღაცას, ან თეფში დააგდო და გატეხა, ან ჩაიფსა, ან ცხვირში თითით იქექება და ა.შ.
P.S. (მომავალში როდესაც უკვე ისწავლის რა არ უნდა გააკეთოს და რა უნდა გააკეთოს, აგრეთვე ისწავლის რომ, თუ რაღაცა ჩაიდინა მაგის გასამართლებელი ახსნაც ისწავლოს და გამოიყენოს საჭიროებისდა მიხედვით, ანუ რა საქციელზე რა სახის ახსნას მოჰყვება უფრო ლმობიერი სასჯელი თუ შეფასება)
ასევე ხშირად დიდებმაც არ ვიცით კონკრეტულად რატომ ჩავდივართ ამა თუ იმ საქციელს თუმცა გაგვაჩნია რაღაც ახსნა ჩვენი ქცევისა თუმცა რეალური მიზეზი თუ რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას ჩვენი ტვინი მხოლოდ მან იცის და ეს ძირითადა განპირობებულია გარემოს წნეხიდან (თუ რა თქმა უნდა საქმე არ გვაქვს რაიმე სახის გენეტიკური დეფექტთან ან სხვა რაიმე სახის ფსიქიკის პრობლემასთან, ან ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გავლენასთან)
* * *
QUOTE
ანუ იმის თქმა მინდა თუ შენ ამბობ ეს ყველაფერი საზოგადოების ზეწოლიდან მომდინარეობს ადამიანის ესა თუ ის ქმედება, მაშინ ესეც და ისიც ჩვეულებრივ ამბად უნდა აღიქვას ადამიანმა ....ასე არ არის?
რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის ტვინის ფუნქციებში გაერკვევი, თუ როგორ ფუნქციონირებს ის და როგორ და რატომ იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებებს, რას ითვალისწინებს ამ პროცესში, სამყაროს აღიქვამ უფრო ზუსტად და შესაბამისად უფრო რეალურ მოლოდინს იქმნი სხვებისაგან, შესაბამისად არ ხარ მცდარ მოლოდინებში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და ნაკლებ "შეცდომას" უშვებ და ნაკლებად "უბედური" ხარ. ტვინის უმთავრესი ფუნქცია ხომ მომავლის პროგნოზირება და ამ პროგნოზირებულ მომავალში მანევირებაა, შესაბამისად, რაც უფრო მეტად ზუსტი პროგნოზის უნარი გაქვს მით უფრო მეტი შანსი გაქვს მიზნის მიღწევის ანუ გადარჩენის და გამრავლების.
სწორედ ამაშია პრობლემა რელიგიის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანებზე და ზოგადად სამყაროზე და ამ არასწორი წარმოდგენებით ერთმანეთში ურთიერთობა მეტ შეცდომებს და შედეგად "ტანჯვას" იწვევს.
This post has been edited by
Heracles12
on 28 Jan 2022, 19:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58823211
· 29 Jan 2022, 23:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
ამ საკითხში გეთანხმები და ესეა როცა რამე საქმეს ისწავლი ტვინი მერე უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს მასზე. თუმცა მე სხვა თემაზე დავწერე რომ ამბობ ადამიანის ტვინს ყველა სამსახურში ერთნაირი დატვირთვა ექნებაო რაც არასწორია.
ავიღოთ მაგალითად თუნდაც სპორტი. მაგ ვინც 100 მეტრაზე ან 1 კილომეტრზე დარბის თუ დაცურავს ამ სპორცმენის ტვინს რა დატვირთვა აქვს საწყისი ადგილიდან ფინიშამდე ისე გაირბინოს თუ გაცუროს რომ მეზობელი სპორცმენის გზაზე არ გადავიდეს. მეტი არაფერი ან სირბილისას არ წაიქცეს.
ეხლა ავიღოთ ფეხბურთელი ან ჩოგბურთელი რამდენი საქმე აქვს ტვინს უნდა მოატყუოს მოწინააღმდეგო კარგი პასი გააკეთოს და ათასი სხვა საქმე ფეხბურთელის ტვინი სულ დატვირთულია ათასი საქმით.
ავიღოთ კიდე მაგ ჭადრაკი ხალხი წლები ვარჯიშობს და სწავლობს სვლებს თუმცა როცა პარტიას თამაშობენ სულ ახალ ახალი პოზიცია დგება და მათი ტვინი სულ ფიქრის და ანალიზის პროცესშია რომ საუკეთესო სვლა იპოვოს დაფაზე და მოწინააღმდეგე დაამარცხოს. მერე დრო არ ჰყოფნით ცაიტნოტი და აშ. ასე სამსახურებშიც და ყველაფერში. ყველა საქმე განირჩევა სირთულის დონეების მიხედვით. ძაან რთული საშუალო და ნაკლებ რთული.
რაც შეეხება ტვინის კუნთებს. როგორც სხეულს თუ მეტად ავარჯიშებ უფრო დიდი კუნთები გექნება ასევე თუ ტვინს უფრო ავარჯიშებ უფრო მოაზროვნე ჭკვიანი და რთული ამოცანების ამომხსნელი ტვინი გექნება. ტვინის ვარჯიში კი არის ფიქრი და ანალიზი სხვადასხვა საკითხების სწავლა წაკითხვა შედარება და აშ.
ადამიანი დაუშვათ მეცხვარე რომელიც მთელი ცხოვრება მთაშია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს რომ მისი ცხვარი მგელმა არ შეჭამოს თუ ხრამში არ გადავარდეს სხვა არაფრისთვის იყენებს ტვინს და ავიღოთ მეორე ადამიანი ვინც ისწავლა სკოლაში, უმაღლესში, შემდეგ დამატებით ისწავლა ორი უცხო ენა, ისწავლა პროგრამირება ეხლა ამ ორი ადამიანიდან ვისი ტვინი უფრო ჭკვიანი და კუნთიანია. ესეც მარტივი საკითხია. ამიტომ ყოველი ადამიანის ტვინის ინტელექტის დონე თავად იმ ადამიანზეა დამოკიდებული როგორი დატვირთვით და სიხშირით იყენებს თავის ტვინს.
ფული და სიმდიდრე კი პირობითია და დამოკიდებული ადამიანის პირად მოთხოვნილებებზე ზოგს ისეთი მაღალი მოთხოვნები აქვს მილიონი შეიძლება 1 კვირა არ ეყოს სხვამ კი ათასი ლარი ვერ დახარჯოს კვირაში. იმდენი ფული რაც შენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფლებს უკვე საკმარისია.
დანარჩენი რომ დაწერე ხალხი როგორ მდიდრდება თვითონაც არ იცისო ასე არაა. უამრავი გზაა გამდიდრების. ერთერთი მთავარი არის თუ ადამიანს შეგიძლია მომავლის გამოცნობა ანუ წინასწარ გონებით განსაზღვრო 5-10 წლის მერე როგორ იქნება ის საკითხი. ვინც მომავალის სწორ პროგნოზებს აკეთებს ნებისმიერ სფეროში იგი ყველაზე წარმატებული ადამიანია გამდიდრების გზაზე. ეხლა როგორ გამოიცნო მომავალი ამას თავის მეთოდები აქვს.)
ჩემი ნათქვამიდან კი ის შთაბეჭდილება რჩება რომ შემეძლო ეხლა მქონოდა კარგი სახლი მანქანა ზღვის პირას ევროპული მოქალაქეობა და საკმაოდ ფული როგორც გააკეთეს ეს ჩემმა კოლეგებმა. თან არა მოხუცების მოვლაში თუ რამე მძიმე მშენებლობის საქმეზე არამედ იმ საქმეში რომელიც გიყვარს და გსიამოვნებს და ცალკე კიდე ფულს გიხდიან ამაში როგორც მომღერალს სიმღერაში. უბრალოდ როგორც ზემოთ ვთქვი როცა შენს მოთხოვნებს აქაურიც აკმაყოფილებს შეიძლება არ გაღორდე და ზედმეტს დახარბდე თუ ამას გარკვეული დისკომფორტი მოაქვს ცხოვრებაში. ამიტომ ფული მთავარი მართლა არ არის.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
6
7
[8]
9
10
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0513 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.