Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(29)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
თავისუფალი ნება
, ერთიანი თემა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58823918
· 30 Jan 2022, 11:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
daviti35
[QUOTE]ავიღოთ მაგალითად თუნდაც სპორტი. მაგ ვინც 100 მეტრაზე ან 1 კილომეტრზე დარბის თუ დაცურავს ამ სპორცმენის ტვინს რა დატვირთვა აქვს საწყისი ადგილიდან ფინიშამდე ისე გაირბინოს თუ გაცუროს რომ მეზობელი სპორცმენის გზაზე არ გადავიდეს. მეტი არაფერი ან სირბილისას არ წაიქცეს. biggrin.gif
ეხლა ავიღოთ ფეხბურთელი ან ჩოგბურთელი რამდენი საქმე აქვს ტვინს უნდა მოატყუოს მოწინააღმდეგო კარგი პასი გააკეთოს და ათასი სხვა საქმე ფეხბურთელის ტვინი სულ დატვირთულია ათასი საქმით.
ავიღოთ კიდე მაგ ჭადრაკი ხალხი წლები ვარჯიშობს და სწავლობს სვლებს თუმცა როცა პარტიას თამაშობენ სულ ახალ ახალი პოზიცია დგება და მათი ტვინი სულ ფიქრის და ანალიზის პროცესშია რომ საუკეთესო სვლა იპოვოს დაფაზე და მოწინააღმდეგე დაამარცხოს. მერე დრო არ ჰყოფნით ცაიტნოტი და აშ. ასე სამსახურებშიც და ყველაფერში. ყველა საქმე განირჩევა სირთულის დონეების მიხედვით. ძაან რთული საშუალო და ნაკლებ რთული. [/QUOTE]
წინა კომენტარშიც ავღნიშნე (და შენც თანახმა ხარ) რომ ტვინი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, აწ უკვე შესწავლილი და დამუშავებული მოქმედების (შესაბამისი ნეირონული ქსელის შექმნის) საშუალებით.
მაგალითად მოვიყვანე ველოსიპედის ან მანქანის ტარების სწავლა და შემდგომ მათი მართვა, თანაც აღვნიშნე რომ, ტვინი აქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ავარიული შემთხვევები იქმნება და კოგნიტიური პროცესი იწყება წინააღმდეგობის გადასალახავად. შენს მიერ მოყვანილ მაგალითებშიც ზუსტად იგივე პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერ სპორტსმენს, მორბენალს, ფეხბურთელს, მოჭადრაკეს დამუშავებული აქვს მოქმედების გარკვეული ე.წ. მონახაზი, რომელიც მისთვის სტანდარტული მდგომარეობაა, ე.წ. მისი სტილი (შესაბამისი ნეირონული ქსელი რომელიც პასუხისმგებელია ამ კომბინირებულ მოქმედებებზე) და მოქმედებს ამ სტანდარტით. მორბენლის შემთხვევაში შეიძლება იყოს საკუთარი სიჩქარის გადანაწილება პერიოდებზე (სიჩქარეების გადართვა), ფეხბურთელისთვის რომელიღაც ფლანგის არჩევა შესატევად, მოჭადრაკისთვის სვლების ის კომბინაცია რომლითაც ის ხელმძღვანელობს პარტიის დაწყების დროს. ამ შემთხვევაში წვრთნის დროს იხარჯებოდა ის ენერგია რომელმაც უზრუნველყო ტვინში შესაბამისი ნეირონული ქსელის შექმნა, ხოლო შემდგომ ეს უკვე ნაკლებ ენერგიას მოითხოვს რადგანაც ნაკლებია კოგნიტიური პროცესი. თუმცა ისევ მივდივართ იმ მომენტამდე, როდესაც მითი თავისუფალი ნების არსებობაზე იმსხვრევა. სიტუაცია რომელშიც აღმოჩნდებიან ეს სპორტსმენები აიძულებს მათ ენერგიის ე.წ. ეკონომიური ხარჯვის რეჟიმიდან გადავიდნენ ენერგიის მაქსიმალური ხარჯვის რეჟიმზე იმისდა მიხედვით, თუ როგორი წინააღმდეგობა შეხვდებათ მოწინააღმდეგის მხრიდან, ან როგორი წნეხის ქვეშ მოაქცევს მათ მოწინააღმდეგე. მორბენლის შემთხვევაში რამდენად ძლიერ მეტოქეებთან უწევთ შეჯიბრი, რათა გამოიანგარიშოს და პროგნოზირება გააკეთოს სავარაუდო შედეგისა და მუდმივად აკეთოს ტვინმა კალკულაცია გზადაგზა მოდერნიზება გაიკეთოს საკუთარ სტრატეგიას (ალბათ მორბენალი თავის საუკეთესო შედეგს დადებს მშიერი ლომი რომ დაედევნოს), ფეხბურთელის ტვინი იწყებს ენერგიის ხარჯვას როდესაც სტანდარტულ სიტუაციას შედეგი არ მოაქვს (თუ მესის ბარსა ეთამაშება 15 წლის ბავშვების გუნდს იქ კოგნიტიური პროცესი ბარსას მხრიდან შეიძლება ნაკლები იყოს, თუმცა ბავშვების მხრიდან მაღალი), იგივე მოჭადრაკის შემთხვევაში, თუ პროფესიონალი ეთამაშება ადამიანს რომელსაც მთელი ცხოვრება 100 პარტია ითამაშა და 99 წააგო, მის ტვინს არ სჭირდება ზედმეტი ენერგიის ხარჯვა, რადგანაც ამისთვის საჭირო წინააღმდეგობა არ იქმნება და საკმარისი ხდება მინიმალური ენერგიის ხარჯვით შედეგის მიღწევა.
შესაბამისად ვერ დაგეთანხმები იმაში რომ რომელიღაც პროფესია მოითხოვს სხვა პროფესიაზე მეტ "ტვინის მუშაობას" (ენერგიის ხარჯვას), არამედ სიტუაცია რომელშიც აღმოჩნდება ესა თუ ის ადამიანი (მიუხედავად პროფესიისა) არის განმაპირობებელი "ტვინის მუშაობისა", რადგანაც აზროვნება არის კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს.
* * *
[QUOTE]რაც შეეხება ტვინის კუნთებს. როგორც სხეულს თუ მეტად ავარჯიშებ უფრო დიდი კუნთები გექნება ასევე თუ ტვინს უფრო ავარჯიშებ უფრო მოაზროვნე ჭკვიანი და რთული ამოცანების ამომხსნელი ტვინი გექნება. ტვინის ვარჯიში კი არის ფიქრი და ანალიზი სხვადასხვა საკითხების სწავლა წაკითხვა შედარება და აშ.
ადამიანი დაუშვათ მეცხვარე რომელიც მთელი ცხოვრება მთაშია და მხოლოდ იმაზე ფიქრობს რომ მისი ცხვარი მგელმა არ შეჭამოს თუ ხრამში არ გადავარდეს სხვა არაფრისთვის იყენებს ტვინს და ავიღოთ მეორე ადამიანი ვინც ისწავლა სკოლაში, უმაღლესში, შემდეგ დამატებით ისწავლა ორი უცხო ენა, ისწავლა პროგრამირება ეხლა ამ ორი ადამიანიდან ვისი ტვინი უფრო ჭკვიანი და კუნთიანია. ესეც მარტივი საკითხია. ამიტომ ყოველი ადამიანის ტვინის ინტელექტის დონე თავად იმ ადამიანზეა დამოკიდებული როგორი დატვირთვით და სიხშირით იყენებს თავის ტვინს.
[/QUOTE]
რაც შეეხება ტვინის კუნთს, ტვინში კუნთი არ არის.
რაც შეეხება იმას რასაც ტვინის ვარჯიშს ეძახი ფიქრი და ანალიზი, სხვადასხვა საკითხების სწავლა, წაკითხვა, შედარება და ა.შ. ცოტათი გაუგებარი დეფინიციაა.
მაგალითად მოგყავს მეცხვარისა და "განათლებული" ადამიანის შედარება და ამბობ რომ "განათლებულ" ადამიანს უფრო "გავარჯიშებული" ტვინი აქვს ვიდრე მეცხვარეს. აქაც ვერ შევთანხმდებით.
ადამიანი (ტვინი) დაბადებიდანვე წვრთნას გადის, სწავლობს (იქმნება ნეირონების შესაბამისი ქსელი, რომლებიც მართავენ ამა თუ იმ პროცესს) სუნთქვას, ყლაპვას, ჭამას, ხედვას, ხოხვას, სიარულს, სირბილს, ცნებას: დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ჩემი-სხვისი, კარგი-ცუდი, კეთილი-ბოროტი და ა.შ. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ იარსებოს ანუ გადარჩეს და გამრავლდეს.
ნებისმიერი პროფესია სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ ადამიანი (ტვინი) გაიწვრთნას ისე, რომ შესძლოს მოიპოვოს საკვები ანუ იცოცხლოს და გამრავლდეს.
შესაბამისად, შენს მიერ მოყვანილი მაგალითი, მეცხვარისა და "განათლებულია შედარება ტვინის უპირატესობის საჩვენებლად არ გამოდგება, რადგანაც ორივე ადამიანი (ტვინი) გაწრთვნილია იმ ამოცანის შესასრულებლად რომლისთვისაც ისინი არიან გაწვრთნილნი და რომლითაც აკმაყოფილებენ (ან უნდა დააკმაყოფილონ) საკუთარი ბიოლოგიური საჭიროებები: გადარჩენა და გამრავლება. პირობითად მეცხვარეს არ დასვამ კომპიუტერთან რადგანაც ის ვერ ამოხსნის დასახულ ამოცანას, და პირობითად "კომპიუტრშიკს" არ გაუშვებ მეცხვარედ რადგანაც ისიც ვერ ამოხსნის დასახულ ამოცანას.
მეცხვარესაც უწევს "ტვინის ვარჯიში", "სწორი" ძაღლების შერჩევა და გაწვრთნა - ისეთების რომლებიც ცხვარს არ შეჭამენ, მგლის არ შეეშინდებათ, მეცხვარეს არ დაკბენენ და ა.შ., მგლის თუ სხვა მტაცებელის ნაკვალევის თუ განავლის ცნობა, ამინდის პროგნოზირება, და ა.შ. ეს ყველაფერი კოგნიტიურ პროცესს მოიცავს.
* * *
[quote]ფული და სიმდიდრე კი პირობითია და დამოკიდებული ადამიანის პირად მოთხოვნილებებზე ზოგს ისეთი მაღალი მოთხოვნები აქვს მილიონი შეიძლება 1 კვირა არ ეყოს სხვამ კი ათასი ლარი ვერ დახარჯოს კვირაში. იმდენი ფული რაც შენს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფლებს უკვე საკმარისია.
დანარჩენი რომ დაწერე ხალხი როგორ მდიდრდება თვითონაც არ იცისო ასე არაა. უამრავი გზაა გამდიდრების. ერთერთი მთავარი არის თუ ადამიანს შეგიძლია მომავლის გამოცნობა ანუ წინასწარ გონებით განსაზღვრო 5-10 წლის მერე როგორ იქნება ის საკითხი. ვინც მომავალის სწორ პროგნოზებს აკეთებს ნებისმიერ სფეროში იგი ყველაზე წარმატებული ადამიანია გამდიდრების გზაზე. ეხლა როგორ გამოიცნო მომავალი ამას თავის მეთოდები აქვს.) [/quot
ეს ძალიან დიდი თემაა. გარემოს, ტესტოსტერონის, სიტუაციის, გენეტიკის, გამოცდილების, ინფორმაციის და ა.შ. ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს იმას რასაც სიმდიდრეს თუ ცნობადობას თუ პოპულარობას ვეძახით. ამიტომაც არ არსებობს სკოლები სადაც ადამიანებს ასწავლიან როგორ გახდეს მილიარდერი არამედ ასწავლიან ეკონომიკას ან ფინანსებს, ან როგორ გახდეს ვან გოგი არამედ ასწავლიან ხატვას, როგორ გახდეს მოცარტი მაგრამ.ასწავლიან მუსიკას და ა.შ.
რა თქმა უნდა უამრავი გზა არის გამდიდრების თუმცა გამდიდრება როგორც საგანი არ არსებობს რადგანაც არავინ იცის თუ როგორ უნდა გახდეს მდიდარი.
* * *
[QUOTE]ჩემი ნათქვამიდან კი ის შთაბეჭდილება რჩება რომ შემეძლო ეხლა მქონოდა კარგი სახლი მანქანა ზღვის პირას ევროპული მოქალაქეობა და საკმაოდ ფული როგორც გააკეთეს ეს ჩემმა კოლეგებმა. თან არა მოხუცების მოვლაში თუ რამე მძიმე მშენებლობის საქმეზე არამედ იმ საქმეში რომელიც გიყვარს და გსიამოვნებს და ცალკე კიდე ფულს გიხდიან ამაში როგორც მომღერალს სიმღერაში. უბრალოდ როგორც ზემოთ ვთქვი როცა შენს მოთხოვნებს აქაურიც აკმაყოფილებს შეიძლება არ გაღორდე და ზედმეტს დახარბდე თუ ამას გარკვეული დისკომფორტი მოაქვს ცხოვრებაში. ამიტომ ფული მთავარი მართლა არ არის. [/QUOTE]
შენი საქმისა შენ იცი, თუმცა ვერ ვხვდები რატომ ეძახი უფრო წარმატებულ ყოფნას გაღორებას. არამგონია სურვილი უკეთესისა გაღორებას ნიშნავდეს. ითამაშო უკეთესი მატჩი ვიდრე გუშინ ითამაშე, იმღერო უკეთ ვიდრე გუშინ იმღერე, დაამზადო უკეთესი კერძი ვიდრე გუშინ დაამზადე, იცხოვრო უკეთეს სახლში ვიდრე გუშინ ცხოვრობდი, ჭამო უკეთესი კერძი ვიდრე გუშინ ჭამე, გქონდეს უკეთესი სექსი ვიდრე გუშინ გქონდა და ზოგადად იცხოვრო უკეთ ვიდრე გუშინ ცხოვრობდი, ადამიანი ხომ იმით ხდება ბედნიერი რაც უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებს და მუდმივად ამისკენ მიილტვის და ეს ღორობა არ არის.
This post has been edited by
Heracles12
on 30 Jan 2022, 13:27
--------------------
ქრისტე: ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. ლუკას 19-27
"Христианство стоило мне жизни. потому что потребовалось моя жизнь чтобы избавиться от неё" ОВЕРБЕК
Слава Украïнi! Героям слава!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
daviti35
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8205
წევრი No.: 97384
რეგისტრ.: 7-August 09
#58824928
· 30 Jan 2022, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Heracles12 @ 30 Jan 2022, 11:29 )
შესაბამისად ვერ დაგეთანხმები იმაში რომ რომელიღაც პროფესია მოითხოვს სხვა პროფესიაზე მეტ "ტვინის მუშაობას" (ენერგიის ხარჯვას), არამედ სიტუაცია რომელშიც აღმოჩნდება ესა თუ ის ადამიანი (მიუხედავად პროფესიისა) არის განმაპირობებელი "ტვინის მუშაობისა", რადგანაც აზროვნება არის კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს.
* * *
რაც შეეხება ტვინის კუნთს, ტვინში კუნთი არ არის.
რაც შეეხება იმას რასაც ტვინის ვარჯიშს ეძახი ფიქრი და ანალიზი, სხვადასხვა საკითხების სწავლა, წაკითხვა, შედარება და ა.შ. ცოტათი გაუგებარი დეფინიციაა.
მაგალითად მოგყავს მეცხვარისა და "განათლებული" ადამიანის შედარება და ამბობ რომ "განათლებულ" ადამიანს უფრო "გავარჯიშებული" ტვინი აქვს ვიდრე მეცხვარეს. აქაც ვერ შევთანხმდებით.
რა თქმა უნდა უამრავი გზა არის გამდიდრების თუმცა გამდიდრება როგორც საგანი არ არსებობს რადგანაც არავინ იცის თუ როგორ უნდა გახდეს მდიდარი.
* * *
გასაგებია რომ ყველა ადამიანს თავისი შეხედულება აქვს რამე საკითხზე. თუმცა რეალობა ითხოვს ესა თუ ის მოსაზრება იყოს დასაბუთებული.
შესაბამისად ის ნათქვამი რომ ყველა პროფესია ერთნაირ "ტვინის მუშაობას" ითხოვს ვერ იქნება სწორი. მაგ. მორბენალი 100 მეტრზე თუ მეტ დისტანციაზე მოცურავე, შტანგისტი ჭოკით მხტომელი და მრავალი სხვა პროფესიონალი სპორცმენი ვინც წლებია ამ სპორტში იცის რომ თუ კონკრეტულ ამ დისტანციას გაირბენ გაცურავს, ახტება თუ აწევს ის ჩემპიონია. ამ სპორცმენების მთავარი ამოცანაა გააუმჯობესონ ან გაიმეორონ პირადი რეკორდი. ტალახაძემ იცის თუ ამდენ კილოს აწევს ის ჩემპიონია. ასე რომ ამ სპორტის სახეობებში ადამიანის ტვინს ძალიან ცოტა დატვირთვა ადგება.
ავიღოთ ეხლა ფეხბურთი იქ სპორცმენს ათასი ოპერაციის გაკეთება უწევს ყოველ წუთიერად ტვინით სადაა მისი გუნდის წევრები, სადაა მოწინაღმდეგე, ვინ მოატყუოს რომელი ფინტით, შეტევაში რა ქნას დაცვაში რა ქნას დაარღვიოს წესები და მიიღოს ყვითელი ბარათი თუ არა და აშ.
ასევე მაგ ჭადრაკი დაუშვათ მაგნუს კარლსენი რომელიც ითვლება ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ ჭადრაკში და 20 წელზე მეტია სულ სვლებს, კომბინაციებს და ვარიანტებს სწავლობს მისი ტვინი.
ყველა ახალ პარტიაზე ტურნირში ყველა ახალ სვლაზე მას დიდი გონებრივი დატვირთვა აქვს რომ გააკეთოს საუკეთესო სვლა როცა ერთ პარტიაზე 2-3 საათი დრო აქვს მაინც არ ჰყოფნის იმიტომ რომ მის ტვინს უწევს ყველა სვლაზე ფიქრი ანალიზი და სერიოზული მუშაობა. მერე ხდება ცაიტნოტი და აშ.
უბრალო შედარებაც კი არ შეიძლება იმ გონებრივ დატვირთვებში რაც შეიძლება ქონდეს თუნდაც კარლსენს ერთ პარტიაზე ჭადრაკში თუ შტანგის ამწევს მთელ ტურნირზე.
თუ საჭიროა კიდე ბევრი მაგალითების დაწერა შემიძლია).
მეორე საკითხი ტვინის განვითარება. ჭამა-სმა და დედ-მამის დაძახება ეს ელემენტარული ფუნქციებია. როცა ტვინს განვიხილავთ უნდა ვისაუბროთ რთულ ფუნქციებზე და ოპერაციებზე რასაც ტვინი აკეთებს. არავის ტვინი თავისით არ " იწრთვნება". თითოეული ადამიანი თავად ირჩევს მის ტვინი რა მიმართულებით განვითარდეს ირჩევს პროფესიას, ცხოვრების სტილს და საერთოდ ყველაფერს ყოველდღიურად რა აკეთოს სწორედ ესაა თავისუფლება რომ ადამიანი ტვინს უკვეთავს, წვრთნის წლების მანძილზე და აიძულებს იმუშაოს და იფიქროს იმ სფეროზე რაც იმ ადამიანს უნდა.
ეს კი დამოკიდებულია იმ სურვილებზე და მოტივაციაზე რაც ყოველდღიურად თუ ზოგადად უჩნდება ადამიანს.
მაგალითად თუ მდიდარი ადამიანი მივა ადამიანთან ეტყვის რომ მილიონ დოლარს მისცემს თუ ის ესკიმოსების ენას ისწავლის ანუ მისცემს ძლიერ მოტივაციას რაცაა ფული ის ადამიანი აიძულებს მერე თავის ტვინს და დაიწყებს ესკიმოსების თუ ნებისმიერი სხვა ენის სწავლას. ან თუ ეტყვის მდიდარი წავიდეს ადამიანი და ბრაზილიის ჯუნგლებში ხეები დათვალოს თუ ცაში ვარსკვლავები თუ კარგ ფულს მისცემენ ის ადამიანი გააკეთებს ამას. ანუ თუ ადამიანს აქვს ძლიერი მოტივაცია იგი ნებისმიერ უაზრობაზე აიძულებს საკუთარ ტვინს იმუშაოს თუ ნებისმიერი უაზრობა ისწავლოს ნებისმიერ დროს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა მანამდე რა ისწავლა ადამიანმა სკოლაში,საზოგადოებაში თუ მეგობრებში და რა იდეებით მოძრაობს ის ცხოვრებაში.
ხოლო ვინც ბევრს ამუშავებს თავის ტვინს ის უფრო ჭკვიანია აქვს მეტი "კუნთები "ტვინში ამის საზომად კი თუნდაც მოგონილია აიქიუ ტესტები რომ გავიგოთ მეცხვარე უფრო ჭკვიანია თუ ორი ენის მცოდნე პროგრამისტი. )
რაც შეეხება გამდიდრებას არანაირი რთული საქმე ეს არაა ადამიანმა უნდა ისწავლო მომავლის გამოცნობა ანუ სწორი პროგნოზის გაკეთება იმ სფეროში სადაც აპირებ ფულის ჩადებას. 5-10 წლით მაინც რომ გააკეთო სწორი პროგნოზი. ამისთვის კი უნდა სხვადასხვა ფაქტორები გაითვალისწინო რაც იმ სფეროს ეხება. ეს თემა იყო ბიტკოინებზე ვინც გამოიცნო რომ ნაღდი ანგარიშსწორება უნაღდოზე ანუ ელექტრონულზე გადავიდოდა. ეს ტემა იყო ვინც კორონას გამოჩენისას გათვალა თუ რა ეკონომიკური პროცესები წავიდოდა მსოფლიოში თუნდაც ჩვენთან იყიდა ბევრი ბინები და ეხლა მისი ქონება გასამმაგდა თუ გახსნა ტესტების ბიზნესი და სხვა.
ადამიანის თავისუფლება ამაშია რომ ატასობით არსებული ვარიანტიდან შენ ირჩევ სფეროს და მოქმედების ფორმას იქ. შენ უკვეტავ ტვინს რა ისწავლოს რაზე იფიქროს და აშ.
ჭამა სმა და ორჯერ ორი რომ ოთხია ასეთი ელემენტარული მაგალითების განხილვა ამ ტემასთან არ გამოდგება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
Heracles12
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2872
წევრი No.: 258628
რეგისტრ.: 1-September 20
#58828035
· 31 Jan 2022, 15:53 · ·

გასაგებია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
lasha kakauridze
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10400
წევრი No.: 119711
რეგისტრ.: 18-August 10
#58833937
· 2 Feb 2022, 15:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Heracles12
QUOTE
ეს ყველაფერი იმ საზოგადოების ღირებულებებია რომელშიც ვცხოვრობთ, იმ არასწორი განათლების (გაუნათლებობის) შედეგია, რომელიც არასწორად გააანალიზა და შედეგად არასწორი დასკვნები დადო და ამ არასწორ დასკვნებზე აგებული სწავლება მოახვია თავს ყოველ შემდეგ თაობას და ამაში უდიდესი წვლილი რელიგიას მიუძღვის, თუმცა იმედია 21 საუკუნე გახდება ამ ყველაფრის გარდამტეხი და ადამიანი სწორად დაუწყებს ამ სამყაროს ჭვრეტას, ყოველგვარი ილუზიის გარეშე.
მითუმეტეს თუ საზოგადოებამ ან რელიგიამ მოახვია რაღაც სწავლებ, ადამიანი მაინც ისე იქცევა როგორც მას სურს .....ერთი სიტყვით თავის ხუშტურებზე დადის
QUOTE
რა არის სამართალი? არანაირი სამართალი არ არსებობს
თუ არ არსებობს აბა რატომ განსჯიან ადამიანებს ესა თუ ის ქმედება არასწორი იყოვო?
QUOTE
ზოგადად ადამიანმა რომ იარსებოს და გამრავლდეს უნდა შექმნას სოციალური ჯგუფი სხვა ადამიანებთან ერთად თანაცხოვრებით, და რამდენიმე ათეულ ადამიანმა ერთმანეთში ურთიერთობისთვის,
და რატომ აქამდე ვერ შექმნეს ის იდეალური გარემო რასაც ქვის ხანიდან მოყოლებული წესებს და კანონებს აწესებდნენ? .....ესეც იმას ხომ არ მიანიშნებს რომ თითოეული ადამიანი თავის ხუშტურებზე დადის?
QUOTE
სწორედ ამაშია პრობლემა რელიგიის, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანებზე და ზოგადად სამყაროზე და ამ არასწორი წარმოდგენებით ერთმანეთში ურთიერთობა მეტ შეცდომებს და შედეგად "ტანჯვას" იწვევს.
თუ თავისუფლება არ არსებობს მაშინ შეცდომებში რას გულისხმობ?
ერთი სიტყვით შენი ნაწერიდან თავისუფლების აღიარება უფრო ჩანს ვიდრე მისი უარყოფა
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
***
სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59102093
· 7 Apr 2022, 13:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ZAZAi
დაპირებული პასუხი თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ლაკონურად შევეცდები დაწერას:
ღმერთნა შექმნა ადამიანი თავის ხატად. (აქვე დავწერ, რომ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ღმერთზე და მის თვისებებზე ვსაუბრობთ, ის სულიერ სფეროს ეხება, რადგან ღმერთი სულია და თვისებებიც შესაბამისი აქვს) ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ექნებოდა ის თვისებები, რაც გააჩნია ღმერთს. მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალი ნებაა. თუ რატომ შექმნა ღმერთა ადამიანი საერთოდ ან რატომ გადაწყვიტა მათთვის თავისუფალი ნება მიეცა, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის და ოდესმე თუ გექნება ამაზე პასუხი, მოდი და მეც მითხარი. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ადამიანს გამოიყენოს ეს თავისუფალი ნება, თუკი ღმერთმა წინასწარ იცის უკვე მისი მომავალი. ღმერთმა ხომ კარგად იცოდა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ, მაგრამ მაინც დარგო ის ავადსახსენებელი ხე და აუკრძალა მისი ნაყოფის ჭამა. ეხლა წარმოიდგინე, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელსაც არ მისცა არანაირი საბაბი შეეცოდათ. ისინი მარადიულად დარჩებოდნენ სამოთხის ნეტარებაში და არ მოუწევდათ იმ ტანჯვის გავლა, რაც უხდება კაცობრიობას, რათა კვლავ დაბრუნებოდნენ მამის წიაღს და ცხონებულიყვნენ. მაგრამ რამდენად შესრულდებოდა პირობა იმისა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რასაც მამის წიაღში ყოფნა და განღმრთობა ქვია?! ღმერთს არ შეეძლო (არ ისურვა) ავტომატურად განღმრთობილებად შეექმნა. ამისთვის თავად ადამიანს თავისით უნდა მიეღწია. მაგრამ რანაირად იზამდა ამას თუკი არ ექნებოდა არჩევანის საშუალება? თუკი არ იქნებოდა ხე, რომლის ნაყოფის მიღებაც მისი პირადი არჩევანი იქნებოდა. ასე რომ, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება იმიტომ, რომ ცხონდეს. მას შეუძლია აირჩიოს ჭამოს აკრძალული ხილი და დაშორდეს ღმერთს, ან არ ჭამოს და დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი.
This post has been edited by
დათიკო
on 7 Apr 2022, 13:20
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12609
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#59103260
· 7 Apr 2022, 19:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
ღმერთნა შექმნა ადამიანი თავის ხატად. (აქვე დავწერ, რომ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ღმერთზე და მის თვისებებზე ვსაუბრობთ, ის სულიერ სფეროს ეხება, რადგან ღმერთი სულია და თვისებებიც შესაბამისი აქვს) ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ექნებოდა ის თვისებები, რაც გააჩნია ღმერთს. მათ შორის ერთ-ერთი თავისუფალი ნებაა. თუ რატომ შექმნა ღმერთა ადამიანი საერთოდ ან რატომ გადაწყვიტა მათთვის თავისუფალი ნება მიეცა, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის და ოდესმე თუ გექნება ამაზე პასუხი, მოდი და მეც მითხარი. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ადამიანს გამოიყენოს ეს თავისუფალი ნება, თუკი ღმერთმა წინასწარ იცის უკვე მისი მომავალი. ღმერთმა ხომ კარგად იცოდა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ, მაგრამ მაინც დარგო ის ავადსახსენებელი ხე და აუკრძალა მისი ნაყოფის ჭამა. ეხლა წარმოიდგინე, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელსაც არ მისცა არანაირი საბაბი შეეცოდათ. ისინი მარადიულად დარჩებოდნენ სამოთხის ნეტარებაში და არ მოუწევდათ იმ ტანჯვის გავლა, რაც უხდება კაცობრიობას, რათა კვლავ დაბრუნებოდნენ მამის წიაღს და ცხონებულიყვნენ. მაგრამ რამდენად შესრულდებოდა პირობა იმისა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რასაც მამის წიაღში ყოფნა და განღმრთობა ქვია?! ღმერთს არ შეეძლო (არ ისურვა) ავტომატურად განღმრთობილებად შეექმნა. ამისთვის თავად ადამიანს თავისით უნდა მიეღწია. მაგრამ რანაირად იზამდა ამას თუკი არ ექნებოდა არჩევანის საშუალება? თუკი არ იქნებოდა ხე, რომლის ნაყოფის მიღებაც მისი პირადი არჩევანი იქნებოდა. ასე რომ, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება იმიტომ, რომ ცხონდეს. მას შეუძლია აირჩიოს ჭამოს აკრძალული ხილი და დაშორდეს ღმერთს, ან არ ჭამოს და დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი.
ეს ყველაფერი არის ლირიკა, სასურველის რეალობად გასაღება. არაა განმტკიცებული არანაირი არგუმენტებით ბილიიდან. მე როცა ვლაპარაკობ, შესაბამისი არგუმენტებიც მომყავს ბიბლიიდან. ესაა ერთადერთი წყარო, რომელსაც ყველა კონფესია აღიარებს ავტორიტეტად. წმინდა მამების ფრთიანი ფრაზები არგუმენტად არ ჩაითვლება. ყველა კონფესიას ყავს თავისი წმნიდა მამები, დიამეტრულად განსხვავებული პოზიციით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59103347
· 7 Apr 2022, 19:58 · ·

შენ გგონია გამიჭირდება ჩემს სიტყვებს სახარებისეული ციტატები დავურთო?!
თუ დაგოიწერ ამით შენი აზრი შეიცვლება ამ საკითხთან დაკავშირებით? რაღაც ძაან მეეჭვება.
არაა პრობლემა აგერ ბატონო:
QUOTE
ღმერთნა შექმნა ადამიანი თავის ხატად
დაბადება 1:26
QUOTE
(აქვე დავწერ, რომ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ღმერთზე და მის თვისებებზე ვსაუბრობთ, ის სულიერ სფეროს ეხება, რადგან ღმერთი სულია და თვისებებიც შესაბამისი აქვს) ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიანს ექნებოდა ის თვისებები, რაც გააჩნია ღმერთს.
ინ. 4:24
QUOTE
ეხლა რაც შეეხება იმას, თუ რა შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა ადამიანს გამოიყენოს ეს თავისუფალი ნება, თუკი ღმერთმა წინასწარ იცის უკვე მისი მომავალი. ღმერთმა ხომ კარგად იცოდა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ, მაგრამ მაინც დარგო ის ავადსახსენებელი ხე და აუკრძალა მისი ნაყოფის ჭამა. ეხლა წარმოიდგინე, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელსაც არ მისცა არანაირი საბაბი შეეცოდათ. ისინი მარადიულად დარჩებოდნენ სამოთხის ნეტარებაში და არ მოუწევდათ იმ ტანჯვის გავლა, რაც უხდება კაცობრიობას, რათა კვლავ დაბრუნებოდნენ მამის წიაღს და ცხონებულიყვნენ. მაგრამ რამდენად შესრულდებოდა პირობა იმისა, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მიაღწიოს ისეთ მდგომარეობას, რასაც მამის წიაღში ყოფნა და განღმრთობა ქვია?! ღმერთს არ შეეძლო (არ ისურვა) ავტომატურად განღმრთობილებად შეექმნა.
აქ დაშვება მაქვს, ანუ სხვაგვარად რომ მოქცეულიყო ღმერთი, ვიდრე რეალობაში მოიქცა. კონკრეტულად რამეში თუ არ მეთანხმები, დამიწერე. პერიფრაზსაც გავაკეთებ: ღმერთმა წინასწარ იცის რაც მოხდება. „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრ. 4,13). „რომელ იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ (ფს. 138,16).
სამყაროს შექმნა და დასასრულიც მისი თვალების წინაშეა, რადგან დროში არ არის იგი, მისთვის წარსულიც და აწმყოც ერთია.
QUOTE
მისთვის თავად ადამიანს თავისით უნდა მიეღწია.
ღმერთი ძალით რომ ვერ აცხონებს ადამიანს და მან თავად უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, მთელ სახარებაშია გაშლილი:
„რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თვსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).
„რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვსი და შემომიდგეს მე, იგი არა ჩემდა ღირს არს“ (მთ. 10,38).
კონკრეტულად რა არ მოგწონს ჩემს ნაწერში? რამეს გაუგებრად ვწერ? თუ არის რამე მომენტი, რასაც არ ეთანხმები ან ჩემი მოგონილია?!
დამიწერე, არ მოგერიდოს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59110591
· 9 Apr 2022, 23:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი აზრით ქრისტიანულ რელიგიაში არ არსებობს თავისუფალი ნება.
თავისუფალი ნება თვითონ ადამიანშია, მის პირად პრინციპებში და პირად არჩევანში.
--------------------
"ეს ანგელოზი თავად ლოგოსია (განკაცებამდე ძე ღვთისა)”(adelasa)
"ევოლუციის თეორია არანაირად არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ თეოლოგიას".(დათიკო)
'მართლმადიდებლობა გთავაზობს გახდე ღმერთი' (giorgi89)
'სულიც მატერიალურია ღმერთთან შედარებით'. (K. Logos)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59111770
· 10 Apr 2022, 10:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
ჩემი აზრით ქრისტიანულ რელიგიაში არ არსებობს თავისუფალი ნება.
თავისუფალი ნება თვითონ ადამიანშია, მის პირად პრინციპებში და პირად არჩევანში.
მაგარი ლიოგიკაა, ღმერთმანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59112406
· 10 Apr 2022, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
ლოგიკურად ჩამოყალიბება არც მიცდია. უბრალოთ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე იმაზე, რასაც ჩემი თვალით ვხედავ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59113242
· 10 Apr 2022, 19:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დაისი
QUOTE
უბრალოთ ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე
სასწაული ფაქტის კონსტატაციაა, ღმერთმანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#59131813
· 15 Apr 2022, 17:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
ღმერთს არ შეეძლო (არ ისურვა) ავტომატურად განღმრთობილებად შეექმნა. ამისთვის თავად ადამიანს თავისით უნდა მიეღწია. მაგრამ რანაირად იზამდა ამას თუკი არ ექნებოდა არჩევანის საშუალება? თუკი არ იქნებოდა ხე, რომლის ნაყოფის მიღებაც მისი პირადი არჩევანი იქნებოდა. ასე რომ, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება იმიტომ, რომ ცხონდეს. მას შეუძლია აირჩიოს ჭამოს აკრძალული ხილი და დაშორდეს ღმერთს, ან არ ჭამოს და დაიმკვიდროს ღვთის სასუფეველი.
აქ მცირე შესწორებას შევიტან, ადამიანს ეს არჩევანი მას შემდეგ აქვს როდესაც მაცდუნებელი ძალა შემოვიდა მათში, მანამდე ისინი ასრულებდენ(ადამიც და ევაც) ღმერთის ნებას და არ ჭამდენ იმ აკრძალულ ხილს... და ასე მარიონეტებივით
ცხოვრობდენ იქ, შიშვლები ცხოველებივით, არავითარი ინდივიდუალურობა თუ თავისუფალი ნება არ ჭაჭანებდა მათში... ასე რომ ეხლა ხილის ჭამაზე აღარაა საქმე არამედ საქმე ისაა თუ როგორ განთავისუფლდენ იმ ნეგატიურ ქმედებისგან...
ქრისტეს მოსვლამ შექმნა არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის და აი ამ არჩევანის წინაშე დგას ეხლა ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით...
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#59132350
· 15 Apr 2022, 20:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
აქ მცირე შესწორებას შევიტან, ადამიანს ეს არჩევანი მას შემდეგ აქვს როდესაც მაცდუნებელი ძალა შემოვიდა მათში, მანამდე ისინი ასრულებდენ(ადამიც და ევაც) ღმერთის ნებას და არ ჭამდენ იმ აკრძალულ ხილს... და ასე მარიონეტებივით
თავისუფალი ნება შექმნისთანავე ჰქონდათ. რაის მაცდუნებელი ძალა. უთხრა ღმერთმა არ ჭამოთო, ადამის და ევას თავისუფალი ნება იყო არჭამა. მაცდუნებელმა უბრალოდ მათ სხვა არჩევანზე იმოქმედა. ღმერთმა ხომ უთხრა არ ჭამოთ ნაყოფიო? ხოდა, ესე იგი დააყენა არჩევანის წინაშე.
რაც შეეხება თავის დაღწევას, ეს ინსტრუქცია დიდი ხანია გვიწერია და ცხვირწინ გვიდევს, მარა იმას წაკითხვა და შესრულება უნდა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
დაისი
الله أَيْنَ أَنْتَ
ჯგუფი: Members
წერილები: 6511
წევრი No.: 200605
რეგისტრ.: 5-April 15
#59141178
· 18 Apr 2022, 22:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
თავისუფალი ნება კაი და ლამაზი ცნებაა მაგრამ ღმერთისგან გათავისუფლება როგორ ფიქროფ, შესაძლებელია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Confucius
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Confucius
Super Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 975
წევრი No.: 168841
რეგისტრ.: 14-June 13
#59141436
· 18 Apr 2022, 23:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://ghmerti.blogspot.com/
მე ასე მესმის ნება, და თავისუფლება რა არის აქ არ ვიცი
QUOTE
ღმერთები:
1. ქარის ღმერთი, 2. წვიმის ღმერთი, 3. თოვის ქალღმერთი.
ანგელოზები:
1. დაჯერების ანგელოზი,
2. ცოდნის ანგელოზი,
3. სიყვარულის ანგელოზი,
4. სიკეთის ანგელოზი,
5. ნეტარების ანგელოზი,
6. სიცოცხლის ანგელოზი,
7. სიტყვის ანგელოზი,
8. აღმშენებლობის ანგელოზი,
9. შემძლეობის ანგელოზი,
10. დამთხვევების ანგელოზი,
11. იღბლის ანგელოზი,
12. მხიარულების ანგელოზი,
13. შემოქმედების ანგელოზი,
14. ჯანმრთელობის ანგელოზი,
15. ჰარმონიის ანგელოზი,
16. მშვიდობის ანგელოზი,
17. ემოციების ანგელოზი,
18. სიმდიდრის ანგელოზი,
19. ბუნებრივობის ანგელოზი,
20. ცვლილების ანგელოზი,
21. გაგების ანგელოზი,
22. სამართლიანობის ანგელოზი,
23. სითბოს ანგელოზი,
24. მოწყალების ანგელოზი,
25. იმედის ანგელოზი,
26. ცნობიერების ანგელოზი,
27. სინათლის ანგელოზი,
28. ფორმების ანგელოზი,
29. დროის ანგელოზი,
30. წვიმების ანგელოზი,
31. მოდების ანგელოზი,
32. სილამაზის ანგელოზი,
33. სისუფთავის ანგელოზი,
34. აზრის ანგელოზი,
35. სარგებლის ანგელოზი,
36. სტაბილურობის ანგელოზი,
37. სულიერის ანგელოზი,
38. აღდგენის ანგელოზი,
39. ნაყოფიერების ანგელოზი,
40. თავმდაბლობის ანგელოზი,
41. კომპლიმენტის ანგელოზი,
42. შეწყალების ანგელოზი,
43. ჰორმონების ანგელოზი,
44. ბედნიერების ანგელოზი,
45. სიმშვიდის ანგელოზი,
46. შრომის ანგელოზი,
47. რეალურის ანგელოზი,
48. ფასეულის ანგელოზი,
49. კმაყოფილების ანგელოზი,
50. სიწმინდის ანგელოზი,
51. ინტერესის ანგელოზი,
52. არსებობის ანგელოზი,
53. მეგობრობის ანგელოზი,
54. ნიჭების ანგელოზი,
55. მოქმედების ანგელოზი,
56. ენერგიის ანგელოზი,
57. სრულყოფილების ანგელოზი,
58. მოფერების ანგელოზი,
59. მოთხოვნილების ანგელოზი,
60. პოზიტივის ანგელოზი,
61. შეჯვარების ანგელოზი,
62. ლხინის ანგელოზი,
63. კვების ანგელოზი,
64. მუსიკის ანგელოზი,
65. სიბრძნის ანგელოზი,
66. დანდობის ანგელოზი,
67. ამინდის ანგელოზი,
68. შემატების ანგელოზი,
69. სისწორის ანგელოზი,
70. შენარჩუნების ანგელოზი,
71. მომარაგების ანგელოზი,
72. ჭეშმარიტების ანგელოზი,
73. ჰობის ანგელოზი,
74. ნერვების ანგელოზი,
75. ხალისის ანგელოზი,
76. ნდობის ანგელოზი,
77. სიმამაცის ანგელოზი,
78. პატიების ანგელოზი,
79. ფანტაზიის ანგელოზი,
80. სინდისის ანგელოზი,
81. ერთგულების ანგელოზი,
82. მოწონების ანგელოზი,
83. მოთმენის ანგელოზი,
84. ორიგინალურობის ანგელოზი,
85. თავისუფლების ანგელოზი,
86. მახსოვრობის ანგელოზი,
87. წინსვლის ანგელოზი,
88. განცდების ანგელოზი,
89. გამარჯვების ანგელოზი,
90. ახალგაზრდბის ანგელოზი,
91. ქების ანგელოზი,
92. სერიოზულობის ანგელოზი,
93. სირცხვილის ანგელოზი,
94. სინამდვილის ანგელოზი,
95. სიმართლის ანგელოზი,
96. მადლიერების ანგელოზი,
97. სიხარულის ანგელოზი,
98. მოხერხებულობის ანგელოზი,
99. თავშეკავების ანგელოზი,
100. ფუნქციონირების ანგელოზი,
101. ქარების ანგელოზი,
102. თოვების ანგელოზი,
103. პოვნის ანგელოზი,
104. მოძრაობების ანგელოზი,
105. სამყაროს ანგელოზი,
106. დაკვირვების ანგელოზი,
107. სივრცის ანგელოზი,
108. წყლის ანგელოზი,
109. ჰაერის ანგელოზი,
110. ვარსკვლავის ანგელოზი,
111. ჭექაქუხილის ანგელოზი,
112. მიწის ანგელოზი,
113. ზამთრის ანგელოზი,
114. ზაფხულის ანგელოზი,
115. გაზაფხულის ანგელოზი,
116. შემოდგომის ანგელოზი.
This post has been edited by
Confucius
on 18 Apr 2022, 23:50
--------------------
ღმერთები: 1. ქარის ღმერთი (მტრედი), 2. წვიმის ღმერთი (კოღო) [ჩემი სული], 3. თოვის ქალღმერთი (ბეღურა), 4. მზის ქალღმერთი (ჭიამაია), 5. მიწის ღმერთი (ჭიანჭველა), 6. მცენარის ქალღმერთი (ფუტკარი), 7. ზეცის ღმერთი (ცხვარი), 8. ქაოსის ქალღმერთი (თვალები). © Confucius
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(29)
« პირველი
...
7
8
[9]
10
11
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0414 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.